ენერგია და მისი წყაროები

ენერგია და მისი წყაროები

ენერგია ესაა „კომპონენტი“, რომლის გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია და თავად ცხოვრებაც არ იქნება შესაძლებელი ენერგიის გარეშე. თანამედროვე მეცნიერება და მედიცინა არ უარყოფს სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელობას. ძველ ტექსტებში აღწერილია ენერგიასთან მუშაობის მეთოდები, მის წყაროებს, მოქმედების კანონებს აღწერენ და ა.შ.

მაინც რა არის ენერგია?

ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ენერგია უხილავი ძალაა, რომელიც ნაწილებს, ორგანიზმის სისტემებს აკავშირებს, ამოქმედებს, აერთიანებს. ენერგიის სხვადასხვა სახელწოდებებს შეხვდებით კულტურებში. მაგ: ჩინეთში „ცი“-ს უწოდებენ, ინდოეთში „პრანა“-ს.

ენერგია უხილავია, მისი შესწავლა პირდაპირ არ შეგვიძლია, მხოლოდ მისი გამოვლენის კვლევა და დაკვირვებაა შესაძლებელი. მაგალითად: ელექტრომაგნიტურ ტალღებს ვერ ვხედავთ, მაგრამ რადიომიმღების ან ტელევიზიის საშუალებით მათი „დანახვა“ შესაძლებელია გამოსახულებისა და ხმის საშუალებით. ასევეა ადამიანის ენერგია.

როგორ ვლინდება ენერგია?

ენერგიის მაღალი დონე – ძალის არსებობა, მოქმედების სურვილი, ენთუზიაზმი, დადებითი განწყობაა. ეს აღტაცებაა, სიყვარულის განცდაა.

ენერგიის დაბალი დონე ვლინდება სისუსტეში, სიზარმაცეში, სხეულსა და გონებაში სიმძიმის განცდით, უარყოფი განწყობასა და დეპრესიაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენერგიის გამოვლენა აისახება ემოციურ ფონში.

საიდან მივიღოთ ენერგია?

ენერგიის მიღების ოთხი ძირითადი წყარო არსებობს. ეს წყაროები ჩვენთვის ცნობილია და შეიძლება ბანალურადაც მოგვეჩვენოს: კვება, ძილი, სუნთქვა და პოზიტიური აზროვნება.

საკვების მიღების გარეშე 4-60 დღე ვძლებთ, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გარეშე – 21 დღე. ძილის გარეშე მაქსიმუმ 3-4 დღე ვძლებთ, შემდგომ კი ჩვენი სხეული „ითიშება“; სუნთქვის გარეშე რამდენიმე წუთით (მაქსიმუმ) ვძლებთ. ფიზიკური არსებობისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

 

პოზიტიური აზროვნება

ეს პირველი, მთავარი და ძლიერი წყაროა. დააკვირდით – როცა პოზიტიურად ვფიქრობთ, სიხარულით ვივსებით. როცა გახარებულები ვართ – ენერგიას ვგრძნობთ. უფრო ძლიერი წყაროა ბუნება, რომელიც უზარმაზარ ენერგიას გვაძლევს და გვუხტავს. მის ბოძებულ ენერგიას კი მოქმედებებსა და ურთიერთობებში ვდებთ. თუმცა ერთია – ბუნება იმდენ ენერგიას გვაძლევს, რამდენსაც ადამიანი უმკლავდება. ენერგიის მისაღებად მზაობას კი ჩვენი ემოციური მდგომარეობა, პოზიტიური წყობა განაპირობებს.

მაინც რა არის პოზიტიური აზროვნება? ესაა გონების, შინაგანი მდგომარეობის ის წყობა, რაც ბავშვობიდანვე გვეძლევა და შემდგომ ვკარგავთ. შეხედეთ სამყაროს სამი წლის ბავშვის თვალებით და მიხვდებით ენთუზიაზმის წყარო საიდან მოდის.

როგორ იქმნება პოზიტიური აზროვნება?

ყურადღება მიაქციეთ გარესამყაროსთან ურთიერთობის ფორმას. როცა უარყოფითი სიტუაცია ყალიბდება, საკუთარ თავს შემდეგ კითხვებს ვუსვამთ – „რით დავიმსახურე?“, „ვინაა ჩემს პრობლემებში დამნაშავე?“. კითხვის ამგვარ ფორმას მსხვერპლის პოზიციისკენ მივყავართ, უარყოფით განწყობას ქმნის და ენერგიას გვაცლის, ჩივილისკენ გვიბიძგებს.  პრობლემის გადაწყვეტას ვიწყებთ ჩივილის გამო.

იმისთვის, რომ პრობლემა ავიცილოთ, გარესამყაროსთან ურთიერთობა უნდა შევცვალოთ. ზემოთდასმული კითხვების ნაცვლად, საკუთარ თავს რომ ვკითხოთ „რისთვის მივიღე ეს?“ – პასუხი ბევრად სწრაფად მოვა და ჰარმონიულ გადაწყვეტას მოითხოვს.

ცხოვრებისადმი ასეთ მიდგომას სახელწოდებაც აქვს – მოსწავლის, შემმეცნებლის პოზიცია. აირჩიეთ რაზე ორიენტირდეთ და გონების სისუფთავე დაიცავით. რას ნიშნავს გონების სისუფთავე? პერიოდულად გონება „გაწმინდეთ“ ძველი მოგონებებისგან, ემოციებისგან, განცდებისგან, ისტორიებისგან; მიუტევეთ და მოემზადეთ ახალი შთაბეჭდილებებისთვის.

სუნთქვა

სუნთქვა ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ფიზიკურ დონეზე. სუნთქვის დროს არამარტო ჟანგბადს ვისუნთქავთ, არამედ გარემოს ენერგიასაც, რადგან ჰაერი უნივერსალურ (ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ პროცესებზე ახდენს გავლენას) სასიცოცხლო ენერგიას – პრანას შეიცავს. არსებობს სუნთქვის სპეციალური ვარჯიშები, რაც სუნთქვას აწესრიგებს. კაცები მუცლის „წილით“ სუნთქავენ, ქალები – გულ-მკერდით, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ზედა ნაწილით არ სუნთქავს, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ 1/3 ნაწილით ვსუნთქავთ.

ძილი

ძილის საშუალებით ორგანიზმი, ნერვული სისტემა ისვენებს და ენერგიის გარკვეულ ნაწილს ვიღებთ (აღვიდგენთ). ენერგიის მიღება მზისა და მთვარის გავლენით განისაზღვრება. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ გვიან გაღვიძებულ ადამიანს იმდენი ენერგია არ აქვს, რაც ადრე გაღვიძებულს. ძილის საუკეთესო პერიოდია ღამის 23 სთ-დან დილის 06-08 სთ-მდე პერიოდი.

 

კვება

რა ვიცით კვებაზე? საკვები ესაა მატერიალი, რასაც ენერგიისთვის ვიღებთ და ჯანმრთელი კვება ამის ერთ-ერთი გარანტიაა. ამჟამად ჩვენ ვიკვებებით მხოლოდ ორი მახასიათებლის მიხედვით – გემო და შენახვის ვადა, რაც არასაკმარისია.

ეზოტერულად „ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ“; ვაშლის ჭამით – ვაშლის ენერგიას, მის ენერგეტიკას, ინფორმაციულ სტრუქტურას იღებთ. იგივე ხდება ხორცის ჭამის შემთხვევაშიც. ჭამის თემა საკმაოდ ვრცელია და მისი ცალკე განხილვა სასურველია. ამჟამად კი მხოლოდ ერთ-ერთ მხარეს – ენერგეტიკას შევეხებით.

საკვებში პრანაა – ენერგია სუფთა მდგომარეობაში, თუმცა პრანას შეიცავს მხოლოდ ცოცხალი პროდუქტები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ხილში, მარცვლეულში, ბოსტნეულში, კაკალში; კანში უფრო მეტია, ვიდრე გულში. მომზადების პროცესში კი პრანა „იკარგება“, მცირდება.

ყველაზე ნაკლებად გვხვდება დამარინადებულ საკვებში, ვიდრე შემწვარში, ხოლო დაკონსერვებულ საკვებში საერთოდ არაა. მაინც როგორ მივხვდეთ პრანას შეიცავს თუ არა პროდუქტი? პრანა სიცოცხლეშია, ცოცხალშია. ეცადეთ ცოცხლად ან მომზადებიდან 3-4 საათში მიირთვათ ხოლმე, მათში მეტი ენერგიაა. და კიდევ – ყურადღება მივაქციოთ რა განწყობით ვამზადებთ საჭმელს. ძველად საკვების მომზადებისას სპეციალურ ლოცვას ან მანტრას კითხულობდნენ.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დეპრესიაში ან ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს ადამიანები მეტს ჭამენ. ეს ენერგიის ნაკლებობისგან ხდება და დანაკლისის შევსებას ცდილობენ.

და ყველაზე მთავარი – ხშირად მიიღეთ წყალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი რაოდენობითაა (%). ეზოტერიკაში წყალი არამარტო ორგანიზმის ფუნდამენტური შემადგენელია, არამედ მისი სტრუქტურები შეიცავს ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის უნარს, მათ შორის აზრებისა და ნათქვამის.

სტატიის ბოლოს იაპონელი მეცნიერის Masaru Emoto-ს წყალზე ჩატარებულ კვლევას შემოგთავაზებთ.

სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ – Dr Masaru Emoto Hado Water Crystals Full Documentary

მომზადებულია ალექსანდრე როსტოვის სტატიის მიხედვით.


About Tamta

Scroll To Top