ვენერას კვადრატი ნეპტუნთან

ვენერას კვადრატი ნეპტუნთან

სიყვარულზე შეყვარებული

დამახასიათებელია: უსაზღვრო ფანტაზია, მეოცნებეობა, უტოპია, გრძნობებში გაურკვევლობა, თვითმოტყუება, ილუზია, სუსტი ნებისყოფა, ცვალებადი იდეალები, ემოციური სირთულეები, სიზარმაცე, იმედგაცრუება პირად ურთიერთობებში. დადებითი კუთხით – დაუკმაყოფილებლობის გრძობა სულიერი სრულყოფისა და სილამაზისკენ უბიძგებს.

ემოციური და სექსუალური პრობლემები ბავშვობის უარყოფით გამოცდილებას უკავშირდება. შესაძლოა ახასიათებდეს წარმოსახვის, ფანტაზიის სამყაროში გაქცევა ალკოჰოლისა და სხვა საშუალებებით; ფინანსური საქმიანობის ან კავშირების გამო სკანდალში გახვევა. შესაძლოა იქ ეძებდეს  სიყვარულს, სადაც მისთვის შესაფერის პარტნიორს ვერ იპოვის.

ასპექტის მფლობელი ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სიყვარულს ვერ ეგუება; მიისწრაფვის ამაღლებული, დიდი სიყვარულის განცდისკენ. ამ მიზეზით ხშირად მისი პირადი ურთიერთობები გაურკვეველი ან არეულია, პარტნიორის არჩევის დროს ცდება, მასზე არასწორი წარმოდგენები აქვს. მისი სწრაფვა იდეალკენ ბოლომდე არ ერგება რეალობას. სასურველია ყურადღებით იყოს პირად ურთიერთობებსა და საფინანსო სფეროში.

სუსტი სატურნის შემთხვევაში – დისციპლინის ნაკლებობაა, პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებს. ასპექტის ხელშეწყობით ემოციური მხარე შესაძლოა სუბლიმირდეს დიდი შემოქმედებითი აქტიურობის სახით რელიგიის ან ხელოვნების სფეროში.

ახასიათებს სექსუალური ხედვა, ფანტაზიები, რაც ემოციურ კომპლექსებში შეიძლება გადაიზარდოს. მიდრეკილია თავდაჭერისა და სიმორცხვისკენ, მაგრამ მის ცხოვრებაში ფარული რომანები ხშირადაა.

ვენერას კვადრატი ნეპტუნთან ქმნის სირთულეებს სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულში. ასპექტის მფლობელს აქვს დაბალი თვითშეფასება, სასიყვარულო ურთიერთობებში კი – იმედგაცრუებები. მან უნდა გაიაზროს, რომ სხვებთან სასიამოვნო და ჯანსაღი ურთიერთობისთვის პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოს.

ასპექტისთვის დამახასიათებელია უსიყვარულობის განცდა, თავის მსხვერპლად წარმოჩენა („მე არავის ვუყვარვარ“), პარტნიორის გაიდეალება, საკუთარი თავის დადანაშაულება. ნეპტუნს აქვს სარკის ფუნქცია, წარმოსახვას ააქტიურებს და ადამიანს ნებისმიერი სცენარის წარმოდგენა შეუძლია; სწორედ ამიტომ ასპექტის დასაძლევად რეკომენდებულია დადებითი აფირმაციების გამეორება (მაგ: სარკის წინ). როცა საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის, აღმოაჩენს, რომ მისი პირადი ურთიერთობები და სოციალური გარემო გაუმჯობესდა.

 

ვენერას კვადრატი: ადამიანებს შორის ურთიერთობა იშვიათადაა ადამიანური

ვენერას კვადრატი პლანეტის მართულ სფეროებში  სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებს იძლევა, რომლის დროსაც ინდივიდი ხშირად აწყდება საზოგადოებაში მისი ქცევების უხეშ, არასწორად გაგებასა და შეუსაბამობას. შესაბამის სფეროებში ადამიანი სხვებისკენ მიისწრაფის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად სიყვარული (მაგ: იუპიტერი-ვენერას კვადრატის შემთხვევაში – ყოვლისმომცველი სიყვარული), გაგება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება  სჭირდება. ამავე დროს ამ საკითხებში კაპრიზული, მოუთმენელია, ბევრი არ ესმის, სხვებთან საერთოს ვერ გრძნობს და შედეგად მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

საერთოდ კვადრატით სიმბოლიზებული კარმული პროგრამები ხშირად იწყება სასიკეთოდ და პერსპექტიულად; ტრინს ჰგავს და მას შემდეგ, რაც ადამიანი საკმარისად უერთდება (ემოციურად, მენტალურად და ეგზისტენციალურად), გრძნობს წინააღმდეგობას, სირთულეებს და მძიმე სამუშაოს აუცილებლობას. მზე-მარსის კვადრატიც კი შეიძლება არ დაიწყოს მწარე დარტყმის სახით, პირიქით – თავიდან ავანტიურად, თავგადასავლად მოგვევლინოს. რაც შეეხება ვენერას კვადრატს თავდაპირველად დამახასიათებელია სიხარული და ემოციური სიამოვნება; ასე, მაგალითად: უიღბლო სიყვარული, რომელიც სასიხარული მომენტებით დაიწყო. კვადრატის მფლობელი ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს ასეთ სიტუაციებში.

დაბალ დონეზე ვენერა იძლევა დისჰარმონიულ სოციალურ ეგოიზმს და ამავდროულად – თვითშეწირვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს – საზოგადოებას არ მოსწონს და თავს მსხვერპლად წირავს. თუ საკმარისი ენერგია აქვს, თავად აფუჭებს სხვების ცხოვრებას, ანგარებიანი მიზნებით იყენებს, სხვებიც და თვითონაც უკმაყოფილო რჩება.

პლანეტის სფეროებში თავისებური, უჩვეულო ესთეტიური გემოვნება აქვს, რისი გამოცნობაც რთულია. დაბალ დონეზე ეს მახასიათებელი კაპრიზულობას იძლევა, მაღალ დონეზე – ორიგინალურ შემოქმედებით პოტენციალს. საერთოდ ვენერას კვადრატი სირთულეებს იძლევა ხელოვნების სფეროში, ცუდ მასწავლებლებს ან მათთან რთულ ურთიერთობას. თუ ინდივიდი მოახერხებს ზრდას შინაგანი ძალისა და დიდაქტიკური მეთოდების დახმარებით, ყოველთვის იგრძნობს და შინაგანი დაეჭვდება: „რასაც ვაკეთებ ნამდვილადაა ხელოვნება?“ (ისევე, როგორც მერკურის კვადრატის დროს ფიქრობს: „ჩემი აზრები ნამდვილად ჭკვიანურია?“). ეს ფიქრები ადამიანს სიმშვიდეს არ აძლევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება (მიღწეულით უკმაყოფილება ყველა კვადრატისთვისაა დამახასიათებელი).

ნეპტუნის კვადრატი: დიდი შინაგანი პატიოსნებაა საჭირო მისი ნაკლებობის აღმოსაჩენად

რთული ასპექტია. ნეპტუნის კვადრატი იძლევა მედიტაციის დამახინჯებას დაბალ დონეზე, რაც ადამიანს ამოუხსნელად იზიდავს. პლანეტის პრინციპების გაგება რთულია, ჭეშმარიტი და მცდარი გაგება, ილუზია ერთმანეთში ირევა, რომელთა დაჯერება და უფრო მეტად განშორება ადამიანს უჭირს. ნეპტუნი ატყუებს ადამიანს, ინდივიდი ატყუებს სამყაროს და საკუთარ თავს, შემდგომ ტყუილს ამჩნევს და რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს (თუნდაც საკუთარი თავის რწმენას) დაჯერება უჭირს, მაგრამ მხოლოდ დროებით. შემდგომ იგივე მეორდება – სამყაროს ატყუებს და თავს იტყუებს.

ამ ფაქტს შეუძლია გამოიწვიოს სასოწარკვეთა ან უმაღლესი ძალებისკენ ძლიერი სწრაფვა. შედეგი რთულად პროგნოზირებადია, ინდივიდი ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და არ იფიქროს ყველაფერმა ჩაიარა. ამ შემთხვევაში დაბალი საწყისი მედიტაციის დაბალი და ბინძური საშუალებებით იკვებება (მაგ: ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, ოჯახური სკანდალი და ა.შ.).

მაგალითად, სატურნ-ნეპტუნის კვადრატმა შესაძლოა წარმოშვას არაფრის კეთებისგან სიამოვნება, დამახასიათებელი იქნება “გამოსწორების” მცირე მცდელობები >> მაზოხისტობისა და უმაქნისობისგან დიდხანს მედიტაცია (ტკბობა) >> “გამოსწორების” მცირე მცდელობები და ასე ციკლურად. საბოლოოდ, ციკლში უახლოესი ნათესავები და ფსიქოანალიტიკოსები ერთვებიან.

ასპექტის კარმული მნიშვნელობა თვითმოტყუებისა და დაბალი დონის მედიტაციის (ე.წ. „ტკბობის“) დამუშავებას ნიშნავს პლანეტის სფეროებში. დამუშავება რთულია, დაბალი დონის მედიტაციის ყველა საშუალებაზე უარის თქმას და პლანეტასთან დაკავშირებულ სფეროებში პატიოსან, კონსტრუქციულ მუშაობას მოიცავს. მაღალ დონეზე ინდივიდი აღწევს კოსმიური სიყვარულის გაგების უნარს, მათ შორის მისი რეალობაში გამოვლენის საშუალებებს ხედავს.  ის სეიძლება სხვების თვალში ნათელმხილველად, წმინდა ადამიანად იქცეს, მაგრამ პლანეტის სფეროებში სამყაროს წინაშე დანაშაულის განცდა არასდროს ტოვებს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top