ვენერას კვადრატი სატურნთან

ვენერას კვადრატი სატურნთან

დამახასიათებელია: მელანქოლია, ოფიციალურობა, გაუბედაობა ან ქედმაღლობა, სიყვარულში პესიმისტური დამოკიდებულება, იმედგაცრუება პირად ურთიერთობებში, ანტისაზოგადოებრივი განწყობა, სისუსტე, ეჭვიანობა, გრძნობების გამოხატვის დროს სიცივე, მაზოხიზმი. დადებითი კუთხით: პასუხისმგებლობის გრძნობა.

ასპექტის მფლობელისთვის ძნელია სიმშვიდისა და სიხარულის მოპოვება. ახასიათებს სიყვარულის გარეშე ურთიერთობა. შემოქმედებითი კუთხით – ტექნიკური ოსტატობა ორიგინალურობის გარეშე. მშობლები ტვირთად აწევს ან მათგან ემოციურ ზეწოლას გრძნობს. სხვა უარყოფითი ასპექტების გავლენით ვლინდება სიხარბე და ეჭვიანობა.

რთულად იტანს ნებისმიერ წინააღმდეგობას, კამათს, განშორებას, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს. ურთიერთობებში დამახასიათებელია „ყველაფერი ცუდად დასრულდება“ დამოკიდებულება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ბავშვობაში გადატანილი სულიერი ტრავმაა, რის ანაზღაურებასაც ზედმეტი მიჯაჭვულობით, სიყვარულში გაზრდილი მოთხოვნილებებით „ცდილობს“. შედეგად იღებს გრძნობებში მუდმივ დაეჭვებას, სხვებთან ეჭვიან დამოკიდებულებას, მწუხარებას.

ვენერა უკავშირდება სიამოვნებას, ჰარმონას, გრძნობებს, ხოლო სატურნისთვის ეს ყველაფერი უცხოა, მისთვის მუშაობა, პასუხისმგებლობა, მოვალეობაა წინა პლანზე. ასპექტის მფლობელი შესაძლოა თვლიდეს, რომ კომფორტის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომოს, მასთან ფული შრომით „მიდის“. სატურნის გავლენა აკავებს იმის გაკეთებისგან, რაც მოსწონს.  ასპექტის მქონეს ახასიათებს უარყოფის შიში, რის გამოც შესაძლოა თავი შეიკავოს ურთიერთობის დაწყებისგან. კაცის რუკაში შესაძლოა ნიშნავდეს ასაკით უფროსი ქალის სიყვარულს ან უპასუხო სიყვარულს.

სატურნის პირველ დაბრუნებამდე, პიროვნება ეჭვებშია, თვლის, რომ საკმარისად კარგად არ აკეთებს, არ ცდილობს. დაბრუნების პერიოდში და შემდგომ კვადრატის გამოცდილებას იღებს (კვადრატი ითხოვს მოქმედებას, ანუ მოქმედებს), სატურნი ადამიანს პიროვნულად ნელა ზრდის ვენერას სფეროებში, ასწავლის მისთვის სასიამოვნო და მოსაწონი საქმის კეთებას, თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედებს.

სრული ინფორმაციისთვის გაითვალისწინეთ ნიშნისა და სახლის მდებარეობაც. სატურნი გვაჩვენებს რა სფეროში გვჭირდება თვითდისწიპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომა. ვენერა გვიჩვენებს ცხოვრების იმ სფეროებს, სადაც სიამოვნებას ვიღებთ, ჰარმონია გვჭირდება, ფინანსური მოგების მიღება შეგვიძლია, ვინ/რა გვიყვარს. სატურნი სწავლობს ვენერას უკეთესი გამოვლენისთვის სად დაიხიოს უკან და ვენერა სწავლობს – „ყველაფერს, რაც უკეთესს გხდის, იმავდროულად შესაძლოა იმ მომენტში სასიამოვნო არ იყოს“.

 

ვენერას კვადრატი: ადამიანებს შორის ურთიერთობა იშვიათადაა ადამიანური

ვენერას კვადრატი პლანეტის მართულ სფეროებში  სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებს იძლევა, რომლის დროსაც ინდივიდი ხშირად აწყდება საზოგადოებაში მისი ქცევების უხეშ, არასწორად გაგებასა და შეუსაბამობას. შესაბამის სფეროებში ადამიანი სხვებისკენ მიისწრაფის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად სიყვარული (მაგ: იუპიტერი-ვენერას კვადრატის შემთხვევაში – ყოვლისმომცველი სიყვარული), გაგება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება  სჭირდება. ამავე დროს ამ საკითხებში კაპრიზული, მოუთმენელია, ბევრი არ ესმის, სხვებთან საერთოს ვერ გრძნობს და შედეგად მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

საერთოდ კვადრატით სიმბოლიზებული კარმული პროგრამები ხშირად იწყება სასიკეთოდ და პერსპექტიულად; ტრინს ჰგავს და მას შემდეგ, რაც ადამიანი საკმარისად უერთდება (ემოციურად, მენტალურად და ეგზისტენციალურად), გრძნობს წინააღმდეგობას, სირთულეებს და მძიმე სამუშაოს აუცილებლობას. მზე-მარსის კვადრატიც კი შეიძლება არ დაიწყოს მწარე დარტყმის სახით, პირიქით – თავიდან ავანტიურად, თავგადასავლად მოგვევლინოს. რაც შეეხება ვენერას კვადრატს თავდაპირველად დამახასიათებელია სიხარული და ემოციური სიამოვნება; ასე, მაგალითად: უიღბლო სიყვარული, რომელიც სასიხარული მომენტებით დაიწყო. კვადრატის მფლობელი ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს ასეთ სიტუაციებში.

დაბალ დონეზე ვენერა იძლევა დისჰარმონიულ სოციალურ ეგოიზმს და ამავდროულად – თვითშეწირვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს – საზოგადოებას არ მოსწონს და თავს მსხვერპლად წირავს. თუ საკმარისი ენერგია აქვს, თავად აფუჭებს სხვების ცხოვრებას, ანგარებიანი მიზნებით იყენებს, სხვებიც და თვითონაც უკმაყოფილო რჩება.

პლანეტის სფეროებში თავისებური, უჩვეულო ესთეტიური გემოვნება აქვს, რისი გამოცნობაც რთულია. დაბალ დონეზე ეს მახასიათებელი კაპრიზულობას იძლევა, მაღალ დონეზე – ორიგინალურ შემოქმედებით პოტენციალს. საერთოდ ვენერას კვადრატი სირთულეებს იძლევა ხელოვნების სფეროში, ცუდ მასწავლებლებს ან მათთან რთულ ურთიერთობას. თუ ინდივიდი მოახერხებს ზრდას შინაგანი ძალისა და დიდაქტიკური მეთოდების დახმარებით, ყოველთვის იგრძნობს და შინაგანი დაეჭვდება: „რასაც ვაკეთებ ნამდვილადაა ხელოვნება?“ (ისევე, როგორც მერკურის კვადრატის დროს ფიქრობს: „ჩემი აზრები ნამდვილად ჭკვიანურია?“). ეს ფიქრები ადამიანს სიმშვიდეს არ აძლევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება (მიღწეულით უკმაყოფილება ყველა კვადრატისთვისაა დამახასიათებელი).

სატურნის კვადრატი: ევოლუციური კიბის საფეხურები ხალიჩით არაა დაფარული

სატურნის კვადრატი პლანეტის სფეროებში ადამიანს აყენებს საკუთარ თავში ჩაყვინთვისა და შინაგანი დისციპლინის გამომუშავების; მშვიდად, კონცენტრირებულად სიმართლის ძიების წინაშე. პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ერთის მხრივ, ადამიანს იზიდავს პლანეტის პრინციპები, მისი სიღრმისეულად გაგება სურს, მეორეს მხრივ, ამის ოდნავ მცდელობაც კი ძლიერ წინააღმდეგობას აჩენს გარეგან და შინაგან დონეზე.

თავად შესწავლა რთულია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმაზე მეტ ზალისხმევასა და კონცენტრაციას ითხოვს, რამდენიც მოცემულ დროში ადამიანს არ გააჩნია; ამასთანავე ხელისშემშლელია გარეგანი და შინაგანი ქაოსური ძალა. შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ პლანეტის პრინციპები „იყინება“ და ინდივიდისთვის მიუღწეველი ხდება, რაც მას (ინდივიდს) დისჰარმონიულ სიტუაციაში აგდებს, რაზეც მისი არაცნობიერი განსხვავებუად რეაგირებს. მაგ: სხვადასხვა კომპლექსი და ნევროზი ჩნდება, რაც ადამიანს „იცავს“ პლანეტის პრინციპებით გააქტიურებული სიტუაციებისგან.

თუ კვადრატში პლანეტა სატურნზე ძლიერია, საკუთარი პრინციპების ნაწილით სატურნისეულ სფეროების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, განვიხილოთ ვენერა-სატურნის კვადრატი. ძლიერი სატურნის შემთხვევაში ვიღებთ უხეშობას სოციალურ კონტაქტებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში; ხოლო ძლიერი ვენერას შემთხვევაში – სოციალურ და სასიყვარულო კავშირებში განურჩევლობას.

სატურნის კვადრატი შეუძლებელს ხდის პლანეტის პრინციპების ძალდაუტანებელ გამოვლენას, ამ შემთხვევაში ინდივიდისგან მოითხოვება სიბრძნე და კარმული პროგრამის ზუსტი მიყოლა, რაც საკმაოდ ფაქიზი იქნება. სიტუაცია ჰგავს დიდი ცულით ხეზე ჩუქურთმის ამოჭრის მოთხოვნას. როცა ინდივიდი მუშაობას იწყებს, მისი ყოველი ქმედება უხეში, მოუხერხებელი და არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სწავლის სურვილი და პატივმოყვარეობა შეიძლება დიდი ჰქონდეს, აქ უკვე მთავარია ინდივიდის შინაგანი პატიოსნება, თვითრეალიზების სურვილი და ევოლუციურ პროცესში მონაწილეობის სურვილი.

სატურნის კვადრატის დამუშავება ინდივიდს პლანეტის სფეროებში სიზუსტეს, სიბრძნეს, დანახვისა და სხვების დახმარების უნარს ანიჭებს (შესაბამისი უნარების განვითარებაში).

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top