ვენერას კვადრატი ურანთან

ვენერას კვადრატი ურანთან

დამახასიათებელია: იმპულსურობა, ექსცენტრიული ქცევა, ერთი ნახვით შეყვარება ძლიერი შფოთვითა და მღელვარებით, ლაბილურობა, განწყობის სწრაფი ცვლა; შემთხვევითი კავშირები, ეროტიზმი, ვნებიანობა; დადებითი კუთხით – ექსტრავაგანტურობა, ორიგინალური გემოვნება, შემოქმედებითი შესაძლებლობები, ოსტატობა.

ასპექტის მფლობელი დღეს შეყვარებულია, ხვალ – მისთვის სულერთია. როგორც წესი, მასისგან განსხვავებული ადამიანები და ურთიერთობები მოსწონს. თუ კვადრატი მუტაბელურ, ცვალებად ნიშანშია – ცვალებადობა ახასიათებს; ფიქსირებულ ნიშანში – პირდაპირობა; კარდინალურ ნიშანში – საზოგადოებრივად ჰიპერაქტიურობა. შესაძლოა სიყვარული მეგობრობაში ერეოდეს, მეგობრად დარჩენა სურს, მაგრამ სექსი ხელს უშლის.

სოციალურად აქტიურია, მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა, სიახლეები, ხშირად იცვლის ინტერესთა სფეროს, საზოგადოებრივ ჯგუფებს. ვერ ეგუება სოციალურ წესებსა და ტრადიციებს; თავისუფალი, შეუზღუდავი ურრთიერთობები მოსწონს.

გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად იღებს, რის გამოც მისი პირადი ცხოვრება არასტაბილურია. მისი გრძნობები ჩვეულებრივ ჩარჩოში არ ჯდება. ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელია აბსტრაქტული წარმოდგენები საყვარელ ადამიანზე, გაიდეალება. მისი ურთიერთობები მშვიდი და სტაბილური ნაკლებად იქნება, მძაფრ განცდებს გულგრილობა ცვლის.

ასპექტის მფლობელ ადამიანს უჭირს პირადი თავისუფლების შეწირვა ქორწინების შესანარჩუნებლად. აქვს ეგზოტიკური, განსხვავებული სექსუალური მოთხოვნილებები. მეხუთე სახლის დაზიანების შემთხევაში – მოუწესრიგებელი სექსუალური კავშირები ახასიათებს. მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში – ნერვული გაღიზიანება.

ასპექტის გავლენა ფინანსურ საკითხებზეც აისახება (არასტაბილური შემოსავალ-გასავალი).

ვენერას კვადრატი: ადამიანებს შორის ურთიერთობა იშვიათადაა ადამიანური

ვენერას კვადრატი პლანეტის მართულ სფეროებში  სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებს იძლევა, რომლის დროსაც ინდივიდი ხშირად აწყდება საზოგადოებაში მისი ქცევების უხეშ, არასწორად გაგებასა და შეუსაბამობას. შესაბამის სფეროებში ადამიანი სხვებისკენ მიისწრაფის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად სიყვარული (მაგ: იუპიტერი-ვენერას კვადრატის შემთხვევაში – ყოვლისმომცველი სიყვარული), გაგება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება  სჭირდება.

ამავე დროს ამ საკითხებში კაპრიზული, მოუთმენელია, ბევრი არ ესმის, სხვებთან საერთოს ვერ გრძნობს და შედეგად მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

საერთოდ კვადრატით სიმბოლიზებული კარმული პროგრამები ხშირად იწყება სასიკეთოდ და პერსპექტიულად; ტრინს ჰგავს და მას შემდეგ, რაც ადამიანი საკმარისად უერთდება (ემოციურად, მენტალურად და ეგზისტენციალურად), გრძნობს წინააღმდეგობას, სირთულეებს და მძიმე სამუშაოს აუცილებლობას. მზე-მარსის კვადრატიც კი შეიძლება არ დაიწყოს მწარე დარტყმის სახით, პირიქით – თავიდან ავანტიურად, თავგადასავლად მოგვევლინოს. რაც შეეხება ვენერას კვადრატს თავდაპირველად დამახასიათებელია სიხარული და ემოციური სიამოვნება; ასე, მაგალითად: უიღბლო სიყვარული, რომელიც სასიხარული მომენტებით დაიწყო. კვადრატის მფლობელი ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს ასეთ სიტუაციებში.

დაბალ დონეზე ვენერა იძლევა დისჰარმონიულ სოციალურ ეგოიზმს და ამავდროულად – თვითშეწირვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს – საზოგადოებას არ მოსწონს და თავს მსხვერპლად წირავს. თუ საკმარისი ენერგია აქვს, თავად აფუჭებს სხვების ცხოვრებას, ანგარებიანი მიზნებით იყენებს, სხვებიც და თვითონაც უკმაყოფილო რჩება.

პლანეტის სფეროებში თავისებური, უჩვეულო ესთეტიური გემოვნება აქვს, რისი გამოცნობაც რთულია. დაბალ დონეზე ეს მახასიათებელი კაპრიზულობას იძლევა, მაღალ დონეზე – ორიგინალურ შემოქმედებით პოტენციალს. საერთოდ ვენერას კვადრატი სირთულეებს იძლევა ხელოვნების სფეროში, ცუდ მასწავლებლებს ან მათთან რთულ ურთიერთობას. თუ ინდივიდი მოახერხებს ზრდას შინაგანი ძალისა და დიდაქტიკური მეთოდების დახმარებით, ყოველთვის იგრძნობს და შინაგანი დაეჭვდება: „რასაც ვაკეთებ ნამდვილადაა ხელოვნება?“ (ისევე, როგორც მერკურის კვადრატის დროს ფიქრობს: „ჩემი აზრები ნამდვილად ჭკვიანურია?“). ეს ფიქრები ადამიანს სიმშვიდეს არ აძლევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება (მიღწეულით უკმაყოფილება ყველა კვადრატისთვისაა დამახასიათებელი).

ურანის კვადრატი: ნიჭიერებას ჭირდება აღმაფრენის წამი, დიდებულ ტალანტს კიწამი დასვენებისათვის“.

უმაღლესი პლანეტების კვადრატურა საბედისწერო ეფექტს იძლევა, რომელთან ბრძოლაც შეუძლებელი, უფრო სწორად საზიანოა, რადგან ადამიანს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს, როგორც თავისი ასევე გარშემომყოფთა ცხოვრება არასწორი ქმედებით კვადრატურაში მყოფი პლანეტის სფეროში. თუმცა ის ირჩევს გარემოებებთან ურთიერთობის საშუალებებს და ხედვას, ე.წ. თვალსაზრისს: როგორც წერტილს, საითაც ის იყურება, ასევე წერტილს – საიდანაც იყურება, ანუ იქიდან გამომდინარე თუ რომელ პოზიციაზეა და ეს არჩევანი ძირითადად განსაზღვრავს მის მიერ უმაღლესი პლანეტების კვადრატის დამუშავებას და შესაბამისად ბედ-იღბალს, სამყაროს კარმის ფარგლებში. მაგ: ვენერა-ურანის კვადრატურა იძლევა არა მხოლოდ გადაულახავ მიდრეკილებას ექსცენტრიულ და უმართავ სოციალურ ქცევებს მისთვის ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებში, არამედ ადამიანებს ამ ასპექტით არ შეუძიათ პარტნიორის დიდხანს სიყვარული, ის რაც ვერაფრით იცვლება დროთა განმავლობაში – გამოუთქმელად სწყინდებათ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება პარტნიორის თვეში ერთხელ ცვლა, ან შესაძლებელია ყოველდღიურად მოხდეს მოცემულ ეგზემპლარზე საკუთარი თვალსაზრისის ცვლა, მასში პრინციპიალური სიახლეების აღმოჩენით, თუმცა მეორე ვარიანტი გაცილებით რთულია.

 საერთოდ ურანის კვადრატურა პლანეტას ანიჭებს გენიალურობას ნორმის ფარგლებში (ხანდახან ფარგლებს გარეშე), მაგრამ ურანისეული იდეებისა და ხილვების კონსტრუქციაულად განხორციელება ძალიან რთულია. ადამიანი უნდა ეცადოს გააცნობიეროს თავისი ექსცენტრიულობის არსი, პლანეტარულ გამოვლინებებში უნდა ისწავლოს ურანისეული მინიშნებების წაკითხვა და ამ შემთევვაში ის ნაწილობრივ შეძლებს კარმის რთული ქარგის წვდომას, რომელიც მის ირგვლივ არსებობს და შესაძლოა სამყაროს შემატოს რაღაც ამ დრომდე უნახავი, გაუგებარი, შეუძლებელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა რეალური.

 ურანის კვადრატის გამოვლინების გაგება შეუძლებელია, საჭიროა მასთან შეგუება და როგორღაც მისი გამოყენების სწავლა, მაგრამ მისი მთელი წარმატებული და ეფექტური გამოყენებით, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ბეღურებს თოფს ესვრის, ხოლო ურანის საკადრისი სამიზნე რჩება უხილავი.

ურანის კვადრატი იძლევა სხვის ბორბლებში ჯოხის გაჩხერვის უნარებს და თუ ამ ასპექტის მფლობელი მიზნად დაისახავს ბოროტ და ინვოლუციური პროგრამებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ის ძალიან შემოქმედებითი გახდება აქ. სამწუხაროდ ამ კვადრატის შემთხვევაში ამ უნარით პირიქით სარგებლობენ, ევოლუციური ნაკადის შეზღუდვით, მასში ხვეულების წარმოქმნით (კარმული კვანძების წარმოქმნით), რაშიც რა თქმა უნდა გამოიხატება აბსოლუტის შემოქმედება, მაგრამ ადამიანი, რომლისგანაც ეს შემოქმედება რეალიზდება, ხდება შავი მასწავლებელი, თუმცა კონკრეტული ადამიანის ბედ-იღბლისთვის სულერთი არ არის რომელ დონეზე და ზუსტად როგორ ხდება ეს შავი მასწავლებლობა- კრიტიკოსის, დამსმენისა თუ ჯალათის როლში, ამიტომ ურანის კვადრატურის გამოვლინებისთვის საჭიროა დიდი ყურადღების მიქცევა, რადგან აქ უმნიშვნელო აქცენტებს (მათ შორის შინაგან დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენებთან) შესაძლოა შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top