ვენერისა და ურანის ჰარმონიული ასპექტი
ასეთი ადამიანი არის მიმზიდველი, განსხვავებული როგორც სამსახურში, ასევე სასიყვარულო სფეროში. ჩვეულებრივ რიგით კავშირებს არ ეძებს, ინტერესდება განსხვავებული და ორიგინალური ადამიანებით. შესაძლოა სწრაფად აღმოცენებადი სიყვარულის გამო ოჯახი დაუფიქრებლად შექმნას. როგორც წესი, ამ ასპექტის მქონე ადამიანები საპირისპირო სქესისგან დიდი ყურადღებით სარგებლობენ. რეალიზებისთვის მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია თავისუფლად გამოხატავდნენ აზრსა და ასევე, მოქმედებებში შეუზღუდავები იყვნენ. ამ ასპექტს ოპტიმისტ და სოციუმის მოყვარული ადამიანების რუკაში შეხვდებით. საკმაოდ გახსნილები და გულღიები არიან და შეუძლიათ ნებისმიერ ნაცნობს სასიყვარულო ისტორიებიც კი მოუყვნენ…თუმცა ოდნავ მეტი გაფორმებით. საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, რამაც შეიძლება გარშემომყოფებთან პრობლემები შეუქმნათ, რადგან მათი გრძნობები, როგორც წესი, იმპულსურია.
წარმატებას აღწევენ ელექტრონული ტექნიკის, მენეჯმენტის ან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სფეროებში.
მთლიანობაში, სასიყვარულო ურთიერთობებში უმართლებთ, განსაკუთრებით კი პარტნიორის ძებნაში. თუმცა საკუთარი გრძნობების ბოლომდე გამოსავლენად საჭიროებენ სრულ პიროვნულ თავისუფლებას. გრძნობების ენით საუბარი შეუძლიათ, რითაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ადვილად ხიბლავენ. მათი ერთ ადგილზე გაჩერება დიდხანს არ ხერხდება, რადგან ყოველივე ახალი, ორიგინალური იზიდავთ და მისკენ მიდიან.
ვენერას სექსტილი ან ტრინი ურანთან
“თავისუფალი სული“
ადვილად უმეგობრდებიან სხვებს, ჰყავთ დიდი სანაცნობო წრე, თუმცა მეგობრების შეძენა როგორც ადვილად ეხერხებათ, ასევე ადვილად იცვლიან სამეგობრო წრეებს. ამ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ სხვებში დადებითი მხარე დაინახონ. ურთიერთობებში მათი დახასიათება მხოლოდ ერთი სიტყვითაც შეიძლება – „ტოლერანტული“.
სექსუალური კუთხით თავის გამოხატვა არასტაბილურია და ეიფორიიდან სრულ გულგრილობამდე მერყეობს. ამ მდებარეობის მქონე პიროვნება ურთიერთობაში შეზღუდვებს არ ცნობს და თუ ვინმე ეცდება მის შეზღუდვას, ურთიერთობას წყვეტს.
ეს ადამიანები ურთიერთობებს თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე აგებენ და ყველაზე ადვილად თანხმდებიან პარტნიორი პირად თავისუფლებას, არ ზღუდავენ მას. შესაძლოა მიდრეკილება ჰქონდეთ ისეთი სასიყვარულო ურთიერთობებისკენ, რომლის დროსაც მუდმივად ვერ ახერხებენ პარტნიორის ნახვას.
ამ ასპექტის მქონე ადამიანი ღიაა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ადვილად უყვარდება, ასევე ადვილად გადაუყვარდება. მის სასიყვარულო ურთიერთობებში სპონტანური ტიპის ურთიერთობები სჭარბობს. სასიყვარულო ურთიერთობებში უპირატესობას ექსპერიმენტულ ქმედებებს ანიჭებენ, მის გამო ხშირად ნებისმიერ ახალ იდეას თანხმდებიან.
ვენერას სექსტილი ან ტრინი ურანთან პიროვნებას მენტალურად აქტიურს, ინტუიციურს, კრეატიულსა და მაგნეტურს ხდის. ეს ადამიანები ადვილად ახერხებენ სხვების მოხიბვლას. ეს ასპექტი ააქტიურებს მიდრეკილებას მხატვრობის, მუსიკისა და პოეზიისადმი. შესაძლოა ადრეულ ასაკში ქორწინება.
ვენერა – ურანის ტრინის შემთხვევაში, სოციალური ურთიერთობები მნიშნელოვანია როგორც პიროვნული კონტაქტებისთვის, ასევე ამ ადამიანებს საზოგადოებაში ტრიალის დაუძლეველი სურვილი აქვთ. აქვთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა და ჩაცმის სტილი. ხშირად პროფესიად ისეთ სფეროებს არჩევენ, რომლებშიც ნოვატორული იდეები გააჩნიათ და დარწმუნებულნი არიან სიახლეს შეიტანენ.
ინტიმურ ურთიერთობებში გრძნობებს ადვილად გამოხატავენ, უამრავი ადამიანის მოწონებითა და სიმპათიით სარგებლობენ. თუ პირადი პლანეტები მიწის ნიშნებში ჰყავთ, ამ ასპექტმა შეიძლება საკუთარი თავით უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგან მოულოდნელი შეყვარება შესაძლოა არცთუ წარმატებული გამოდგეს და მათ სტაბილურობის მოთხოვნილებას არ ესადაგებოდეს.
დამახასიათებელია მოულოდნელი მიზიდულობა. ფინანსური კუთხით ფულის ადვილად შოვნა და ასევე სწრაფად დახარჯვა.
პიროვნულად თავისუფალი, მაღალი სულიერი ღირებულებები, დამოუკიდებლობისგან სწრაფვა. ამ ასპექტის მქონე ადამიანები იდეალისტები არიან, ადვილად იხიბლება ექსცენტრიული და ორიგინალური გამოხატვის სტილის მქონე ადამიანებით.
სასიყვარულო სფერო მოულოდნელობებით ხასიათდება. საგნები და ადამიანები ადვილად მოსწონს, თუმცა ადვილადვე ივიწყებს. საზოგადოებაში განსხვავებული სტილი აქვს, ყველაფერი უცნაური იზიდავს, სასიყვარულო სფეროში მოულოდნელი აფეთქებებით ხასიათდება. თუმცა შესაძლოა ხანგრძლივად შეიპყროს გულგრილობამაც. ამის გამო დისტანციის მოთხოვნილება უჩნდებათ. ქორწინებაზე პროგრესული შეხედულებები აქვს, მოსწონს ექსტრემალური ტიპის ურთიერთობა, რომელსაც საზღვრები არ აქვს. შესაძლოა მოსწონდეს ისეთი ადამიანი, რომელიც მისთვის იმ მომენტში მიუწვდომელი იქნება. ასევე შესაძლოა საკუთარი სქესის წარმომადგენელიც მოსწონდეს. მოსწონს ყველაფერი განსხვავებული, ორიგინალური, ტექნოლოგიურ სფეროში უახლესი გამოშვების აპარატურა, ასტროლოგიით გატაცება. ფულის შოვნა უცნაური მეთოდი.
ფეთქებადი, მუდმივად აქტიური ბუნება. ყოველთვის ცხოვრების სასიამოვნო მხარეს ხედავს. ეს ასპექტი სპონტანურობას მატებს. სასიყვარულო ურთიერთობები – საინტერესო, მეგობრები –განსხვავებულები. ფინანსებში –მოულოდნელი გამართლებები. ხშირად დაკავშირებულნი არიან რადიოსთან, ტელევიზიასთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან. მიმზიდველია და ხშირად კმაყოფილებას გამოხატავს, რომელიც სხვებს ასე ძალიან აკლიათ. სულიერების გაღრმავებისკენ ტენდენცია აქვს, თუმცა თავად იშვიათადაა ღრმა.
ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ეს ასპექტი სექსუალურ მადაზე ახდენს გავლენას. ამ ასპექტის მქონე ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებზე და მომხიბვლელობაზე დიდი წარმოდგენა აქვს.
პირად ურთიერთობებში – ძლიერი და დრამატული რომანტიული სურვილები და გრძნობები, ფიზიკური მიზიდულობა. ერთი ნახვით შეყვარებისკენ მიდრეკილება. სასიყვარულო ურთიერთობებს ადვილად აწყობს, დამყოლია, ფლობს მოხიბვლის ხელოვნებას. ემოციურად ფეთქებადია, თუმცა შეიძლება ემოცია თავად შიგნით აღარ დარჩეს. ამ ასპექტის მქონე სოციალურად აქტიური ადამიანია, რომელსაც უიღბლო ადამიანების დახმარების ტენდენცია აქვს. მისი მეგობრები კი პოპულარულები, ექსცენტრიულები არიან. შესაძლოა თავად შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოიყენოს საკუთარი სტილის შესაქმნელად (მაგ: სამოდელო სფერო).
დადებითი კუთხით – მეგობრული, მხიარული, ტაქტიანი, ორიგინალური, პოპულარული, მიმზიდველი, სიმპატიური ადამიანი. ორიგინალური გემოვნებითა და ჩაცმულობით გამოირჩევა. უარყოფითის მხრივ, შესაძლოა ახალი სიყვარულის გამო ძველ სიყვარულზე უარი თქვას.
სექსტილი
ემოციური ბუნების, უცნაურად, სწრაფად საუბრობენ. გრძნობების ადვილად გამომხატველობა.ეს ადამიანები პოპულარობითა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობენ. ბევრი მეგობარი ჰყავთ.როგორც წესი, ერთი ნახვით სიყვარული ახასიათებთ. მეცნიერების თანამედროვე სფეროებში წარმატებას ადვილად აღწევენ.
ცნობილი ადამიანები:
სექსტილი – Marlene Dietrich, Gene Hackman, William Blake, Joe Cocker;
ტრინი – Donald Sutherland, Maria Shriver, Arnold Palmer, Molly Ringwald, Jerry Lee Lewis, Barry Gibb, Ron Howard, Carmen Electra, Prince Albert, Lucille Ball.
წყარო:Катрин Обье, Константин Сельчёнок, Het Monster
cafeastrology.com, astromeridian.ru, astrology.astrozoom.com, skyviewzone.com, astrofix.net
ავტორი: თამთა