ვენერას და პლუტონის შეერთება

ვენერას და პლუტონის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

პლუტონის შეერთება: “ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს”

პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში, ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით, იმ ფორმებში, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.

დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა, აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას  უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის ან მთლიანობაში რუკის არსებობისას, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.

პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად” და ცხოვრების იმ სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ  იმ ინსტრუმენტების შეცვლით გამოიხატება, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.

მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სახლის სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს  პლანეტის პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა  ეძლევა. ამრიგად, მას შეუძლია უმნიშვნელო ზემოქმედებითაც კი  მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი ბავშვის გრძნობები ძალიან ღრმა  ინტენსიურობით ხასიათდება. მას ხშირად უყვარდება „ერთი ნახვით“ და შემდეგ იმედგაცრუებული საკუთარ თავში იკეტება. მშობლებმა, მასწავლებლებმა და აღმზრდელებმა მოთმინებით უნდა ასწავლონ, როგორ გამოხატონ გრძნობები გარესამყაროში და ტაქტიანად გააცნონ ზრდასრულთა ურთიერთობის ინტიმური ასპექტები. ამაში დიდ დახმარებას გაგიწევთ ხელოვნება, თეატრი, ფერწერა ან სკულპტურა. ის მარტივად პოულობს ახალ შტრიხებს ნებისმიერ ძველმანში. ზოგადად, ისედაც ეყვარება ძველი ნივთების შეგროვება, რომ საკუთარ შემოქმედებაში გამოიყენოს.

 

Het Monster

ღრმა ემოციები. თუ ეს მაღალგანვითარებული პიროვნებაა (ჰარმონიული ჰოროსკოპი), მისი სიყვარული მხსნელი და განმაახლებელია. არც ისე იშვიათად მკვეთრად გამოხატული ტალანტი ხელოვნების რომელიმე სფეროში.

ცუდი საერთო ჰოროსკოპის შემთხვევაში, სექსუალური თავაშვებულობა.

კატრინ ობიე

ამ შემთხვევაში სიყვარული არ კმაყოფილდება დადგენილი წესებით და ცდილობს თავისი ფორმები იპოვოს. უფრო მაღალ დონეზე, მოიცილოს და განთავისუფლდეს ყველაფერი ხელოვნურისგან. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი, სასიყვარულო ურთიერთობებში, აბსოლუტურ გულწრფელობას მოითხოვს და ამიტომ, ძალებს არ ზოგავს, რომ ამოხსნას მისთვის საინტერესო ადამიანი, შეაღწიოს მის საიდუმლო საცავში. ძალიან სექსუალურია. მისთვის დამახასიათებელია იდუმალი მიმზიდველობა.

ფრენსის საკოიანი

უკიდურესად ვნებიანი გრძნობები. მაღალგანვითარებულ ტიპებში ეს ასპექტი „მხსნელის“ როლით ვლინდება, ანუ მათ შეუძლიათ, თავიანთი სიყვარულით, გადაარჩინონ, გარდასახონ და განაახლონ  მიჯნური. მათ გრძნობები სულიერი ძალით გამოირჩევა. შესაძლოა ძლიერ გამოკვეთილი არტისტული ნიჭით დაიბადონ, განსაკუთრებით სამსახიობო. ნეგატიურ ვარიანტში დესტრუქციული და გარყვნილი გრძნობები.

 

სერგეი შესტაპალოვი

ეს ასპექტი უკიდურესად ზრდის მგრძნობიარობას. ამიტომ ეს საკმაოდ ექცენტრული და ემოციურად არასტაბილური ხალხია. ხშირია სექსის, ეროტიკის ნიადგაზე წარმოშობილი სკანდალები. მიდრეკილება გარყვნილების, ვულგარული სექსის მიმართ. შესაძლოა სარგებლობდნენ სექს-მუშაკების მომსახურებით, დიდ დროს ატარებდნენ სტრიპტიზ-ბარებში. გამომწვევად დემონსტრირებდნენ უზნეობას.

დადებითი მხარე _ მაღალი ემოციური ძაბვა ხშირად უწყობთ ხელს შემოქმედებაში. მარტივად აღწევენ პოპულარობას. მაგიურად ზემოქმედებენ გარშემომყოფებზე.

სხვა წყაროები

Julia Roberts ♀ ☌ ♇ _ ♍

ვენერა პლუტონის შეერთებისთვის დამახასიათებელია ძალიან ღრმა ემოციურობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე სიყვარულსა და მიჯაჭვულობას ეხება. მათი საოცრად მაგნიტური პიროვნული შარმი ადამიანებში ძლიერ გრძნობებს აღვიძებს. ისინი ხშირად ტოვებენ დამაინტრიგებელი და შემტევი პიროვნების შთაბეჭდილებას. და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ საერთოდ პირს გააღებენ.

ვენერა პლუტონის შეერთება ძლიერ ვნებებს და ემოციებს სძენს ადამიანის გატაცებებსა და გრძნობებს. ნებისმიერი შემოქმედებითი ნიჭი მკვეთრ დრამატულ შეფერილობას იღებს. რომანტიული სიყვარული მრავალი პარტნიორის ცვლის და ცხოვრებისეული კრიზისების პირმშოა.

მათი სიყვარულისთვის დამახასიათებელია ძლიერი მესაკუთრული ინსტინქტები, აკვიატებული იდეები და შეპყრობილი მდგომარეობა, რასაც საფუძვლად უდევს უარყოფის, დაკარგვისა და ღალატის ძლიერი შიში. მათი გრძნობები ექსტრემალიზმითა და ციებ-ცხელებით ხასიათდება. ძალიან უჭირთ მოდუნება, რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. უდავოდ, ყველაზე იდუმალად მომხიბვლელები არიან, თუ  თავად მოისურვეს. სასიყვარულო ურთიერთობები მათ სამყაროს თავდაყირა აყენებს. ისინი სიამოვნებით გამოცდიდნენ ერთი ნახვით შეყვარებას, რადგან ყოველთვის ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ, როდესაც საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება. პირადი ურთიერთობები უმეთესად საბედისწერო ხასიათს ატარებს.

ვენერა პლუტონის შეერთებისთვის დამახასიათებელია პარტნიორზე ძლიერი ზეწოლა, რადგან ურთიერთობაში სრულ ერთგულებასა და გულწრფელობას მოითხოვენ. მათ უნდა იფრთხილონ, რომ ურთიერთობა არ მიიყვანონ იმ წერტილამდე, როდესაც პარტნიორი უკვე ზედმეტი ხდება და ადამიანი იწყებს მტანჯველ ბრძოლას თავის შინაგან დემონებთან. პირადი ურთიერთობების მემშვეობით, ნამდვილად ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ საკუთარ თავზე. ბევრ ისეთ შავბნელ კუთხეს დაინახავენ, რაც ძალიან არ მოეწონებათ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამოიცნონ ბნელი მხარეები, როგორც საკუთარი არსის ნაწილი და არ გადააბრალონ პარტნიორს.

ისინი უაღრესად ერთგული,ყურადღებიანი და მზრუნველნი არიან მათ მიმართ,ვინც უყვართ,თუმცა ზედმეტი სენტიმენტალიზმის გარეშე. მაგრამ თუ ვინმე შეიყვარეს, სრულიად და სამუდამოდ. მათი ფასეულობები და აზრები მთლიანად კონცენტრირებულია სიყვარულზე, რაც ხშირად ხდება მათი ცხოვრების მთავარი აზრი.

ურთიერთობის საწყისს ეტაპზე, მათთვის დამახასიათებელია ძლიერი ეჭვიანობა და მესაკუთრული დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. თუმცა გარკვეული დროისა და გამოცდილების მიღების შემდეგ, ეს თვისებები შეიძლება ტრანსფორმირდეს უფრო ამაღლებულ და მომწიფებული ტიპის მიჯაჭვულობაში. მათ გულწრფელად სურთ, ყველაფერი მისცენ საყვარელ ადამიანს. მაგრამ მისგანაც ასეთივე ერთგულებასა და თავდადებას მოითხოვენ. მათი ყველაზე ძლიერი სურვილი  ყოვლისმომცველი სიყვარულის პოვნაა, რომელიც ყველა დონეზე დააკმაყოფილებთ: სულიერად, ემოციურად, ფიზიკურად.

სასიყვარულო გამოცდილებები მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად ცვლის მათ პიროვნებას, თუმცა თითქმის ყოველთვის, ეს მძიმე კონფრონტაციის ან განშორების შედეგად მიღებული მტკივნეული ცვლილებებია.

თუ ამ შეერთებას დამატებითი ასპექტები აქვს მარსთან ან ნეპტუნთან, წარმოიქმნება სექსთან დაკავშირებული აკვიატებული იდეები და ფიზიკური დაკმაყოფილების ფაქტორი ადამიანის მთავარი საზრუნავი ხდება.

დამახასიათებელია ასევე ემოციური რადიკალიზმი. გრძნობების პოლარიზება საკმაოდ ტიპურია ამ ასპექტისთვის _ ადამიანები ან ძალიან მნიშვნელოვანი არიან მათთვის ან საერთოდ არ არსებობენ. საინტერესოა, რომ ასეთივე რადიკალურ განწყობას იწვევენ სხვებშიც: ისინი ან ძალიან უყვართ ან სძულთ, თუმცა იშვიათად რომ ვინმეს ინდეფერენტული დამოკიდებულება ჰქონდეს მათ მიმათ.

ღრმა და ვულკანური ტიპის გრძნობები აქვთ. ერთდროულად განიცდიან აგონიასა და ექსტაზს. უყვართ ძალაუფლება და კონტროლი, რაც ნორმალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი თავის კონტროლი შეუძლიათ. ხშირად უყალიბდებათ ემოციური ფანატიზმი იმ ნივთების თუ ადამიანების მიმართ, რომელიც აღელვებთ. შეიძლება ითქვას, რომ „წმინდან წამებულთა” კატეგორიის ადამიანები არიან, იმდენად ფანატიკურად ერთგულობენ საკუთარ რწმენასა და შეხედულებებს. მზად არიან, ნებისმიერი გადათელონ, ვინც წინ აღუდგებათ.

მაღალ დონეზე განვითარებული ასპექტისთვის დამახასიათებელი იქნება დრამატული ან მუსიკალური ნიჭი. ასევე კარგი ფინანსური უნარები.

ცნობილი ადამიანები ვენერა-პლუტონის შეერთებით : Ian Scott Anderson, Charles Dickens, Amelia Earhart, Jessica Hahn, Phil Hartman, Victor Hugo, Jeremy Irons, Heather Locklear, Barry Manilow, Dr. Phil McGraw, Olivia Newton-John, Sean Penn, Julia Roberts, Sarah Ferguson, William Butler Yeats.

ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top