ვენერა ლომში

ვენერა ლომში

ნათელი გრძნობები და სურვილები. სიყვარულისა და თაყვანისცემის წადილი. გრძნობების თეატრალური გამოვლენა. სილამაზესა და ჰარმონიაზე საკუთარი შეხედულებების ექსპანსიური გამოხატვა. მიდრეკილება შემოქმედებისა და დღესასწაულებისადმი.
საუკეთესო შემთხვევაში: ხელგაშლილობა. სიყვარულისა და ჰარმონიის უნარი და ამ თვისებათა გადაცემა შვილებზე.
უარეს შემთხვევაში: ეგოიზმი. ქედმაღლობა. მედიდურება.

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა ლომში მზეს სტუმრობს, ამიტომ, ძალზედ მკაფიოდ გამოვლენილ და თვალშისაცემ გრძნობებს იძლევა, რაც საჯაროდ არის გამოფენილი (განსაკუთრებით ბოროტი ვენერას შემთხვევაში). თქვენ, ალბათ, ყოველთვის მძაფრად გამოხატავთ საკუთარ გრძნობებს. მარტივად გეტყობათ, ვინ გესიმპათიურებათ და ვინ არა. ცხადია, გამოხატვის ფორმები დამოკიდებულია თქვენს აღზრდაზე.
გიყვართ თაყვანისმცემლების საზოგადოებაში ყოფნა. გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენი გრძნობების გარშემო უნდა ტრიალებდეს. საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული ხართ, გრძნობა_თქვენი არსებობის მთავარი არსია!
  ხანდახან თქვენთვის დამახასიათებელია ემოციებით თამაში. არ არის გამორიცხული, მიდრეკილი იყოთ დრამატიზებისკენ და ხშირად ვეერ იცავდეთ ზომიერების ზღვარს. სასიყვარულო ცხოვრებაში დაცემები განპირობებულია გადაღლით, გრძნობების და ემოციების გადახარჯვით. თუმცა აღდგენაც საკმაოდ სწრაფად შეგიძლიათ.
სავარაუდოდ, თქვენ ძალზედ ეჭვიანი ადამიანი ხართ და ვერ იტანთ მეტოქეებს, მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაშიც კი. საკუთარი უნიკალურობის მძაფრი შეგრძნება გაქვთ და ძალიან გიჭირთ იმ
 აზრთან შეგუება, რომ ვინმე შეიძლება თქვენი თანასწორი იყოს. ეს თვისება განსაკუთრებით დამახასიათებელია ქალებისთვის. ამასთან ვენერიელი ლომები ყველა გრძნობას თავიანთ “მეში” ატარებენ და საყვარელ ადამიანს საკუთარი შინაგანი სამყაროს განუყოფელ ნაწილად თვლიან, რაც გარეგნულად მესაკუთრული დამოკიდებულებით ვლინდება. თუმცა ხშირად ვენერა ლომში ილუზიების მსხვერპლია, რადგან მას არ ჰყოფნის ინტუიცია, ორიენტირდეს პარტნიორის შინაგან სამყაროზე და რეალურად აღიქვას, რას განიცდის მისი მეწყვილე. ბოროტი ვენერას შემთხვევაში, შესაძლოა გქონდეთ რთულად დასაკმაყოფილებელი მაღალი ეროტიული მოთხოვნები.

როგორც წესი, მოგწონთ ამტანი და მაღალენერგიული ადამიანები. სიყვარულში გახასიათებთ პარტნიორის მფარველობა,ზემოდან ყურება. მამაკაცებს ახასიათებთ ქალის უკიდურესად შემოქმედებითი ხედვა და ცდილობენ ამ ხედვის შესაბამისად ჩამოაყალიბონ საყვარელი ქალი, როგორღაც “გამოძერწონ”. მათ ერთმნიშვნელოვნად ნათელი განზრახვები ამოძრავებთ შეცვალონ, გადააკეთონ ქალი საკუთარი სურვილისამებრ. ამიტომ, ასეთი მამაკაცები ხშირად ქორწინდებიან ინტელექტუალურად, განვითარებით, სოციალურად და ა.შ. დაბალ საფეხურზე მდგომ ან ასაკით ბევრად უმცროსს ქალზე. მამაკაცი, ვენერით ლომში, ქალს უყურებს, როგორც საკუთარ შემოქმედებით საწყისს. მიუხედავად იმისა, რომ ქალებსაც აღენიშნებათ მსგავსი დამოკიდებულება საყვარელი მამაკაცისადმი, პარტნიორის გადაკეთების სურვილი მათში არ ვლინდება.

თქვენ უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებთ უყურადღებობაზე. გირჩევნიათ სძულდეთ, ვიდრე ვინმესთვის სულ ერთი იყოთ. ხშირად ხელმძღვანელობთ პრინციპით: “თუ არ გჭირდები, არც მე მჭირდები!” გამოვლენილ უყურადღებობას საკმაოდ დიდხანს იმახსოვრებთ, რადგან ნეგატიურ საკითხებზე ძალიან კარგი მახსოვრობა გაქვთ.
სიყვარული თქვენთვის ხელოვნებაა და ამ სფეროში უხვად იქნება თამაშის ელემენტები თქვენი მხრიდან. თქვენ ალბათ გიყვართ ბავშვები, რადგან მათთან ურთიერთობაც თამაშია, თუმცა ყოველთვის გარკვეული დისტანცია გიჭირავთ მათთან. როგორც წესი, თქვენგან კარგი აღმზრდელი არ გამოდის. პირველ რიგში, იმიტომ რომ არ გყოფნით ინტუიცია სხვათა შინაგან სამყაროს ჩაწვდეთ. მეორეც, არის საკითხები, რომელსაც ყურადღების ღირსად არ თვლით. მაგალითად, ასეთი ოჯახის მამა შეიძლება შედიოდეს ბავშვების ოთახში, მათთან თამაშობდეს და ბავშვებს ის ძალიან ეყვარებათ, თუმცა უპირატესობას ანიჭებს იშვიათად, “მეფურად” გამოეცხადოს ხოლმე შვილებს და არა ყოველდღიურ, ყოფით კონტაქტში იყოს მათთან.
ვენერა ლომში იძლევა შემოქმედებითი დასვენებისადმი მიდრეკილებას. თქვენთვის დასვენება არ გულისხმობს კომფორტულ უსაქმურობას, ეს შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებაა. თუ თქვენ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას ახერხებთ და საშუალება გაქვთ, აქტიურად აკეთოთ ის, რაც მოგესურვებათ, საუკეთესო დასვენების ფორმა და სრული კომფორტიც თქვენთვის სწორედ ეს არის. ჰარმონიის ესთეტური სისტემაც ხელოვნების გავლით გიყალიბდებათ.

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა ლომში უმაღლეს ოქტავაში იძლევა დიად მსახიობებს, მხატვრებსა და მწერლებს; ხშირად პუბლიცისტური ელფერით, რომელიც ზემოქმედებს რა სოციუმზე, სულიერად იზრდება. აქ რეალიზდება ჭეშმარიტი ხელოვნების შთაგონებითი ძალა. მაგალითად, შთამებჭდავი სპექტაკლის ნახვის ან საინტერესო წიგნის წაკითხვის შემდეგ, სუბიექტი არამხოლოდ ძლიერ იმპულსს იღებს, წინანდელზე უკეთ იმუშავოს, ის შეიგრძნობს ღვთაებრივ შერწყმას ახლადაღმოჩენილ სამყაროსთან. პუბლიკაზე ზემოქმედებაც გაცილებით უკეთესად შეუძლია, ვიდრე ვენერიელ ვერძებს.
საშულოდ განვითარებული პლანეტა მფლობელს დახვეწილი მანერებითა და ესთეტიზმით აჯილდოებს. არიან ხელოვნების მცოდნენი და დამფასებელნი, ფილანტროპები ხელოვნების სფეროდან. ეს ადამიანი ძალზედ სასიამოვნო სანახავია:
 ლამაზად საუბრობს, მოძრაობს. უნარი აქვს, მომგებიანად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. თუმცა ასეთმა აქტიურმა თვითპიარმა შესაძლოა დაახლოების შემდეგ სხვათა გაღიზიანება გამოიწვიოს, რადგან ამ ფასადის მიღმა პასიურობა იმალება.

თუ ვენერა კარგად ავლენს თავის თავს, საპირისპირო სქესთან წარმატება გარანტირებულია, გარდა დაზიანების შემთხვევისა,როდესაც წარმატება ასევე გარანტირებულია, მაგრამ მცირე მასშტაბებში და მოკლევადიანი ურთიერთობებით გამოიხატება. დაზიანების შემთხვევაში, პიროვნებას უჩნდება მიდრეკილება ჭირვეული მოდისადმი; ახასიათებს ბაქიაობა, ნარცისიზმი, სნობიზმი.

მონიკა ბელუჩი. ვენერა ლომში

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

  ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ეს კეთილი, გულითადი, მომხიბვლელი და სიცოცხლისმოყვარე ადამიანია. გულწრფელი და ერთგული გრძნობები აქვს, თუმცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობით. უყვარს ხელოვნება. კარგი გემოვნება აქვს. ყოველთვის ცდილობს ლამაზად, მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ბევრი მეგობარი ჰყავს; უყვარს საზოგადოება, გართობა, თამაშები. ძალზედ არტისტულია.

ვენერას დაზიანება იწვევს უსაქმურობას, მფლანგველობას, ქარაფშუტობას, პატივმოყვარეობას, თვითრეკლამირებას. უყვარს როდესაც ელაქუცებიან. მოსწონს სკანდალები და დემონსტრაციულობა. ირჩევს თვალშისაცემ, ზიზილ-პიპილოებით მორთული ტანსაცმელს. გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს გარეგან ბრწყინვალებას, “თვალში ნაცრის შეყრას”. ეჭვიანია და ბუტია. ხშირად განსჯის და ადანაშაულებს სხვებს. ასევე ახასიათებს ელიტურობა და მანერულობა.

 

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 

ვენერა ლომში ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარულის უნარით არის დაჯილდოებული, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გრძნობების გამოვლენა რამდენადმე გადაჭარბებულია. ასევე ძალიან ეჭვიანია. არ არის გამორიცხული  ,ანგარებიანი სიყვარული”.  შეყვარებულია ყველაფერ მშვენიერზე. სწორად მსჯელობს ხელოვნებაზე. მაღალ სოციალურ სტატუსს ესწრაფვის. დაჯილდოებულია დრამატული ნიჭით. მათ შორის ბევრი მსახიობია. აფასებს ხელოვნებას, ფერწერას. კეთილი და ალერსიანია. უყვარს ბავშვები. ხშირად ადრე ქორწინდება. ქორწინება ბედნიერებას უქადის.
სიყვარულში გულითადობით და მადლიერებით ხასიათდება. პარტნიორისგან ვერ იტანს მეწვრილმანეობას
 და სიძუნწეს. მას ნამდვილი ზღაპრული გმირი სჭირდება: პრინცი ან პრინცესა, რადგან ძლიერ მოთხოვნას განიცდის, ეთაყვანებოდეს და აღმერთებდეს საყვარელ ადამიანს. მას ისეთი მეორე ნახევარი სჭირდება, ვისაც აღტაცებაში მოჰყავს და შეუძლია, მისით იამაყოს. უბოძებს რა ვინმეს თავის გულს, მისი ერთგულია. ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სიყვარულის, გაღმერთებისა და ყურადღების გარეშე. კატეგორიულად ვერ იტანს უყურადღებობას. მოსწონს, როდესაც ეპირფერებიან, თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებენ. გიჟდება პირად ურთიერთობაში თეატრალური და დრამატული მოვლენების განვითარებაზე. რომანტიული ჟესტები და გრძნობების ექსტრავაგანტული გამოვლნა მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
შესაძლო დაავადებები:
 გულის სპაზმები, გულის წასვლა, ტკივილები წელის არეში.

ინდუბალა „ინდური ტრადიცია“ 
ვინაიდან ეს ნიშანი მტრულია ვენერისადმი,ასეთი განლაგება მიუთითებს მოშვებულობასა და სიამაყეზე. ეს საჯარო, არტისტული ხალხია, ვისაც კონტაქტები და გართობა უყვარს, ცნობილ ადამიანებთან მეგობრობა. რომანტიული ბუნების არიან. მიდრეკილ
ია იდეალიზმისკენ, თუმცა სრულიად არ აქვთ პრაქტიკული უნარები. ასტროლოგიური ტექსტები გვამცნობენ  “მომხიბვლელ  პარტნიორზე ქორწინებაში, ქორწინებიდან შემოსულ ფულსა და მცირე ოდენობის ბავშვებზე”.

 

Het Monster „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ამაღლებული და რომანტიული ნატურა. უყვარს, როდესაც მისით აღფრთოვანდებიან. თეატრალურად იქცევა. სახვითი და სკულპტურული უნარები. რჩეულ პარტნიორს ერთგულობს, ამაყობს და ტრაბახობს მისით. თუ უყურადღებობას გრძნობს, ძალზედ ეჭვიანი და მესაკუთრე ხდება. ნაადრევი ქორწინება.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში თვითაღფრთოვანება, სნობიზმი, სექსუალური ჟინიანობა.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“ 
მდიდარი გრძნობითი სამყარო. ძლიერი შინაგანი შარმი. დარწმუნებულია საკუთრ ღირსებებში. ეძებს პროტექციას ან თავად არის სხვების მფარველი.

ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“ 
ღირსება და დამსახურება. უპირობოდ მოითხოვს სიყვარულს. მას სწამს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული უსუსურ გარეზემოქმედებაზე ძლიერი უნდა იყოს და ყოველგვარ წინააღდეგობას გაუძლოს. ის ძალიან ხელგაშლილია საყვარელი ადამიანის მიმართ, მაგრამ აუცილებლად მოითხოვს მადლიერებას ამ თვისებისათვის. განსაკუთრებული გრძნობათა წყობა აქვს:
 მას არ შეუძლია დიდხანს უყვარდეს ის, ვინც/რაც მასში აღფრთოვანებას არ იწვევს. ხოლო უყვარს და აღტაცებულია ისეთი ადამიანით, ვინც მას აკვირვებს თავისი ქცევებით, მორალით, მენტალიტეტით. იმაზე გაფიქრებაც კი, რომ მისი გრძნობები შეიძლება უარყონ, მტკივნეულად ურტყამს მის თავმოყვარეობას.

რას არ მოიმოქმედებს ვენერა ლომში, რომ საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. უყვართ დრამატიზმი, თამაში, მკვეთრად გამოხატული გრძნობები. მათთვის მნიშნველოვანია, თვალსაჩინოდ გამოისახოს მათი გრძნობითი სამყარო, ილაპარაკონ საკუთარ განცდებზე ისე, რომ ეს იქცეს ლიტერატურულ თუ მუსიკალურ ნაწარმოებად. შეიძლება მხოლოდ შეგშურდეთ იმ ცეცხლის ალის, რომელიც შეყვარებული ვენერა ლომის გულში ინთება. თუმცა არ ღირს, ამ ცეცხლის ობიექტი ზედმეტად გათამამდეს, რადგან შესაძლოა ეს მორიგი სპექტაკლი იყოს და მართალია, მისი გულის მოსაგებად თამაშდება, მაგრამ სრულიად სხვა მიზანს ემსახურება. მიზანი კი არის “მეს” გამოხატვა ასეთ დრამატულ და ლამაზ ფორმებში. მათ საერთოდ არ უჭირთ აუდიტორიის წინაშე წარდგომა და მგზნებარე პიროვნული ხიბლით მოჯადოება. გულუხვად ასხივებენ სიყვარულს და მართალია, ფლირტი და პუბლიკაზე თამაში ძალიან უყვართ, მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდათ, თავიანთ რჩეულს ბოლომდე ერთგულობენ. მათ, ისე როგორც არავის, შეუძლიათ შეიყვარონ ერთხელ და სამუდამოდ. თუმცა იმისათვის, რომ ვინმე ასეთი სიყვარულით დააჯილდოონ, აუცილებლად უნდა იგრძნონ საკუთარი სიყვარულის, სილამაზის, მომხიბვლელობისა და ნიჭიერების ძალის გავლენა რჩეულზე.
ნეგატიურ ვარიანტში
პიროვნებას უვითარდება პატივმოყვარეობა, ეგოიზმი და უსაქმურობა, რაც ეფუძვნება საკუთარი მნიშვნელობის, საჭიროების, ნიჭიერებისა და განუმეორებლობის შეგრძნებას. მართლაც, ასეთი ადამიანი დაჯილდოებულია საკმაოდ მრავალმხრივი ტალანტებით ხელოვნების სფეროში, მაგრამ მისი ამოცანა არა საკუთარი თავის კვარცხლბეკზე აყვნა, არამედ სხვათა შთაგონებაა _მან თავისი ცეცხლი უნდა უწილადოს ყველას, გულწრფელად და უანგაროდ. თუმცა ახლობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ მისი ერთი თავისებურების შესახებ: ვენერა ლომში იმდენად ვერ იტანს უყურადღებობას, რომ ამის გამო შესაძლოა დეპრესიაშიც ჩავარდეს. კაპრიზულობა, პრეტენზიულობა, ალკოჰოლით გატაცება და “სამყაროზე გაბრაზება” ამის უტყუარი ნიშნებია. მას ჟანგბადივით სჭირდება მუდმივი ყურადღება და ქება, რადგან მისი თვითშეფასება პირდაპირ არის დამოკიდებული მისი ღირსებების აღიარებაზე.


ქ ა ლ ი, ვენერით ლომში, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია თავის გარემოცვაში, მაგრამ თუ მის სიახლოვეს უფრო ძლიერი ვენერა ჩნდება, ქიშპობას იწყებს. მისთვის აუტანელია ის აზრი, რომ პირველი არ არის. იმდენად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სამუშაო პროცესშიც გამოძებნის დროს ფლირტისა და კეკლუცობისთვის. სადაც არ უნდა გამოჩნდეს, მას აუცილებლად შეამჩნევენ. შესანიშანვი გემოვნება აქვს და კარგად იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი. ნებისმიერ გარემოში ნებისმიერი როლის შესრულება შეუძლია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის მოცემული წუთისთვის, იქნება ეს მორცხვი გოგონა თუ საბედისწერო ქალი. ცხადია, შესაშური პოპულარობა ხშირად აქცევს ჭორების ობიექტად, თუმცა მას უნდა ახსოვდეს, რომ ნამდვილი ძუა ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს და მიმტევებელი იყოს მათ მიმართ, ვინც მასსავით მომხიბ
ვლელი არ არის.
მისი ჩაცმულობა საშუალო მაცხოვრებლებს მეტისმეტად გამომწვევად ეჩვენებათ. თუმცა თავად ყოველ აქსესუარს და დეტალს გულდასმით არჩევს და ის, რაც სხვებზე უგემოვნოდ ბრჭყვილებს, მასზე შეუდარებლად ბრწყინავს. უყვარს მყვირალა ფერები, მასიური სამკაულები. მოსწონს ტყავის
 და ბეწვეულის ტარება. მავანთა აზრით, უსულო და ცივი ძვირფასი ქვები მის გულს ათბობს და თავდაჯერებას ჰმატებს.
ბუნებრივია, ასეთი ბრილიანტის გვერდით ყველა მამაკაცი ვერ იპოვის თავის ადგილს. უამრავი თაყვანისმცემლის მიუხედევად, პირადი ცხოვრება ყოველთვის კარგად ვერ ეწყობა, გადაჭარბებული თავდაჯერებულობისა და ეგოიზმის გამო. შესაძლოა, დიდხანს მოუწიოს 
ისეთი მამაკაცის ლოდინი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მის სამეფო მოთხოვნებს: ყურადღებას, მატერიალურ მდგომარებას, ელიტურ საზოგადოებას, გავლენას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მძაფრ გრძნობებს. ასევე ესწრაფვის ხელოვნებასთან სიახლოვეს _ კინოპრემიერებმა, ახალმა სპექტაკლებმა თუ გამოფენებმა არ უნდა ჩაიაროს მისი ცხოვრების მიღმა, თორემ მისთვის ცხოვრება რუხი და მოსაწყენი გახდება.
მისმა რჩეულმა უნდა უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტი დღესასწაული მის ცხოვრებაში, იქნება ეს მეგობრებთან სტუმრობა თუ ელიტურ სალონებსა და კლუბებში ვიზიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დედოფლური, მაგრამ მუდმივი და ერთგული ძუს ნაცვლად, იმ კატას მიიღებს, რომელიც “თავისთვის სეირნობს”.

მ ა მ ა კ ა ც ი, ვენერით ლომში, საპირისპირო სქესის ყველაზე ეფექტურ წარმომადგენელს დაადგამს თვალს. მისი ესთეტიზმით აღსავსე მზერა მყისიერად აფიქსირებს ყველაზე ღირსეულ და შთამბეჭდავ ქალს. ქალური სილამაზის დიდი დამფასებელი და მეხოტბე ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებს ინტერესს მშვენიერი სქესის მიმართ. მას მხოლოდ ყოვლისშთანმთქმელი და ვნებიანი სიყვარულის სწამს, ტყუილების გარეშე. ის მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებაა და ცნობილია თავისი რომანტიული გატაცებებით. იმისათვის, რომ მისი ყურადღება დაიმსახუროთ, უნდა შეგეძლოთ ნებისმიერ სიტუაციაში ამაყად და ღირსეულად გეჭიროთ თავი, გამოიყურებოდეთ ჩინებულად და თავდაჯერებულად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის რომელიმე მშვენიერი ქალით არის გატაცებული, თუ მას ვინმე ჭეშმარიტად შეუყვარდა, მისი გრძნობა ღრმა და მარადიულია. სულის სიღრმეში ის უაღრესად მუდმივია(ფიქსირებული კვადრატის ნიშანი), განსაკუთრებით როდესაც მას უქმნიან მძაფრი შემოქმედებითი წვის და დრამატიზმის შეგრძნებას. მისი ხელგაშლილობა კი უსაზღვროა.
ნეგატიურ ვარიანტში ვითარდება უზომო მფლანგველობა ქალებზე, გართობასა და ფუფუნების საგნებზე.

მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“  
ამ ბავშვს ნებისმიერი გართობის ცენტრში მოხვედრა სურს. ამაღელვებელი გრძნობები და დრამატიზმი სწ
ადია. მისი ცხოვრება მაშინ იფურჩქნება, როდესაც გარშემომყოფთა ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს. მეგობრების სახით, მას იზიდავს ყველაზე მხიარული და პოპულარული ბავშვების ჯგუფი და ეცდება, მათი ყურადღების ცენტრში მოხვდეს. თუმცა მას საკმარისი საღი აზრი აქვს იმისათვის, რომ ბრბოში ღირსება შეინარჩუნოს. მისი თანდაყოლილი პატივისა და ღირსების განცდა იმაზე მიუთითებს, რომ ის იმდენად არ მოექცევა მეგობრების გავლენის ქვეშ, რომ მათ მავნე ზემოქმედება მოახდინონ და უღირსი საქციელისკენ უბიძგონ.
თქვენ უნდა ასწავლოთ მათ, რომ კარგი იქნებოდა დადებითი თვისებები აღმოეჩინა ისეთ თანატოლებში, ვინც ყურადღების ცენტრში არ არიან. როგორი სამეგობროც არ უნდა აირჩიოს, ის ეცდება გახდეს ლიდერი და დაიმსახუროს მეგობრების აღტაცება და პატივისცემა. თქვენ უნდა აუხსნათ, რომ ხანდახან სხვებსაც უნდა მისცენ საკუთარი აზრის დაცვის საშუალება.
ისინი აღტაცებით გამოხატავენ თავიანთ მიჯაჭვულობას და თქვენც აუცილებლად უნდა დაასაჩუქროთ საპასუხო თბილი ჩახუტებით. რაც უფრო მეტ სითბოს
 და სიყვარულს მიიღებენ ბავშვობაში, მით უფრო თავდაჯერებული იქნებიან მოზრდილ ასაკში.
წაახალისეთ მისი თეატრალური თვითგამოხატვის შემოქმედებითი ინტერესი. ის ალბათ ხშირად ასრულებს სხვადასხვა გმირების როლებს შესაბამისი ჩაცმულობითა და აღჭურვილობით, რაც მას ძალიან ამხიარულებს. ასევე მოეწონება თეატრალურ დრამ-წრეში ან საცეკვაო სტუდიაში სიარული.
გაუშალეთ დიდი ქაღალდის რულონი ეზოში, დაუდგით ფერადი საღებავები. საშულება მიეცით, მოიწვიოს თავისი მეგობრები და ერთად დახატონ დიდი, მშვენიერი და ნათელი კომპოზიცია.

სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“ 
ვენერა დიდი სიამოვნებითა და ოსტატობით ასხივებს თავის სიყვარულს ცეცხლოვანი ლომის ნიშანში. ეს ბავშვები თავად ცხოვრებაზე არიან შეყვარებულნი. კონტაქტურები არიან და სურთ ყოველთვის გამოსაჩენ ადგილზე იყვნენ. მარტივად გამოხატავენ გრძნობებს და გულუხვად არიგებენ სიყვარულს. უაღრესად რომანტიული ნატურა თეატრალური თვითგამოხატვისკენ უბიძგებს. ეს კეთილი და გულიანი ბავშვები სიყვარულსა და მეგობრობაშიც იშვიათი ერთგულებით გამოირჩევიან. ცხოვრებაში თავს მსახიობებად გრძნობენ და ფართო აუდიტორია სჭირდებათ, ამიტომ ბევრი მეგობრის ყოლა მათთვის უბრალოდ აუცილებელია. მათ სურთ და როგორც წესი, ახერხებენ კიდეც იყვნენ პოპულარულები. ქვეცნობიერად ისეთ ადამიანებს ირჩევენ, ვის ფონზეც უკეთესად წარმოჩინდებიან. ისწრაფვიან გამოიყურებოდნენ ეფექტურად. ისეთი საზოგადოება მოსწონთ, სადაც შეძლებენ გაიბრწყინონ, დიდება და აღიარება მოიპოვონ. მათ მოსწონთ
  ხელგაშლილობა და მფლანგველობა, ნამდვილი მეფეების შესაბამისად. ისინი ყოველთვის მზად არიან გაართონ ბრბო, თუმცა რასაც არ უნდა აკეთებდნენ, სიმაყეს და ღირსებას არ კარგავენ.
ისინი აფასებენ ფულს, რადგან კარგად იციან, რომ ეს არის გზა სიამოვნებისა და ფუფუნების სამყაროში, ასევე საშულება იყვნენ ხელგაშლილი მხარჯველები. მათ სურთ ფლობდნენ იშვიათ, ძვირფასს, ექსტრავაგანტულ ნივთებს, თანაც ერთადერთ ეგზემპლარში. თუ რაიმე მოინდომეს, ბეჯითად და დაუღალავად იმუშავებენ ამისთვის, ყველაფრისთვის მზად არიან მიზნის მისაღწევად. გარშემომყოფთა მხრიდანაც ასეთივე 
გულუხვ  და ღია დამოკიდებულებას ელიან.
ასეთი ვენერა ამ ბავშვებს ყველაზე მრავალმხრივი ტალანტებით აჯილდოებს, თანაც ფართ
 სპექტრში, ყველაზე განსხვავებულ სფეროებში. ამასთანავე, ისინი ფლობენ უნიკალურ  და იშვიათ თვისებას _ შთააგონონ სხვები. მათ შეუძლიათ ენთუზიაზმის გამოწვევა და საუკეთესო თვისებების გამოვლენა ადამიანებში. შესანიშნავი მასწავლებლები გამოდიან. ეს მხიარული, კონტაქტური და კეთილი ბავშვები უდავოდ გაგინათებენ ცხოვრებას თავისი შინაგანი ცეცხლით.


Venus in Leo celebs:

ტყუპები: Johnny Hallyday, Allen Ezail Iverson, Malcolm McDowell, Paula Abdul, Leelee Sobieski, Hugh Laurie, Nicole Kidman, Dave Navarro, Kathleen Turner…

კირჩხიბები: Владимир Маяковский, Евгений Евтушенко, Фрунзик Мкртчян, Андрей Мягков, Жанна Агузарова, Лия Ахеджакова , Юрий Маликов, Леонид Агутин, Дмитрий Дюжев, Tobey Maguire, Toto Cutugno, Christian “Bobo” Vieri, Ralf Schumacher, Tom Cruise, 50 Cent, George Sand, Erich Maria Remarque, Claude Chabrol, Walter Raleigh, Chris O’Donnell, Gina Lollobrigida, George W. Bush, Nicole Scherzinger, Sylvester Stallone, Diane Kruger, Antoni Gaudí, Pamela Anderson, Dalai Lama, George Orwell, David Hasselhoff, Pierre Cardin, Lindsay Lohan…

ლომები: Василий Шандыбин, София Ротару, Monica Lewinsky, Claude Debussy, Madonna, Andy Warhol, Stanley Kubrick, Coco Chanel, Evangeline Lilly, David Duchovny, Yves Saint Laurent, Stephanie Seymour, William Wallace, Daniel Radcliffe, Billy Bob Thornton, Natasha Henstridge, Emmanuelle Beart, Alfred Hitchcock, Whitney Houston, SLASH, SAINTE VIERGE MARIE, Pete Sampras…

ქალწულები: ვერიკო ანჯაფარიძე,Михаил Кутузов, Лев Толстой, Александр Куприн, Евгений Леонов, Евгений Петросян, Иосиф Кобзон, Michael Jackson, Tim Burton, Gala Dali, Paulo Coelho, Amy Winehouse, Salma Hayek, Mother Teresa, Liam Gallagher, Jason Statham, Mylene Farmer, Jorge Luis Borges, Jeremy Irons, Louis XIV, Greta Garbo, Rachel Hunter, Angie Everhart, Lauren Bacall, David Copperfield…


სასწორები: И.П.Павлов, Чулпан Хаматова, Marion Cotillard, Monica Bellucci, Clive Owen, Louis XIII of France, Gwyneth Paltrow, Dita Von Teese, Nicky Hilton, Barbara Walters, William Faulkner, Jason Alexander, Martina Hingis, Denis Diderot, Mira Sorvino, Marcello Mastroianni, Truman Capote, Jimmy Carter, Linda Hamilton…


About Qet

Scroll To Top