ვენერა II სახლში

ვენერა II სახლში

საკუთრება, შენაძენი

მარტივად შოულობს ფულს, საკუთარი თავითა და ცხოვრებით კმაყოფილი და წარმატებული ადამიანია. თამამად შეიძლება ბედნიერთა რიცხვს მივაკუთვნოთ. მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მდგომარეობას,ამიტომ ბეჯითად შრომობს ფინანსური წარმატების მისაღწევად. რაც მთავარია, ვენერას ეს მდებრეობა ადამიანს საშულებას აძლევს, მიიღოს შემოსავლები საინტერესო სამუშაოსგან,რაც გართობასა და დროსტარებას უკავშირდება. ძალიან უყვარს სიმდიდრე, ხელოვნების ნიმუშები,ძვიფასეულობა და ექსკლუზიური სამოსი. მოსწონს და გატაცებით საქმიანობს არჩეულ პროფესიაში. წარმატებულია შემოქმედებით და დიზაინერულ კარიერაში; ნებისმიერ სფეროში,რაც საზოგადოებრივ საქმიანობას და საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობას ეხება.

მისი შარმი მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს. უპირატესად ირჩევს მდიდარ და გავლენიან მეგობრებს, მეუღლეს, საყვარლებს,ვინც მას კომფორტს შეუქმნის. მარჯვედ იყენებს მეგობრების პროტექციას საქმიანი კონტაქტების გასაფართოებლად,რაც მას საზოგადოებაში გავლენიანი პოზიციის დაკავების შესაძლებლობებს აძლევს.

ასეთი ქალი ექსტრავაგანტულია და მოხერხებულად აიძულებს საყვარელ მამაკაცს უზარმაზარი რაოდენობის ფინანსები დახარჯოს მასზე. თავადაც სოლიდურ თანხას ხარჯავს გართობასა და სამკაულებზე, კოსმეტიკასა და პარფიუმერიაზე. თუმცა რამდენიც არ უნდა ხარჯოს,ფული მაინც ყოველთვის აქვს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,ვენერა მშობლიურ მეორე /კუროს/ფულის სახლშია და ფული თავისით მიედინება მის ხელში.

თუმცა ამ ადამიანებს მშვენივრად ესმით საკუთარი და სხვების მატერიალური საჭიროებები,არც ისე იშვიათად ქველმოქმედებიც არიან. ფინანსურ საკითხებს მომგებიანი საზოგადოებრივი კავშირების ხარჯზე წყვეტენ.

ხმაურიანი წარმატება მსახიობებს, მხატვრებსა და ბოჰემური წრის წარმომადგენლებს შორის. მათ შორის ბევრი მოცეკვავე და მოდელია,გვხვდებიან კოსმეტოლოგები და პარფიუმერებიც.

დაზიანებული პლანეტის შემთხვევაში, მფლანგველობა, რაც განპირობებულია საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენის სურვილით ან სიძუნწე და ეგოცენტრიზმი.

პაველ გლობა

+ სიმდიდრე, კომფორტი, ფუფუნება; კარგი გემოვნება; მომგებიანი კონტაქტები; შესაძლოა სიყვარული ფულით იყიდოს; პიროვნულ შარმს ანგარებით იყენებს.

სიძუნწე; ცუდი, გაფუჭებული გემოვნება; გაზულუქებული; ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას და ხეირს ელის,თუმცა ვერ იღებს; უაზროდ დიდი დანახარჯები ფუფუნების ნივთებზე და საკუთარ სიამოვნებაზე.

ფრენსის საკოიანი

მოსწონს ყველაფერი ლამაზი, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება. ესწრაფვის სიმდიდრეს. მოლაპარაკებებისა და გარიგების გამორჩეული ნიჭი აქვს. დიდი შანსი აქვს საკუთარი შემოქმედებით იშოვოს ფული. უპირატესობას ანიჭებს შეძლებულ საყვარლებს. მიაჩნია,რომ სიყვარული ხელშესახები და თვალსაჩინოდ გამოხატული უნდა იყოს,ამიტომ თანაბრად უყვარს საჩუქრების მიღება და გაკეთება. ფუფუნების,კომფორტის,დახვეწილობისა და სილამაზის თაყვანისმცემელია. შესაძლოა იყოს თავნება და ექსტრავაგანტული.

უნდა ერიდოს ახლობელი ადამიანების მისაკუთრების ტენდენციას.

ბორის იზრაიტელი

ასეთი ვენერის პატრონისთვის, შენაძენის გაკეთებისას, სრულიად უმნიშვნელოა ნივთის პრაქტიკული დანიშნულება,საერთოდ არ აინტერესებს, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ ნივთმა,რადგან ყველაფერს ესთეტური თვალსაზრისით უდგება: მოეწონა? იყიდის! ამასთან,თუ ვენერა დაზინებულია,მის სამფლობელოში ბევრ ლამაზ, მაგრამ უსარგებლო ნივთს წააწყდებით. ასეთი მდებარეობა ტიპურია კოლექციონერთა რუკაში. ხოლო რას აგროვებს ადამიანი,დამოკიდებულია პლანეტის ნიშანზე. მაგალითად, ტყუპებს მოსწონთ მარკების კოლექციონირება, სასწორებს – ფერწერული ნიმუშების. ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, პიროვნება ხალისით ხარჯავს ფულს საკუთარი ესთეტური სიმოვნებისათვის.

საკვებ რაციონში უხვად იყენებს ნახშირწყლებს.

ავესალომ პადვოდნი: “ზოგს სილამაზე შეაქვს სამყაროში,ზოგიც სამყაროს სილამაზეს ისაკუთრებს”

ვენერა მეორე სახლში სიმბოლურ მმართველობაშია.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე,თუ რამდენად დამუშავებულია პლანეტა.

ასეთი ადამიანი განწყობილია გარესამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის აღქმაზე და ძლიერ იტანჯება,როდესაც უსახურებას აწყდება. ჩვეულებრივ,ის თბილად და გულითადად ეპყრობა ადამიანებს,განურჩევლად სქესისა, და ძალზედ მტკივნეულად განიცდის კონფლიქტებს.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში,ეს რბილი ხასიათის და კეთილი გულის ადამიანია,რომელიც დიდი სიმპათიებითა და სიყვარულით სარგებლობს გარშემომყოფებში. დაზიანებული ვენერა კი ბევრი უარყოფითი განცდის მომტანია,რაც განპირობებულია მიმდინარე პროცესების გაურკვევლობით.

დამუშავების შემთხვევაში, პიროვნება ძლიერ გავლენას იღებს გარშემომყოფებზე,მხოლოდ ზემოქმედება უნდა გამოვლინდეს არა მატერიალური ბერკეტებით,არამედ სილამაზის,სიყვარულისა და კეთილგანწყობის ტრანსლირებით. ნებისმიერ შემთხვევაში,პიროვნება ძლიერ აფასებს ლამაზ გარემოს და ის,ისე როგორც არავინ,ადამიანური სილამაზის მოტრფიალეა. თუ ვენერა ძლიერ დაზიანებული არ არის,მისი ესთეტური კრიტერიუმები ჰარმონიულად ერწყმის სოციალურ კრიტერიუმებს.

ძლიერი ვენერა ადამიანს აძლევს შემოქმედების ნიჭს,არტისტულ სულს,რომლისთვისაც მთელი სამყარო ესთეტური განცდების წყაროდ იქცევა.

ვენერას ეს მდებარეობა ხშირად გვხვდება მეცენატთა ჰოროსკოპში.

ბილ ჰერბსთი

თვითშეფასება. ადამიანის მიერ საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება დამოკიდებულია პირადი,სასიყვარულო ურთიერთობების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. სილამაზის და სიამოვნების საშულებით თავს კარგად გრძნობს,განსაკუთრებით თუ ამ საშუალებებით საკუთარ “მეს” გამოხატავს. თავი უნდა აარიდოს პრიმადონას სინდრომს. მისი ამოცანაა გაითავისოს,რომ საკუთარი მნიშვნელობას დიდსულოვნებითა და სხვებზე გულწრფელი ზრუნვით უნდა ზრდიდეს.

ფლობა. მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება მატერიალიზმისკენ. ლამაზი და ძვირფასი საკუთრება აღიქმება,როგორც მისი პირადი სილამაზის მტკიცებულება. საკუთრება უმძაფრებს ესთეტიზმისა და გრაციოზულობის შეგრძებას. სურს,სილამაზით იყოს გარშემორტყმული. საფრთხე: შეიძლება მოხდეს სილამაზის ნივთებსა და შინაგანი სილამაზის განცდებს შორის აღრევა. თქვენი ამოცანაა,მკვეთრად განასხვაოთ შინაგანი,სულიერი მშვენიერება გარე-“დამატებითი” ლამაზი ანტურაჟისგან. თქვენ უნდა შესძლოთ პირადი,სულიერი ღირსებების უფრო ნათლად წარმოჩენა.

ფული. ფულიც ასევე სილამაზისა და სიამოვნების სიმბოლოა. მყარი ფინანსური რესურსები განიხილება,როგორც ცხოვრების ესთეტური მხარეების რეალიზების საშუალება.ძალიან ხშირად სწორედ ფული განსაზღვრავს სიყვარულის გამოხატვის ფუნდამენტურ უნარს. ხშირად ქორწინდებიან სარფიანად,სულაც არ მიაჩნიათ ამორალურად “ფულზე დაქორწინება” და ვენერას ეს მდებარეობა სწორედ ის შემთხვევაა,როდესაც ბედნიერებას ფულით ნამდვილად იყიდი. თქვენი ამოცანაა პოზიტიური მხრიდან შეხედოთ ამ საკითხს,რადგან როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეთ,უფულოდ თავს უბედურად იგრძნობთ.

თვითორგანიზება. ის უფრო მოცეკვავეა,ვიდრე მშრომელი; უფრო ესთეტური,ვიდრე ათლეტური. ხიბლავს ისეთი საქმიანობა,სადაც სილამაზე და ჰარმონია იქმნება. მძიმე ფიზიკური შრომა დიდად არ ეპიტნავება. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ თანმიმდევრულად ასრულებს ნებისმიერ სამუშაოს. მოსწონს “ვინმესთან” თანამშრომლობა და არა “რამესთან” მარტოობაში შრომა. ამიტომ,თქვენი ამოცანაა, განახორციელოთ “ტომ სოიერის ხრიკი” და ნებისმიერი მოსაწყენი თუ მძიმე სამუშაო ისეთი მიმზიდველი გახადოთ,სხვებსაც მოანდომოთ მონაწილეობა.

მგრძნობიარობა. მატერიით ტკბობა წარმოუდგენელ ზღვარს აღწევს. აქ იგულისხმება წმინდა ტაქტილური სიამოვნება,რადგან შეხება შეფასების მთავარ სახეობას წარმოადგენს. სხეული,განსაკუთრებით საკუთარი,ესთეტური სიამოვნების ცოცხალი წყაროა.

სიყვარულის ემოციური განცდა მჭიდროდ დაკავშირებულია მატერიალიზმთან,ფიზიკურობასთან.ტაქტილური კავშირი გამოიყენება როგორც უკვე არსებული სიყვარულის გამოხატვისთვის,ისე ძლიერი ემოციური განცდების სტიმულირებისთვის,რათა ეს შეგრძნებები სიყვარულში გადაიზარდოს. საფრთხე: შესაძლოა ჩაიკეტოს და ჩაიძიროს პირად განცდებში. თქვენი ამოცანაა,გახსოვდეთ,რომ სიყვარულის ყველაზე დიდი წყაროს ადამიანთა შორის ორმხრივი კავშირი წარმოადგენს.

ინდუბალა

შესანიშნავი მდებარეობაა ვენერასთვის და მფლობელის შეძლებულ მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ლამაზი სახის ადამიანია,დახვეწილად მეტყველებს და პოეტური ტალანტი აქვს. სოლიდური ქონების დაგროვებას ახერხებს და ბედნიერია ოჯახურ ცხოვრებაში.

არიან გურმანები. უყვართ ძვირფასეულობა. მოლაპარაკებებს დიპლომატიურად წარმართავენ. რომანტიული და ეროტიული ხასიათი აქვთ. ხშირად ეძლევათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომის შანსი.

ბრუნო ჰუბერი

*ლიბიდო პლანეტები, ვენერა და მარსი, ზედაპირულ, დროებით გავლენას ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

ლიბიდო პლანეტები II სახლში,ისევე როგორც მის საპირისპირო VIII სახლში,ადამიანს უბიძგებს პარტნიორის ერთგულებისკენ. მკვეთრად გამოხატული მესაკუთრული ინსტინქტი; პიროვნებას სურს,პარტნიორი მიისაკუთროს და მისი ქცევები გარკვეულ ჩარჩოებში იყოს მოქცეული.

ქალი, ნათალური ვენერით II სახლში,ძალისხმევას არ იშურებს,რომ ეფექტურად გამოიყურებოდეს,რასაც კარგი სამოსის და სამკაულების მეშვეობით ახერხებს. სულაც არ არის წინააღმდეგი მომგებიანად გაყიდოს საკუთარი თავი. იმ ფაქტს,რომ მოთხოვნადი “პროდუქტია” და ბევრი მყიდველი ჰყავს,აღფრთოვანებაში მოჰყავს და თვითშეფასებას უმაღლებს.

მამაკაცი, ნათალური ვენერით II სახლში, ეძებს ელეგანტურ,დახვეწილი გემოვნების,შეძლებულ ან კარგი წარმომავლობის ქალბატონს.

იღბალბრითები:

Brad Pitt, Leonardo Dicaprio, Elvis Presley, Che Guevara, Paris Hilton, Scarlett Johansson, Bjork, Zinedine Zidane, Jean-Claude Van Damme, Ville Valo, Oprah Winfrey, Nicolas Cage, Cary Grant, David Beckham, Edith Piaf, Elton John, Sting, Silvio Berlusconi, Jennifer Garner, Abraham Lincoln, Chuk Norris, Matt Dillon, Denzel Washington, Ronald Reagan, Ellen Degeneres, Fidel Castro, Oscar Wilde, Michael J Fox, Mao Tse Toung, Albert Camus, Bernard Couchner, Julliette Lewis, Jean Gabin, Eva Peron, Diane Keaton, Eddie Van Halen, Francis Ford Coppola, Jane Austin, Isadora Duncan…

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top