ვენერა მე-3 სახლში

ვენერა მე-3 სახლში

კონტაქტები, კომუნიკაცია

უღრუბლო და ხალისიანი ბავშვობა აქვს. ნათელი, ცოცხალი, ნაყოფიერი და ოპტიმისტური გონების პატრონია.  ყოველთვის სიამოვნებით სწავლობს, დახვეწილ ინტელექტს ფლობს და საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს.  მახვილგონიერია და მდიდარი წარმოსახვა აქვს. ენაკვიმატია, თუმცა ბოროტად არ იკბინება. მდიდარი ლექსიკური მარაგი გამართულად და დახვეწილად მეტყველების საშუალებას აძლევს.

მას საოცრად კარგად ესმის და გაგებით ეკიდება სხვებისპოზიციას; იშვიათად კამათობს,თუმცა შეუძლია  დამაჯერებლად,ყოველგვარი ზეწოლის გარეშე,მიაღწიოს შეთანხმებას; კომპრომისუნარიანია და ყოველივე ამის გამო მარტივად ამყარებს კონტაქტებს. დიდი სიმპათიებითდა პოპულარობით სარგებლობს გარშემომყოფებში. მისი სახლის კარი მუდამ ღიაა სტუმრების მისაღებად. დროდადრო დიდი ხნის უნახავ ძველ მეგობრებსა და ნაცნობებს სტუმრობს. საერთოდაც, აქტიური მიმოწერა აქვს თავის ფართო სანაცნობო წრესთან. მას გამორჩეული უნარი აქვს,საოცარი სიზუსტით გადასცეს საკუთარი აზრები სატელეფონო საუბრის ან მიმოწერისას. ნათესავები და ახლობლები ყოველთვის ეხმარებიან ამ ადამიანს და ისიც სათანადო სიკეთით პასუხობს.

რადგანაც ფრიად კონტაქტურია,ცხოვრების განმავლობაში სოლიდური რაოდენობის რომანები უგროვდება.პარტნიორებთან და მეგობრებთან ბევრს საუბრობს. მოსწონს აზრთა გაცვლა-გამოცვლა,პირადი ურთიერთობისა და სოციალური კონტაქტების ანალიზი. გიჟდება ვრცელი სასიყვარულო წერილების წერაზე,ციტატებითდა ლექსებით. პარტნიორთან შეხვედრა დაკავშირებულია მოგზაურობასთან ან საერთო ინტელექტუალურ საქმიანობასთან.

კარგად ეხერხება ჟურნალ-გაზეთებიდან საჭირო ინფორმაციის გამოხშირვა. წარმატებულია საბუთებთან ურთიერთობაში. შეუძლია გახდეს ცნობილი მწერალი,მეცნიერი ან მომხსენებელი. ასევე ნიჭიერია სიმღერასა და ფერწერაში.

გემოვნებიანია და ახასიათებს ჯანსაღი იდეალიზმი. შეუცნობელი სიამოვნების აღმოჩენის სურვილი შთააგონებს,ავითარებს და ხვეწს მის გონებას. ტკბება აქტიური საქმიანობითდა მოგზაურობებით,საიდანაც ყოველთვის იღებს რაიმე სარგებელს. შეუძლია დიდხანს კითხვა.

პაველ გლობა

+ მომხიბვლელობა პირად კონტაქტებში; ჰარმონიული ურთიერთობა და-ძმებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან; დახმარება და სიყვარული მათი მხრიდან; აზრთა ჰარმონიული გაცვლა; რომანები მოგზაურობისას.

დისჰარმონიული უახლოესი კონტაქტები; დამუხრუჭებული განვითარება; აპათია,უინიციატივობა.

ფრენსის საკოიანი

ინტელექტუალური ინტერესი მხატვრული და კულტურული ღონისძიებების მიმართ. შეუძლიათ სახელი გაითქვან ხელოვნებაში,მწერლობაში,ასევე როგორც მასწავლებლებმა. მისი სახლის კარი ყოველთვის ღიაა,თავად სულ მოგზაურობს. ახლო და ხშირი კონტაქტები აქვს და-ძმებთან,ნათესავებთან,მეზობლებთან.

ლამაზი,დახვეწილი და ჰარმონიული გარემოცვა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სტილის,კონსტრუქციებისდა ფორმების შინაგანი შეგრძნების უნარი აქვს. კომუნიკაციის დროს,მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ზრდილობის ნორმების დაცვა. ინსტინქტურად თავს არიდებს კონფლიქტებს და დისონანსს. მოსწონს სიყვარულზე,ურთიერთობებზე,ხელოვნებაზე,ცხოვრების ლამაზ მხარეებზე საუბარი. აფასებენ ხელოვან ადამიანებს.

ავესალომ პადვოდნი : “მიუხედავად იმისა,რომ ლოტოსი ფუტკრების ფავორიტია,სწორედ ის არისპასუხისმგებელი თაფლის ხარისხზე”.

ეს ადამიანი დადებითად განაწყობს საკუთარი პერსონის მიმართ,განსაკუთრებით შორიდან ნაცნობისას. ის მთელი ცხოვრება თამაშობს სიყვარულს,შინაგანად მაინც.

გოგონას,ვენერით III სახლში,ხშირად მიმართვენ ყმაწვილები გაცნობის მრავალფეროვანი,თუმცა არც თუ ორიგინალური წინადადებებით. ბოლო მოდაზე გამოწკეპილი ყმაწვილი კი სიამოვნებით გაისერინებს საღამოს საკუთარი თავის წარმოსაჩენად და მშვენიერი გოგონების გასაცნობად ან  უბრალოდ ხალხის დასათვალიერებლად. ასეთი ადამიანები საზოგადოებაში დიდად ფასობენ,ისინი უყვართ და მათთან ხალისობენ,მით უმეტეს,რომ საოცრად საინტერესოდ შეუძლიათ მოგიყვნენ,რა ხდებოდა ბოლო მხატვრულ გამოფენაზე,განსაკუთრებით ვენერა-მერკურის მაჟორულ ასპექტისას.

ამ ადამიანების ურთიერთობები  დიდად არის დამოკიდებული ესთეტურ ფორმებზე და ძალიან სუბიექტურია,თუმცა არც ისე ძლიერი როგორც მთვარის III სახლში მდებარეობისას. და მაინც პრინციპი “ვინც ლამაზია და მომწონს,ის კარგია და მისთვის ყველაფერი შეიძლება” საკმაოდ საფუძვლიანად არის ფესვგადგმული ადამიანის ქვეცნობიერში. მან აუცილებლად უნდა გააცნობიეროს და ამოძირკვოს ეს ტენდენცია.

პიროვნებისთვის გადაჭარბებულ მნიშვნელობას იძენს ნაცნობების გარეგნული სილამაზე,მაგრამ მისი შეხედულებები ჩამოყალიბებულია საზოგადოებაში განმტკიცებული ესთეტური ნორმებით(კინომსახიობთა,სუპერმოდელების ფოტოებით ილუსტრირებული ჟურნალებით),რაც აუცილებლად უნდა შეცვალოს და გადაიტანოს აქცენტები ადამიანის შინაგან სამყაროზე. წინააღმდეგ შემთხვევაში,მას თავად გაუჩნდება სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსი სხვისგან “დაკანონებულ” სილამაზის ნორმებთან შეუსაბამობის გამო.

სწავლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პედაგოგის შეყვარების შესაძლებლობა. სურს მასწავლებელს, ლექტორს,კარგად ეცვას,ლამაზად გამოიყურებოდეს და დახვეწილად მეტყველებდეს. თუ ეს ასე არ ხდება,მოსწვლე(ვენერით III სახლში) სრულიად კარგავს ინტერესს და პატივისცემას პედაგოგისადმი და მატერიალის ათვისების ხარისხი მკვეთრად ეცემა. მას უნდა ახსოვდეს,რომ უნდა სწავლობდეს არამხოლოდ პედაგოგის გარდერობისა და პირად თვისებების გამო,არამედ საგანს უპირველეს ყოვლისა. უნდა შეეგუოს,რომ ნებისმიერ ლექციათა კურსი საინტერესოობით და სრულყოფილებით არ გამოირჩევა და საკუთარი თავი უნდა აღიქვას,როგორც სწავლის ობიექტი. თუმცა III სახლის დამუშავება,სატურნთან ერთად იძლევა სრულყოფის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.

ბორის იზრაიტელი

ვენერა III სახლში ხასიათდება ჰარმონიული და ტაქტიანი კონტაქტებით,ლამაზად გამოხატული და ფორმულირებული აზრებითა და არამდგრადი ემოციური კავშირებით.
თუმცა მიღებული ინფორმაციის აღქმა არაობიექტურია,რადგან პიროვნება მთელი ინფორმაციული ნაკადიდან მხოლოდ იმ ნაწილს გამოხშირავს,რაც მისთვის სასიამოვნო მოსასმენია და მის აზრებსა და ფასეულობებს შეესაბამება. ამასთან, გადამუშავების სისწრაფე შენელებულია და ართულებს “წმინდა” ინფორმაციის აღქმას.
უჭირს ისწავლოს შიშველ მენტალურ დონეზე. მისთვის საჭიროა თვალსაჩინოება,ინფორმაციის ემოციურად მიწოდება. რაც უფრო ემოციურია ადამიანი,მით უფრო მეტ რესურსებს ამოთხრის შინაგანი წიაღისეულიდან.
შესაძლოა რომანტიული ნაცნობობა ტრანსპორტში ან სწავლის პერიოდში.

ბილ ჰერბსთი

კონკრეტული ზროვნება.  ეს ადამიანები წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებენ გონებრივი მუშაობის პროცესით. მისი აზროვნებისთვის დამახასიათებელია გეომეტრიული ესთეტიკა. ყოველი აზრის ჰანგს აფასებს,თავისი ინდივიდუალური მელოდიითა და აკორდებით. მისი აზროვნება  მხატვრული ნიჭით უფრო ხასიათდება,ვიდრე რაციონალობით; თბილი მგრძნობიარობით,ვიდრე ცივი ლოგიკით. მისი ამოცანაა,ჯერ აღიქვას და მხოლოდ შემდეგ გამოხატოს.

ცნობისმოყვარეობა. მისთვის ცნობისმოყვარეობა იმდენად დამახასიათებელი არ არის,რამდენადაც მიდრეკილება შეფასებებისკენ. დამატებით შეიძლება ითქვა,რომ ადამიანები ნივთებზე მეტად აინტერესებს და ამიტომაც მათ შესაცნობად არა გამოძიებებს,არამედ ინტერვიუს ფორმას მიმართავს. შესაძლოა,სრულიად არ აინტერესებდეს ადამიანის ჭეშმარიტი არსი,მაგრამ ხიბლავდეს მისი ცხოვრების დეტალები,ყველაზე წვრილმანი ფაქტები,რაც საბოლოო ჯამში უქმნის ზოგად შთაბეჭდილებას. აქედან გამომდინარე,ის მარტივად ებმება ზედაპირულობის მახეში ან იტაცებს ჭორაობა. მისი ამოცანაა,განივითაროს ადამიანის გულის შეცნობის უნარი,ცალკეული ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალებისა და ფაქტორების შეერთებით მთლიან მატრიცაში.

განათლება. ვენერას სიმბოლიზმი ხელოვნებას უფრო უკავშირდება,ვიდრე მეცნიერებას და ამ შემთხვევაში სწავლა განიხილება,როგორც სიამოვნების მომგვრელი საქმიანობა. ასეთი ბავშვები სწავლის პროცესს მაცდური ცნობისმოყვარეობით ეკიდებიან და მოზრდილ ასაკში მუდმივად აქვთ ახალი ინფორმაციის მიღების მოთხოვნა. განსაკუთრებით,თუ ეს ინფორმაცია იმისგან მოედინება,ვისაც თავად ინტელექტუალურ პიროვნებად მიიჩნევს. მეორეს მხრივ,კარგი მასწავლებელი ძალიან წააგავს კარგ საყვარელს,რომანტიკა სრულიად ყვავილობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პროცესში.

კავშირები. თუ ამ სახლში სხვა პლანეტები არ იმყოფება ან ასპექტები არ ცვლის ვენერას III სახლში მდებარეობის თვისებებს,მაშინ ასეთ ადამიანს ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს,დახვეწილი მეტყველების კულტურა და მომხიბვლელი მანერები. გამორჩეული უნარი აქვს (თვით)პრეზენტაციის. მისი მეტყველება მშვიდია,დასრულებული და მანუგეშებელი. მას მოსწონს ლამაზად მეტყველება და ცდილობს,ესთეტურად მოხვეწოს წარმოთქმული სიტყვა და ნაწერი,საგულდაგულოდ არჩევს სიტყვებს. შინაარსს მისთვის ისეთი მნიშვნელობა არ აქვს,როგორც ფორმას. ძალზედ ტაქტიანია და ამიტომ ხელმძღვანელობს იმ პრინციპით,რომ ადამიანებს შორის ჰარმონია სიმართლეზე მნიშვნელოვანია.

Het Monster

ნიჭიერი ნატურა. წარმატება ლიტერატურაში. ქორწინება უცხოელზე.

ინდუბალა

ეს გონიერი ადამიანია,რომელიც შემოქმედებითი უნარებით არის დაჯილდოებული,უფრო მწერლობის ნიჭით. ეხერხება ვაჭრობა. კარგი ურთიერთობა აქვს დედმამიშვილებთან. ოჯახის წევრები საჩუქრებით ანებივრებენ. როგორც წესი,ცოტა შვილი ჰყავს.

ბრუნო ჰუბერი 
* ლიბიდო პლანეტები, ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას  ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად  წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

III სახლი მოძრავი სახლია,თან ჰაეროვანი ტყუპები მართავს და აქ მოხვედრილი ვენერა და მარსი სირბილეს და ცვალებადობას იძენენ. მართალია,არც ისე აფასებენ მუდმივობას,თუმცა ვერ იმას ვიტყვით,რომ ყველასთან გაიზიარებენ სარეცელს.

მამაკაცის ჰოროსკოპში, ვენერას ეს მდებარეობა ნიშნავს მოთხოვნილებას, ჰყავდეს ცოცხალი გონების, სოლიდური ერუდიციის და ფართო ინტერესების მქონე პარტნიორი.

ქალი, ვენერით  III სახლში (და მამაკაცი, მარსით III  სახლში) მიდრეკილნი არიან ვერბალური სექსისკენ. უყვართ სექსზე, (ზოგადად, ეროტიული ტიპის) საუბრები და ანეკდოტები. მათი აზრით,სიტყვიერი სექსი დროსტარების ერთერთი საინტერესო მეთოდია და რეალურისგან განსხვავებით,არასასურველი შედეგებიც არ მოჰყვება.

ასეთი ვენერა მუდმივად ცვლის პიროვნების წარმოდგენებს პარტნიორზე,იმწუთიერი განწყობის ან თუნდაც საზოგადოებრივი დამოკიდებულების მიხედვით. საერთოდ, III სახლი დიდად არის დამოკიდებული ხალხის განსჯაზე.

ქალისა და მამაკაცის ჰოროსკოპშიც ლიბიდო პლანეტების  ეს მდებარეობა მიუთითებს მფლობელის სწრაფვაზე, ეძებოს ისეთი პარტნიორი,რომელიც სწავლებით არის დაკავებული ან ისეთი საქმიანობით,რაც პიროვნების განათლებაზე მეტყველებს.

“ლაქლაქბრითები”:
Nicolas Sarkozy, Julia Roberts, Dalai Lama, Sophie Marceau, Pablo Picasso, Isabelle Adjani, Freddie Mercury, Bono, Robert De Niro, Frank Sinatra, Pierce Brosnan, Ludwig van Beethoven,Jim Carrey, Jennifer Love Hewitt, Woody Allen, Kevin Costner, René Descartes, Stephen King, Agatha Christie, Tiger Woods, Winston Churchill, John Malkovich, Thomas Edison, Muhammad, Garry Kasparov, Louis Vuitton, Karl Marx, Anna Nicole Smith, Immanuel Kant, Priscilla Presley, Brittany Murphy, Ivana Trump, Paulo Coelho, Steven Vai, Annie Lennox, Vladimir Ilyich Lenin, Christopher Noth, Matth LeBlanc, Christopher Columb, Joan Collins, Franz Liszt, Paul Cézanne, Annie Girardot, Hugo Chávez, Ronaldo, Bridget Fonda, Thomas Jefferson.
Neil Diamond, Niccolò Machiavelli, Carlos Santana, Dennis Rodman…

სტატიის ავტორი: Qet Adastra

 


About Tamta

Scroll To Top