(კურო, ქალწული, თხის რქა)
როდესაც ვენერა ხვდება რომელიმე მიწის ნიშანში, ადამიანის ხასიათში კარგად შესამჩნევია ცხოვრებისა და ურთიერთობების მიმართ მშვიდი და საფუძვლიანი მიდგომა, ასევე ბუნების რიტმებთან ჰარმონია. მიწის ვენერის მქონე ადამიანებს სჭირდებთ დრო გრძნობების გამომჟღავნებისთვის, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას „ცხოვრება დაუკავშირონ ვინმეს“, არიან ერთგულები და კლდესავით ურყევნი. საიმედო სასიცოცხლო სტრუქტურა როგორც ემოციური უსაფრთხოების საფუძველი – ესაა ყველაზე მთავარი ამ ადამიანებისთვის.
ცდილობენ მიაღწიონ დასახულ მიზნებს თვითკონტროლის, ყველასი და ყველაფრის კონტროლის საშუალებით. მათი მიდგომისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული კონსერვატიზმი. თუ ურთიერთობები დაძაბულია ან პარტნიორი არ აფორიაქებს მათ წარმოსახვას ამას დიდად არ განიცდიან. მათთვის ურთიერთობებში საკმარისია სინაზე და სიამოვნება ვალდებულებების გადანაწილების შედეგად, რადგან ისინი ზუსტად ამაში ხედავენ ერთად (საერთო) ცხოვრებისკენ მიმავალ გზას.
დამატებითი გასაღები მიწის ნიშნებში ვენერას გაგებისთვის:
- ფიზიკური რეალობა ამ ადამიანებისთვის სინამდვილის უმაღლესი ფორმაა, ურთიერთობებში მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია – პრაქტიკული მოთხოვნილებების რეალიზაციის საშუალება და უსაფრთხოების განცდა. ურთიერთობების ადრეულ სტადიაზე ეს ადამინები ცდილობენ შეაფასონ ახალი ნაცნობის პოტენციალი, რათა მიიღონ გადაწყვეტილება უღირთ თუ არა შემდგომი „ინვესტიციები“.
- ვენერა მიწის ნიშნების ბუნებრივი ცხოვრების რიტმების მიხედვით განწყობა თავს ამჟღავნებს შემდეგნაირად – მათთან ურთიერთობა გულისხმობს, რომ “არაფერია საჩქარო და უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით”.
- თუ თქვენ არ გაქვთ მიწის სტიქიის გავლენა, გაითვალისწინეთ, რომ ინდივიდებისთვის მიწის ნიშანი ვენერით, ბუნებრივია ისარგებლონ სხვისი სისუსტეებით ან მოაქციონ გავლენის ქვეშ. ბევრი მათგანისთვის, ვისაც ვენერა მიწის ნიშნებიში ჰყავს, დამახასიათებელია „საბნის“ (ფული,ძალაუფლება, ყურადღება, სახელი ) თავის მხარეს გადმოქაჩვა. ეს მათთვის ბუნებრივი მოვლენაა. ეს თვისებები რა დონეზეა განვითარებული დამოკიდებულია პირად ჰოროსკოპში სხვა ფაქტორებზე. ასევე, მათ პიროვნულ იდეალებზეც.
წყარო: enigma-project.ru
ავტორი: რუსა