ტყვეობა
დაუოკებელი სურვილები და ვნებები,არაკეთილგონივრულობა. ყველაფერი ბევრი და უცებ უნდა. გაუმაძღარი გრძნობები. რადაც არ უნდა დაუჯდეს,სასურველი უნდა მიიღოს. მისი ველური გრძნობებისა და სურვილების გარშემომყოფებს ხშირად არ ესმით.
საუკეთესო შემთხვევაში: სხვების გაგების უნარი. შესაძლებლობა, შეერწყას მიმდინარე სტიქიებს.
უარეს შემთხვევაში: უზნეო სურვილები, დეპრესიულობა, გარყვნილება. ლტოლვა სადიზმისა და მაზოხისმისკენ.
პაველ გლობა „პლანტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა მორიელში მარსს და პლუტონს სტუმრობს და მისი გამოძევებული/დატყვევებული მდგომარეობაა, რადგან მორიელი ვენერას ერთ-ერთი შვილის, კუროს საპირისპირო ნიშანია.
ვენერა მორიელში მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებით,ბასრი და ცხარე გრძნობებით ხასიათდება. დაუკმაყოფილებლობა იმის გამო ხდება,რომ ვენერა იძლევა კონკრეტულ, ხელშესახებ ფორმებს ან როგორც მინიმუმ,პოტენციურ მდგომარეობს,პლუტონს კი ეს ფორმა ქაოსურ გამოვლენამდე მიჰყავს. ამიტომ თქვენ გიჭირთ შეჩერება ერთ კონკრეტულ ფორმაზე,მუდმივად უფორმო და ქაოტური მდგომარეობის განცდა გაქვთ.
თქვენთვის დამახასიათებელია ეჭვიანობა ძლიერი მიჯაჭვულობის დროს. სავარაუდოდ, ბავშვობიდან გქონდათ არაერთი კომპლექსი,განსაკუთრებით სასიყვარულო და სექსუალურ სფეროებში. მარსის გავლენით თქვენთვის ბუნებრივია უკიდურესად მაღალი ვნებიანობა. არასწორი აღზრდის შემთხვევაში,დამახასიათებელი იქნება სხვადასხვაგვარი შიში სექსუალური ცხოვრების წინაშე,მაშასადამე იმის,რაც თქვენთვის ასე აუცილებელია. თუ სექსუალური შებოჭილობისგან თავის განთავისუფლება მოახერხეთ,შეიძლება გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში და განვითარდეს სექსუალური გაუმაძღრობა. მაგრამ თუ თქვენი კომპლექსები არ დამუშავდა,გადაიზრდება სისასტიკესა და სადიზმში. და ეს კიდევ არ არის ყველაზე ცუდი_ უარეს შემთხვევაში სისასტიკე შესაძლოა საკუთარი თავის წინააღდეგ მიმართოთ და განივითაროთ მაზოხიზმის ტენდენცია. ეს კი უკვე ფსიქოლოგიური გადახრაა და ნაბიჯი სულიერი დეგრადაციისკენ.
ყველა არ მოგცემთ მათი წვალების საშუალებას, შესაძლოა იერიშიც მოიტანონ და “ჭეშმარიტების გზაზე მოგაბრუნონ”, მაგრამ თუ საკუთარ თავს ტანჯავთ(და ჩვენს დროში ბევრი გულგრილი ადამიანია,ვისაც ფეხებზე კიდიხართ),შეიძლება ჭკუიდან შეიშალოთ. მორიელის უკიდურესობები,ვენერას შემთხვევაში,სასიყვარულო ნიადაგზე ინაცვლებს და შეიძლება მტანჯველმა განცდებმა მკვლელობამდე ან თვითმკვლელობამდეც მიგიყვანოთ. ამავე საფუძველზე ხშირად ვლინდება სინდისის კრიზისი და ტრაგიკული თვითგვემა.
მძაფრი ვნებები,მაგალითად მარკიზ დე სადის მიერ აღწერილი,ჩვეულებრივ ვენერა მორიელს მიესადაგება. როდესაც თქვენ კომპლექსების დამუშავებას და მათგან განთავისუფლებას იწყებთ, ყველანაირი ბარიერის ნგრევა ხდება, იხსნება ყველანაირი შეზღუდვა და ვლინდება უკიდურესად ინტენსიური სექსუალური ცხოვრება. განსაკუთრებით თუ რუქაში ძლიერი პლუტონი დგას. ასეთ დროს თქვენი შინაგანი ემოციური მდგომარეობა პარტნიორზე ბუკვალურად ჰიპნოზურად მოქმედებს. ზემოქმედება ხდება არა სიტყვებით,არამედ შინაგანი ემოციური განცდებით,რომლიც როგორც ჩანს ძალზედ გადამდებია. შედეგად,პარტნიორის ბარიერებისა და ქცევის ნორმებიც ირღვევა და თქვენთან ისე იქცევიან,როგორც სხვა არავისთან; ამასთან ვერც აცნობიერებენ,რა დაემართათ ასე მოულოდნელად და რამ განაპირობა მათი ცნობიერების შეცვლა იმ წუთისათვის.
ვენერა ვერძის მსგავსად, აქაც აქტუალურია გრძნობების ნებელობითი შებოჭვა, რისი მეშვეობითაც თქვენ ზღუდავთ ემოციურ გამოვლინებებს, ამასთან მარსი აქ უფრო აქტიურია,რადგან ნება მიმართულია პიროვნების შიგნით და ბევრად მოწესრიგებულია. შინაგანი სამყარო ჯოჯოხეთური ქვაბივით დუღს და თუ ადამიანმა გარეგამოვლინების ფორმები ვერ იპოვა,განვითარდება სისასტიკე და სადიზმი,ამიტომაც უკიდურესად მაღალი სექსუალური აქტივობა არც ისე ცუდი გამოსავალია. პარტნიორის არჩევაც ძლიერი სექსუალური მიზიდულობის ნიადაგზე ხდება. ხშირად ვლინდება ჰომოსექსუალიზმი, გარყვნილება და სხვა პათოლოგიები.
ვენერა მორიელში იძლევა მიდრეკილებას მიიღოთ სიამოვნება სარისკო, დაძაბული სიტუაციებისგან. მუდმივად ზღვარზე ყოფნა თქენთვის სიამოვნების წყაროა და ხშირად ეძებთ ისეთ სიტუაციებს,სადაც სიცოცხლე არსებობის ზღვარზე დგება. შესაძლოა,ასეთ ვითარებაში უჩვეულო ემოციურ აღმაფრენას განიცდიდეთ და რაც უფრო მეტია,საფრთხე,მით უფრო ძლიერ იფურჩქნებით. ასეთ ექსტრემალურ პირობებში ხდება თქვენი გრძნობების განახლება და სასიცოცხლო ძალების მოზღვავება. ამდენად, თავისუფლად შეგიძლიათ დაკავდეთ ექსტრემალური სპორტის სახეობებით,რაც უკავშირდება დიდ რისკს და სტიქიებთან ბრძოლას,რადგან პლუტონი არის სტიქიების მბრძანებელი და ეს ბრძოლაც მისი კურთხევით მიმდინარეობს.
ვენერას უმაღლეს გამოვლინებაზე აქ საუბარი რთულია,რადგან მორიელის ნიშანი თავისთავად არის შუამავალი საიქიო სამყაროს ინფორმაციასთან. აქ წარმოიშვება რთული სიტუაციები,რადგან ხშირად არ გაწყობთ მიწიერი სამყარო და მარტივი ყოფითი მიჯაჭვულობები,ამიტომაც ანადგურებთ მათ და თან ისეთი განცდით, რომ “ყველაფერი ისე არ არის,როგორც უნდა იყოს“. ამის მიზეზი ის არის,რომ უმეტესად ჰარმონიის კრიტერიუმები საერთოდ არ ფორმირდება და თქვენ სრულ ქაოსში იმყოფებით. ან მათი ჩამოყალიბება ხდება უმაღლესი კატეგორიის ბაზაზე,რაც ასევე შორს დგას მიწიერი ყოფიერებისგან. ასეთ შემთხვევაში,თქვენ შეიძლება გაგიტაცოთ სტატისტიკური სისტემის ლოგიკის ანალიზმა, ეძებოთ გადახრები ნორმიდან,რაც მიგიყვანთ, მაგალითად,სოციალური წყობის წინააღმდეგობრიობასთან სიყვარულისა და სექსის საკითხებში.
ნორმალური ემოციური განვითარებისთვის დაბალ დონეზეც კი აუცილებლად გჭირდებათ საფრთხესთან შეხება,უფრო მაღალ დონეზე_საიქიო სამყაროსთან. სწორედ ასეთი “კონტაქტების” დროს გამომუშავდება ესთეტური სისტემა. ჩვეულებრივ დონეზე ემოციური განვითარება მკვეთრად დამუხრუჭებულია. შესაძლოა უარიც თქვათ კომპლექსების დამუშავებაზე,რადგან ამ სამყაროში ვერ პოულობთ კრიტერიუმებს ამ სისტემის ასაგებად. აქ მორიელის ამოცანაა,ყველა ესთეტური სისტემა დააყენოს განადგურების ზღვარზე _შეამოწმოს სიმყარეზე. თუმცა თუ ვენერა მორიელს შეფასებათა სისტემა ჩამოუყალიბდა,იქნება ეს ესთეტური, კავშირებისა თუ მიჯაჭვულობის,ის ცხადია ძალიან მყარი იქნება,რომელმაც უმკაცრესი გამოცდების ქარცეცხლში გაიარა და გაუძლო.
სულიერი განვითარების სათანადო დონეზე,თქვენ გექნებათ ძალიან მყარი მიჯაჭვულობები,თუმცა ეს იშვიათი შემთხვევაა და ის საფეხურია,რომელსაც უნდა მიაღწიოთ. კარგი იქნება თან ახლდეს ფიზიკური ერთგულებაც,რადგან პლუტონი დესტრუქციულად მოქმედებს სასიყვარულო მიჯაჭვულობებზე.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
დამუშავების დაბალ დონეზე ვენერა ღიად უშლის ხელს მორიელს,ჩვეულად დაიგესლოს,ანიჭებს რა მისი ბუნებისთვის უცხო სირბილეს და უმძაფრებს მშვენიერების აღქმას. მისთვის მიმზიდველი ხდება ჰარმონიული ფორმები,სოციუმი. თავდაპირველ ეტაპზე ხელოვნებისა და სოციალური ნორმების შხამიანი კრიტიკის სახით. და მიუხედავდ იმისა,რომ ყველაფერს უარყოფს,სულის სიღრმეში ნელნელა ეჯაჭვება ხელოვნებას და ემოციურად შეიგრძნობს. დამუშავების ინტენსივობის მიხედვით, ვენერა სულ უფრო არბილებს შინაგან,ქვეცნობიერ წინააღმდეგობას და სამყაროს შემეცნების უნარს ანიჭებს,გარკვეული დროის შემდეგ უფრო უფრო რბილი გამოხატულებით. დამუშავების მაღალ დონეზე,ვენერა ბადებს მგრძნობიარე მხატვარს,რომელიც სამყაროს გამჭოლად ხედავს და ემოციურ დონეზე შეიმეცნებს. მისი შემოქმედება საოცარი სიზუსტით ეხება ადამიანთა სულის სიმებს,შინაგანად ცვლის და დიდხანს რჩება მათ გრძნობით მეხსირებაში.
საერთოდ,ვენერა მნიშვნელოვნად უმსუბუქებს ემოციურ თვითგამოხატვას მორიელს. დაბალ დონეზე მუდმივი შეყვარებულობით,მაღალ დონეზე ხელოვნებაში სუბლიმაციის მეთოდით. ვენერა ასევე აფართოებს შემეცნების შესაძლებლობებს. თუმცა ამისათვის აუცილებელია,უარი თქვას რეალური სამყაროს უხეშ-ენერგეტიკულ შეფასებებზე და შეეცადოს,მისი შინაგანი,უფრო დელიკატური მხარეები და ესთეტური დინებები აღიქვას,რისი უნარიც მას ნამდვილად აქვს. დაზიანებული ვენერა ხაზს უსვამს(და არ ასუსტებს)ამ უნარებს,უფრო მკაფიოდ ფორმირებულ გემოვნებას უყალიბებს. სუბიექტი განიცდის მოთხოვნას,აკეთოს ის,რაც მას ეჩვენება ლამაზად-ასე ესმის მას ეგრეგორის ხმა.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
ვენერა მორიელში იმთავითვე დაზიანებულია, ამიტომ მისი დადებითი თვისებების გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტებულია. თუმცა ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში სუბიექტს ანიჭებს მოხერხებას, სიბეჯითეს, ოსტატობას, კეთილსინდისიერებასა და ერთგულებას. მომთმენი და ამტანი ადამიანია. გონიერია, ყურადღებიანი და გულდასმით უფრთხილდება მათ, ვინც უყვარს. ახასიათებს ფლობის ზომიერი მოთხოვნა. მდიდარი წარმოსახვა აქვს. სოფი მარსო.
ვენერა მორიელში უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, პიროვნებას უვითარდება უკიდეგანო პატივმოყვარეობა, ეჭვიანობა და სიხარბე. ურცხვად და ექსცენტრულად იქცევა. ბევრი მავნე ჩვევა აქვს. ფუფუნებისკენ ისწრაფვის. მიდრეკილია სექსუალური თავისუფლებისკენ,რაც აღვირახნილობით ვლინდება.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ძლიერი სქესობრივი ლტოლვა, ვნებიანობა და ჩაკეტილობა. არ ჰყოფნის გონიერება და ტაქტის გრძნობა. მისი სასიყვარულო ურთიერთობები დაძაბულობით ხასიათდება. თავშეუკავებლობას ხშირად ვენერიულ დაავადებებამდე მიჰყავს. მამაკაცებში გავრცელებულია შარდის ბუშტის, ქალებში _ საშვილოსნოს დაავადებები.
კოლორიტული პიროვნებები არიან. ხშირია მეორე ქორწინება ან სახიფათო კავშირები საწინააღდეგო სქესის წარმომადგენლებთან. თუმცა ვენერა მორიელში ხშირად განაპირობებს ასკეტიზმს, სექსუალური მისწრაფებებისგან განწმენდას, ამ ენერგიის ტრანსფორმაციას სხვა ტიპის ენერგიებში. დომინირების სურვილი ქორწინებაში, რასაც კონფლიქტები მოსდევს. დაძაბული ურთიერთობა აქვთ სისხლით ნათესავებთან.
მიილტვის ღრმა,ინტენსიური და ვნებიანი სასიყვარულო კავშირებისკენ. მას საიდუმლოებით მოცული ადამიანები იზიდავს. საყვარელ ადამიანს მყარად ეჯაჭვება. ქორწინებმადე(და ქორწინების გარეშეც) უკვე დაქორწინებულია ღრმა ემოციურ დონეზე. არც ისე იშვიათად დესპოტი მესაკუთრეა; დიქტატორი,რომელიც უფლებებს წამოუყენებს საყვარელ ადამიანს. ძალიან მომთხოვნია. როდესაც მის სასიყვარულო ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება,წონასწორობას კარგავს და თავაწყვეტილი ხდება. ეჭვის თვალით უყურებს რჩეულის პლატონურ თუ მეგობრულ ურთიერთობებს სხვებთან. ერთხელ მაინც თუ უღალატეს,ისეთივე ინტენსივობით და სიმძლავრით სძულს,როგორც აქამდე უყვარდა.
ცხოვრების ბოლოს მოსალოდნელია გულის დაავადებები.
ინდუბალა „ინდური ტრადიცია“
შესაძლოა,ჰქონდეთ ძლიერი,მასიური სხეული. ძალზედ გაბედულები არიან ისეთ საკითხებში,რაც მათი გრძნობების დაკმაყოფილებას შეეხება. ხშირად იტანჯებიან სასიყვარულო იმედგაცრუებისგან. ქონებას საეჭვო მეთოდებით აგროვენებენ. პოეტური და არტისტულები არიან,მისტიციზმისკენ მიდრეკილნი. ემოციური ნატურა აქვთ, ლაპარაკი უყვართ. მორიელისთვის დამახასიათებელი ეჭვიანობა, ინტუიცია და ჩაკეტილობა ვლინდება როგორც თავად მათში, ასევე გარშემომყოფებთან დამოკიდებულებაში. შარიანი ხასიათით გამოირჩევიან. შეუძლიათ, სასამართლო განხილვებში ან სარისკო საქმეებში შეითრიონ ადამიანები. სამარცხვინო და უღირსი საქციელიც არ არის მათთვის უცხო.
Het Monster „პლანტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ძლიერი სექსუალური ლტოლვა და ეჭვიანობა. ცნობისმოყვარეობა ყოველივე გასაიდუმლოებულის მიმართ, ოკულტური დისციპლინებით დაინტერესება.
დაზიანებული ვენერა იძლევა ვნებების დომინირებას გონიერებასა და ჭეშმარიტ გრძნობებზე. აქედან მომდინარეობს უბედური ოჯახური ცხოვრება. მარსთან უარყოფითი ასპექტის შემთხვევაში, მსხვილი უსიამოვნებების საფრთხე, სიკვდილიც კი ქალის გამო. ქალის კოსმოგრამაში ცუდად ასპექტირებული ვენერა წარმოშობს “საბედისწერო ქალს”.
კარგად ასპექტირებული ვენერა ანიჭებს მაღალ იდეალებს სიყვარულსა და მეგობრობაში. თუმცა ამავე მიზეზით ბევრს ითხოვს პარტნიორისგან,რასაც კონფლიქტები მოსდევს.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
ძალზედ ვნებიანი და ემოციური ადამიანი. მიდრეკილი დრამატიზებისკენ და ხშირად ტრაგედიებს ეძებს იქ,სადაც არ არის. თავი უნდა აარიდოს ეჭვიანობას, იყოს უფრო მომთმენი და ნაკლებად მომთხოვნი.
ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“
ვენერიელ მორიელს სიყვარულში სირთულეები იზიდავს და ვერ შეიგრძნობს ცხოვრებას მთელი სიმძაფრით,თუ მის გრძნობით სფეროში ვნებების ატმოსფერო არ ფიგურერებს. მისი სიყვარული სიძულვილს ჰგავს,შმაგი და მძვინვარეა და უარყოფს ყოველგვარ საშუალოს. მაგიურ სასიყვარულო ურთიერთობებს ეძებს,ხშირად ხორციელი კავშირების მეშვეობით. თუ მორიელი სიყვარულში არ დაკმაყოფილდა,წარმოიშობა სუბლიმაციის(ქიმ.აქროლა,აორთქლება; გად.გარდასახვა) და პერვერსიის(გაუკუღმართება) შემთხვევა. მორიელი განიცდის აუცილებლობას გამოწვევა ესროლოს, მიუახლოვდეს შეუძლებელს და გაართულოს ის,რისი შესრულებაც ადვილია. მათი ვნებები ყოველთვის ძლიერია. შედარებით გამოკვეთილ მორიელს მოსწონს კიდეც მეტოქეების ყოლა.
რთული, ხლართული და უკიდურესად ღრმა გრძნობები მთელი ცხოვრება თან სდევს ვენერიელ მორიელებს. დაუღალავად ეძებენ პასუხებს სიყვარულისა და ურთიერთობების სფეროში,გზადაგზა ამსხვრევენ გულებს და ამით საკუთარ სულსაც სტანჯავენ. მიაღწევენ რა გარკვეულ სიბრძნესა და მოწიფულობას(და ეს როგორც წესი,საკმაოდ ადრეულ ასაკში ხდება),მთელი სასიყვარულო მტანჯველი განცდები საკუთარ გულზე გადააქვთ. ცდილობენ,მოარიდონ საყვარელი ადამიანი თავიანთ მწველ გრძნობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში(რაც უფრო ხშირია), მისი მძვინვარე ვნებები გამანადგურებლად დაატყდებათ თავს მათ,ვინც გაბედავს გასინჯოს “შხამიანი ვენერას” სიყვარულის გემო.
ვნებები, ეჭვიანობა, ვერაგობა და წყენა_მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ეს სასტიკი ანგარიშსწორებაა. უბრალოდ მისთვის წარმოუდგენელია სიყვარული,მძაფრი განცდებისა და ღრმა ტრანსის გარეშე. ხშირად ისინი, გაუცნობიერებლად, თავადვე ქმნიან დაძაბულ, მტანჯველ და სულიერი აფორიაქების მდგომარეობას. მათ თავადაც არ ახარებთ ვნებიანი ნატურის ასეთი გამოვლენა. წინააღმდეგობის გასაწევად ფხიზელი გონება და ემოციების კონტროლია საჭირო,რაც მორიელისთვის საკმაოდ ნაცნობი და მარტივია,თუმცა როდესაც საქმე მათ გრძნობებს ეხება,ვენერას მორიელში ძალიან უჭირს თავშეკავება.
სიყვარული არის თემა,რომელიც წვეტიანი ეკლებით სულს უკაწრავს ვენერას მორიელში. რა არის ეს?.. რატომ არის სიყვარული ყოველთვის უბედური?..რატომ არ შეუძლია მარტო ცხოვრება?…ან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება?..რატომ ჰყოფს ბასრ ბრჭყალებს ეჭვიანობა თვით ყველაზე იდეალურ მიჯნურთა გულში?..რატომ არ არის რჩეული ისეთი,როგორიც უნდა იყოს?.. მოკლედ,უამრავი კითხვა და პრობლემაა,რომელთა უპასუხოდ და გულგრილად დატოვება მათ ძალებს აღემატება. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს: მათ უნდა გააცნობიერონ საკუთარი მიზიდულობის ძალა; გაითვალისწინონ,რამდენად დესტრუქციული შეიძლება აღმოჩნდეს ის და არ მიმართონ საყვარელ ადამიანთა წინააღდეგ.
ქ ა ლ ი , ვენერით მორიელში,ქალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება,ვისაც ხატოვნად უწოდებენ საბედისწერო ქალებს. თუმცა ეს სულაც არ არის მხოლოდ ფრთიანი სიტყვები. ის მართლაც გრძნეული მაცდუნებელია,ვისაც არ სურს უკვე გაკვალული გზით სიარული და ვინც საზოგადოებრივ მორალს სიმშვიდეს უფრთხობს. ის ხშირად ინტერესდება საიქიო ძალებით და ასევე ხშირად მიმართავს მათ საკუთარი მომხიბვლელობის გაზრდის უჩვეულო მეთოდებისთვის. მისთვის მნიშნველოვანია საკუთარი მომხიბვლელობის ძალის გავლენას გრძნობდეს მამაკაცზე. სულაც არ არის აუცილებელი,მუდმივად ცდიდეს საყვარელი კაცის ხასიათსა და სიყვარულს. პარტნიორზე გავლენის მოსახდენად,მისი დოზირებული ენერგიაც საკმარისია და კარგი იქნებოდა,თუ დანარჩენს მშვიდობიან მიზნებს მოახმარდა: მაგალითად,თავისი რთულ პიროვნებაში გაერკვეოდა და პრობლემებს მოაგვარებდა.
პარტნიორი მხოლოდ აირეკლავს მის პრობლემებს და მიუთითებს იმ გზაზე,რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს განვითარებისთვის. მისი ჭეშმარიტი ამოცანაა,ისწავლოს საყვარელ ადამიანთან მშვიდობიანი თანაცხოვრება,არ ეცადოს მის მისაკუთრებას და არ აიძულოს ყველა კაპრიზის უსიტყვოდ შესრულება. ის მუდმივად უნდა ებრძოდეს პიროვნულ ბნელ მხარეებს,თავისივე ენერგიის,გონებისა და გამოჩენილი ტალანტების დამანგრეველ ძალებს. და მხოლოდ რჩეულის სიყვარულის მიღებას (ისეთივე ფორმით,როგორიც არის),ძალუძს მოუშუშოს სულიერი იარები და გაუმკალვდეს წამლეკავ ემოციებს.
მ ა მ ა კ ა ც ი,ვენერით მორიელში,თავად ეძებს სატანჯველს სიყვარულში. მას უთუოდ გაიტაცებს მაგალითად გაუზიარებელი და საზარელ საიდუმლოსთან დაკავშირებული სიყვარული. ტრაგიზმი მისთვის ჭეშმარიტი გრძნობის უტყუარი დასტურია. ამიტომაც უკანმოუხედავად გაჰყვება ქალს,ვისი მაგნიტური მზერაც ქვესკნელში ჩაძირვის მსურველებს ეძებს. არც კი დაფიქრებდება წარსულსა და მომავალზე. მხოლოდ ის იცის,რომ ასეთ ქალს უბრალოდ ვერ გაუშვებს ხელიდან. და აქ ღირს დაფიქრება: ქალები,რომლებიც საკუთარი მიმზიდველობის გავლენას გრძნობენ მამაკაცებზე საკმაოდ ბევრნი არიან,მაგრამ ამ გავლენის ბრძნულად და სასარგებლოდ გამოყენება მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ… ნებისმიერ შემთხვევაში,მას არ იზიდავს მარტივი ურთიერთობები და მზადაა ნებისმიერ გამოცდას და ტანჯვას გაუძლოს ჭეშმარიტი სიყვარულის საპოვნელად.
მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“
თავისი მიჯაჭვულობის გრძნობის გამოხატვისას,ბავშვისათვის,ვენერით მორიელში,დამახასიათებელია პოზიცია “ყველაფერი ან არაფერი!” მორიელის ნიშანი უკიდურესობებს უკავშირდება და ვენერას შემთხვევაში ეს გავლენა მის გრძნობებზე აისახება. თუ თქვენ მას უყვარხართ,მისი სიყვარული ძალზედ ძლიერი და სიღრმისეულია. თუ თქვენში დაეჭვდა,თავიდან შესაძლოა გამოავლინოს მესაკუთრული თვისებები და ეჭვიანობა. მაგრამ თუ იგრძნო,რომ თქვენ მას უღალატეთ,ემოციურად დაგშორდებათ და გაუცხოვდება. მართალია,სიყვარულის ყოფილ ობიექტებთან შეუძლია ურთიერთობება,კეთილგანწყობილი და მეგობრულიც კია,მაგრამ ემოციურად ცივდება.
მას არ აინტერესებს ზედაპირული ურთიერთობები და არც ბევრი მეგობარი ჰყავს. მხოლოდ იმათთან მეგობრობას თვლის საჭიროდ,ვისთანაც ღრმა ემოციური სიახლოვე და ურთიერთნდობა აკავშირებს. თუ ვინმეს მეგობრად აირჩევს,ეს ურთიერთობა სამუდამოდ გრძელდება. რადგანაც მას ცოტა მეგობარი ჰყავს,მათ მიმართაც მესაკუთრულ დამოკიდებულებას ავლენს,რაც ხშირად ხდება პრობლემების წარმოშობის საბაბი. ამიტომაც კარგი იქნებოდა,თუ რამდენიმე გაკვეთილს ჩაუტარებდით თავისუფლებისა და კონტროლის თანაფარდობის შესახებ.
ეს ბავშვი მაგნიტურ მიზიდულობის ძალას ფლობს და საიდუმლოების აურით არის გარემოცული. მეტიც,ის ხშირად თავად ახდენს ამ თვისებათა კულტივირებას,რადგან სიამოვნებს,ჰქონდეს საიდუმლოებები და ძალაუფლების გრძნობა,რაც მას თან ახლავს.
ხელოვნების სფეროთაგან მას ასევე იზიდავს ხელოვნების ძალა და ინტენსივობა. შესაძლოა,თავი გამოავლინოს ექსპრესიულ ფერწერის ან ემოციური მუსიკის წყალობით. დატყვევებულ ვენერას უჭირს შინაგანი განცდების გადმოცემა სიტყვებით,ხელოვნება კი ამის შესანიშნავ საშუალებებს იძლევა. ტაქტიკურად უბიძგეთ მისკენ.
სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“
ვენერა მძლავრი ინტენსივობით ასხივებს თავის სიყვარულს ამ ბავშვებზე. უჩვეულოდ სიღრმისეულ და ვნებიან გრძნობებს განიცდიან,რომელიც რადიკალიზმით ხასიათდება,ისინი არაფერში არ ცნობენ საშუალოს. მათ იშვიათად უყვარდებათ,მაგრამ ისე ვნებიანად…თუმცა ვენერას მორიელში არ შეუძლია თავისი ემოციების გამოხატვა,რის გამოც ხშირად მიიჩნევენ გულჩათხრობილ და ანგარიშიან პიროვნებებად. უბრალოდ მათი გრძნობები იმდენად ღრმაა,ხშირად თავადაც ვერ აანალიზებენ და მით უმეტეს უჭირთ სიტყვებით გადმოცემა.
ვენერა მორიელთან ურთიერთობა უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული სწორედ იმ მიზეზის გამო,რომ წარმოუდგენლად ძლიერი გრძნობები აქვთ: ან ძალიან უყვართ,ან სძულთ,მესამე ვარიანტი არარსებობს. ისეც ხდება,რომ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს საკუთრებად განიხილავენ.
საზოგადოებაში უკანა პლანზე ყოფნას ამჯობინებენ,რათა საშუალება ჰქონდეთ,ყურადღებით დააკვირდნენ სხვების ქცევებს. გულგრილად და უყურადღებოდ ეპყრობიან რბილი ხასიათის,თავაზიან და არაფრით გამორჩეულ ხალხს(თუ ეს უკანასკნელნი მათი მეგობრები ან ახლობლები არ არიან). ურთიერთობაში შეიძლება იყვნენ უხეშები და ტლანქები და ამას უნდა შეეგუოთ,ყოველ ჯერზე ნერვიულობა და განაწყენება უბრალოდ სისულელეა.
ბავშვები,ვენერით მორიელში,აფასებენ ძალაუფლებას,ძლევამოსილებასა და პატივს,რაც ფულს მოაქვს. ისინი ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობისკენ და ბევრის მიღწევაც შეუძლიათ. თანდაყოლილი სიამაყის გრძნობა აქვთ და თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავთ. ამასთან საკმაოდ გამჭრიახი და ცბიერებიც არიან. იმედია, ხვდებით,რომ თქვენი ბავშვი ყველა თვისებას ფლობს ბიზსნეს-მწვერვალების დასაპყრობად.
ხელოვნებაში ეფექტურობას აფასებენ: შავისა და თეთრის შეხამება,წითელისა და შავის. მოსწონთ მკაფიო და მკვეთრი ფორმები. ყოველთვის თავისი გემოვნების მიხედვით აწყობენ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს. მათ სამფლობელოს მკვეთრი,ტეხილი ხაზებით იცნობთ. თუ ისინი სერიოზულად დაკავდნენ მხატვრობით ან სკულპტურით, აუცილებლად გამოავლენენ ავანგარდისკენ მიდრეკილებას. შესაძლოა გახდნენ დიდებული მწერლები ან ცნობილი კომპოზიტორები. რასაც არ უნდა აკეთებდებდნენ,შემოქმედებაში მთელ თავის ბობოქარ სულს დებენ. თუმცა თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ,რომ მისი შემოქმედება მარტივად შეიძლება იქცეს აკვიატებულ იდეად.
აუხსენით,რომ ის ნაკლებად უნდა ავლენდეს ეჭვიანობასა და უნდობლობას ახლობლების მიმართ. ასევე არ უნდა ჰქონდეს მთელი ყურადღება აქცენტირებული ადამიანთა და მოვლენათა ნეგატიურ მხარეებზე. ასწავლეთ მოეპყრონ ადამიანებს ისე,როგორც სურს,რომ მას ეპყრობოდნენ. ასეთი ბავშვები მაგნიტურ ძალას ფლობენ,მათ შუეძლიათ მიიზიდონ როგორც სიკეთე,ისე ბოროტება. სანამ გვიან არ არის,შეეცადეთ ასწავლოთ გააზრებულად მოეკიდოს თავის ქცევებსა და მოქმედებებს; დაფიქრდეს,სანამ წამლეკავ გრძნობებსა და ემოციებში თავით გადაეშვება. მიეხმარეთ სწორი გზის არჩევაში და ის ნამდვილად შეძლებს ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთოს და თავისი წილი სიკეთე შეიტანოს ჩვენს სამყაროში.
Venus in scorpio celebs:
ქალწულები: Дмитрий Медведев, Agatha Christie, Christine Arron, James Marsden, Nas, Fabio Cannavaro, Ray Charles, Nicole Richie, Nicholas Cave, Tommy Lee Jones, Benjamin McKenzie, Elisabetta Canalis, Oliver Stone…
სასწორები: Владимир Путин, Евгений Касперский, Валентин Юдашкин, Николай Басков, Илья Лагутенко, Леонид Куравлев, Юрий Левитан, Дмитрий Шостакович, Niels Bohr , Neve Campbell, Bridgette Wilson, Dida, Jean-Claude Van Damme, Philippe Noiret, Tommy Lee, George Gershwin, Joan Cusack, Frank Rijkaard, Daniel Baldwin, Esai Morales, Nia Vardalos, Sigourney Weaver, Zlatan Ibrahimovic, Bruce Springsteen, Serena Williams, Pedro Almodovar, Bobby Farrell, Romy Schneider, Matt Damon, Silvio Berlusconi, Hugh Jackman, Thom Yorke, Naomi Watts, James Caviezel, Andrei Chikatilo, Zac Efron, Alicia Silverstone, Seann William Scott, Susan Sarandon, Shannyn Sossamon, Avril Lavigne, Sylvia Kristel, Ashlee Simpson, Sharon Osbourne, Franz Liszt, Michael Dudikoff, Snoop Dogg, Danie Minogue, Giuseppe Verdi, Sacha Baron Cohen, Lee Harvey Oswald…
მორიელები: Михаил Ломоносов, Margaret Helgenberger, Mary Elizabeth Mastrantonio, Megan Mullally, Robert Patrick, Marie Antoinette, Jodie Foster, Hillary Clinton, Demi Moore, Anthony Kiedis, Goldie Hawn, Neil Young, Maggie Gyllenhaal, Kevin Kline, Sophie Marceau, Jeff Buckley, David Schwimmer, Brittany Murphy, Jason Scott Lee, Bill Gates, Ethan Hawke, Leonardo DiCaprio, Joaquín Phoenix, Maria Curie, Martin Scorsese, Linda Evans, Nelly, Martin Luther, Larry Flynt, Meg Ryan, Voltaire, Eros Ramazzotti, Captain James Cook, Anne Hathaway, Gerard Butler, Winona Ryder, Condoleezza Rice, Bernard Kouchner, Chris Noth, John Cleese…
მშვილდოსნები: Иосиф Сталин, Леонид Брежнев, Владимир Ворошилов, Геннадий Хазанов, Клара Новикова, Нина Гребешкова, Борис Гребенщиков, Юрий Николаев, Vanessa Hudgens, Peter Buck, Paul Klee, Milla Jovovich, Jim Morrison, Keith Richards, John Kerry, Stefan Zweig, Jean-Luc Godard, Bette Midler, Jean-Louis Trintignant, Jacques Chirac, Teri Hatcher, Marisa Tomei, Jackie Stallone, Bruce Lee, Jennifer Connelly, Brian Molko, Ted Bundy, Nelly Furtado, Gael García Bernal, „Lucky” Luciano, Gianni Versace, Katie Holmes, Steven Spielberg, Ozzy Osbourne, Jane Austen, Kirk Douglas, Gerard Philipe, Jamie Foxx, Emir Kusturica, Ray Liotta, Bill Fichtner…
თხის რქები: Louise Bourgeois, Tiger Woods, Ben Kingsley, Ralph Fiennes, Michele Mercier, Jon Voight, Val Kilmer, Robert Hossein, Carla Bruni, Ava Gardner, Denzel Washington, Annie Lennox…
ავტორი: Qet Adastra