ვენერა სასწორში

ვენერა სასწორში

მკვიდრი 

ესთეტიზმი. ლტოლვა სილამაზისადმი. მოსწონს ყველაფერი ლამაზი. საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ამჯობინებს. განიცდის აუცილებლობას ყველაფერი შეადაროს,შეუსაბამოს,შეუფარდოს.

საუკეთესო შემთხვევაში: სილამაზისა და ჰარმონიის შეგრძნება. შინაგანი ზომიერების ზღვარი.

უარეს შემთხვევაში: სიცივე,განურჩევლობა,უპრინციპობა,უმოქმედობა.

 


პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 
ვენერა მეორედ ხვდება საკუთარ სამკვიდრო ნიშანში,თუმცა ამჯერად ჰაერის სტიქიაში და ქირონთან სტუმრად. ამიტომაც ვენერა სასწორში იძლევა ესთეტურ კრიტერიუმებს სიყვარულში; მიდრეკილებას დახვეწილი,ლამაზი ფორმებისადმი; ჰარმონიისა და წონასწორობის მოთხოვნას გრძნობებში. აქვე ვლინდება მიჯაჭვულობა განსაზღვრულ ფორმაზე-მაგალითად,თქვენ შეიძლება მოგწონდეთ მხოლოდ ქერები.
თუ ვენერა დაზიანებული და ბოროტი არ არის,კარგი გემოვნებით გამოირჩევით ფართო სპექტრში,იქნება ეს ხელოვნების სფერო თუ პარტნიორის არჩევის საკითხი. ძლიერი ვენერა განიჭებთ ესთეტიზმის მძაფრ შეგრძნებას,გრძნობების ლამაზად გამოხატვის უნარს,სიკეკლუცეს,მანერულობასაც კი. ესთეტიზმის ფაქტორი სექსუალურ ურთიერთობაშიც ძალზედ მნიშვნელოვანია და არ კარგავს თავის აქტუალობას.
შესაძლოა,ერთდროულად რამდენიმე პარტნიორი გყავდეთ,რაც განპირობებულია თქვენთვის დამახასიათებელი შედარების მოთხოვნით. ამასთან,თქვენ არამხოლოდ პარტნიორებს ადარებთ ერთმანეთს,არამედ საკუთარ გრძნობებსაც მათ მიმართ. თუმცა აღსანიშნავია,რომ ეტიკეტის დაცვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს და საქმე კონფლიქტებამდე არ მიდის. ამგვარ “შეჯიბრობითობის პირობებში”, თქვენი პარტნიორები,როგორც წესი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და მათი გზები არ იკვეთება. მათ შეხვედრასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებთ,როდესაც დარწმუნებული ხართ,რომ შეძლებთ სიტუაციის მშვიდობიან ვითარებაში შენარჩუნებას და ეს არ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.

თუ ვენერა სასწორში “ბოროტია” და კოსმოგრამაში ძლიერი მარსია,გამოვლინდება პიჟონობის ტენდენცია,მკვეთრი უარყოფა იმისა,რაც არ გესმით და არც გსურთ,რომ გაიგოთ; აგდებული დამოკიდებულება გარკვეული საკითხებისადმი; “საომარი” ესთეტიზმი აქტიურ ფორმაში.
ვენერა სასწორში ხასიათდება სიყვარულით ნატიფი ხელოვნებისადმი: მუსიკა,პოეზია,განსაკუთრებით მხატვრობა. ესთეტური სისტემის ფორმირებისა და ჰარმონიის შეფასების კრიტერიუმების განხილვისას,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქირონი,რომელსაც სტუმრობს ვენერა. ქირონის ერთერთი თვისება კი არის სამყაროს უხილავი ფორმების პროეცირება ნივთებში. სწორედ ამ მეთოდით ახდენენ ხელოვნების ნიმუშები ზეგავლენას ჩვენს ცნობიერებაზე. ნამდვილ მხატვარს უნდა შეეძლოს ამ ფორმებისთვის ხორცშესხმა,რის გაფართოებულ საშუალებებსაც იძლევა ვენერა სასწორში. ამიტომ გარესამყაროსთან კონტაქტი,სადაც ნივთებში ასახულია მთელი შინაგანი სილამაზე და მშვენიერება,თქვენზე სასარგებლოდ მოქმედებს. თქვენი ესთეტური კრიტერიუმების ფორმირებისთვის არათუ სასურველი, აუცილებელიც კია ლამაზი,ნატიფი და გაწონასწორებული გარემოცვა.
როგორც ჩანს,თქვენ მიდრეკილი დასვენების ელიტარული და დახვეწილი ფორმებისკენ. მოგწონთ თეატრის,ოპერის,ბალეტის,მუზეუმებისა და გამოფენების მონახულება. რადგანაც ვენერა უკავშირდება ფორმების გარეგნულ გამოხატვას,დაჯილდოებული იქნებით მხატვრული ნიჭით. მუსიკალური და პოეტური ნიჭისთვის,დამატებით აუცილებელია კარგად ასპექტირებული მერკური და ნეპტუნი. მაგრამ ფერწერულ ნიჭს მხოლოდ ვენერა სასწორშიც ჰყოფნის. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენს კოსმოგრამაში სუსტი ნეპტუნია და ბავშვობაში ხატვა არ გამოგდიოდათ,როგორც მინიმუმ,უნდა ერკვეოდეთ და მოგწონდეთ მხატვრობა. ხოლო თუ თქვენს რუქაში ვენერა სასწორთან ერთად კარგად განვითარებული მერკურიც აღმოჩნდა,თითქმის ადრეული ასაკიდანვე აგაღებინებთ ხელში ფუნჯს ან ცარცს და გაიძულებთ შექმნათ ფერწერული შედევრი.

ავესალომ პადვოდნი „პლანტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 
ვენერა სასწორში მფლობელს თავდაჯერებულობას ჰმატებს,განსაკუთრებით ესთეტური შეფასებების გაკეთებისას. სამყაროს შემეცნების დროს,ვენერიელი სასწორი თავის ძლიერ შინაგან ჰარმონიის გრძნობაზე ორიენტირდება,რაც უმსუბუქებს ბევრ ხილულ წინააღდეგობას. თუმცა ამავე თვისების გამო ეზღუდება სამყაროს შემეცნების სპექტრი_უჭირს აღიქვას და შეისწავლოს მისი დისჰარმონიული ფრაგმენტები. მისი შინაგანი ჰარმონია შეუფერხებლად ტრანსლირდება გარესამყაროში,რისი წყალობითაც საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს,თუმცა სინამდვილეში შინაგანად საკმაოდ ცივია.
მხოლოდ ძალიან მაღალგანვითარებულ ვენერიელ სასწორს  შეუძლია შეიყვაროს კონკრეტული ადამიანი. დაუმუშავებული ვენერა ადამიანებს ჩვეულებრივ,უსახურ და უფერულ ფიგურებად აღიქვამს ფერადი სამყაროს ფონზე. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში კი,შესაძლოა გამოვლინდეს სამყაროსა და ესთეტიზმის საკმაოდ თავისებური ხედვა_თითქმის ყველაფერი უსახურად ეჩვენებათ,ახასიათებთ ესთეტური სნობიზმი. ეთიკა არ ეთანხმება სოციუმს,რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაბოროტება და უკიდურესი უსამართლობა შეფასებებში.
ვენერას დამუშავება წარმოშობს ორიგინალურ მხატვარს,ენამახვილ კრიტიკოსს,პრობლემების სპონტანურად და ლამაზად გადაჭრის უნარს.

თინა კანდელაკი. ვენერა სასწორში

სერგეი შესტპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“ 

ვენერას ერთერთი საუკეთესო მდებარეობაა. ჰარმონიულ ასპექტებში სუბიექტი ხდება ძალიან ზომიერი, ალერსიანი,მოსიყვარულე,სასიამოვნო,კონტაქტური, კეთილი და თანამგრძნობი. დაჯილდოებულია კარგი გემოვნებითა და ხელოვნების სიყვარულით. უყვარს ლამაზი ნივთები,ხალასი ფერები,გართობა და ნეტარება. მიილტვის სიმყუდროვისა და კომფორტისაკენ.
დაზიანებული ვენერა ავლენს კაპრიზულობას,გადაჭარბებულ მგრძნობიარობას. მიდრეკილია ძლიერი განცდებისა და დარდის,იმედგაცრუებისკენ. ქარაფშუტა და მფლანგველია. ხშირად უსინდისობით და მერკანტილობითაც ხასიათდება. ექსტრავაგანტული,მყვირალა და გამომწვევი გემოვნება აქვს. იდეალისტ-რომანტიკოსი. კაპრიზული ოცნებებით შორეულ მომავალს ჭვრეტს.

ფრენსის საკოიანი „პლანტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 
ვენერა სასწორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობა და ქორწინება,მიმზიდველი გარეგნობა ამისათვის კარგ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მათთვის მიუღებელია უხეშობა და უტაქტობა,მკაცრ სოციალურ ქცევის წესებს ემორჩილებიან. ურთიერთობაში ყველაზე მეტად სულიერ სიახლოვეს აფასებენ. იზიდავთ დახვეწილი,დიპლომატიური,დელიკატური ადამიანები. სურთ,რჩეულში ინტელექტუალურ თანამოსაუბრეს, თანასწორ პარტნიორსა და მეგობარს ხედავდნენ. ისინი აფასებენ კარგ მანერებს და არ სიამოვნებთ უხეშ და თავხედ ადამიანებთან ურთიერთობა.
ფული არის საშუალება და არა მიზანი,შეიძინონ ლამაზი ნივთები,ამიტომაც დიდხანს ჯიბეში არ უჩერდებათ. გავლენიანი მეგობრები ჰყავთ. შეუძლიათ ახლობლები სარისკო საქმეებში შეითრიონ. მიდრეკილება ანგარიშიანი ქორწინებისკენ. ვერ იტანენ კამათსა და განხეთქილებას,შეიძლება ავად გახდნენ. ესწრაფვიან აღიარებასა და წარმატებას.
ისინი ტაქტით,თავაზიანობითა და ყურადღებიანობით ხასიათდებიან. ძლიერი სურვილი აქვთ,ასიამოვნონ და გაუგონ საყვარელ ადამიანებს. ბევრს დათმობენ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ერიდებიან ყველაფერ საკამათოს,ემოციურად რთულს. გაურბიან სირთულეების,ეშინიათ,რომ შესაძლოა ვერ მოაგვარონ წარმოქმნილი უთანხმოება და ყოველთვის ცდილობენ მოაგლუვონ მახვილი კუთხეები, ასე ვთქვათ “ხალიჩის ქვეშ შეხვეტონ პრობლემები”.


ქ ა ლ ი, ვენერით სასწორში,არასოდეს დარჩება შეუმჩნეველი საზოგადოებაში. ის ლამაზია,მრავალფეროვანი,ჭკვიანი და კონტაქტური. ისე იზიდავს გარშემომყოფთა მზერებს,თავად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ამისათვის. კარგი პარტნიორული ურთიერთობის ძლიერი მოთხოვნის გამო,მარტივად ერგება პარტნიორის ემოციურ და ინტელექტუალურ ფონს,ამასთან ისე,რომ საკუთარ ინდივიდუალობას არ კარგავს. საჭირო მომენტში აჩვენებს ვინ არის სიტუაციის ბატონ-პატრონი. თუმცა სანამ ამის აუცილებლობა არ დადგება,დამთმობი და თავაზიანია. მასთან კონტაქტში შესვლა საკმაოდ მარტივია,გულღიად სალმიანია და მამაკაცებს უჭირთ მისი მომხიბვლელობისთვის თავის არიდება.
ურთიერთობაში ჰარმონიას ესწრაფვის,ნებისმიერ ფასად. ვირტუოზულად ახერხებს ჩვენს დროში ასე მყიფე და მარტივად მსხვრევადი წონასწორობის შენარჩუნებას. ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სიმარტოვეში. პარტნიორის ემოციური მხარდაჭერის გარეშე ჭკნება. მისი ტანჯვა მხოლოდ სულიერად მონათესავე ადამიანთან შეხვედრის შემდეგ სრულდება.და შეხვდება რა მონათესავე სულს,ის მთელ თავის ძალებს ხარჯავს მასთან ურთიერთობაში. უშურველად უნაწილებს სულის სიმდიდრეს და უნარი აქვს გარეგნულად გააკეთილშობილოს კიდევაც. თუმცა ერთი თავსატკივარი მისი რჩეულისთვის _ამ პროცესში  ის ასეთივე მომხიბლავი და სასურველი რჩება სხვა მამაკაცებისთვის. ადამიანები მის საზოგადოაბაში თავს საჭიროდ გრძნობენ, მისი მიზიდულობის ძალა ისეთია,რომ ძალიან რთულია მასთან განშორება. თითქოს დაუშრეტელი წყარო აქვს გულისხმიერების,იმდენად ყურადღებიანია  სხვათა პრობლემების მიმართ. მაგრამ არ ღირს ცრუიმედოვნება_იმისათვის,რომ მის სამეგობროში მოხვდეთ,თქვენ მოგიწევთ,გაიაროთ მკაცრი გადარჩევის პროცესი. სულაც არ ჩქარობს ყველას მიპატიჟებას. მეტიც,თუ ჩათვალა,რომ ვინმე,საახლობლო წრიდან,მის მკაცრ სტანდარტებს აღარ შეესაბამება,მარტივად და დახვეწილად გაწყვეტს მასთან ურთიერთობას.


მ ა მ ა კ ა ც ი,ვენერით სასწორში,ესთეტია,ყველაფერი მშვენიერის დამფასებელი. მისი რჩეული უნდა იყოს უზადო გემოვნებისა და დახვეწილი მანერების მქონე ქალბატონი,მსუბუქი ურთიერთობაში. სწორედ რჩეულისგან ელოდება  მისთვის ასე ნანატრ ჰარმონიის მიღწევას,რომელსაც უკვე რა ხანია ელოდება. ძალიან უყვარს თავის მეორე ნახევართან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა. სურს მისი საყვარელი ქალი ნამდვილი ბრილიანტი იყოს მთელს გარემოცვაში. თუ მისი რჩეული დროის უმეტესს ნაწილს საკუთარ ინტერესებს უთმობს და არა მათი ურთიერთობის დალაგებას,ეს ფაქტი სულაც არ აღაფრთოვანებს. განსაკუთრებით როდესაც მისი ინტერესები რამდენადმე არატრადიციული და მიუღებელია მის სამეგობრო წრეში. მაგალითად,სერიოზული გატაცება ცხოვრების ჯანსაღი წესით,იოგის სწავლებით. რადგან თავად მას განტვირთვისთვის ყველაზე მეტად ბოჰემური ცხოვრების სტილი იზიდავს_მეგობრების კომპანია,წვეულებები,სალონური საუბრები. მისთვის აუცილებელია,მუდმივად საზოგადოებაში ტრიალებდეს. არ აკლია საწინააღდეგო სქესისგან ყურადღება. მოხერხებულად აწონებს თავს სუსტი სქესის წარმომადგენლებს და ამასთან სრულიად ბუნებრივად გამოიყურება.

 მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“ 

ბავშვი,ვენერით სასწორში,სილამაზის ძიებით არის დაკავებული. მას იზიდავს ყველაფერი მშვიდი,ჰარმონიული,დაბალანსებული,გაწონასწორებული და ესთეტურად სასიამოვნო; ეს სულაც არ არის მისი კაპრიზები,მას მართლა ჰაერივით სჭირდება ასეთი გარემო. მისთვის ასევე აუცილებელია,გარეგნულად თავს მოწესრიგებულად და “დალაგებულად” გრძნობდეს. ეს იმას არ ნიშნავს,რომ ის ზეაკურატულია,შემოქმედებით ქაოსსაც  მოეძებნება ადგილი მის ცხოვრებაში. მაგალითად,მისი ოთახი ყოველთვის მხატვრულ არეულობაშია,როდესაც აღელვებული ცდილობს,გადაწყვიტოს რა ჩაიცვას. სამაგიეროდ ამ ქაოსისგან “იბადება” მშვენიერი ქმნილება-თავად ბავშვი,ვენერით სასწორში,რომელსაც ყველა დეტალი ურთიერთშეთანხმებული აქვს,თმის ყოველი ღერო თავის ადგილზეა.
მეგობრებსაც სიკოხტავისა და მოხდენილობის მიხედვით ირჩევს. ხულიგანი,უხეში და ფეთხუმი თანატოლები არ იზიდავს. თავად ყველასთან ზრდილობიანია და სიყვარულს ყურადღებითა და თავაზიანობით გამოხატავს. ყოველთვის ანგარიშს უწევს სხვათა შეხედულებებს,თუ მის პირად აზრს მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის. ერთადერთი,რასაც ის მოითხოვს,არის გულწრფელობა და სამართლიანობა. ის მზადაა დათმობაზე წავიდეს,მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოითმენს,როდესაც მას ატყუებენ…ყოველ შემთხვევაში ხანგრძლივად.
აფასებს ხელოვნებას და სრულიად მოსალოდნელია გამოავლინოს ნიჭი რაიმე ფორმით(შესაძლოა რამდენიმე ფორმითაც). ხელი შეუწყვეთ, მოსინჯოს თავისი ძალები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში-ხატვა,ცეკვა,ვოკალურ-ინსტრუმენტალური მუსიკა. იარეთ მასთან ერთად კონცერტებზე,მუზეუმებსა და თეატრებში.

 

სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია.  ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“

ვენერა დაუნანებლად დააჯილდოვა ის მომხიბვლელობით,სინატიფითა და სიფაქიზით. ძალიან მგრძნობიარეა,ნებისმიერი უხეში სიტყვა თუ ტლანქი საქციელი მარტივად ტკენს გულს. რამდენადაც სასწორი ჰაერის ნიშანია,გონებრივი აქტიურობა პირველ პლანზე იწევს. ის ძალზედ სასიამოვნო მოსაუბრეა და მარჯვედ წარმართავს მოლაპარაკებებს. საუბრის ხელოვნებაში განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. გარდა ამისა,უნარი აქვს ობიექტურად შეხედოს საკითხებს,მხედველობაში მიიღოს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები და იპოვოს გამოსავალი ერთი შეხედვით,გამოუვალი სიტუაციიდან. იშვიათი ნიჭი აქვს, გამოთქვას საკუთარი აზრი ისე,რომ არავის აწყენინოს. ამიტომაც მათგან კარგი ადვოკატები და დიპლომატები გამოდიან.
ის ყოველთვის გახსნილია,ურთიერთობაში მარტივია და ნებისმიერი ადამიანი მასთან თავს კარგად გრძნობს. სიყვარული მისი მეორე ბუნებაა. სურს, გარშემომყოფები გააბედნიეროს და თავადაც ბედნიერი იყოს.
ურთიერთობები ხშირად ხდება სასწორისთვის თვითმიზანი,ვენერა სასწორისთვის_მით უმეტეს. ის ვერ იტანს მარტოობას. ყოველთვის სჭირდება უკუკავშირი,რეაქცია საკუთარ პერსონაზე და საქციელზე. ეს თვისება ყურადღებას მოითხოვს,რადგან მას სხვებზე დამოკიდებულს ხდის. ის გახსნილია და მზადაა სხვათა დასახმარებლად, თუმცა სამწუხაროდ,გარშემომყოფნი ბოროტად სარგებლობენ ამით. ბავშვი,ვენერით სასწორში,წარმოუდგენლად მიამიტია. ძალზედ მნიშვნელოვანია ასწავლოთ,ყოველგვარ სიტუაციაში,მეგობრობასა თუ სიყვარულში,იყოს ისეთი,როგორიც არის. ის ბევრს გასცემს,მაგრამ სანაცვლოდ ხშირად ვერაფერს იღებს.
ცდილობს,ნებისმიერ ფასად აარიდოს თავი კონფლიქტებს,დაპირისპირებას,განხეთქილებას. იმდენად მძაფრად განიცდის,შესაძლოა ეს მის ჯანმრთელობაზეც აისახოს. ყველაზე მეტად სხვების განაწყენების ეშინია. თუ მან ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა,უსიტყვოდ გაიხურავს კარებს და გაქრება. შეეცადეთ,აუხსნათ,რომ ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლებელია…და კიდევ ერთხელ,თავის მოწონების სურვილით,მან არ უნდა უღალატოს საკუთარ თავს და იყოს ისეთი,როგორიც არის.
ჰარმონიის გარდა,მისთვის მნიშვნელოვანია აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება,ასევე მშვიდობა და სიმშვიდე გარშემო. მისი მეგობრები ჭკვიანი და ინტელიგენტური ადამიანები არიან,კარგი მანერებით გამორჩეულნი. ძალიან სტუმართმოყვარეა. მისი სახლის და გულის კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის,შესანიშნავი მასპინძელია. კარგი გემოვნება აქვს,ფერებისა და ფორმების თანდაყოლილი შეგრძნება. მისი ნიჭიერება მრავალმხრივია: მუსიკა,ლიტერატურა(განსაკუთრებით პოეზია),ფერწერა და სხვა მრავალი. ის შეიძლება იყოს კარგი მოდელიერი,დიპლომატი,ადვოკატი.
დაიხსომეთ,თქვენი ბავშვი ძალიან ნიჭიერია და მას ოქროს გული აქვს. დაეხმარეთ გადალახოს გაუბედაობა და გავიდეს სწორს გზაზე.

 

Venus in Libra celebs:

ლომები: Виктор Рыбин, George Soros, Marco Materazzi, Ethel Barrymore, James Marsters, Steve Carell, Bill Clinton, James Cameron…

ქალწულები: გიორგი დანელია, ქეთი მელუა, Владимир Спиваков, Ирина Роднина, Сергей Довлатов, Юрий Лужков, Александр Лукашенко, Сергей Боткин, Cesaria Evora, Jesse James, Shannon Elizabeth, Sean Connery, Hugh Grant, Colin Firth, Elizabeth I, Stefano Casiraghi, Friedrich Hegel, Richard Gere, Stephen King, Gene Simmons, Lafayette, Beyonce Knowles, Claudia Schiffer, River Phoenix, Rania de JORDANIE, Marc Anthony, Guy Ritchie, Buddy Holly, Bill and Tom Kaulitz, Ivan le Terrible, Gloria Estefan, Freddie Mercury, Kobe Bryant, Genghis Khan Temüjin, Ronaldo, Jacqueline Bisset, Shania Twain, Charlie Sheen, Karl Lagerfeld, Moby, Brian Joubert, Mickey Rourke, Elvis Costello, Jada Pinkett Smith, Luke Wilson…

სასწორები: М.Ю.Лермонтов, Иван Бунин, Сергей Бондарчук, Никита Михалков, Евгений Евстигнеев, Лев Яшин, Auguste Lumiere(The Lumière brothers), Edward Cummings, Klaus Kinski, Paul Mounet, Viggo Mortensen, Tim Robbins, Francis Scott Fitzgerald, Brandon Routh, Brian Johnson, Will Smith, Hilary Duff, Ciara, Zucchero, Howard Hewitt, Michael Douglas, Prosper Merimee, Michael Ballack, Elisabeth Shue, Arthur Rimbaud, Rita Hayworth, Oscar Wilde, Aleister Crowley, Dolly Buster, Trey Parker, Jenna Elfman, Paul Hogan, Evangelista Torricelli

მორიელები: თინა კანდელაკი,სერგო ორჯონიკიძე,Эльдар Рязанов, Людмила Гурченко, Дмитрий Дибров, Галина Вишневская, Роман Абрамович , Leon Trotsky, Pablo Picasso, Vivien Leigh, Albert Camus, Burt Lancaster, Georges Bizet, Wayne Rooney, Diana Krall, Jawaharlal Nehru, Althea Flynt, Christopher Columbus, Joshua Duhamel, Jennifer McCarthy, Kate Capshaw, Toni Collette, Niccolo Paganini, Grace Kelly, Vincenzo Bellini, Charles, Prince of Wales, Prince Henry de Galles, Ryan Gosling, Boris Becker, Puff Daddy, Mark Ruffalo, Claude Lelouch, Matthew McConaughey, Bo Derek

მშვილდოსნები: Гарик Сукачев ,Vera Fischer, Claude Levi-Strauss, Woody Allen, Anna Nicole Smith…

 

 ავტორი: Qet Adastra



About Qet

Scroll To Top