დაცემა
გრძნობებისა და სურვილების ანალიტიკა. რაციონალიზმი. ისწრაფვის მიაღწიოს ჰარმონიას გონების მეშვეობით, ახსნას მისი ფუნქციური დანიშნულება. გრძნობების სისტემატიზება. ანგარიშიანია და მოსწონს ყველაფერი გონივრული.
საუკეთესო შემთხვევაში: ჰარმონიის ანალიზი, მისი სიღრმეებისა და ურთიერთკავშირის გონივრულად შეცნობის უნარი.
უარეს შემთხვევაში: ცივი ანგარიში, სარგებლის ძიება, სიყვარულის უუნარობა.
პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა მერკურისა და პროზერპინას სტუმრობს, მიწის სტიქიაში. ამიტომ, თქვენთვის დამახასიათებელია გრძნობების რაციონალიზაცია.
ვენერა ქალწულში ძალიან პრეტენზიული და შარიანიც კია პარტნიორის არჩევისას. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეინიშნება მიჯაჭვულობა გრძნობებში, გარეგნული ფორმის ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია სრულიად გაგინადგუროთ შთაბეჭდილება საყვარელ ადამიანზე. ხშირად ცხოვრების გრძნობითი ნაწილი თქვენი დაცემის მთავარი საფუძველი ხდება. შესაძლოა სწორედ სასიყვარულო მიჯაჭვულობებსა და ემოციურ დაძაბულობებზე “დაიწვათ” და აუნაზღაურებელი ფსიქოლოგიური დანაკარგები იწვნიოთ. “ჭეშმარიტი გრძნობა გულისხმობს, მსხვერპლად შესწირო ყველაფერი სიყვარულს” _ იმას ნიშნავს, რომ ვენერას ქალწულში მუხრუჭებმა უმტყუნეს, რასაც, როგორც წესი, დიდი მწუხარება და იმედგაცრუება მოსდევს, არც ისე იშვიათად ნერვულ-ფსიქიკური აშლილობებიც. ყველაზე კარგი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ისე რომ საკუთარი თავი არ დააზარალოთ, არის დროებითი, ნაწილობრივ დაგეგმილი, მოკლევადიანი თავგადასავლები, რაც თქვენს ემოციურ განტვირთვას უწყობს ხელს.
პროზერპინა უკავშირდება წვრილმანებისადმი ყურადღებას. ვენერა კი აჩვენებს, რამდენად ჰარმონიულია ადამიანი. ამიტომ თქვენი ჰარმონიულობის კრიტერიუმები იმით გამოიხატება, რომ ყოველ წვრილმანს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ; მთლიანი სისტემა დეტალებისგან ფორმირდება და თუ რომელიმე მათგანი საჭირო ადგილზე არ აღმოჩნდა, ბუნებრივია, თქვენი ჰარმონია ჩამოიშლება. ამ თვისებას მიჰყავს ქალწული პრეტენზიულობამდე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვენერა ქალწულში, ისევე როგორც სხვა მიწის ნიშნებში, იძლევა ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. როგორც ჩანს, თქვენთვის დამახასიათებელია სტაბილური, მიწიერი სიყვარული. თუმცა იმისათვის, რომ ვინმე შეგიყვარდეთ და ემოციურად “ჩაირთოთ”, აუცილებელი ხდება მისი გონებით გადამოწმება. ვენერა ქალწულში დაცემულია და მის ყველაზე სუსტ მდებარეობად ითვლება, ანუ ვენერასთვის ბუნებრივი მგრძნობიარობა თქვენთვის უცხოა. გრძნობები მხოლოდ მაშინ ირთვება, როდესაც გონებისგან არის დაშვებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც სიცივითა და რაციონალობით ხასიათდება. თქვენ ყოველთვის ხანგრძლივად აანალიზებთ და მსჯელობთ საკუთარ გრძნობით თუ სექსუალურ ცხოვრებაზე, ყველაფერს დეტალებში თვლით და თუ კანდიდატი თქვენს “ინტელექტუალური საცერში” არ გაიცხრილა, მხოლოდ მაშინ წარმოგეშვებათ მის მიმართ ემოციები. ქორწინებაც თითქმის ყოველთვის გათვლით ხდება. შეიძლება თქვენ ვერც აცნობიერებდეთ, მაგრამ მაინც ყველა შესაძლო ვარიანტს თვლით და თუ გონებამ ნება არ დაგრთოთ,საერთოდ არ გიჩნდებათ გრძნობები.
აქიდან მომდინარეობს თქვენი გამოკვეთილი სიყვარული ფლირტისადმი, რაც მოცემულ ფონზე ხშირად საუკეთესო გამოსავალი ხდება. როგორც წესი, თქვენ უბადლო მსახიობი ხართ გრძნობების იმიტაციის თვალსაზრისით და რეალიზებისთვის გჭირდებათ მაყურებელი. თუმცა როგორც კი თქვენი ემოციები შინაგანად დაწესებულ ზღვარს გადალახავს და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე თამაში და განტვირთვაა, მაშინვე მტანჯველი ხდება, რადგან ბუნებით ლაღი და თავისუფალი გრძნობები თქვენს ქვეცნობიერ სიმორცხვეს, კრიტიკულობას, სიმშრალესა და სკეპტიციზმს ეჯახება და წარმოიქმნება შინაგანი კონფლიქტი, ფსიქოლოგიური შიდაგანაწესის გართულება. თქვენთვის ფლირტი სულიერი დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაა. სიმართლე რომ გითხრათ, არც ღირს, თქვენი დაცემული ვენერა გადატვირთოთ. ამ შემთხვევაშიც,”მეწვრილმანე” პროზერპინას წყალობით, თქვენი გრძნობები უმცირეს ნაწილაკებად იშლება ფლირტში.
თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პარტნიორის ინტელექტუალური სისტემა _ როგორ და რაზე ფიქრობს, რა ინტელექტუალური უნარები აქვს (ზოგადად, მიწის ვენერებისთვის არის დამახასიათებელი პოტენციური პარტნიორის გონებრივი შესაძლებლობების გადამოწმება) და თუ მასთან სალაპარაკო არაფერი გაქვთ, მარტივად ასკვნით, რომ დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვს და ღრმა გრძნობებს თქვენში არ იწვევს, თქვენ უბრალოდ ვერ “ირთვებით”.
თქვენ გიზიდავთ რაციონალური, მშვიდი ადამიანები, რომელთაც არ ახასიათებთ ემოციური უგუნურება. ეძებთ პარტნიორს ნორმალური, მიწიერი დადგენილებებით, ჯანსაღი სკეპტიციზმითა და იუმორის გრძნობით. უმაღლეს გამოვლინებაში შეინიშნება უაღრესად ამაღლებული გრძნობები და ემოციები _ სიყვარული და მოწყალება (რადგან ქალწულის ნიშანი უკავშირდება ვალდებულებას, მსახურებას), შესაძლოა სიყვარული ინვალიდების, ავადმყოფების და უბედური ადამიანების მიმართ. უარეს ვარიანტში კი ასეთი ვენერა შესაძლოა იძლეოდეს მასზე დამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ცხოვრებას, პარაზიტობას.
ალბათ, თქვენ მოგწონთ სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი სისტემები, კომპლექსური მიდგომით: ვარჯიშები, სწორი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი. განსაკუთრებით ნათლად ეს ვლინდება ქალებში, რომელთაც ყოველთვის იციან, რა რაოდენობის კალორიას შეიცავს ესა თუ ის საკვები, როგორია მისი ქიმიური შემადგენლობა და რა ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე.
თქვენი ჰარმონიის კრიტერიუმების ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ბავშვობაში მიღებულმა ინფორმაციამ, რომელიც ემოციური კონტაქტისას მიიღეთ. ეს მერკურის დამსახურებაა, მისი და პროზერპინას ერთობლივი გავლენით ასეთი კონტაქტების დროს გამოგიმუშავდათ ურთიერთობის სისტემა, გრძნობით სფეროში ყველა დეტალისთვის თავისი ადგილის მიჩენის მოთხოვნა. და მაინც, გონება ის კალაპოტია, სადაც ყველა გრძნობა იღებს სათავეს. რაციონალური კრიტერიუმების გარეშე თქვენი ემოციური შეფასებების სისტემა თითქმის არ ფორმულირდება.
რადგან ქალწული მუტაბელური ჯვრის ნიშანია, თქვენ დიდად ხართ დამოკიდებული მიმდინარე პროცესებზე. თქვენთვის დამახასიათებელია სხვა ადამიანებზე ორიენტირება და ამიტომ მშნიშვნელოვან შინაგან ცვლილებებს განიცდით,ცხოვრების განმავლობაში, გარემოებების შესაბამისად.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა ქალწულში მიანიშნებს მიდრეკილებას ესთეტურად დასრულებული ფორმებისადმი. დაუმუშავებელი სახით სუბიექტში ავლენს ზღვარგადასულ კაპრიზულობას (განსაკუთრებით დაზიანების შემთხვევაში). უზომოდ მომთხოვნია გარშემომყოფთა მიმართ, თითქმის ყველა ულამაზოდ, უხეშად და უშნოდ ეჩვენება. მართალია, შეინიშნება სილამაზისადმი სწრაფვა, მაგრამ მისი რეალიზება ძალზედ გართულებულია, რადგან ფორმალური შეგრძნებით ხასიათდება. მაგალითად, მისთვის შემეცნებითი ჰარმონია აბსტრაქტულ მოზაიკაში უფრო მარტივი აღსაქმელია, ვიდრე ცოცხალ ორგანიზმში.
უკიდურესად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართაც, მაგრამ თუ ეს არ რეალიზდება კონკრეტული წარმატებით, მისი თვითკრიტიკულობა შეიძლება ჩაანაცვლოს სრულმა აპათიამ საკუთარი თავის, სოციუმისა და სერთოდ სამყაროსადმი, თანმდევი ნევროზული მდგომარეობითა და კომპლექსებით.
დამუშავების შემთხვევაში, ვლინდება კარგი უნარები გამომყენებლობით/პრაქტიკულ ხელოვნებაში, სადაც საჭიროა მაღალი ხარისხის ტექნიკური შესრულება. განვითარებული ადაპტაციის უნარი. მისგან მაგალითს იღებენ ჩაცმულობაში, მანერებსა და მეტყველებაში. თუმცა ესეც საკმაოდ რთულად ეძლევა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დგას ვენერა. ხშირად არ ჰყოფნის მოთმინება.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
დაცემული ვენერას გავლენა საკმაოდ სუსტია. თუმცა ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას ახასიათებს თავისებურად მომხიბლავი სიმორცხვე, თავაზიანობა, უმანკოება, ტაქტის გრძნობა. ის იშვიათად კარგავს თავს სიყვარულის გამო. ზომიერი გემოვნება აქვს, საკუთარ თავს და გარეგნობას უვლის. ინტერესს ავლენს მედიცინის, ლიტერატურის, საკონდიტრო საქმიანობისა და მომსახურების სფეროსადმი. პლანეტის დაზიანებისას ვლინდება: მატრაკვეცობა, პირფერობა, ფარისევლობა, სიძუნწე, ანგარიშიანობა, უყურადღებობა, დაუდევრობა, პასიურობა. განურჩევლად ბევრს ფლირტაობს და მერყევია გრძნობებში. ხშირად ყველაფერს თავის ნებაზე უშვებს და დინებას მიჰყვება. ბრმად ემორჩილება თავის სურვილებს.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
გადაჭარბებული კრიტიკულობისა და მაღალი მოთხოვნების გამო, ხშირად მარტოხელად რჩება, თუმცა ერთგული და თავდადებულია მათთვის, ვინც უყვარს, მაგრამ გრძნობებს ემოციურად ვერ გამოხატავს. ის, ასე ვთქვათ, ემსახურება საყვარელ ადამიანს და ამ ფორმით ავლენს თავის სიყვარულს. მისი თავდაჯერებულობა იზრდება, როდესაც რჩეულისთვის რაიმეს აკეთებს, ქმნის ან უბრალოდ დახმარებისთვის მზადყოფნას უცხადებს. მისთვის არ არის დამახასიათებელი გრძნობების რომანტიული და ამაღელვებელი ფორმებით გამოვლენა. ძლიერი ემოციების და განცდების დემონსტრირების რცხვენია. საზოგადოებაში ცივი თავდაჭერილობა უმეტესად შირმაა, რომლის მიღმაც სიმორცხვეს და არასრულფასოვნების კომპლექსს მალავს. სამწუხაროდ, დაცემული ვენერა სათანადოდ ვერ აფასებს თავის მომხიბვლელობას; შესაძლებლობას, უყვარდეს და უყვარდეთ. მას მუდმივად ეჭვი ეპარება საკუთარ მნიშვნელობაში… და სულ ტყუილად.
ინდუბალა „ინდური ტრადიცია“
რადგან ვენერა თევზების ნიშანში ეგზალტირდება, თევზების საპირისპირო ქალწულის ნიშანში დაცემულია. ვენერას ყველაზე სუსტი მდებარეობაა და მისი გავლენა შესუსტებულია, რაც არაერთ პრობლემას უქმნის სუბიექტს. მას ბევრი კონფლიქტი აქვს მეუღლესთან. მოსალოდნელია ქონების უეცარი დაკარგვა, სიღარიბე. უსიამოვნებები და წყენა. სასქესო ორგანოების სეკრეციის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა, იყვნენ რელიგიურნი, გულგრილები მატერიალური სამყაროს მიმართ. უყვართ დახმარების გაწევა.
Het Monster. „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
გრძნობები მუდმივად ანალიზდება, თანაც მკაცრად და კრიტიკულად, რაც ხშირად ხდება პარტნიორის დაკარგვის მიზეზი. პარტნიორს ირჩევს ინტელექტუალური ინტერესის მიხედვით _ ისეთს, ვისთანაც თანამშრომლობას შეძლებდა. ხშირად მარტო რჩება, რადგან ზედმეტად მაღალი მოთხოვნები აქვს. თუ ვენერა დაზიანებული არ არის, ჰარმონიული ურთიერთობა კოლეგებთან, თანამშრომლებთან. სამუშაო ადგილს მხატვრულად აფორმებს. თანდაყოლილი სიყვარული წესრიგისა და სისუფთავისადმი. მარჯვე ხელები აქვს, თუმცა მოკლებულია საკითხების შემოქმედებით ხედვას, წარმოსახვას. მათგან გამოდიან კარგი ექიმები, ექთნები.
პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, უსუფთაობა, მაწანწალობა, უწესრიგო სასიყვარულო კავშირები, რადგან მას ეშინია, რომ სხვაგვარად სიყვარულს ვერ იპოვის. თუ ამასთანავე მარსი მტრულ პოზიციაშია, მიდრეკილება მარტოობისკენ.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
თავშეკავება. გრძნობები მთლიანად გონებას ემორჩილება და მათგან მთავარი ვალდებულების გრძნობაა. მისთვის სიყვარული უპირველესად ზრუნვაა და აქაც კი მნიშვნელოვანია ეტიკეტის დაცვა. თუმცა იმავე თვისებების წყალობით, ეს ყაირათიანი, მზურველი ადამიანია. ცხოვრების ჯანსაღი წესი დღეგრძელობას უზრუნველყოფს.
ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“
თავისუფალ ვნებებს გონების მკაცრი ხმა ახშობს. ანალიზისადმი მიდრეკილება აცივებს მის გრძნობებს და ამუხრუჭებს მათ გარეგან გამოვლენას. ახალგაზრდობაში მას მიამიტობა და რომანტიზმი ახასიათებს… მხოლოდ ოცნობებში და არა რეალობაში. მის ცხოვრებაში მრავალი ტაბუ არსებობს. ყოველთვის მერყეობს და ძალიან უჭირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, სიყვარული ემოციების გარეშე ვლინდება: თავგადასავალი და არავითარი ვალდებულება! ხოლო როდესაც ამ “თავისუფალ” თამაშში ქალწულისებრი მეწვრილმანეობაც ერთვება, საქმე შეიძლება გარყვნილებამდეც მივიდეს.
პოზიტიურ ასპექტებში, ეს თავაზიანი ადამიანია. სათუთად უფრთხილდება მათ, ვინც უყვარს.
ვენერა ქალწულში მიდრეკილია საკუთარი და პარტნიორის გრძნობების ანალიზისკენ. ურთიერთობაში ეძებს სისუფთავეს, ხშირად მიუღწეველ სრულყოფილებას. მისთვის გაცილებით მარტივი გასაგებია “სიყვარული, როგორც ზრუნვა და ვალდებულება”, ვიდრე “სიყვარული, როგორც გიჟური ვნება”. ნეგატიურ ვარიანტში, ასეთი დამოკიდებულება წარმოშობს ცივ ანგარიშიანობას, საკუთარი გრძნობების მოტყუებას. პიროვნებამ შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს ისეთ ურთიერთობას, რომელიც მას კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქადის, ვიდრე ჭეშმარიტ გრძნობებს (განსაკუთრებით დამახასიათებელია ქალებისთვის). მედლის პოზიტიური მხარე არის ზნეობრივი სისუფთავე, ასევე საკუთარი ცხოველური სურვილების მოთოკვის უნარი.
მას ძალიან უჭირს შინაგანი სამყაროს გახსნა. მისი სულიერი განცდები დიდხანს რჩება გამოცანად, თავად მისთვისაც კი. უკრძალავს რა გრძნობებს გამოვლენას, საკუთარ თავს ართმევს შესაძლებლობას, დატკბეს მარტივი, ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობებით. ანალიზისა და განსჯის წყალობით, ის უფრო სხვის გრძნობებში გაერკვევა, ვიდრე საკუთარ გულში. ძალზედ დიდხანს ირჩევს და აწონ-დაწონის ყველა შესაძლო ვარიანტს, ყოველთვის რაიმე წვრილმანი დეტალი უფუჭებს საერთო სურათს. ასეთი მიდგომის გამო, ვენერა ქალწულში ხშირად რჩება მარტოხელად და მხოლოდ წლების შემდეგ აცნობიერებს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგა, იმიტომ რომ თავის დროზე საკუთარი გულისძახილი უგულვებელყო.
ქ ა ლ ი, ვენერით ქალწულში, ან შესანიშნავი დიასახლისია, რომელსაც ყოველი წვრილმანისთვის თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და ყველაფერი რამდენიმე წლით წინასწარ დაგეგმილი; ან აცნობიერებს რა, რომ იდეალური სისუფთავისა და წესრიგის მიღწევა შეუძლებელია, საშინელი ფეთხუმი ხდება, ამასთან სახლში არსებული არეულობის გამო ყველა შინაურს აკრიტიკებს. ორივე შემთხვევაში დისციპლინა, წესრიგი, ვალდებულება და პასუხიმგებლობის გრძნობა მისთვის უმთავრესია და ამ საკითხებს ან თავისით წყვეტს ბრწყინვალედ, ან ყველაფერი ახლობლების კისერზე გადააქვს. მას უნარი შესწევს თანაბარი წარმატებით ასრულებდეს თავის მოვალეობებს სახლშიც და სამსახურშიც. უყვარს დაცალკევებული ნაწილების ერთიან, მუშა სისტემაში მოყვანა. კარგად გამოსდის ხელსაქმე: კერავს, ქსოვს, ქარგავს. განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს “უკვე არსებული რეალობის” მორთვა-გალამაზებას ხელნაკეთი ნივთებით, ამასთანავე უპირატესობას ანიჭებს იმოქმედოს ნაცადი მოდელებითა და სქემებით.
რადგანაც ვენერა ქალწულში იდეალისტია, ცდილობს უზადო მდგომარეობაში შეინარჩუნოს თავისი გარეგნობა: სწორი კვებით, ფიზიკური დატვირთვებით, ორგანიზმისთვის ყოველდღიურად ეკოლოგიურად სუფთა ხილის მიწოდებით, ჯანსაღი ძილით. და ის სრულიად მართალია, დაივიწყებს რა ამ მცირე დეტალებს, მაშინვე უფუჭდება განწყობა და ერღვევა ფიზიოლოგიური პროცესები; იტანჯება არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც. მისი სილამაზე პირდაპირ კავშირშია დღის სწორ რეჟიმსა და კვებასთან. მისთვის აბსოლუტურად დაუშვებელია უმუშევრობა. ის სრულიად იფურჩქნება და ბრწყინვალე ფორმაშია, როდესაც თავს საჭიროდ გრძნობს.
თუმცა მან თავი უნდა აარიდოს ზედმეტ კარიერიზმს და არ უნდა ჩაიციკლოს სამსახურისა და კოლეგების პრობლემებზე. მას ხშირად სჩვევია ოჯახის წევრების დავიწყება, რადგან თვლის, რომ ისედაც საკმარის ყურადღებას აქცევს, რაც ახლობლების მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით გამოიხატება. მაგრამ სწორედ მათთან არ ჰყოფნის სითბო, გულითადობა და სინაზე. მას ურჩევნია, პრაქტიკული მზრუნველობა გამოავლინოს _ გემრიელი და სასარგებლო ვახშამი მოუმზადოს, ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინოს, ვიდრე წარმოთქვას მარტივი ფრაზა: “მე შენ მიყვარხარ”.
საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა მისთვის უზარმაზარი ინფორმაციისა და ამოუწურავი ტანჯვის წყაროა, ფიქრობს და საუბრობს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გულში გაატაროს ყველა ეს გრძნობა, მას ურჩევნია მათი ანალიზითა და “თაროებზე ჩამოლაგებით” შემოიფარგლოს. თითქმის არასოდეს კარგავს გონს სიყვარულისგან და შეყვარებულიც კი საღ აზრს და თავდაჭერილობას ინარჩუნებს გრძნობების გამოხატვის საკითხში.
მას უზადო გარეგნობა აქვს, თუმცა რამდენადმე ხელოვნურად გამოიყურება. სრულყოფილების მიღწევის პროცესში ყველა იმ დეტალს იშორებს, რომელიც უადგილოდ ეჩვენება. შედეგად, იმ ინდივიდუალურ ნაპერწკალს კარგავს, რაც ყოველ ქალს უნიკალურობას ანიჭებს_ მართალია, შორეულს კლასიკური კანონებისგან, მაგრამ საოცრად მიმზიდველს, თავისი უდარდელობითა და ბუნებრიობით.
მოსწონს კლასიკური ან ქალაქურ-სპორტული სტილი, მოხერხებული და პრაქტიკული. მას ძლიერი სურვილი აქვს მიმზიდველი იყოს მამაკაცებისათვის და კარგადაც გამოსდის, რადგან სწორად თვლის საკუთარ შანსებს და შორს არის ზედმეტი ამბიციებისა და მოძრაობებისგან. მაგრამ თუ ვენერა ლომს მისით გატაცებული მამაკაცი თავადაც ვნებიანად უყვარდება, ვენერას ქალწულში წინასწარ აქვს გათვლილი შემდგომი მოქმედების ტაქტიკა და ემოციებს არ ჰყვება. ეს იმას არ გულისხმობს, რომ მას არ შეუძლია უყვარდეს, უბრალოდ უგუნურება არ შედის მის თვისებათა ჩამონათვალში.
მ ა მ ა კ ა ც ი, ვენერით ქალწულში, ძალზედ სერიოზულად ეკიდება ცხოვრების მეგზურის არჩევას. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაც არც ისე მარტივად და სწრაფად ეწყობა, როგორც სხვა ნიშნებს. თავიდან მას უჭირს საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნებში გარკვევა. ის ჩუმად,შეპარვით გამოჰკითხავს პოტენციურ პარტნიორს მისი მოთხოვნების, ჩვევებისა და შეხედულებების შესახებ და შემდეგ ხანგრძლივად ამოწმებს თავის დამოკიდებულებასა და გრძნობებს მის მიმართ. ძალიან უჭირს პირდაპირ საკუთარ გულს დაეკითხოს, რადგან მასთან მიმავალი გზა უამრავ სქემაზე, ალგორითმსა და ცხრილზე გადის.
ის ისურვებდა შეხვედროდა იდეალურ ქალს _ მშვენიერს, ჭკვიანს, მზრუნველსა და სუფთას. ყოველ ასეთი მოლოდინისას, როდესაც რაიმე ნაკლს აღმოაჩენს გოგონაში, უცხოვდება და შორდება იმედგაცრუების ობიექტს. ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით მამაკაცს, ვენერით ქალწულში, რომელიც სასოწარკვეთილი ფლირტაობს და პარტნიორებს ხელთათმანებივით იცვლის. ის უაღრესად სუფთა ადამიანია და თავად ღალატზე ფიქრიც კი სულს უწამლავს. თუ სრულიად მოულოდნელად მან პარტნიორს უღალატა, მწარედ განიცდის და მეორედ ასეთი ფაქტის განმეორებას აღარ დაუშვებს. თუმცა საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, უკიდეგანოდ შეუძლია ათასობით ვარიანტის გადარჩევა. რჩეულში ის ზნეობრივ და ფიზიკურ სისუფთავესა და წესიერებას აფასებს. სიამოვნებით აწარმოებს გოგონებთან ინტელექტუალურ, შემეცნებითი ხასიათის საუბრებს. ქალის ჭკვიანი და ყურადღებიანი მზერა იმაზე მარტივად მოაჯადოებს, ვიდრე ფლირტი ან კეკლუცობა. მას ხშირად უყვარდება ინტელექტითა და საქმიანი უნარ-ჩვევებით გამორჩეული ქალი, ვისთანაც სამსახურებრივად არის დაკავშირებული.
ყველაზე დიდი ნაკლი_ის შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს კვების, დასუფთავებისა და ყოფით საკითხებში; დიდ დროს უთმობდეს სამუშაოს. ფულთან საკმაოდ გონივრული დამოკიდებულება აქვს. შესაძლოა თქვენ ეს სიძუნწედაც მოგეჩვენოთ, თუმცა მისთვის გონივრული ეკონომიაა.
მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“
საკუთარი მიჯაჭვულობის გამოხატვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმა მისთვის თქვენი და საყვარელი ადამიანების დახმარებაა. ბუნებით მორცხვი ბავშვია და გრძნობების დემონსტრირება ერიდება. ძალიან თავდაჭერილია ფიზიკური კონტაქტების დროს, ცივად და გულგრილად ხვდება ჩახუტებას თუ სითბოს სხვა ფიზიკურ გამოვლინებებს. ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მოფერება რომც სურდეს, ღიად არ მოითხოვს და ინიციატივაც მისგან არ წამოვა. თქვენ მოგიწევთ დააკვირდეთ მისი სხეულის ენას და მიღებული სიგნალების მიხედვით იმოქმედოთ. მაგალითად, თუ ძილის წინ, ზღაპრების კითხვისას, თქვენთან ახლოს იწევს, ნუ დაიშურებთ მისთვის ალერსს; მაგრამ თუ ფიზიკური სიახლოვისას, უხერხულად იშმუშნება, მაშინ ეცადეთ სიყვარულის გამოვლენის სხვაგვარ, უფრო პრაქტიკულ ფორმებს მიაგნოთ.
არ არსებობს ისეთი რამ, რაც ამ ბავშვებს იმაზე მეტად ახარებთ, ვიდრე საკუთარი კომპეტენტურობისა და საჭიროების შეგრძენებაა. ამიტომ, საუკეთესო რამ, რაც მათთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, დაეხმაროთ მისი ინტერესის სფეროში ოსტატობის გაზრდაში. მაგალითად, როდესაც სახლში რაიმე არის შესაკეთებელი ,აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის და მათთან ერთად ჩაატარეთ პატარა პრაქტიკული სამუშაოები. აღჭურვეთ სახელოსნო იარაღებითა და მატერიალით, რომ გაფუჭებული ნივთების შეკეთება შეძლოს თავისი ხელებით. ის ძალიან აკურატულია და ყველაფერს გულმოდგინედ აკეთებს. ეს ბავშვები საიმედოობას ეძებენ ნებისმიერ ურთიერთობაში და თანდაყოლილი საღი აზრის მეშვეობით მარტივად ამოიცნობენ ამ თვისებას ადამიანებში.
სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“
ვენერა, თავისი ბუნებით, გრძნობებს აღვიძებს, მერკურით მართული ქალწული კი გონებრივ სტიმულაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ანალიტიკურ აზროვნებას. ეს ორი განსხვავებული ზემოქმედება ანტაგონისტურად ეჯახება ერთმანეთს ბავშვის ფსიქოტიპში. მათ შეიძლება საერთოდ არ ესმოდეთ, რა არის სიყვარული ან რომც განიცადონ ეს ამაღლებული გრძნობა, მისი გამოვლენა არ შეუძლიათ. თავიანთ გრძნობებს, იქნება ეს სიყვარული თუ მეგობრობა, იმით გამოხატავენ, რომ ცდილობენ სარგებლობა მოუტანონ იმ ადამიანებს, ვინც უყვართ. სამწუხაროდ, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს. ამიტომ თქვენი ვალია, პირველ რიგში, საკუთარი თავის სიყვარული ასწავლოთ, შემდგომ კი სიყვარულის გაცემა და მიღება. მართალია, ის არ გამოხატავს და არ ითხოვს, მაგრამ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება და რაც უფრო ადრინდელი ასაკიდან დაიწყებთ, მით უკეთესი მისთვის.
ვენერა ქალწულში ბადებს სრულყოფილებისადმი სწრაფვას. ასეთი ბავშვები უკიდურესად კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. მათ იმდენად მაღალი მოთხოვნები აქვთ ცხოვრებისადმი, იმედგაცრუება ხშირად გარდაუვალი ხდება. შეეცადეთ აუხსნათ, რომ შეუძლებელია ადამიანებისგან (და საკუთარი თავისგანაც) მუდმივად მოითხოვდე შეუძლებელს; რომ ადამიანი, თავისი ბუნებით და საერთოდ, სამყარო შორს დგას სრულყოფილებისგან და მიუხედავად ამისა, ცხოვრება მაინც მშვენიერია. სცადეთ, შეაგნებინოთ მარტივი ჭეშმარიტება:” ნუ ეცდები გადააკეთო სამყარო, შეცვალე შენი დამოკიდებულება მის მიმართ“. შესაძლოა, მათ შორის დროდადრო შეხვდეთ ბინძურ და ფეთხუმ ბავშვებსაც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი გამონაკლისია.
მათ აკლიათ თავდაჯერება და შინაგანად ყოველთვის ღელავენ. მორცხვები და ჩაკეტილები რთულად უმეგობრდებიან თანატოლებს. კარგი იქნებოდა, თუ ასწავლიდით საზოგადოებრივად მიღებულ ქცევის წესებს და წინასწარ შეამზადებდით ურთიერთობის რთული, კონფლიქტური ნაწილებისთვის. ასეთი რეპეტიცია საშუალებას მისცემს, მეტი თავდაჯერებულობა და თავისუფლება იგრძნოს უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ნამდვილად სჯობს ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ გარშემომყოფებთან კონტაქტს სიყვარულისა და სიმპათიების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზრდილ ასაკში მთელი თავისი გრძნობითი რესურსები შინაურ ცხოველებზე გადააქვს, ხოლო მთელ ენერგიას სამსახურში ხარჯავს. არცთუ იშვიათად სამსახურის სიყვარული მისთვის კიდევ ერთი საშუალება ხდება თავი აარიდოს ადამიანებთან უშუალო კონტაქტს. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შესაძლოა უარი თქვას თანატოლებთან თამაშზე და მთელი დრო სწავლასა და შიდასამუშაოს შესრულებას დაუთმოს. ხშირად არიან უკარებები. ასწავლეთ ყოველდღიურობით ტკბობა და სიამოვნების მიღება.
ბავშვები, ვენერით ქალწულში, რთულად აღიქვამენ ხელოვნებასა და სილამაზეს, როგორც ასეთს. რადგან ყველაფერს ზედმიწევნით აანალიზებენ და ცდილობენ, ნებისმიერ დეტალს თავისი ადგილი მიუჩინონ. ეს ბავშები დაბადებით კრიტიკოსები არიან. სამაგიეროდ, ოქროს ხელები აქვთ და ცდილობენ ყველაფერი სრულყოფილებამდე მიიყვანონ. მათ კარგად ეხერხებათ კერვა, სხვადასხვა მასალის მოხვეწა-დამუშავება. ასევე არიან კარგი დიეტოლოგები, რადგან ყოველთვის აქტიურ ინტერესს ავლენენ ჯანმრთელობის საკითხებისადმი.
ყველაზე მთავარი კი, რაც უნდა ასწავლოთ, არის მშვიდი და შემწყნარებლური დამოკიდებულება ადამიანური ნაკლოვანებებისადმი. აუხსენით, რომ მან უნდა მიუტევოს გარშემომყოფებს თავიანთი სისუსტეები და არ უნდა მოითხოვდეს მათგან სრულყოფილებას. და გახსოვდეთ,რომ ქება მისთვის ფასდაუდებელია და სასწაულების მოხდენა ძალუძს.
ცნობილი ადამიანები ვენერით ქალწულში:
კირჩხიბები: ნანი ბრეგვაძე,ვახტანგ კიკაბიძე,Марк Шагал, Олег Газманов, Ginger Rogers, Robin Williams, Diana Rigg, Natalie Wood, Lino Ventura, Anjelica Huston, Richie Sambora, Josh Hartnett, Michelle Rodriguez….
ლომები: Олег Попов, Юлий Гусман, Станислав Садальский, Олег Табаков, Игорь Крутой, Марианна Вертинская, Леонид Кучма, Валерий Газзаев, Александр Мостовой, Михаил Ботвинник, Kate Beckinsale, Martha Stewart, Slobodan Milosevic, Pippo Inzaghi, Stephen Dorff, David Crosby, Vera Farmiga, Mick Jagger, Robert De Niro, Charlize Theron, Alexandre Dumas, Lucille Ball, Casey Affleck, Antonio Banderas, Sean Penn, Neil Armstrong, Louis Vuitton, Sarah Brightman, Wesley Snipes, Roger Federer, Djibril Cisse, Fernando Alonso, Lynda Carter, Robert Redford, Mika, Mila Kunis, Gillian Anderson, Eric Bana, Henry Ford, Audrey Tautou, Louis de Funes, Carole Bouquet, Melanie Griffith, Kevin Spacey, Rosanna Arquette, Bill Clinton, Patrick Swayze, Matt LeBlanc….
ქალწულები: Фаина Раневская, Земфира, Лада Дэнс, Лариса Долина, Валентин Гафт, Владимир Меньшов, Герман Титов, Confucius, Francois-Rene vicomte de Chateaubriand, Jennifer Tilly, Julio Iglesias, Andrea Bocelli, Roger Waters, James Coburn, Pink, Ingrid Bergman, Sophia Loren, John McCain, Leonard Cohen, Adam Sandler, Emily Bronte, Ryan Phillippe, Freddie Mercury, Stella McCartney, David Arquette, Bill Murray, Joe Perry, Anne Bancroft
სასწორები: ოლეგ ბასილაშვილი, Инна Чурикова, Нина Усатова, Олег Ефремов, Армен Джигарханян, Савелий Крамаров, Марина Дюжева, Владимир Молчанов, Сергей Есенин, Илья Ильф, Марина Цветаева, Вячеслав Бутусов, Александр Розенбаум, Любовь Слиска, Елена Бережная, Виктор Онопко, Martina Navratilova, John Coltrane, Catherine Deneuve, Kate Winslet, John Mayer, David Trezeguet, Bryan Ferry, Brigitte Bardot, Sting, Romina Power, Friedrich Nietzsche, Michael Douglas, Kobe Bryant, Carrie Fisher, Martina Navratilova, Danny Boyle, Eleanor Roosevelt….
მორიელები: Александр Алехин, Аркадий Райкин, Лев Троцкий, Иван Мичурин,Joni Mitchell, Tara Reid, Danielle Miterrand, Rita Wilson, Devon Murray, Bryan Adams….