(ტყუპები, სასწორი, მერწყული)
როცა ვენერა მდებარეობს ჰაერის ნიშანში, ახლო ურთიერთობების ან ერთგული მეგობრობის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობაა ვერბალური კომუნიკაცია და ინტელექტუალური სტიმულირება. გრძნობებისა და ემოციების დიდი ნაწილის ანალიზი ხდება გონებაში, საზროვნო, ინტელექტუალურ ნაწილში და ჯერ უნდა მიიღოს მისი დასტური მანამდე, სანამ დაიწყებს ჩაღრმავებას.
„გონების ერთობა“ – ეს არის საკვანძო სიტყვა ჰაერის ვენერებისთის ახლო ურთიერთობების დაკმაყოფილებისთვის. მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ფლირტი ბევრ ადამიანთან ერთდროულად, თუმცა იმისთვის, რომ ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი და მიანიჭოთ სიამოვნება უნდა ჰქონდეთ ჭეშმარიტი მეგობრულობის განცდა. ჰაერის ნიშნის ვენერა სერიოზულად ინტერესდება სხვა ადამიანების განცდებითა და აზრებით.
სხვა გასაღები ვენერა ჰაერის ნიშნების გაგებისთვის:
- იმისთვის, რომ თავი იგრძნონ კომფორტულად, უნდა ჰქონდეთ (თუნდაც არაცნობიერ დონეზე) იმის განცდა, რომ პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობები სრულად ეთავსება მის შეხედულებებსა და იდეებს. დიდი მოთხოვნილება აქვთ ურთიერთობაში შეიტანონ – კატეგორიულობა , თუნდაც იმისთვის, რომ დარწმუნდენ – ამით არღვევენ თუ არა დადგენილ წესებს (ჩარჩოებს) (ეს განსაკუთრებით ეხება ვენერა მერწყულებს). პოტენციური პარტნიორი ხდება ყურადღებით შესწავლის ობიექტი იქამდე, სანამ ჰაერის ვენერა მიიღებს გადაწყვეტილებას უღირს თუ არა მას დროისა და ენერგიის დახარჯვა ამ ურთიერთობაზე. ჰაერის ვენერის მქონე ადამიანები ხშირად იწერენ საკუთარ განცდებს, რათა მოგვიანებთ უკეთესად გაერკვენ მათში.
- ყველა ინდივიდი ჰაეროვანი ვენერით არიან მსუბუქი, „მოთამაშე“ და ინსტიქტურად კეკლუცი. ამასთან ყველა მათგანი საჭიროებს თავისუფლების განცდას. ფლირტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რამენაირ ემოცურ ან ფიზიკურ ვალებულებას იღებენ საკუთარ თავზე.
- რადგან მერწყულს და ტყუპებს უყვართ ექსპერიმენტები, ინდივიდები ვენერით ამ ნიშნებში მზად არიან მოსინჯონ სხვადასხვანაირი მიდგომა ურთიერთობებში, უმეტესად ამას აკეთებენ უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო. ვენერა სასწორი უფრო ფრთხილი და ტრადიციულია, მისთვის დამახასიათებელია მეტად უფრო პირადული, სერიოზული, ესთეტიური და კონსერვატული მიდგომა.
წყარო: enigma-project.ru
ავტორი: რუსა
დამატებითი ლინკები: