ვერძი და თევზები

ვერძი და თევზები

                                                                                                                                                               

 მათ შეეძლოთ მეკობრეთა თავდასხმა აეცილებინათ,

მათი გამოჩენისთანავე რომ წამომხტარიყვნენ

და ერთ ჯაჭვად განლაგებულიყვნენ…

მაგრამ დაუწერელ კანონს ვერ დაარღვევდნენ.

ამ ორ ნიშნის განსხვავება ძალიან მარტივია. საკმარისია რამდენიმე სიტყვით გამოელაპრაკოთ.

მოხელე: თქვენი ბოლო სამუშაო ადგილი?

ვერძი: მე წარმოების უფროსი ვიყავი საგამომცემლო კომპანია „პარკიტში“. აღმოსავლეთი, 83-ე ქუჩა,ნომერი 42.

მოხელე: გასაგებია. შევამოწმებ მეტი საიმედოობისთვის. ე.ი. საგამომცემლო კომპანია „პარკიტი“, აღმოსავლეთი, 43-ე ქუჩა, ნომერი 82.

ვერძი: თქვენ ყველაფერი აურიეთ. ცუდად გაიგეთ თუ ჩემი დაბნევა გსურთ?

მოხელე: თქვენი მისამართი?

თევზები: მე მაქქალის სახლში ვცხოვრობ, მეექვსე ავენიუზე, 7000.

მოხელე: კარგი,ახლა ჩავიწერ, ბაქალის სახლი, 6000, მეშვიდე ავენიუ. ხომ სწორია?

თევზები (უხერხულად იშმუშნება): თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უკეთესი რაიონია, მოვძებნი, სახლებს ხომ არ აქირავებენ იქ.

როდესაც ვერძი ბოლომდე თავისას აწვება, თუნდაც შუბლით შესკდომა მოუწიოს, თევზები სიტუაციას და სხვა ადამიანებს ერგება.

* * * * * * * * * * *

მიმტანი: კარგი, ერთი პიცა, ჩავიწერე. როგორი გნებავთ, სოკოთი თუ მწვანე წიწაკით?

ვერძი: არც ერთი და არც მეორე. შავი ზეთისხილითა და ხახვით.  თვალყური მიადევნეთ, რომ წინანდელივით არ დაიწვას.

მიმტანი: კარგი,ერთი პიცა,ჩავიწერე. როგორი გნებავთ:სოკოთი თუ მწვანე წიწაკით?

თევზები: მითხარით,უფრო ხშირად რომელს უკვეთავენ?

მიმტანი: სოკოთი.

თევზები: სოკოთი? მაშინ სოკოს პიცა მომიტანეთ.

მიმტანი: თუმცა მე მწვანე წიწაკის პიცას გირჩევდით.

თევზები: მმმ… თუ შეიძლება, შეცვალეთ შეკვეთა.

მიმტანი: იქნებ ის შეუკვეთოთ, რაც თქვენ თვითონ გიყვართ?

თევზები: მაშინ ორი პიცა მომიტანეთ: ერთი სოკოთი, მეორე _ მწვანე წიწაკით.

„რა უფხობაა!“ იტყვით თქვენ და მართალი არ იქნებით. დავიწყოთ იქიდან, რომ გულკეთილ თევზებს ძალიან უყვართ სხვა ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება. დიახ, მათ არ უყვართ ღია კონფრონტაცია და თავს უხერხულად გრძნობენ, როდესაც ყურადღების ცენტრში ხვდებიან. ისინი ყოველთვის უფრთხიან მათ, ვინც ცხვირს სხვის საქმეებში ჰყოფს. აეროპორტში, უცნობთან შეხვედრისას, რომლის ქეისსაც CIA ან FBI აწერია, თევზები ნამდვილ პანიკაში ვარდება და არც ეცადოთ დაარწმუნოთ, რომ ეს მხოლოდ პატრონის ინიციალებია. არაფერი გამოგივათ. როდესაც ვერძი თევზებს ხვდება, მას ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ მარიონეტივით მართავს ამ რბილ და კეთილ ადამიანს. სწორედ ამის გაკეთებას აპირებს ვერძი. როგორ ცდება!

თევზების ელემენტი წყალია. შეიძლება ზოგს წყალი  ყველაზე სუსტი სტიქია ჰგონია, მაგრამ მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ წყალი ქვას ხვრეტს და ცეცხლს აქრობს, ვერძის ელემენტს.

მე ვიცნობ ერთ ბინათმესაკუთრე ვერძს. მან გადაწყვიტა გადასახადი მოემატებინა თავისი მდგმურისთვის. ქალბატონმა  თევზებმა მოკრძალებული მორჩილებით მოისმინა უსიამოვნო სიახლე… უკვე ერთი წელია, რაც ვერძი სასამართლოდან ვერ გამოდის. ქალბატონ მარიას სარჩელი სარჩელზე შეაქვს, ხან წყალგაყვანილობის მუშაობა არ აკმაყოფილებს, ხან კიდევ რა… სარჩელის თანხა  უბადრუკია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალბათ, ვერძი კვლავ დაუწევს ქირის გადასახადს. თევზების ძალის საიდუმლო მის თვინიერებაშია. ჩააგდეთ ქვა მდინარეში _ წყალი მას ჩაყლაპავს და ისევე გააგრძელებს დინებას. ძალადობასთან ძალადობით დაპირისპირებას ის უარყოფდა, ვისი დაბადებაც მოგვებმა იწინასწარმეტყველეს თევზების ერის დასაწყისში, თითქმის ორი ათასი წლის წინათ.

თევზებისა და ვერძის კავშირი ორივესთვის ხელსაყრელია. მისი ფუნდამენტი არის ფული (ვერძის წვლილი) და საიდუმლოებები (თევზების წვლილი). ფული და საიდუმლოებები მათი საუბრების მთავარი თემაა. იქნებიან ისინი ნათესავები,საქმიანი პარტნიორები თუ მეუღლეები. თევზებთა იდუმალება,რომლებიც ეჭვიანად ინახავენ თავიანთ საიდუმლოებებს,ხანდახან აცოფებს ცნობისმოყვარე ვერძს,მაგრამ სხვა ყველა დანარჩენ სისუსტეს მშვიდი მიმტევებლობით აღიქვამს,რადგან ქვეცნობიერ გამოცდილებას ინახავს. თევზები ხომ ვერძის წინამორბედი ნიშანია კარმულ ბორბალზე.

ეს გამოცდილება ვერძში ერთის მხრივ,მოწყველადობითა და სისათუთით ვლინდება; მეორეს მხრივ,გულისხმიერებითა და სულგრძელობით. თუმცა ვერძი უარყოფს თევზების პასიურობას. უაღრეს მადლობას მოგახსენებთ,მაგრამ ჩვენ ეს უკვე გავიარეთ! ვერძს აღარ უნდა ნეპტუნის გაკვეთილების გადამეორება.

თევზები ვერძებს ისეთ ადამიანებად აღიქვამენ,ვისგანაც შეუძლიათ რაიმე მნიშვნელვანი ისწავლონ. ასეთი დამოკიდებულება უნიკალურია ზოდიაქალური წრისთვის. თევზები ყველაზე მეტად და ხშირად ბაძავენ ვერძებს.

როგორც წესი,ისინი ხელს არ უშლიან ერთმანეთს,უფრო ავსებენ. თუმცა ხანდახან თავს ვერ არიდებენ  ბობოქარი შეტაკებებს(ვერძის ინიციატივა) ან გაციების პერიოდებს(თევზების ინიციატივა).

პირდაპირი და ალალი ვერძი წყობიდან გამოჰყავს თევზების მოუხელთებლობასა და უპრინციპობას. ერთმა ჩემმა მეგობარმა თევზებმა მირჩია:“დაპირდი,რასაც ითხოვენ,რა… მერე უბრალოდ უარი თქვი!“ არც ისე რთული წარმოსადგენია,რა რეაქცია ექნება ამაზე მიამიტობამდე მართალ ვერძს. და როგორ ვერ იტანს თევზების ჩუმად გაპარვის მანერას. რას იზამ?! თევზებს არ აქვთ მაგარი რქები და მარსის სიმტკიცე.

ლავირებისა და პრობლემებისგან გასხლტომის უნარი, რაც ვერძისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და აღმაშფოთებელია, თევზებს ენერგიის დაზოგვაში ეხმარება. ამ უხეში სამყაროსა და ყოფიერების ამაოებისგან გაუცხოებით, თევზები ფსიქოანალიტიკოსების დახმარების გარეშეც მშვენივრად  ინარჩუნებენ სიმშვიდესა და ახალგაზრდობას.

ვერძი მამაკაცი და თევზები ქალი 

ივან ურგანტი და ნატალია კიკნაძე

ერთხელ ათობით ყმაწვილმა აღმოაჩინა,

რომ მისი ცოლად შერთვა სურდათ

და მაშინვე ხელის სათხოვნელად გაიქცნენ.

მამამ მეეტლე დაიქირავა და ყველას დაასწრო.

 

დედაბუნების წყალობით ეს იდეალური კავშირია: მამაკაცურობის განსახიერება და ქალურობის კონცენტრაცია; რომეო და ჯულიეტა… მარსის სადიზმი და ნეპტუნის მაზოხიზმი. მაგრამ თუ ვერძს ტირანის როლი მოსწონს და თევზებს_მსხვერპლის,ვინ ვართ ჩვენ,რომ განვსაჯოთ?

ერთხელ ჩემს მეგობრებს ვეწვიე დასავლეთ ვირჯინიაში. მას შემდეგ,რაც შვიდი შვილი დასაძინებლად დააწვინეს,სახლის სიმპათიურმა ვერძმა მასპინძელმა თავისი თევზები ჩაიხუტა,თითქოს რაღაცისგან იცავდა და მთელი გრძნობით წარმოთქვა:“ჩემი ცოლი არ მისდევს კარიერას. ზაფხულში ორსული,ზამთარში ფეხშიშველი. და არავითარი სისულელეები!“ თევზები ისეთი ნეტარებით უყურებდა,ერთი წამითაც არ დავეჭვებულვარ,რომ ოქროს ქორწინების შემდეგაც,ხელჩაკიდებულნი დატკბებიან დაისის ცქერით. ვერძი_ისეთი მაღალი და ძლიერი; თევზები_ისეთი თოთო და…ფეხშიშველი. გულისამაჩუყებელია,არა? ჩემთვის ეს შოკისმომგვრელი იყო. მეორე დღეს ხუთი წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდე და საწოლის ქვეშ დავუტოვე,გაოგნებულ დიასახლისს კი ავუხსენი:“ზამთარი კარს მომდგარა. იქნებ გაზეთის ასაღებად გარეთ გამოირბინოთ…“ არ მგონია,რომ გაიგო,რა ვიგულისხმე,მაგრამ მე ცოტა გულზე მომეშვა.

სანამ თევზები ქალი გათხოვდება,მამაკაცები ტელეფონს უფეთქებენ და ერთმანეთს ასწრებენ პაემნის დანიშვნას. ის ყოყმანობს ტომს,დიკს და ჰარის შორის,რადგან არ უნდა ბილს,ჯონს და ბობს აწყენინოს. იყოს,რაც არის! ჯეკს შეიყვარებს,თუ როჯერი დაივიწყა… ვის,ნეტავ ვის მისცემს საშუალებას სიღარიბისა და სევდისგან იხსნას,ბაჰამის კუნძულებზე დაასვენოს და წავის ბეწვში გაახვიოს? ფემინისტთა მოძრაობა ვერასოდეს გადაიბირებს ამ ქალს თავის რიგებში. რა საჭიროა მთელი ეს აყალ-მაყალი?

როდესაც ის გათხოვდება,ტელეფონი მაინც არ ჩერდება. ამჯერად მისი მეზლობლები,ნათესავები და მეგობრები რეკავენ,რომელთაც მისთვის გულის გადაშლა სწადიათ. მისი ვერძი ქმარი რისხვისგან ჭკუაზე არ არის,მათი სახლი ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტს დაემსგავსა. რატომ უსმენს საათობით უცხო ადამიანების წუწუნს და მისთვის ვერ იცლის? ის ვალდებულია ვერძს უსმინოს. მთელი დრო! დღესასწაულების გამოკლებით. ასევე იმ დროის,როდესაც ვერძი ისვენებს,სძინავს ან მეგობრებთან დაპროწიალობს.

თევზებ ქალს შეუძლია მოსმენა და სწორედ ამ თვისებით იზიდავს ადამიანებს. ის ისეთი თვინიერი და თანაგრძნობით აღსავსეა,ხშირად საკუთარ ბადეში ეხვევა. ის არ აპროტესტებს,როდესაც ვერძი ცდილობს მისი ინდივიდულობა ჩაახშოს. არ ეპასუხება,როდესაც ვერძი წვრილმანებზე ფეთქდება,მაგრამ თანდათან თევზები მჩვარდება და ყველაფრის მიმართ გულგრილი ხდება,თითქოს თვალებგახელილი თვლემს. ამ სიმპტომებმა უნდა გააფრთხილოს ვერძი,რომ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებით გართულმა,დაივიწყა საყვარელი ქალის საჭიროებები.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ,რომ ვერძის ეგოიზმი,ბავშვურია. ის ისე ჩქარობს ცხოვრებას,ხშირად ავიწყდება,გარშემო მიმოიხედოს. როდესაც მას უხეშობასა და უგრძნობობაში ადანაშაულებენ,გაოცებული ვერძი სინანულით ივსება. გარკვეულ დროით ის თავად კეთილშობილებაა,სანამ  გაუცნობიერებელი ეგოიზმი კვლავ თავს წამოყოფს და მაშინ ის გრძნობაზე უნდა მოიყვანოთ. და მაინც,ბრალის ნახევარი თევზებ ქალს მიუძღვის. ძალიან გულმოდგინედ ხომ არ მოირგო წამებულის როლი?

მათი ურთიერთობის ფიზიკურ მხარეზე საუბარს აზრი არ აქვს. ეს ხომ რომეო და ჯულიეტა,ტარზანი ჯეინი არიან… თევზები არამხოლოდ იგრძნობს ვერძის განწყობის შეცვლას,მის სურვილსაც იმაზე სწრაფად ამოიცნობს და შეასრულებს,ვიდრე ვერძი თვითონ გააცნობიერებს,რა უნდა. ვერძის ვნება კი ათმაგად გადააჭარბებს ყველაფერს,რასაც ტელეფონზე ჩამოკიდებული თაყვანისმცემლები პირდებოდნენ.
ჰო,თაყვანისმცემლებზე. თევზები არ არის პრანჭია,არა. უბრალოდ ნორმად აღიქვამს მამაკაცების თაყვანისცემას. რაც შეეხება ვერძს,არც ის არის თავქარიანი,მაგრამ ძალიან უყვარს,როდესაც ქალები გუნდრუკს უკმევენ.  თევზები არ არის ეჭვიანი და როგორც წესი,ენდობა პარტნიორს,რასაც ვერ ვიტყვით ვერძზე. იმედი ვიქონიოთ,ნეპტუნი უკარნახებს თევზებს,რომ ვერძის ეჭვიანობა მისი დაკარგვის ფარული შიშით არის განპირობებული.

ვერძი ქალი და თევზები მამაკაცი

Sarah Michelle Gellar & Freddie Prinze Jr.

_დედა გიყვებოდა ამ მშვენიერ ზღაპარს, ვენდი?

_რომელს?

_უფლისწულზე, რომელიც გოგოს ეძებდა ბროლის ფეხსაცმლით?

_პიტერ, ეს ხომ კონკიაა! მერე უფლისწულმა იპოვა 

და ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ.

 

მე ძალიან არ მინდა ვიღაცის იმედები დავამსხვრიო ბროლის ფეხსაცმელთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს ზღაპარი კონკია ვერძსა და უფლისწულ თევზებზეა. ქალ ვერძს გაბედული და პირდაპირი მამაკაცი სჭირდება, რომელმაც  შეიძლება დაუღრიალოს: “გაჩუმდი და ისე მოიქეცი,როგორც გითხარი!“ ასეთი შენჯღრევა ხანდახან აუცილებელია მისთვის. თუ თევზების ასცედენტი ან მთვარე ცეცხლის ნიშანშია, მისთვის დამახასიათებელი იქნება რბილი ფორმის ძალაუფლება (რკინის ხელი ხავერდის ხელთათმანში), რომელიც ჭირვეულ ვაცს თვინიერ ბატკნად გადააქცევს.

 ეს სწორედ ის არის,რაზეც ვერძი ფარულად ოცნებობს. მამაკაცი,რომელიც საკუთარ თავში გააერთიანებს უფროსი ძმის,ჭკვიანი მეგობრის,დომინანტი საყვარლის როლებს და იმავდროულად არ შეეხება მის სულიერ თავისუფლებას. არაჩვეულებრივი იქნება,პოეტური სულიც რომ ჰქონდეს. ასევე დაუნდობლად უნდა სდევნიდეს მის მტრებს,სანამ ვერძი მათ დიდსულოვნად აპატიებს. ხოლო როდესაც ეს მოხდება,დაე,მთელი გულით შეიყვაროს მოყვასი(ვერძი თვითონაც მზადაა დაიცვას საყვარელი მამაკაცი,სურს მას ეს თუ არა). კიდევ რა? სულში სულს წნეხდეს და ყოველ წუთს უმტკიცებდეს ამას. ყველაფრის შეკეთება ეხერხებოდეს,რაც გატყდება,ვერძის გულის ჩათვლით. სიმტკიცეს ინარჩუნებდეს განსაცდელის წინაშე. იყოს უმანკოდ მართალი,უდრეკად ერთგული და პირველი თოვლივით უბიწო. ამასთან,ვერძი ქალი ვერ იტანს უნებისყოფობასა და თვითგვემას. საკმაოდ მარტივი რეცეპტია: აიღეთ რეტ ბატლერი,თანაბარი პროპორციებით შეურიეთ რობერტ ბრაუნინგი,მუჰამედ ალი,აბრაამ ლინკოლნი და მისი სათაყვანებელი წმინდანი. შეაზავეთ ეს ნარევი მარლონ ბრანდოთი და უორენ ბიტით და… გემრიელად მიირთვით!

ვერძი ქალი ყოველი შობის დილას განრისხებულ წერილებს უგზავნის სანტა კლაუსს,რომ მას ნაძვის ხის ქვეშ უმთავრესი საჩუქრის დატოვება დაავიწყდა.

თითქოს რა საერთო აქვთ ამ ცეცხლით სავსე,კომუნიკაბელურ  ქალსა და მელანქოლიურ ინტელექტუალს,როემლსაც ადამიანებთან ურთიერთობას ფარდობითობის თეორია და ტენისონის პოეზია ურჩევნია. მაგრამ ასეთებიც ხდება. ასეთებიც ხვდებიან,სიყვარულით კავდებიან და ერთმანეთს საყვარელ სისულელეებს ეჩურჩულებიან. თუმცა არც ისე ხშირად. თევზები ისე,როგორც არავინ გაიზირებს მის რომანტიულ იდეალიზმს. ვერძი არ დასცინებს მის მისტიურ ხილვებს,აღფრთოვანდება მისი მგრძნობიარე სინაზით და იმ თავხედებისგანაც დაიცავს,ვინც მის უფლისწულს უპერსპექტივო  ზარმაც მეოცნებედ თვლიან.

ადამიანთა უმეტესობა,ასტროლოგთა მინიშნებების გარეშეც,მშვენივრად ხვდება,რომ თევზებთა აბსოლუტური უმეტესობა ლოთობის ან ვთქვათ,ნუდისტობის კანდიდატია. მართლაც,ეს რბილი და რამდენადმე „უფხო“ არსებები დაბადებიდან ჩახლართული გზებით დადიან,ოცნებების ბურუსში დახეტიალობენ და სხვების პრობლემების მწებავ საცეცებში ექცევიან. მფარველ ნეპტუნი მათ  ამოუცნობი,სახიფათო და ორაზროვან სიტუაციების გავლას აიძულებს. ნოეს კიდობანიც ფკერზე დაეშვებოდა ასე გაურკვევლობაში. ჰკითხეთ ამის შესახებ  თუნდაც ელიზაბეთ თეილორს(ზოდიაქოს ნიშნით თევზებს).

დაეკითხოს ერთი საკუთარ თავს თევზების მერყეობით გაღიზიანებული ვერძი,როგორი იქნებოდა მისი მდგომარეობა,მასში რომ თუნდაც მცირე ნაწილი სუნთქავდეს იმისა,რასაც ენამახვილები „ზოდიაქოს ნაგავსაყრელს“ უწოდებენ. ეს ადამიანი სხვების გამოცდილებით არის დამძიმებული და მართლაც აქვს მიდრეკილება ტვირთის სიმძიმეს ვეღარ გაუძლოს და სულიერად დაეცეს. ბუნებით რბილი თევზები,შეიძლება მგრძნობიარობიდან გაღიზიანებამდე,წუწუნიდან ლოთობამდე მივიდეს. მაგრამ თევზებისთვის დიდების მწვერვალებიც ხსნილია. ისინი გამორჩეული მწერლები,მხატვრები და აბსტრაქტულად  მოაზროვნენი არიან(აინშტაინი). მათი კავშირის მთავარი საფრთხე ის არის,რომ ვერძი ქალი და თევზები მამაკაცი ხანდახან სრულიად ცვლიან როლებს. ვერც გამოკვეთილი კუნთები და ვერც ძლიერი აღნაგობა ვერ გაასასტიკებს თევზების ფაქიზ სულს,ისევე როგორც გრაცია და დახვეწილობა ვერ მიანაზებს  ვერძის აგრესიულ იმპულსურობას.

თევზები:  შემდეგ კვირას მუზეუმში ჩემი ნახატების გამოფენაა. კატალოგიც დაბეჭდეს. აბა,ნახე.

ვერძი(კითხულობს): თანამედროვე ფერწერის გამოფენა. ფრაიდ ჰათის  ნამუშევრები. ეს შენ ხარ? რაზეა საუბარი ვერ გავიგე,მხატვარზე თუ ტაფამწვარზე? შენ ხომ ფრედ ჰოუთი ხარ?!

თევზები(შეშმუშნული): ალბათ,არ იცოდნენ ჩემი სახელი როგორ დაეწერათ. მართლა არ ვიცი,რა ვქნა.

ვერძი: არც მითხრა,რას აპირებ, გამოვიცნობ. მოითხოვ,რომ ახალი კატალოგი დაბეჭდონ?

თევზები: შენ ფიქრობ,აუცილებელია? მე ვიფიქრე…

ვერძი: მუზეუმის დირექტორს ყელში უნდა წვდე  და უთხრა:“მომისმინე,ყეყეჩო,შენ ჩემი სახელი გაანადგურე. კატალოგი თავიდან დაბეჭდეთ ან უარს ვიტყვი ჩემი ნახატების თქვენთან გამოფენაზე!

თევზები: არა,ეგრე არ შეიძლება. ეწყინება…

ვერძი: მაშინ მე მეწყინება! სულაც არ მინდა მისის „ცხლად შემწვარი“ ვიყო. ან ის გააკეთე,რასაც გეუბნები ან მე შენი ცხოვრებიდან მივდივარ!

და თევზები მორჩილად გაემართება მუზეუმისკენ. მაგრამ შეიძლება შინ დაბრუნების შეეშინდეს. ცხადია,ეს უკიდურესი შემთხვევაა.

ვერძი ქალი მეტეორივით შიშისმომგვრელად ზღაპრულია. ის აღსავსეა სხვადასხვა განცდებით,რომელთაც რელიქვიებივით ინახავს. მაგალითად იების სურნელი,რომელსაც ელფებით დასახლებულ ბაღში კრეფდა,როდესაც სამი წლის იყოს; ფუფმულა კნუტი,წითელი საჰაერო გველი და ყვითელი ბუშტები; მისი ბავშვობის წვიმიანი დღეები; ჩვილი რომელიც გაჩერებაზე უცნობმა ქალმა დააჭერინა,როდესაც ცხრა წლის იყოს; ფიფქების თოვა ქუჩის ლამპიონების ფონზე; აუზში ჩავარდნა,როდესაც სასოწარკვეთილი ცდილობდა და მაინც,მოახერხა მშვენიერი გედივით გაეცურა… ვერძი_დაუმთავრებელი პოემაა,რომელსაც თევზები მამაკაცი წერდა.

მათი სიახლოვე სავსეა ფეთქებადი აქტიურობითა და გრილი სიმშვიდით. თუმცა შეიძლება სტოკჰოლმის სინდრომში გადაიზარდოს,თუ მათ ჰოროსკოპებში ძლიერი ინტერაქციული ასპექტებია,მაგალითად,შეერთება. როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი ცხოვრებისეული ფილოსოფია,სიყვარულში ორივე მძაფრ შეგრძნებებს ეძებს. ისინი სენტიმენტალურები არიან და მდიდარ წარმოსახვას ფლობენ. ასე რომ,მათ შეუძლიათ თავი საოცრებათა ქვეყანას შეაფარონ.

თევზებმა წესად უნდა გაიხადოს ვერძთან ყველა თავისი საქციელის წინასწარ მოლაპარაკება და არ გააღიზიანოს ნახევარ-სიმართლით. ვერძი ვერ ენდობა იმას,ვინც ტუზებს სახელოებში მალავს.

აი,წარმოვიდგინოთ,რომ ისინი ღვთაებრივ ნეტარებას განიცდიან. თევზები იმდენად კაპიტულირებულია,რომ თავის ყველა ჩანაფიქრს უზიარებს. ეს იმას ნიშნავს,რომ მალე მენდელსონის ვალსი გაიჟღერებს? სულაც არა. თევზები ძალიან უფრთხიან ოფიციალური ორგანოების ჩარევას მათ პირად საქმეებში და ეშინიათ პასუხისმგებლობის,რომლიც ქორწინებას ახლავს თან. ერთი ნაცნობი თევზები მყავს,რომელსაც ოჯახს სიამის კატა უცვლის. ამ დარწმუნებულ ბერბიჭას ხშირად უყვარს გამეორება:“კატის საჭმელი,ბავშვის სახვევზე იაფია“.

ვერძმა უნდა დაარწმუნოს რჩეული,რომ ოფიციალური პროცედურები უბრალო ფორმალობაა და მათი კავშირი მხოლოდ სიყვარულზე შენდება. დაე,თავი ინუგეშოს მარტოხელა ბერბიჭას ფანტაზიებით,თუ ეს მას აბედნიერებს.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top