პირადი რუკის მიხედვით – ვინ გიზიდავთ, ვის იზიდავთ

პირადი რუკის მიხედვით – ვინ გიზიდავთ, ვის იზიდავთ

 “მე შენ მინდიხარ” – რას აკეთებთ ან უნდა გააკეთოთ მოსაზიდად

თქვენს სურვილებზე,მოთხოვნილებებზე და “ფლობაზე” პასუხს აგებს თქვენი მეორე სახლი, შესაბამისად თუ ვინმე “მიზანში ამოიღეთ”, მის მოსახიბლად შესაბამისი ზოდიაქოს თვისებებს/მახასიათებლებს გამოიყენებთ. თუ ვინმეს მოხიბვლა გინდათ, ყურადღება მიაქციეთ მეორე სახლი რომელ ნიშანში გყავთ და მეორე სახლის ზოდიაქოს მმართველი სად მდებარეობს. მაგალითად თუ თქვენი მეორე სახლის ნიშანია ტყუპები, მოხიბლავთ ინტელექტის დემონსტრირებით, საუბრით, კომუნიკაციის ყველა უნარის გამოყენებით

 

“მე შენ მიყვარხარ” – როგორ ან/და ვისთან გამოხატავთ სიყვარულს

როგორი შეყვარებული ხართ, როგორ იქცევით და გამოხატავთ სიყვარულს – მე-5  სახლი გაგვცემს პასუხს. მე-5 სახლის ნიშნის თვისებები დამახასიათებელი იქნება თქვენთვის.ასევე, შესაძლოა გიზიდავდეთ ამ სახლის ნიშნის წარმომადგენლები.

 

“შენ ჩემი ტიპაჟის ხარ”- ვინ მიგაჩნიათ იდეალურ პარტნიორად

ის თუ ვინ მიგაცნიათ თქვენთვის იდეალურ პარტნიორად, ასევე ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის იდეალურად ვის თვლით, დამოკიდებულია თქვენი მეშვიდე სახლის ზოდიაქოს ნიშანზე. სწორედ მე-7 სახლის ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე ადამიანს თვლით იდეალად. მაგალითად თუ თქვენი მე-7 სახლია მორიელი, მაშინ მორიელის თვისებების მქონე ადამიანი მიგაჩნიათ იდეალურ პარტნიორად, ასევე აღიარებთ და მიისწრაფით ღრმა, ინტენსიური ურთიერთობებისკენ, რომლებშიც ძალების გადანაწილებაზე ფარული ჭიდილი იქნება.

 

ვინ გიზიდავთ ან ვის იზიდავთ ინსტინქტურად

ინსტინქტურ მიზიდულობაზე “პასუხისმგებელია” მერვე სახლის ნიშანი. ამ შემთხვევაში თქვენ გაუცნობიერებლად იზიდავთ და გიზიდავენ ამ სახლის ზოდიაქოს ნიშანი ან მისი თვისებების მატარებლები. ყველაზე ძლიერ უკურეაქციას ისინი გაძლევენ, მათ შეუძლიათ მიგიზიდონ და განგიზიდონ, მათი გავლენა თქვენზე “შემთხვევითი ” ხასიათის არ იქნება. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მერვე სახლის ნიშნის მმართველსაც. მაგალითად თუ თქვენი მერვე სახლის ნიშანია მერწყული, გიზიდავთ თავისუფალი, მეამბოხე ტიპის ადამიანი, ხოლო მერწყულის მმართველის ასპექტები თქვენს ქცევას განაპირობებენ. მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მერწყული მე-8 სახლის ნიშანია, თუ გაქვთ ურანი სატურნის დაძაბული ასპექტი, ყველაფერს იზავთ გაუცნობიერებლად იმისთვის რომ მათ მიგატოვონ.

 

ვის, როგორი ტიპაჟის ადამიანებს იზიდავთ

თუ მე-5 სახლი გახასიათებთ თქვენ, როგორც შეყვარებულს, მისი მოპირდაპირე მე-11 სახლი ინფორმაციას გვაწვდის იმ ადამიანების თვისებებზე, ვისაც იზიდავთ. ნახეთ მე-11 სახლი რომელი ნიშნით იწყება: ამ ნიშნის წარმომადგენლებს ან ნიშნის შესაბამისი თვისებების მქონეებს ბუნებრივად იზიდავთ.

 

თქვენი სულით მონათესავე-თქვენი “ბოლო გაჩერება” 

ესაა თქვენი მეთორმეტე სახლის ნიშანი, რომელიც თქვენზე სულიერ ან ფიზიკურ ძალას ფლობს. ასევე თუ თქვენი პარტნიორის რომელიმე პლანეტა მოხვდა თქვენს მე-12 სახლში, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი დაგეხმარებათ უმაღლესი მე-ს პოვნაში, მიღწევაში. მაგალითად თუ მე-12 სახლი გყავთ ვერძში, მაშინ თქვენთვის “მასწავლებელი” იქნება მეომარი, აგრესიული ტიპის მქონე ადამიანი, რომელიც თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს კარგად ხედავს, რომელიც დაგიცავთ. ვერძის მმართველი მარსი კი თუ თხის რქაში გყავთ, მაშინ ეს ადამიანი შესაძლოა თქვენთვის ავტორიტეტად იქცეს და გარკვეული სტატუსი ჰქონდეს.

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Tamta

Scroll To Top