ვიქტორინის N5 კითხვა

ვიქტორინის N5 კითხვა

18 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, საღამოს 21:00 სთ-ზე ვიქტორინის კითხვა ასტრო ბლოგის საიტზე განთავსდება, რომელიც შემდეგი დღის 21:00 სთ-მდე არ შეიცვლება.

კომენტარებში (საიტზე, კითხვის ქვემოთ) სწორი პასუხის პირველ დამწერს 1 ქულა მიენიჭება.

ვიქტორინის გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ქულას დააგროვებს.

ვიქტორინის ჩატარების პერიოდში გამორჩეულად აქტიური მონაწილე, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მაგრამ დაგვიანებით (ანუ სხვა დაასწრებს) – ყოველდღიური აქტიურობისა და ცოდნისთვის დაჯილდოვდება. ასე, რომ თითოეულ თქვენგანს შანსი აქვს მოიგოს ასტრო ბლოგის პრიზი (ტაროს სრული ანალიზი) ან დაჯილდოვდეს როგორც ვიქტორინის აქტიური მონაწილე.

გისურვებთ გამარჯვებას :)

ამჟამინდელი მონაცემებით:

  • მარიამ ძებნიაური (N1 კითხვა) – 1 ქულა
  • მიშო შოვნაძე (N2 და N3 კითხვა) – 2 ქულა
  • ნანაკო თურმანიძე (N4 კითხვა) – 1 ქულა
  • გიორგი ჯინჭარაძე (N5 კითხვა) – 1 ქულა

 

ვიქტორინის N5 კითხვა:

იოანეს გამოცხადებაში  ასეთ ტექსტს ვხვდებით:

“6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კიოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი.

7. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორეკუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი.” (იოანეს გამოცხადება, თავი, მეოთხე, მუხლი 6, 7)

აქ მითითებული ცხოველებიდან რომელი რომელ ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება?


About Tamta

Scroll To Top