ზოდიაქოს ნიშნების დეკადები

ზოდიაქოს ნიშნების დეკადები

რა არის დეკადა?

ყოველი ასტროლოგიური ნიშანი დაყოფილია სამ ნაწილად, თითეული ნაწილი იწოდება – დეკადად. სიტყვა დეკადა ეტიმოლოგიურად ბერძნული წარმოშობისაა (dekanoi) და ითარგმნება, როგორც “ათ დღიანი შუალედი”. ბერძნებმა ეს სიტყვა აიღეს ეგვიპტელებისაგან, რომლებიც ყოფდნენ წელიწადს 360 დღედ (მალე ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს, რომ 360 დღე იყო არაზუსტი და დაამატეს 5 დღე. ეს დღეები იყო სადღესასწაულო და დასვენების დღეები და არ ითვლებოდნენ ნამდვილ დღეებად). ეგვიპტურ წელს ჰქონდა თორმეტი ოცდაათდღიანი თვე, ყოველი თვე იყოფოდა სამ ათ-ათ დღიან ნაწილად. სამ ათდღიან ნაწილს ბერძნები ეძახდნენ dekanoi-ს.

ასტროლოგიაც, ზოდიაქოს ნიშანს ჰყოფს დეკადებად. არსებობს 12 ზოდიაქოს ნიშანი და ყოველი მათგანია დაყოფილია სამ დეკადად. შეგიძლიათ წარმოიდიგნოთ ყოველი დეკადა როგორც ოთახი. მაგალითად დაიბადეთ განსაზღვრული ნიშის ქვეშ, მაგ: ტყუპები, ის მოიცავს სამ ოთახს (დეკადას). ტყუპების რომელ “ოთახში“ დაიბადეთ? – ზოდიაქო არის 360-გრადუსიანი წრე. ყოველი დეკადა არის ამ წრის 10 გრადუსი ანუ დაახლოებით ათდღიანი შუალედი, რადგან მზე, როგორც წესი, დღეში ზოდიაქოს ნიშნის დაახლოებით ერთ გრადუსს გაივლის (ეს არ არის ზუსტი, რამდენადაც ყოველი თვე არ მოიცავს 30 დღეს). ზოდიაქოს დეკადა არ ცვლის ზოდიაქოს ნიშნის ძირითად მახასიათებლებს, მაგრამ ხვეწს და უფრო ინდივიდუალურს ხდის ნიშნის ზოგად მახასიათებლებს. მაგალითად, თუ დაიბადეთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადაში, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ხართ ტყუპები. ეს მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ გარკვეულწილად სპეციფიური და განსხვავებული მახასიათებლები იმ ტყუპებისაგან, რომლებიც დაიბადნენ პირველ ან მესამე დეკადაში.

ყოველ დეკადას გააჩნია თანავარსკვლავედი რომელიც მას ახასიათებს. ამ თანავარსკვლავედს აქვს სპეციფიური მისტიური მნიშვნელობა, რომელიც ასევე ემატება თქვენი დეკადის უნიკალურ თვისებებს

ყოველ დეკადას გააჩნია მმართველი პლანეტა, რომელსაც უწოდებენ -თანამმართველს, ის არ ახდენს ნიშნის მთლიანი მმართველობის უზურპირებას (ანუ ნიშანს მთლიანად არ მართავს დეკადის მმართველი პლანეტა). თანამმართველს შეუძლია მხოლოდ გააძლიეროს ან დაუმატოს მკაფიო მახასიათებლები დეკადას. მაგალითად: ზოგადად ტყუპების ზოდიქოს ნიშანს მართავს მერკური, მაგრამ მეორე დეკადას მართავს ვენერა. ვენერის გავლენა, როგორც თანამმართველის, კომბინირებულია მერკურის საერთო გავლენასთან, რომ გახადოს ტყუპების მეორე დეკადა განსხვავებული სხვა დეკადებისაგან.

 ვერძის დეკადები  

  • პირველი დეკადა 21-31 მარტი
  • საკვანძო სიტყვა: აღმაფრენა (შთაგონება)
  • თანავარსკვალავედი: ანდრომედა, მიჯაჭვული ქალი. ის გათავისუფლდა თავისი ჯაჭვებისაგან პერსევსის დახმარებით, მხსნელი.
  • თანავარსკვლავედი სიმბოლურად გამოხატავს სიყვარულის ძალას.
  • პლანეტარული თანამმართველი: მარსი

მარსი არის თქვენი დეკადის მმართველიც და თანამმართველიც, თქვენი პიროვნებისათვის დამატებითი ძალისა და გავლენის მიმცემი. თქვენ ხართ დომინანტი პიროვნება, ხანდახან შეიძლება იყოთ აგრესიული. კამათის ან ინტერესების დაპირისპირების დროს, შეგიძლიათ გადაუროთ ოპონენტს. გახსიათებთ სიფიცხე, იმპულსურობა, ენერგიულობა და ნებისმიერ საქმიანობაში მთელი გულით ჩართვა. ხართ სამართლიანი ადამიანი, არაასოდეს იმოქმედებთ თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მოქმედება არ არის სწორი. თქვენ ნათლად მოაზროვნე ბრძანდებით და შეგიძლიათ მიიყვანოთ დასახული გეგმა ბოლომდე. თქვენი საუკეთესო თვისებაა – მოიპოვოთ სხვების ნდობა. ხშირად ზედმეტად იღლებით, რადგანაც არ იცით როდის გაჩერდეთ. გახასიათებთ საუბრის მონოპოლიზირება.

  • მეორე დეკადა: 1-10 აპრილი
  • საკვანძო სიტყვა: ინოვაცია
  • თანავარსკვალავედი: ვეშაპი. აკავშირებს ორ თევზს და იმართება კრავის მიერ. ვეშაპი სიმბოლურად გამოხატავს სიყვარულის და ფანტაზიის მმართველ ენერგიას.
  • პლანეტარული თანამმართველი: მზე.

მზე ამ დეკადაში ძალას აძლევს ვერძის მმართველ მარსს, რომელიც სძენს თქვენს ხასიათს კეთილშობილებას, სიამაყესა და სიცოცხლისუნარიანობას. გაქვთ მგზნებარე ბუნება და თქვენი სექსუალური ენერგია მაღლია. მზე აქ მიუთითებს დიდ მგრძნობელობას ცვლილებების მიმართ. არასოდეს იღებთ მოვლენას ისე როგორც არის. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ამბიციური, მოდიხართ იმისთვის რათა დაამჩნიოთ სამყაროს თქვენი კვალი. მაგნიტივით იზიდავთ სხვა ადამიანებს. დანარჩენი ორი დეკადისაგან განსხვავებით, ამ დეკადაში დაბადებულები ცდილობენ ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას. მოსწონთ ყველაფერი ძვირადღირებული და შეიძლება გახდნენ საკმაოდ ჭირვეულები, თუ არ მიიღებენ იმას, რაც სურთ. გემრიელი საკვები მათი ერთ-ერთი სისუსტეა.

  • მესამე დეკადა: 11-19 აპრილი
  • საკვანძო სიტყვა: წინდახედულობა
  • თანავარსკვალავედი: კასიოპეა, ლამაზი დედოფალი მჯდარი თავის ტახტზე, რომელიც განასახიერებს კარგ განაჩენს (გადაწყვეტილებას, დასკვნას). წლების განმავლობაში იყო ციური მეგზური მოგზაურებისათვის.
  • პლანეტარული თანამმართველი: იუპიტერი

იუპიტერის ექსპანსიური თვისებები კომბინირებული ვერძის მმართველ მარსთან მოგცემთ თქვენ ფართო, ამაღლებულ ხედვებს, სიყვარულს ამბიციური იდეებისა და მოგზაურობის მიმართ. გაშფოთებთ ნებისმიერი სახის შეზღუდვა და აფასებთ პირად თავისუფლებას. იდეალური იქნება სიტუაცია თუ წარმატებას მიაღწევთ რაიმე კრეატიულის შექმნით, სადაც თქვენ იქნებით უფროსი და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. თავგადასავლების სიყვარულს ხშირად მიჰყავხართ სახლიდან შორს. მოგწონთ ახალი ინფორმაციის მიღება და ახალი სფეროების შესწავლა. ასევე შეიძლება გაინტერესებდეთ იდუმალი სწავლებები (ოკულტიზმი). ხართ ჭკვიანი, წინდახდული – ბიზნესის საკითხებში. შეიძლება ასევე გაგაჩნდეთ წინათგრძნობა ან ე.წ “მექვსე გრძნობა“ სხვა ადამიანებთან დაკავშირებით. შეიძლება გქონდეთ ექსტრავაგანტული დამოკიდებულება ფულის მიმართ.

კუროს დეკადები   

  • პირველი დეკადა: 20- 30 აპრილი
  • საკვანძო სიტყვა: შენაძენი, მონაპოვარი
  • თანავარსკვლავედი: სამკუთხედის თანავარსკვლავედი, ჭეშმარიტების და ჰარმონიის მისტიური სიმბოლო.
  • თანამმართველი: ვენერა

ვენერა არის თქვენი როგორც მმართველი, ასევე თანამმართველი. მისი გავლენა გამოხატულია თქვენს ხასიათში. მიუხედავად იმისა რომ თქვენ მკაფიოდ გრძნობთ რა მოგწონთ და რა არა, უხეშად არ გამოხატავთ ამას. ხართ მომხიბლავი საზოგადოებაში, მეგობრები აღტაცებულნი არიან თქვენით. კეთილი და სასიამოვნო ხასიათის წყალობით იოლად ხიბლავთ ადამიანებს. თქვენ მხატვრული თვალით აღიქვამთ სილამაზესა და დიზაინს. შესაძლოა ფლობდეთ მუსიკალურ უნარებსაც. ვენერა ამ დეკადაში მიუთითებს სიყვარულს ლამაზი ნივთებისადმი. ზოგადად თქვენი ალღო სასიკეთოა, დროთა განმავლობაში, გონივრული ინვესტირების წყალობით, თქვენი საკუთრების ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. ზოგჯერ ხართ ძალიან მესაკუთრე და მატერიალისტი. თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ არ გიყვართ სიახლეების მიღება და გახასიათებთ სიჯიუტე.

  • მეორე დეკადა: 1 მაისი- 10 მაისი
  • საკვანძო სიტყვა: შეფასება
  • თანავარსკვლავედი: ერიდანის თანავარსკვლავედი, მდინარე პო, დაგრეხილი ნაკადი, სიმბოლურად განასახიერებს სამართალს.
  • თანამმართველი პლანეტა: მერკური

მერკურის შეერთება კუროს მმართველ ვენერასთან იძლევა ცნობისმოყვარე გონებას და ორგანიზების დიდებულ ნიჭის. გახასიათებთ პრობლემის მიმართ კონსერვატიული მიდგომა, მაგრამ გაქვთ ინტუიციური შესაძლებლობები, რომელიც უფრო ხშირად უნდა გამოიყენოთ. ხართ მონდომებული და გაბედული თანამშრომელი, შთააგონებთ სხვებს და იმსახურებთ ნდობას. გაქვთ თანამშრომლობის ინსტინქტი, მაგრამ გჭრდებათ დამოუკიდებლობა, რათა თავისუფლად გადადგათ ნაბიჯი, შემაფერხებელი გარემოებების გარეშე. თქვენი გონებრივი შესაძლებლობები ძალიან ძლიერია, შეგიძლიათ აიღოთ რთული იდეები და გახადოთ ისინი გასაგები სხვებისთვის. მერკური გიბოძებთ ეფექტური წერისა და ლაპარაკის უნარს, შეიძლება დამახასიათებელი იყოს მჭერმეტყველება. ხანდახან შეიძლება ზედმეტად ჩერიოთ სხვა ადამიანების საქმეებში. გახასიათებთ წვრილმანი დეტალების დავიწყება.

  • მესამე დეკადა: 11 მაისი – 20 მაისი
  • საკვანძო სიტყვა: განსაზღვრულობა
  • თანავარსკვლავედი: პერსევსის თანავარსკვლავედი, მშველელი, გმირი ფრთოსანი ფარით და მახვილით, რომელმაც მოკლა მედუზა გორგონა. ეს არის გამარჯვების სიმბოლო.
  • თანამმართველი პლანეტა: სატურნი

სატურნის შორსმჭვრეტელობა დაკავშირებული ვენერას ჰარმონიულობასთან – გაძლევთ საკმაოდ მიზანდასახულ და ძლიერ ხასიათს. ხალხი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ სტაბილური და სანდო, რთულია თქვენი გზიდან აცდენა თუ რამე დაისახეთ მიზნად. ფლობთ აქტიურ ბუნებასა და მახვილ გონიერებას. ჩვეულებრივ თქვენ აგვარებთ პრობლემებს – ჯერ დაფიქრებით და გაანალიზებით, მერე ქმედებით. ხართ ძლიერი პიროვნება. წინასწარ დაუპირისპირდებით სირთულეს, აირიდებთ მას და არ ინერვიულებთ მის გამო. გაქვთ ძლიერი, ღრმა გრძნობები. რომანტიულ ურთიერთობაში ხართ ლოიალური და გიყვართ მზრუნველობა. თქვენ პრობლემა არის ის, რომ გახასიათებთ ზედმეტი სერიოზულობა. განიცდით და გულთან ახლოს მიგაქვთ ის, რასაც სხვები ამბობენ.

ტყუპების დეკადები

  • პირველი დეკადა 21-31 მაისი
  • საკვანძო სიტყვა: გამჭრიახობა
  • თანავარსკვლავედი: კურდღლის თანავარსკვლავედი, კურდღლი, რომელიც ამარცხებს მტრებს ჭკუით.
  • თანამმართველი პლანეტა: მერკური

მერკური არის თქვენი როგორც მამრთველი, ასევე თანამმართველი პლანეტა, ხართ გამორჩეულად მახვილგონიერი. გსიამოვნებთ ახალი იდეები და ეძებთ შანსს გამოხატოთ საკუთარი თავი. შეგიძლიათ ილაპარაკოთ ან წეროთ თქვენი ცხოვრებისეული მიმართულების გავლენით. ხართ ძლიერი პიროვნება, რადგანაც შეგიძლიათ გადაწყვიტოთ და იმოქმედოთ სწრაფად. ლოგიკურობა და რაციონალურობა არის ის ორ წესი რომელითაც ცხოვრობთ. ცდილობთ არ გადაფაროთ საკითხები მათ მიმართ სენტიმენტალური მიდგომით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გაქვთ თბილი გრძნობები. თუ გიყვართ ვინმე, გჩვევიათ მთლიანად ჩაერთოთ მის საქმეებში. განვითარების დაბალ დონეზე თქვენ ხართ აბეზარი ადამიანი, რომელიც ბევრს წუხს და იტანჯება. ცდილობთ მართოთ ყველა დეტალი ბრწყინვალედ და უნაკლოდ, მაგრამ ხშრად ვერ აუდიხართ მათ.

  • მეორე დეკადა 1-10 ივნისი
  • საკვანძო სიტყვა: კავშირი
  • თანავარსკვალვედი: ორიონის თანავარსკვლავედი. ბრწყინვალების, ძალისა და სილამაზის გიგანტური მონადირე .ორიონი განათავსეს ცაზე სახსოვრად მისი დიდი ვაჟკაცობის.
  • თანამმართველი პლანეტა: ვენერა

ჰარმონიული ვენერა დაკავშირებული ტყუპების მმართველ მერკურისთან გაძლევთ – მარჯვე და მოხერხებულ სოციალურ სახეს. ხალხი რეაგირებს თქვენს ექსპანსიურ და თბილ ბუნებაზე. სხვების მოწონება და პატივისცემა მნიშვნელოვანია თქვენთვის. გუნდში მუშაობა უკეთ გამოგდით , ვიდრე მარტო. თავგადასავლების სურვილი მუდამ ახლავს თქვენს ცნობიერებას, სიამოვნებას იღებთ მოგზაურობით რადგან ეს ახალი შთაბეჭდილებების ქვეშ გახვევთ. თუ ერთხელ ჩამოყალიბდით თქვენს სასურველ საქმიანობაზე, ეკიდებით ენთუზიაზმით და აქსოვთ მასში მთელ ძალისხმევას. გაზიარება არის თქვენი ცხოვრების ნაწილი. ხელგაშლილად ხარჯავთ თქვენს დროს და ზოგოგადად ქონებას. მეგობრებთან ავლენთ გულუხვობას. ხართ სექსუალურად მიმზიდველი და მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთბებში. ზოგჯერ გიყვართ არგუმეტირებულად კამათი, რადგან უზომოდ ხართ შეყვარებული საკუთარ იდეებზე.

  • მესამე დეკადა: 11- 20 ივნისი
  • საკვანძო სიტყვა: მიზეზი
  • თანავარსკვლავედი: მეეტლის თანავარსკვლავედი. ის იყო გველზე-მდგარი მეფე, რომელმაც გამოიგონა ოთხბორბლიანი ეტლი . არის სიმბოლო კომუნიკაციის.
  • თანამმართველი პლანეტა: ურანი

ურანი, ცოდნის პლანეტა, კომბინირებული ტყუპების მმართველ მერკურთან, გაძლევთ კარგად ათვისების და ნათლ არგუმენტირების (ახსნის) შესაძლებლობებს. გამოირჩევით თქვენი ორიგინალური შეხედულებებით და ხშირად სხვა ადამიანები გეკითხებიან რჩევას. როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულები ინტელექტუალები არიან. ცხოვრებას მართავთ არა ემოციური, არამედ გონებრივი საფუძვლებით. მიუხედავად იმისა, რომ გყავთ დიდი სამეგობრი და გაქვთ ხშირი რომანები, პირველ რიგში ყოველთვის გონება ირთვება და შემდგომ გული. საქმიდან ღებულობთ პრაქტიკულ გამოცდილებას და აიგნორებთ ყველაფერს, რაც არ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხართ მახვილგონიერიც და ლაქლაქაც, არასოდეს ამბობთ ზუსტად იმას რასაც ფიქრობთ. ზოგჯერ ხართ ძალიან მომთხოვნი და დესპოტური, თქვენგან სხვები მოელიან, რომ იცხოვრებთ მაღლი სტანდარტების შესაბამისად.

კირჩხიბის დეკადები 

  • პირველი დეკადა: ივნისი 21-30
  • საკვანძო სიტყვა: რეცეპტიულობა
  • თანავარსკვლავედი: პატარა ქოფაკის თაავრსკვლავედი, სიმბოლურად გამოხატავს მიზეზს.
  • თანამმართველი პლანეტა: მთვარე

მთვარე არის თქვენი მმართველიც და თანამმართველიც, აქედან გამომდინარე სხვა ადამიანების მიმართ ხართ ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური. ადამიანის ბუნებაში ღრმად ჩახედვა გჩვევიათ და ხშირად ამით ხელმძღვანელობთ. შეგიძლიათ გახდეთ ბრწყინვალე მასწავლებელი ან ინსტრუქტორი. რაციონალურობა მნიშვნელოვანია თქვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხართ ემოციური პიროვნება, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ფაქტები და მიხვიდეთ სამართლიან გადაწყვეტილებამდე. გრძნობებს და შთაბეჭდილებებს (როგორც თქვენსას ასევე სხვების) იმახსოვრებთ გადასარევად, მაგრამ ყოველდღიური საქმეები გავიწყდებათ. ხანგრძლივ ურთიერთბებში ეძებთ ჰარმონიას და უსაფრთხოებას. არ გიყვართ კამათი და უთანხმოებები, ნებისმიერი სახის ემოციური არეულობა სასოწარკვეთილებაში გაგდებთ. ხანდახან ხართ დაღვრემილი და პესიმისტიურად განწყობილი.

  • მეორე დეკადა: 1 ივლისი-11 ივლისი
  • საკვანძო სიტყვა: ინტენსიურობა
  • თანავარსკვლავედი: დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი, დიდი ძაღლი, კომპანიონი ძლევამოსილი მონადირე ორიონის, სიმბოლო ტრიუმფის.
  • მმართველი პლანეტა: პლუტონი

პლუტონი, სიღრმისა და ინტენსიურობის პლანეტა, ერთიანდება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მმართველ მთვარესთან და გხდით ღრმად მოაზროვნე პიროვნებად. კირჩხიბის სამივე დეკადის წარმომადგენლებს შორის მე-2 დეკადის წარომადგენლები არიან ყველაზე მისტიურები და ყველაზე მეტად აინტერესებთ უხილავი სამყარო. თქვენი მგრძნობიარეობა ხალხს ხდის გულახდილს და ისინი ხშირად განდობენ საიდუმლოებს. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები შესანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გრძნობები დომინირებენ გადაწყვეტილებების მიღებისას. ხართ ცნობისმოყვარე და გაქვთ კარგი ინტუიცია, შეგიძლიათ შეკრიბოთ ფაქტები და ინფორმაცია ყველა მხრიდან და ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. მუშობისას ხართ დისციპლინირებული და პრაქტიკული, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობებში პირიქით- ემოციური, სენტიმენტალური და მესაკუთრე. თუ რაიმე აზრზე ჩამოყალიბდებით ხართ ძალიან უდრეკი და ჯიუტი.

  • მესამე დეკადა: 12 ივლისი 22 ივლისი
  • საკვანძო სიტყვა: თანაგრძნობა
  • თანავარსკვლავედი: არგოს გემი, ჯადოსნური გემი თავგადასავლების და გონების ძალის სიმბოლოა. განთავსებულია ცაზე პოსეიდონთან , რათა იყოს გზამკვლევი სამხრეთის ზღვაში მოგზაურებისათვის.
  • თანამმართველი პლანეტა: ნეპტუნი

სპირიტუალური პლანეტა ნეპტუნი არის თქვენი თანამმართველი, რომელიც აერთიანებს ძალებს კირჩიბის მმართველ მთვარესთან რათა ხაზი გაუსვას თქვენს რომანტიულ და მგრძნობიარე ბუნებას. შეიძლება იყოთ ძალიან არტისტული, ცდილობთ შექმნათ სილამაზე და ჰარმონია თქვენს ირგვლივ. შეგიძლიათ შეეგუოთ სხვადასხვა, ერთმანეთსაგან განსხვავებულ ადამიანებს და ეს არის თქვენი წარმატების ერთ-ერთ საიდუმლო. ბევრი თქვენგანი მოწოდებულია საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. შეგიძლიათ შეეხოთ ადამიანების გრძნობებს და შექმნათ მჭიდრო კავშირები. სიყვარულში გახასიათებთ ღრმა ემოციები. თქვენი ოჯახის წევრების მიმართ ხართ ლოიალური, ცდილობთ მათ დაცვას და გჯერათ მხოლოდ საუკეთესოსი მათზე. “ფრთხილი” და “კონსერვატიული ” არის სიტყვები, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას პრობლემების მიმართ. კრიზისული სიტუაციის დროსაც კი ეძებთ ბალანსს. ხშირად გახასიათებთ დაუკმაყოფილებლობა და უკმაყოფილების გრძნობა.

ლომის დეკადები 

  • პირველი დეკადა: 23 ივლისი – 1 აგვისტო
  • საკვანძო სიტყვა: თვითგამოხატვა
  • თანავარსკვლავედი: პატარა დათვის თანავარსკვლავედი, პატარა დათვი სიმბოლოა მიზნებისა და ჭშმარიტი მიმართულების.
  • თანამმართველი პლანეტა: მზე

მზე არის თქვენი მმართველიც და თანამმართველიც, ამის გამო ორმაგად ხართ მისი გავლენის ქვეშ მოქცეული. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და შეიძლება ხართ კიდეც კოლორიტული პიროვნება. გახასიათებთ არტისტულობა. შეიძლება გქონდეთ მკვეთრი ხმა რის მეშვეობითაც იქცევთ ყურადღებას, როცა ლაპარაკობთ ან წარადგენთ საკუთარ თავს. ლიდერის როლი მარტივად მოდის, შეგიძლიათ წააქეზოთ და ააღელვოთ ადამიანები. არ ინახავთ გრძნობებს. როცა ხართ ბედნიერი ეს იცის მთელმა სამყარომ, როცა მელანქოლიური განწყობაზე ხართ ხმამაღლა გამოხატავთ თქვენს განწყობას. სიყვარულში გახასიათებთ იმპულსურობა და დაუფიქრებლად მიჰყვებით გულის კარნახს. ამავე დროს ძალიან უდრეკად და ჯიუტად მიჰყვებით საკუთარ გზას.

  • მეორე დეკადა: 2 აგვისტო- 12 აგვისტო
  • საკვანძო სიტყვა: გაფართოება
  • თანავარსკვლავედი: დიდი დათვის თანავარსკვლავედი. დიდი დათვი არის სიბრძნის სიმბოლო.
  • თანამმართველი პლანეტა: იუპიტერი

ექსპანსიური პლანეტა იუპიტერის თანამმართველობა, თქვენი ნიშნის მმართველ მზესთან ერთად, გამოკვეთს თქვენში ინტელექტუალურ და მეოცნებე თვისებებს. ხართ ამაყი და ფიცხი. თქვენი უნარი, გაანალიზოთ პრობლემა და ნახოთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება, გმატებთ ავტორიტეტს, რაზეც სხვები რეაგირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხართ მხიარული და გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა, თქვენთვის რთულია გაიცინოთ საკუთარ თავზე. ხართ ამბიციური, მაგრამ არა მხოლოდ ფულთან და ძალაუფლებასთან დაკავშირებით, არამედ გსურთ იცოდეთ მეტი, გაიღრმავოთ ინტელექტი. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ ფიზიკური შრომა, უპირატესობას ანიჭებთ გონებრივ სამუშაოს. ხანდახან ჩანხართ ფეთქებადი და ზედმეტად თავდაჯერებული მაგრამ სინამდვილეში ეს არის თქვენი სურვილისა და ენთუზიაზმის გამოხატულება.

  • მესამე დეკადა: 13 აგვისტო- 23 აგვისტო
  • საკვანძო სიტყვა: კრეატიულობა
  • თანავარსკვლავედი: ჰიდრას თანავარსკვლავედი, წყლის-გველი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს აქტიურობასა და გონებრივ ენერგიას.
  • პლანეტარული თანამმართველი: მარსი

აგრესიული პლანეტა მარსი კომბინირებული ლომის მმართველ მზესთან ხაზს უსვამს იმპულსურობასა და ნებისყოფას. თქვენ დაუფიქრებლად გადაეშვებით ახალ პროექტებში, მაგრამ გსურთ იხილოთ თქვენი ძალისხმევის ხელშესახები შედეგი. ყოველდღიური რუტინა მალე გბეზრდებათ. გჭირდებათ ახალი იდეები, ახალი სტიმული და გამოწვევები რათა იყოთ სულ საუკეთსო ფორმაში. თქვენს ცხოვრებაში ენერგიის მძვინვარე აფეთქებების პერიოდს მოსდევს სრული უმოქმედობა. პირად ურთიერთობისას ადამიანებს არასოდეს უჩნდებათ ეჭვი თუ რა ადგილს იკავებენ თქვენს ცხოვრებაში. სიყვარული შეიძლება იყოს პრობლემური, რადგანაც გსურთ რჩეული იყოს იდეალური და შეიძლება იყოთ ძალიან მომთხოვნი თქვენი სასიყვარულო-პარტნიორის მიმართ. მოთმინება და ლოდინი დიდ სირთულედ მიგაჩნიათ. რადგან თქვენ ხართ გულწრფელი და გახსნილი პიროვნება, არ მოგწონთ ჩაკეტილი ადამიანები. ზოგჯერ გაქვთ ტემპერამენტიანი ადამიანის რეპუტაცია.

ქალწულის დეკადები

  • პირველი დეკადა 23 აგვისტო – 1 სექტემბერი
  • საკვანძო სიტყვა: ანალიზი
  • თანავარსკვალავედი: “ფიალა“, აპოლოს ფეხიანი თასი. სიმბოლურად გამოხატავს ემოციის გაცემას, გაზიარებას.
  • თანამმართველი პლანეტა: მერკური

მერკური, გონიერების პლანეტა არის თქვენი როგორც მმართველი ასევე თანამმართველი რაც გაძლევთ დიდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. პრობლემებს უდგებით რაციონალურად. ჯერ პოულობთ მიზეზებს, თვალს ადევნებთ მოვლენების განვითარების და შემდგომ იყენებთ თქვენ ცოდნას რათა შეიმუშვოთ პრობლემების მოგვარების საუკეთესო სისტემა. ხშირად თქვენი გამჭრიახობა და სიტყვები თითქოს წინასწარმეტყველურია, მაგრამ ეს სინამდვილეში დიდი დაკვირვებების შედეგია. მეგობრებს და თაყვანისმცემელბს იზიდავს თქვენი თბილი და ნიჭიერი პიროვნება. თუმცა გაქვთ მაღლი სტანდარტები და ადამიანებისგან, რომელთაც ამყარებთ კავშირებს . მოელით ინტელექტსა და დახვეწილობას (ეტიკეტის დაცვას, ზრდილობას). შეყვარებული ერთგული, რომანტიული და ძალიან მგრძნობიარე ხართ საყვარელი ადამიანის მიმართ. გახასიათებთ ფარული დაძაბულობა და ნერვიულობა, ხშირად ღელავთ პატარა პრობლემებზე.

  • მეორე დეკადა 2 სექტემბერი – 12 სექტემბერი
  • საკვანძო სიტყვა: ეფექტურობა (ქმედითუნარიანობა)
  • თანავარსკვავედი: ჰერკულესის თანავარსკვლავედი, ძლიერი და ზნეობრივი გმირი რომელიც მოიპოვებს ტრიუმფალურ გამარჯვებას ბოროტებაზე.
  • თანამმართველი პლანეტა: სატურნი

სატურნი პლანეტა სიმტკიცის, კომბინირებული ქალწულის მმართველ მერკურთან, აძლევს თვენს პიროვნებას სპეციფიურ ძალას. თქვენ ზრუნავთ ყოველ დეტალზე და გსურთ ისე დაგეგმოთ თქვენი ნაბიჯები, რომ არ დაუშვათ არცერთი შეცდომა. მიიუხედავად იმისა, რომ ხართ ცვალებადი და გაქვთ კარგი ადაპტაციის უნარი, ადამიანები აღგიქვამენ როგორც შეუპოვარს და მტკიცეს. საკუთარი თავისგან ყოველთვის მოითხოვთ სრულყოფილებას და ცდილობთ ყველაფერი შეასრულოთ საუკეთსოდ. ხართ ძალიან მომთხოვნი და განიცდით, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მოელით. შეყვარებული ხართ ნაზი და თანაგრძნობით აღსავსე, აკეთებთ ყველაფერს რაც შეგიძლიათ.

  • მესამე დეკადა: 13 სექტემბერი – 22 სექტემბერი
  • საკვანძო სიტყვა: დისკრიმინაცია
  • თანავარსკვლავედი: მენახირის თანავარსკვლავედი, უძველესი მწყემსი რომელიც ყოველ დილით დაყვებოდა დიდ დათვს ჩდილოეთ პოლუსის გარშემო. მენახირე არის სიმბოლო ცოდნის სარგებლიანობის.
  • თანამმართველი პლანეტა: ვენერა

ვენერის ბრწყინვალება და სოციალური თვისებები შეერთებული ქალწულის მმართველ მერკურისთან გამოხატავს იმ გზების ცოდნას, რომელიც ხალხზე გამარჯვებას მოაპოვებინებს. სხვების მოწონება, გაძლევთ მოტივაციას. გაქვთ განსაკუთრებული ტალატი, შეგიძლიათ სიტყვების ეფექტურად გამოყენება, წერა და მომხიბლავად საუბარი. არტისტულობა და ფერების კარგად გამოყენება ჩანს თქვენს გარეგნობასა და ჩაცმულობაში. გაქვთ გამოკვეთილი სტილი, ამით გამოხატავთ საკუთარ ხასიათს (პიროვნებას). წონასწორობა და ნდობა არის თქვენი აქტივები სამსახურში, ცნობილი ხართ დიპლომატიითა და ტაქტიანობით. არ გიყვართ შეზღუდვები, რის გამოც გირჩევნიათ გარემო სადაც ხართ თქვენი თავის უფროსი. შეყვარებული გულთბილი და კეთილშობილი ხართ, თუმცა სანაცვლოდაც ითხოვთ დიდ ყურადღებას.

სასწორის დეკადები

  • პირველი დეკადა 23 სექტემბერი – 2 ოქტომბერი
  • საკვანძო სიტყვა: მიმზიდველობა
  • თანავარსკვლავედი: ყორანის თანავარსკვლავედი, სიმბოლურად გამოხატავს იდეალიზმს და მოვალეობის გრძნობას.
  • თანამმართველი პლანეტა: ვენერა

ვენერა არის თქვენი როგორც მმართველი ასევე თანამმართველი, რაც აძლიერებს თქვენს სიყვარულს სილამაზის, სიამოვნებისა და ფუფუნებისადმი. გაქვთ ექსტრავაგანტული გემოვნება და ხშირია უსიამოვნებები ფულის ფლანგვასთან დაკავშირებული. გაქვთ რა ზეციდან ბოძებული, დიდებული სოციალური შარმი, ცდილობთ სხვებზე ამით გავლენის მოხდენას. ძირითადად, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება, განპირობებულია იმით თუ რამხელა სიყვარულს იღებებენ სხვებისგან. ძირითდად ცდილობთ მიაღწიოთ თქვენ მიზნებს სხვა ადამიანების მეშვეობით. ხანდახან ფარავთ არათავდაჯერებულობას აგრესიულობით ან რაიმე პროექტების ინიცირებით. გაქვთ შემოქმედებით ბუნება რომელსაც უყვარს ახალი იდეები. გიყვართ მოგზაურობა. შეყვარებული ხართ რომანტიული და იმპულსური, მაგრამ გაქვთ მიდრეკილება აირჩიოთ და შეიყვაროთ ისეთი ადამიანები რომელიც მეტს იღებენ ვიდრე სანაცვლოდ გაძლევენ.

  • მეორე დეკადა 3 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი
  • საკვანძო სიტყვა: გამძლეობა
  • თანავარსკვლავედი: კენტავრის თანავარსკვლავედი, კენტავრი, მისტიური ნახევარად კაცი ნახევრად ცხენი რაც სიმბოლურად განასახირებს ადამიანის გაორებას.
  • მმართველი პლანეტა: ურანი

ურანი, პლანეტა ინტელექტის, მართავს თქვენს დეკადას და აძლიერებს სასწორის მმათველი ვენერის რომანტიულ თვისებებს. ხშირად ადამიანები რჩებიან გაოცებულები თქვენი მახვილგონიერებით, თქვენი პიროვნება აღიქმება უფრო მომხიბლვლელად, მშვიდ და ჰაეროვნად. სასწორის სიმბოლო განასახიერებს ორსახოვნებას, რომელის გამოც თავს ხშირად გაგრძნობთ ორ განსხვავებულ ადამიანად. გაქვთ ბრწყინვალება, არტისტიზმი და ორიგინალური სტილი, რომელიც იმის შესაბამისია, თუ რისი მიღწევა და გამოხატვაც გინდათ. ხართ დამოუკიდებელი პიროვნება, მაგრამ გჭირდებათ მეგობრები და სიყვარული. გამძლეობა და კონსერვატიზმი იმალება თქვენი გარეგნული სახის მიღმა, თქვენ საუკეთესო სახეს აჩენთ სოციალურ სიტუაციებში; ეს არის ის, რისთვისაც დაიბადეთ და ის სადაც ყველაზე მეტად ბრწყინავთ.

  • მესამე დეკადა 14 ოქტომბერი – 22 ოქტომბერი
  • საკვანძო სიტყვა: წესრიგი, ბრძანება
  • თანავარსკვლავედი: ჩრდილოეთის გვირგვინი. არიადნეს საქორწინო გვირგვინი, ჩრდილოეთის ვარსკვლავი სიმბოლურად განასახიერებს დაგვირგვინებას.
  • თანამმართველი პლანეტა: მერკური

მერკურის ენერგია და სისწრაფე გაერთიანებული სასწორის მმართველ ვენერასთან განიჭებთ გამორჩეულ ინდივიდუალიზმს. თქვენთვის დამახსიათებელია – სიცოცხლისუნარიანობა და მომხიბვლელობა. ეს არის კომბინაცია რომელიც განაპირობებს წარმატებას პუბლიკასთან ურთიერთობისას. გაქვთ მოქნილი ჭკუა, ცნობისმოყვარეობა, ხართ თავდაჯერებული და გახსნილი ახალი იდეებისთვის. ძირითადად გონების კარნახს უფრო მიჰყვებით ვიდრე გულს ხმას. გსიამოვნებთ ინფორმაციის ძირისძირომადე ქექვა, საიდნაც გამოგაქვთ კეთილგონიერი და დაბალანსებული დასკვნა. აშკარა ინტელექტუალური შესაძლებლობები თქვენი მომხიბვლელობის ნაწილია. გაქვთ ძლიერი სექსუალური მომხიბვლელობა და გსიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხანდახან თქვენი გრძნობების სიღრმე საყვარელი ადამიანის მიმართ არ ჩანს ზედაპირზე, მიუხედავად იმისა რომ გაქვთ წერის ნიჭი, ხშირად გიჭირთ ემოციის გადმოცემა ლაპარაკისას.

მორიელის დეკადები 

  • პირველი დეკადა: 23 ოქტომბერი- 1 ნოემბერი
  • საკვანძო სიტყვა: მთლიანობა
  • თანავარსკვავედი: გველის თანავარსკვლავედი, გველი, სიმბოლო ძალის და ოკულტური ცოდნის.
  • თანამმართველი პლანეტა: პლუტონი

პლუტონი, თქვენი მმართველი და თანამმართველი, აძლევს თქვენს პიროვნებას ჰიპნოტიურ ინტენსივობას. ხართ ერთგული და ურყევი, რის გამოც სხვები სწრაფად გრძნობენ, რომ შეუძლიათ დაგეყრდნონ. თქვენ დარჩებით საყვარელი ადამიანის გვერდით ყველაზე დიდხანს, მაშინაც კი როცა სხვები მსგავს სიტუაციაში მიატოვებდნენ. მაგრამ თუ ერთხელ წახვედით უკან აღარ ბრუნდებით. გაქვთ ჩამოყალიბებული შეხედულებები, მაგრამ ხანდახან მეცნიერული ფაქტები გიცვლიან აზრს, შემდგომ ხდება განხილვა, განსჯა იდეების და მიიღწევა ახალი აზრი რომელიც უკვე არის ფაქტებით გამყარებული. ხართ მისტიური და იდუმალი, მაგრამ შეიძლება საიდუმლოდ ინახავდეთ ამას. თუ გადაწყვიტეთ ამის გამოყენება, ავლენთ თვითდისციპლინის დიდ უნარს. ხანდახან უყურადღებოდ ტოვებთ წვრილმან საკითხებს, რადგანაც არ განაღვლებთ იმდენად, რომ მათ დრო დაუთმოთ.

  • მეორე დეკადა: 2ნოემბერი- 11 ნოემბერი
  • საკვანძო სიტყვა: რეგენერაცია
  • თანავარსკვლავედი: მგლის თანავარსკვლავედი, მგელი, აღიმართა კენტავრთან, სიმბოლურად გამოხატავს შეთავაზებებს, წინადადებებს.
  • თანამმართველი პლანეტა: ნეპტუნი

ნეპტუნი, პლანეტა მგრძნობიარეობის, კომბინირებულია მორიელის პლუტონთან რათა გამოხატოს თქვენი იდეალისტური ბუნება. სიყვარულში და სამსახურში დამახასიატებელია დაუახლოვდეთ სხვებს და მიუძღვნათ ამას საკუთარი თავი. იქნებოდით ბრწყინვალე მასწავლებელი, ფსიქიატრი ან მკურნალი. გაქვთ ტალანტი შთააგონოთ და დაეხმაროთ სხვებს. მნიშვნელოვანია იპოვნოთ ღრმა აზრი სასიყვარულო ურთიერთობებში. ხართ რომანტიუილი, ძლიერი და ინტენსიური. სიყვარული გხდით სრულყოფილს. როცა სიყვარულში ხართ კმაყოფილი, ამჟღავნებთ თქვენს ნამდვილ პოტენციალს ცხოვრების სხვა სფეროებში. ჩვეულებრივ, თქვენი იღბალი მოდის სხვა ადამიანებიდან, მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით. არ ხართ მოთმენი და გიჭირთ მშვიდად ადევნოთ თვალი თქვენს ცხოვრებაში განვითრებულ მოვლენებს.

  • მესამე დეკადა 12 ნოემბერი- 21 ნოემბერი
  • საკვანძო სიტყვა: განმარტება, დაზუსტება
  • თანავარსკვლავედი: არწივის თანავარსკვლავედი, არწივი, ბერძნები თვლიდნენ ერთადერთ არსებად, რომელსაც შეუძლია მიაშტერდეს მზეს. სიმბოლურად განასახიერებს ადამიანური შეზღუდვების დაძლევას
  • თანამმართველი პლანეტა: მთვარე

მგრძნობიარე მთვარე კომბინირებულია მორიელის მმართველ პლუტონთან რათა შემატოს მომხიბვლელობა და დამატყვევებლობა თქვენს პიროვნებას. კარგად უმკლავდებით ადამიანების ჯგუფს და გიყვართ ისეთი სამუშოს არჩევა, რომელიც საზოგადოების თვალში აგამაღლებთ. თქვენი მისტიური სოციალური სახე არის მომგებიანი. ბედისწერა, როგორც ჩანს, გიბიძგებთ იმ სიტუაციების და ურთიერთობისაკენ, რომელსაც თქვენ არ ირჩევთ, მაგრამ არის ყველაზე წარმატებული თქვენთვის.. ხართ ძალიან ეთიკური, და უსამართლობა გიღვიძებთ და გიაქტიურებთ მებრძოლ სულს. ამავედროს ხართ დაღვრემილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის ქცევა გულს გტკენთ. გაქვთ ღრმა ემოცები, რომელსაც იშვიათად გამოხატავთ. მას შემდეგ რაც გაიხსნებით, ხართ პირდაპირი, პატიოსანი და არ ერიდებით სიმართლეს.

მშვილდოსნის დეკადები 

  • პირველი დეკადა 22 ნოემბერი-1 დეკემბერი
  • საკვანძო სიტყვა: პატიოსნება
  • თანავარსკვლავედი: გველისმჭერის თანავარსკვლავედი, გველ-მჭერი, რომელიც სიმბოლურად განასახირებეს გამარჯვებას უბედურებაზე.
  • მმართველი პლანეტა: იუპიტერი

იუპიტერი სიბრძნის პლანეტა, არის თქვენი როგორც მმართველი ასევე თქვენი თანამმართველი, ის გიმახვილებთ ამაღლებული იდეებისა და ცოდნის სიყვარულს. თქვენ ეძებთ გამოცდილებასა და თავგადასავლებს. გსურთ შეიმეცნოთ ცხოვრების არსი და ჩვეულებრივ მთელი ცხოვრება სწავლობთ ადამიანის ბუნებას. ადამიანებმა იციან, რომ შეუძლიათ გენდონ, რადგან ხართ გულღია და პირდაპირი. სხვებს სიამოვნებთ თქვენი საუბრის მოსმენა. გარდა ამისა თქვენ გწამთ თავისუფლების, რომ ყველას აქვს უფლება აირჩიოს ინდივიდუალური გზა. რადგანაც გაქვთ ასეთი მაშტაბური ინტერესები, შეიძლება თქვენთვის რთული იყოს საკუთარ თავზე ქორწინების ან რაიმე სასიყვარულო ურთიერთობის ვალდებულებების აღება. ემოციური უთანხმოება უკიდურესად მტანჯველია თქვენთვის, ცდილობთ შემოისაზღვროთ თავი ჰარმონიული ურთიერთობებით.

  • მეორე დეკადა 2 დეკემბერი- 11 დეკემბერი
  • საკვანძო სიტყვა: „დრაივი“
  • თანავარსკვლავედი: „ისარი“ თანავარსკვლავედი, ისარი რომელიც კლავს პრომეთს მტანჯველ არწივს. ისარი სიმბოლურად ასახიერებს თავის გზაზე ბოროტების გამანადგურებელს.
  • თანამმართველი: მარსი

მარსი, პალენტა ინიციატივის, კომბინირებული მშვილდოსანის მმართველი იუპიტერის ექსპანსიურობასთან, გაძლევთ მამაც და კეთილშობილურ ხასიათს. გაქვთ იშვიათი ნიჭი/ საჩუქარი: გავლენა მოახდინოთ და შთააგონოთ სხვები. ხშირად სიკეთს, რომელსაც თქვენ აჩვენებთ, უფრო მეტი მუხტი აქვს ვიდრე წარმოიდგენთ. როგორც წესი ცხოვრებაში გაქვთ ბევრი მიზანი და მთელი ცხოვრება მიისწრაფით მათკენ. ნამდვილ პატივისცემას იმსახურებთ მიღწევების გამო. როცა მუშაობთ და იღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას- ხართ საიმედო, ეფექტური და სრულყოფილი. არასოდეს იმჩნევთ დარდს, საზოგადოების წინაშე აჩენთ ძლიერ ხასიათს და გამოიყურებით მხიარულად. ხართ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი. გსურთ იაროთ თქვენი გზით, მაგარამ არ ცდილობთ რაიმე სიმაღლეზე ასვლას. შეყვარებული შეიძლება ჩნდეთ მარტოსული, მაგრამ ხართ თავდადებული და ლოიალური.

  • მესამე დეკადა 12 დეკემბერი – 21 დეკემბერი
  • საკვანძო სიტყვა: ინტუიცია
  • თანავარსკვალვედი: სამსხვერპლოს თანავარსკვლავედი, დიონისეს საკურთხეველი. სამსხვერპლო განასახიერებს ერთიანობას და ტრიუმფს.
  • თანამმართველი პლანეტა: მზე

მზე სიცოცხლისუნარიანობისა და სიამაყის პლანეტა, შეერთებული მშვილდოსნის მმართველ იუპიტერთან, ერთად სძენენ თქვენს პიროვნებას მაგნეტიზმს (მიმზიდველობას), მომხიბვლელობას და ნიჭს – გააცინოთ ადამიანები. ხშირად თქვენი შინაგანი ინტელექტი იფარება გარეგანი კომუნიკაბელურობით. დაჯილდოებული ხართ რა ინტუიციით და გამჭრიახობით, გაქვთ უნარი ისწავლოთ და შეიცნოთ უფრო ღრმა ნააზრევი. გსიამოვნებთ მოგზაურობა და ახალი ხალხის გაცნობა, გსურთ შეიძინოთ გამოცდილება. ცოდნის სამყარო გიხმობთ თქვენ. ხართ დახვეწილი და ინტელიგენტური ნატურა, რომელიც ეხმიანება ხელოვნებასა და სილამაზეს. შეყვარებული ხართ მგრძნობიარე და იმპულსური. თქვენთან გრძნობა სწრაფად მოდის და სწრაფად მიდის.

თხის რქის დეკადები 

  • პირველი დეკადა 22- 31 დეკემბერი
  • საკვანძო სიტყვა: პასუხისმგებლობა
  • თაავარსკვლავედი: სამხრეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი, სამხრეთის გვირგვინი, ღმერთების მოსართავი. თანავარსკვლავედი სიმბოლურად გამოხატავს ცოდნის ვალდებულებას.
  • თანამმართველი პლანეტა: სატურნი

სატურნი, პლანეტა დისციპლინის, არის თქვენი როგორც მმართველი ასევე თანამმართველი რაც გაძლევთ სერიოზულ სახის გამომეტყველებას და ნიჭს გაუმკლავდეთ პასუხისმგებლობას. ხართ ზუსტი და თანმიმდევრული, ზოგადად არ ანდობთ სხვების დეტალებზე ზრუნვას. როცა წამოიწყებთ რაიმე ამოცანას, ამთავრებთ საუკეთესოდ.  მას შემდეგ რაც დაისახავთ მიზანს ხართ შეუპოვარი და მტკიცე. თქვენს პიროვნებაში იგრძნობა საკმაო სიძლიერე. სხვა ადამიანები ყოველთვის გრძნობენ თქვენს თანადგომას. ხართ ერთდროულად ფაქიზიც და აგრესიულიც. ყოველთვის იცით რამდენად შორს შეგიძლიათ წასვლა. ამბიციები, როგორც წესი, გაძლევენ მოტივაციას, არასოდეს თანხმდებით უბრალო მოხელის როლზე. სიყვარული წარმოაჩენს თქვენს მოსიყვარულე და დემონსტრაციულ თვისებებს. ხართ ვნებიანი როცა თქვენში ვინმე აღძრავს გრძნობებს.

  • მეორე დეკადა 1 იანვარი – 10 იანვარი
  • საკვანძო სიტყვა: სამართლიანობა
  • თანავარსკვლავედი: ქნარის თანავარსკვლავედი, ქნარი, შექმა ღმერთმა მერკურმა კუს ბაქანისგან. ქნარი ჰარმონიის სიმბოლოა.
  • თანამმართველი პლანეტა: ვენერა.

ვენერა, სიყვარულის პლანეტა, არბილებს სატურნის მკაცრ გავლენა და სძენს სიმშვიდეს და სინაზეს თქვენს პიროვნებას. ხალხი რეაგირებს თქვენს სითბოზე და შარმზე. ვენერა აქ მიუთითებს დიზაინისა და სილამაზის მიმართ დაინტერესებაზე, შესაძლოა რაიმე შემოქმედებით უნარებზე. მუშობისას ხართ შეუპოვარი და პრაქტიკული. ხართ მუშაკი რომელიც არ კარგავს უქმად ძვირფას დროს. მარტოობის წუთებს ატარებთ კითხვაში, ფიქრსა და ახალი სუბიექტების შესწავლაში. სავარაუდოდ ინახავთ დიდ კორესპონდენციას, რადგან კარგად წერთ. გიყვართ მოგზაურობა. ოჯახი და მეგობრები იკავებენ პირველ ადგილს თქვენს გულში, თავს უძღვნით მათ სურვილებს და საჭიროებებს. გრძნობებში ხართ თავდაჭრილი, თავშეკავეული. სიყვარული არის ღრმა ემოცია და ადვილად არ საუბრობთ მასზე.

  • მესამე დეკადა 11 იანვარი – 19 იანვარი:
  • საკვანძო სიტყვა: ღირსება, პატივი
  • თანავარსკვლავედი: გველეშაპის თანავარსკვლავედი, დრაკონი, ყველაზე კარგად მხედავი, რომლებიც იცავენ ოქროს ვაშლებს. დრაკონი არის სიმბოლო დაკვირვებისა და ინტუიციის
  • თანამმართველი პლანეტა: მერკური

მერკური, პლანეტა გონებრივი ძალის, სძენს იმპულსს სატურნის დისციპლინას. გაქვთ სხარტი ინტელექტი და მოხერხებული ხასიათი, რაც გაძლევთ სხვადასხვა სიტუაციაში და ხალხში კარგი ადაპტაციის უნარს. მიცემულ სიტყვას ყოველთვის ასრულებთ. სხვებს ექცევით სამართლიანად და პატივისცემით. მეგობრები და თაყვანისმცემლები მოხიბლული არიან თქვენი სულირი სამყაროთი. ხართ იდეალისტი და მეოცნებე, მაგრამ როცა მოტივირებული ხართ – დაუღლავად შრომობთ. ფული და მატერიალური კომფორტი მნიშვნელოვანია თქვენთვის, ჩვეულებრივ სწრაფად ამჩნევთ სად რეალიზდება თქვენთვის საუკეთესო ფინანსური ინტერესები. ხართ ადამიანი – ღრმა სურვილებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს აშკარად არ ჩნდეს. შეიძლება მთელ თქვენს ცხვრებას შიდა მოთხოვნილებების შესრულებისთვის ბრძოლის კვალი თან სდევდეს.

მერწყულის დეკადები 

  • პირველი დეკადა 20-29 იანვარი
  • საკვანძო სიტყვა: ცოდნა
  • თანავარსკვალავედი: დელფინის თანავარსკვლავედი, დელფინი. ანტიკური მხსენელი ჩაძირული ხომალდების. დელფინი სიმბოლურად გამოხატავს სულიერებას.
  • თანამმართველი პლანეტა: ურანი

ურანი, პლანეტა ორიგინალურობის, არის თქვენი მმართველიც და თანამმართველიც. რომელიც ამახვილებს თქვენს აღქმას და სწრაფ ინტელექტს. ხართ ქემდითუნარიანი და ინტელექტუალური, ადვილად აგვარებთ საქმეს სხვა ადამიანებთან. რასაც დანარჩენები შეიძლება განიხილავდნენ როგორც დაბრკოლება, თქვენ აღიქვამთ როგორც გამოწვევას. იპოვნოთ გამოსავალი, სწრაფად და იოლად გაუმკლავდეთ პრობლემებს არის ის, რაც გამოგარჩევთ. დაინტრიგებული ხართ ახალი პრობლემებით და გჭირდება ცვლილებები მოქმედებებში რათა არ დარჩეთ ძველ პრობლემებში ჩაფლული. ხართ ბავშვივით გულუბრყვილო და მოსიყვარულე ბუნების, თუმცა თქვენმა პარტნიორმა შეიძლება დაიჩივლოს თქვენი ჩაკეტილობის გამო. ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ცდილობთ გამოიყენოთ ლოგიკა ემოციურ სიტუაციებში. გიყვართ ადამიანის ქცევების ანალიზი.

  • მეორე დეკადა 30 იანვარი – 8 თებერვალი
  • საკვანძო სიტყვა: გულახდილობა
  • თანავარსკვალავედი: სამხრეთის თევზის. თევზი რომელიც სვამს ცოდნის შადრევანიდან.
  • თანამმართველი პლანეტა: მერკური

მერკური, მრავალფეროვნების პლანეტა, ჰმატებს თავის ენერგიას მერწყულის მმართველ ურანს, რომელიც სძენს სიცოცხლისუნარიანობასა და მუხტს თქვენს ხასიათს. გახასიათებთ სპონტანურობა და ნამდვილი სითბო რაც იზიდავს სხვებს თქვენსკენ. ერთ-ერთი თვისება რაც ყველაზე მეტად გამოგარჩევთ არის საუბრისას პატიოსნება და გულწრფელობა. ადამიანებმა იციან, რომ შუძლიათ დაეყრდნონ და ენდონ თქვენს სიტყვას, თქვენს საღ აზრს. მერკურის გავლენა გიძღვნით ლიტერატურულ ნიჭს. თქვენ სავარაუდოდ გაქვთ უნარი საღად შეაფასოთ პიროვნება ან სიტუაცია. გიყვართ სწავლა და ამას აკეთებთ საკუთარი სიამოვნებიათვის.

  • მესამე დეკადა 9 თებერვალი – 18 თებერვალი
  • საკვანძო სიტყვა: ასოციაცია
  • თანავარსკვლავედი: კვიცის თანავარსკვლავედი. პეგასის ძმა. სიმბოლურად განასახირებს ლოიალურობას, ერთგულებას . ძალის მოთოკვას.
  • თანამმართველი პლანეტა: ვენერა

ვენერა, პლანეტა კომუნიკაბელურობისა და გულღიაობის, კომბინირებული მერწყულის მმართველ ურანთან გხდით სამივე დეკადის მერწყულებს შორის ყველაზე ორიენტირებულს ადამიანებზე. თქვენ გაქვთ უნარი დაამყაროთ ახლო და მტკიცე კავშირები. ხშირად თქვენი წარმატება სამსახურში მოდის სხვა ადამიანების მეშვეობით. სავარაუდოდ გაქვთ არტისტული ბუნება და ცდილობთ გარემოს ისე გალამაზებას როგორც შეგიძლიათ. მოგწონს ადამიანები რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ. პირად ცხოვრებაში ხართ ყურადღებიანი დეტალების მიმართ და კრიტიკული სხვების სისუსტეების მიმართ. მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები ყოველთვის გაღელვებთ, ხართ მომავალზე ორიენტრებული ადამიანი. სასიყვარულო ურთიერთობეში ხართ მოსიყვარულე, რომანტიკული და კეკლუცი.

თევზის დეკადები 

  • პირველი დეკადა: 19 თებერვალი- 29 თებერვალი
  • საკვანძო სიტყვა: წარმოსახვა
  • თანავარსკვალედი: პეგასი, ფრთოსანი ცხენი, რომელსაც მოაქვს მხედრებისთვის კარგი ბედი, იღბალი.
  • თანამმართველი პლანეტა: ნეპტუნი

ნეპტუნი, პლანეტა ილუზიის, არის თქვენი როგორც მმართველი ასევე თანამმართველი, ის ამახვილებს კრეატიულობას და წარმოსახვას. შეიძლება ჩართული იყოთ ხელოვნებაში ან ლიტერატურულ საქმიანობაში. გაქვთ თქვენი შინაგანი განცდების გამოხატვის ტალანტი. განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ იმ ადამიანების მიმართ, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ. უთანხმოება აუტანელია თქვენთვის და ყველაფერს იზამთ, რომ თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. თქვენი გამჭრიახი გონება ღიაა ახალი იდეებისათვის და პირადი მიღწევები მნიშვნელოვანია თქვენთვის. მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოთ პოზიტივზე, რადგან უარყოფითი განცდები თქვენზე გამანადგურებლად მოქმედებს. შეიძლება გტანჯავდეთ დაავადებები, მაგრამ გაქვთ ძლიერი ხასიათი. თქვენი სიყვარული ბობოქარია, რადგან გაქვთ ძლიერი ვნებები.

  • მეორე დეკადა: 1 მარტი – 10 მარტი
  • საკვანძო სიტყვა: შემწყნარებლობა, თანაგრძნობა
  • თანავარსკვლავედი: გედი. იწოდება როგორც ჩრდილოეთის ჯვარი. გედი არის ზეციური სიმბოლო მადლის და სილამაზის.
  • თანამმართველი პლანეტა: მთვარე

მგრძნობიარე მთვარე გაერთიანებულია სპირიტუალურ ნეპტუნის გავლენასთან, ამაღლებს და აძლიერებს თქვენში სხვების აღქმას. გაქვთ საიდუმლი უნარი გაიგოთ თუ რას ფიქრობენ გარშემომმყოფები თქვენზე და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ძალა გაცილებით დიდი მაშტაბით. გაქვთ პოტენციალი გახდეთ სახელგანთქმული არა მარტო თქვენს წრეში, არამედ გახდეთ ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის. გაქვთ უნარი შეკრიბოთ იდეები ან ხელოვნების ფორმები და შექმნათ თქვენი უნიკალური ხედვა. სოციალურ სიტუაციებში გაქვთ საშუალება წარმოაჩინოთ თქვენი მახვილგონიერება და მომხიბვლელობა. მოხერხებული და მჭერმეტყველური საუბარი თქვენი ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა. ხართ რომანტიული, სიყვარული გარდაგქმნით თქვენ. სამწუხაროდ, გიჭირთ იპოვნოთ იოლად შესანარჩუნებელი სიყვარული.

  • მესამე დეკადა 11 მარტი – 20 მარტი
  • საკვანძო სიტყვა: მოქმედება
  • თანავარსკვლავედი: მონარქი. რომელიც ასვენებს ცალ ფეხს პოლარულ ვარსკვლავზე. სიმბოლურად გამოხატავს მუდმივობას.
  • თანამმართველი პლანეტა: პლუტონი.

პლუტონი, ძალაუფლების პლანეტა, აძლიერებს თევზების მმართველი ნეპტუნის გავლენას და ხაზს უსვამს თქვენს საქმიანობისა და საზიგადოებაში გასვლების სურვილს . გაქვთ წარმოსახვა და ხედვა. თუ სწორად გამოიყენებთ თქვენს ენერგიას შეძლებთ მიაღწიოთ დიდ წარმატებას. ხართ ცნობისმოყვარე და გიყვართ აღმოაჩინოთ სხვებისთვის უჩვეულო და დამალული. გამორჩეულად ინტერესდებით რელიგიური, სულიერი და ოკულტური საკითხებით. საჭიროებთ მარტოობას, სხვებისგან გამოყოფის პერიოდი გჭირდებათ ფიქრისთვის, განხილვა და მედიტირებისთვის. გაქვთ საუბრის და წერის ნიჭი, რაც გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე. თქვენი ემოციები ღრმა და ძლიერია. ჯერ გულის კარნახს მიჰყვებით და მერე გონების. სიყვარული ბევრი თქვენი გადაწყვეტილებების მოტივიაციას ახდენს.

სტატიის ავტორი: ნათია ჯამბურია


About Rusa

Scroll To Top