ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური შეთავსება

ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური შეთავსება

 ქვემოთ მოყვანილ სტატიაში ზოგადად მიმოვიხილავთ სტიქიების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური ქცევის თავისებურებებს და ტრიგონებში ( ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) ურთიერთობებს.

 ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი

   ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი – ოთხი ელემენტია რომელშიც გადანაწილებულია 12 ზოდიაქოს ნიშანი. ეს ფსიქოლოგიური და ბილოგიური შეწყობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ორ ადამანს შეუძლია სექსუალური ურთიერთობისგან სიამოვნების მიღება, მაგრამ როცა ჯერი ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე მიდგება, მნიშვნელოვანია თითოეულის ხასიათის უკეთ ცოდნა და პარტნიორებს შორის იმის შეგრძნება რომ „ბევრი გაქვთ საერთო“.

ითვლება, რომ ზოგადად, ყველაზე უკეთ, ერთმანეთს ხასიათის მსგავსების გამო, ერთი ჯგუფის (სტიქიის, ტრიგონის) ნიშნები ეწყობა.

განვიხილოთ თითოეული ჯგუფი:

ცეცხლი: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ცეცხლის ჯგუფის მთავარი მახასითებელია – აქტიურობა, ენერგია. მათთვის არ არის დამახასიათებელი ღრმა და მჭიდრო ურთიერთკავშირი, ისეთი მაგალითად როგორიც აქვთ წყლის ნიშნებს. ცეცხლის ნიშნების  ურთიერთობას შეიძლება ამხანაგობა-პარტნიორობა ვუწოდოთ.

ცეცხლის ნიშნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ – დამოუკიდებლობას, ინდივიდუალურობას და პარტნიორული ურთიერთობების გამოც ნაკლებად არიან მზად დათმონ თავისი შეხედულებები.

ამ ტრიგონში ხშირად შეხვდებით ისეთ წყვილებს, რომლებმაც ხანგრძლივი განშორების შემდეგაც კი შეინარჩუნეს ერთმანეთის მიმართ ძლიერი გრძნობები, მაგრამ არ დათმეს საკუთარი ინდივიდუალური მიზნები.

ცეცხლის ჯგუფის საკვანძო სიტყვაა – პირადი თავისუფლება. ამ ტრიგონის წარმომადგენლები „ცეცხლოვანი“, ფეთქებადი ტემპერამენტით გამოირჩევა, მათთვის ხშირად პირად ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი – კარიერული წინსვლა, ფინანსური წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნაა. ცეცხლის ნიშნებისთვის სასარგებლოა მიწის ნიშნებთან ურთიერთობა – პარტნიორობა, რადგან მიწის ნიშნების პარაქტიკულობას შეუძლია წარმატება მოუტანოს მათ.

სამივე ცეცხლის ნიშანი ძალიან კომუნიკაბელურია, ხოლო სექსუალური კუთხით ვნებიანი, ცეცხლოვანი ტემპერამენტი აქვთ . ზოგჯერ მათ ქცევას შეიძლება აგრესიულიც კი ვუწოდოთ, თუმცა მათი გრძნობები არ არის ღრმა. ცეცხლის ნიშნების მთავარი პრინციპია – „იცხოვრე და სხვაც აცხოვრე“

მიწა: კურო, ქალწული, თხის რქა

ამ ჯგუფის ძირითადი თვისებაა – პრქატიკულობა. მათი ფიზიკური და მგრძნობელობითი პროცესები შედარებით პასიურია. ამ ტრიგონის ნიშნებს შორის ურთიერთობა გამოირჩევა სტაბილურობით და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირით.

მიწის ნიშნების ჯგუფში ხშირად ხდება მატერიალური და ინტელექტუალური რესურსების გაერთიანება რაიმე კონკრეტული მზინის მისაღწევად.

სამივე მიწის ნიშნის მოთხოვნილებაა – პარტნიორში იპოვნონ საიმედო დასაყრდენი, სტაბილურობა და ერთმანეთზე დამოკიდებულება.

მიწის ნიშნების ყოველდღიურ ცხოვრებში ნაკლებია უკიდურესი ემოციურობა და რომანტიზმი. ამ ტრიგონის საკვანძო სიტყვაა – კოლექტიური შრომა.

მიწის ტრიგონის ადამიანები – ავხორცები არიან. თუმცა კარგად აკონტროლებენ საკუთარ ვნებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევანი დასახული მიზნის მიღწევას შეეხება.

მიწის ნიშნებისთვის დამახასიათებელია ე.წ „ცხოველური ვნება“, თუმცა შედარებით პასიურები არიან. უმთავრესი პრინციპი პარტნიორულ ურთიერთობებში მიწის ტრიგონის ნიშნებისთვის არის – „რას მივიღებ იმის სანაცვლოდ, რასაც მთხოვ? „

ჰაერი: ტყუპები, სასწორი, მერწყული

ძირითადი მახასიათებელი ჰაერის ტრიგონისთვის არის – ინტელექტი. მათთვის დამახასიათებელია მსუბუქი, ზედაპირული გონებრივი და მგრძნობელობითი პროცესები. ჰაერის ნიშნების კავშირი არამყარი და ცვალებადია.

იმისთვის რომ შეინარჩუნონ სექსუალური მუხტი, სჭირდებათ მსგავის აზროვნების (თანაბარი ინტელექტის) პარტნიორი. ისინი ეძებენ პარტნიორს რომელიც მზადა ექსპერიმენტებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. მალე ბეზრდებათ ერთფეროვნება.

სამივე ჰაერის ნიშნის სიყვარული გაზრებულია (უყვართ გონებით) არ ახასიათებთ ღრმა ემოციური პარტნიორული ურთიერთობები და გრძნობებში „ჩაფლობა“

ჰაერის ჯგუფის ნიშნებისთვის შეძლება სასარგებლო იყოს წყლის ნიშნებთან ურთიერთობა და მათი ღრმა, მძაფრი ემოციების გაზიარება.

რაც შეეხება სექსუალურ ქცევას; ჰაერის ნიშნებს უყვართ ექსპერიმენტები და ცდილობენ ყველაფერი მოსინჯონ. თავად ამბობენ(!), რომ მათი ემოციები ღრმაა, თუმცა ჩვეულებრივ მათი გრძნობები გონებით იმართება.

ჰაერის ნიშნების საკვანძო პრინციპია: ‘“თვითონ თუ შეგიძლია და დამეხმარები მე, დავივიწყო საკუთარი თავი? „

წყალი: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

წყლის ჯგუფის ძირითადი თვისება – ემოციურობა. ეს ნიშნები დაკავშირებული არიან – ვნებასთან, ღრმა ემოციურ განცდებთან. ამ ტრიგონში არსებობს ასეთი ურთიერთდამოკიდებულება: „ყველაფერი სიყვარულისთვის და სხვა დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია“.

წყლის ჯგუფის ნიშნებისთვის ნაკლებად დამახასიათებელია ინდივიდუალურობა, პარტნიორულ ურთიერთობებში – ერთი უნდა იყოს მეორეს ანარეკლი.

წყლის ტრიგონის ადამიანები შემოქმედებითი და არასტაბილური ხასიათის ადამიანები არიან. მათ ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი საყვარელი ადამიანის გარეშე და პრაქტიკულად განუყრელნი არიან პარტნიორთან.

კარგი იქნება თუ წყლის ტრიგონის ნიშნები პარტნიორულ ურთიერთობებით საკუთარ ვნებას, შესძენენ ცეცხლის ნიშნების ექსტრავაგანტულ შტრიხებს ან მიწის ნიშნების პრაქტიკულობას.

რაც შეეხება წყლის ნიშნების სექსუალურ ქცევას; მათთვის დამახასიათებელია ერთგვარი „მკრთალი“ ვნება, პასიურობა, თუმცა ხანგრძლივი სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დამახასიათებელია პასიურობა, შეიძლება გამოავლინონ საპირისპირო თვისებები განსაკუთრებით  პარტნიორის მოპოვების პროცესში.

წყლის ტიგონის საკვანძო პრინციპია – “გიყვარდე ყველაზე მეტად, მაგრძნობინე თავი საჭიროდ”.

სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top