დაუკვირდით რომელი სახლი რომელი ზოდიაქოს ნიშნით იწყება, ეს გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს.
ვერძი– კარდინალური ცეცხლი, არის მოქმედების, ინიციატივის, ახალი წამოწყებების ნიშანი, მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში, მიანიშნებს ადამიანის სურვილზე იყოს ყურადღების ცენტრში და პირველი. მათი საყვარელი ფრაზაა „ახლა!“, ვერძის ნიშანი რომელ სახლშიც მდებარეობს, იმ სფეროებში ვართ აქტიურები, იმპულსურები და ვიღებთ ინიციატივას.
კურო– ფიქსირებული მიწის ნიშანი, სწორედაც რომ ფი-ქსი-რე-ბუ-ლი. კურო ნელა, მაგრამ დაფიქრებით დგამს ნაბიჯებს, ასევე ერთ-ერთი მგრძნობიარე ნიშანია, მიისწრაფის ფიზიკური სიამოვნებებისკენ. მას, ვისაც რუკაში კუროს ძლიერი მდებარეობა აქვს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ნელა იღებს მათ. რომელ სახლსაც მართავს, იმ სფეროებში აქცენტირებულია ფიზიკური სიამოვნება, ასევე რიგიდულობა.
ტყუპები– მუტაბელური ჰაერის ნიშანი. სახლი, რომელსაც მართავს ეს ნიშანი, მიანიშნებს აღნიშნულ სფეროში კომუნიკაციის, ფიქრის, ინფორმაციის დიდ როლზე. ასევე სწორედ ამ სფეროებში იქნებით ადაპტირებული და ადვილად მოახდენენ თქვენზე გავლენას.ასევე ყურადღება მიაქციეთ მერკურის მდებარეობას.
კირჩხიბი– კარდინალური წყალი- ინსტინქტური მოქმედებების მმართველი, ლოგიკურ გადაწყვეტილებების ნაცვლად ინტუიციური. როგორც კი კირჩხიბი იმას მოიპოვებს რისკენაც იღწვოდა, მის მიმართ ინტერესს კარგავს. კირჩხიბი რომელ სახლსაც მართავს,იმ სფეროებში ვართ ცვალებადი, ემოციური, ინტუიციური და ინსტინქტური.
ლომი -ფიქსირებული ცეცხლის ნიშანი, ლომის ნიშნით მართულ სახლის სფეროებში გვსურს გამოვხატოთ თავი ორიგინალურად, კრეატიულად, გვიჩნდება მართვის, გართობის, უფროსობის სურვილი,მ ძიმედ განვიცდით წარუმატებლობას.
ქალწული– მუტაბელური მიწის ნიშანი. ადამიანს, რომელსაც ქალწულის ნიშანი გამოკვეთილი აქვს რუკაში,თითქმის ყოველთვის დაკავებულია, აქვს სამუშაო. ქალწული დეტალებისადმი ყურადღებით, კრიტიკულობით და თვით-ცინიკურობით გამოირჩევა. სახლი,რომელსაც ქალწული მართავს,იმ სფეროებში გამოვირჩევით დეტალებისადმი ყურადღებით, პრაქტიკულობით, ლოგიკურობით, წესრიგის სიყვარულით.
სასწორი– კარდინალური ჰაერი. რეაქციის ნიშანი,ვერძი თუ ინდივიდურად მოქმედებს,სასწორი-ჯგუფურ მოქმედებას გამოხატავს.ხედავენ ორ დაპირისპირებულ მხარეს და შეუძლიათ მეორე მხრის ნააზრევის გაგებაც. სასწორით მართულ სახლის სფეროებში მოგვწონს პარტნიორობა, სიმშვიდე, სიწყნარისკენ, ჰარმონიისკენ გვაქვს მიდრეკილება
მორიელი– ფიქსირებული წყლის ნიშანი, ექსტრემიზმი ახასიათებს -ყველაფერი ან არაფერი. შესაბამისად სახლი, რომელსაც მართავს მორიელი რუკაში, იმ სფეროებში ვართ ექსტრემისტები, ვფლობთ ძალას, ენერგიას, ვართ ემოციურები (სიღრმისეულად).
მშვილდოსანი – მუტაბელური ცეცხლის ნიშანი. თუ ტყუპები ინფორმაციას სწრაფად კრეფს, ქალწული დეტალურად და ნელა, მშვილდოსანი არის დიდი, ერთიანი და მთლიანი სურათის შემქმნელი.რუკაში რომელ სახლსაც მართავს მშვილდოსანი, იმ სფეროში თავს ვგრძნობთ ოპტიმისტურად, დაცულად, უსაფრთხოდ, ეს სფერო იქნება თავგადასავლების საშუალება
თხის რქა- კარდინალური მიწის ნიშანი, ანგარიში, დაგეგმვა, სიფრთხილე სწორედ თხის რქის მახასიათებლებია. მისი მდებარეობა რუკაში მიანიშნებს რომელ სფეროებში ვართ ორგანიზებულები, ანგარიშიანები და ამბიციურები.ყურადღება მიაქციეთ სატურნის მდებარეობასაც
მერწყული- ფიქსირებული ჰაერის ნიშანი. პროგრესის, წინსვლის სფერო, ასევე მეგობრების სფერო. მერწყული არასდროს ტეხს საზღვრებს, უბრალოდ მათ აბიჯებს. სახლი,რომელსაც რუკაში მერწყული მართავს, იმ სფეროში ხართ ნოვატორი, ორიგინალური, განსხვავებული და დამოუკიდებელი. ასევე ყურადღება მიაქციეთ ურანის მდებარეობასაც.
თევზები– მუტაბელური წყლის ნიშანი. ადამიანი, რომელსაც თევზების ძლიერი გავლენა ექნება,თითქმის ყველაფერზე დათანხმდება, გააჩნია ემპათიის ძლიერი უნარი,ცხოვრობს ფანტაზიის სამყაროში. სახლი,რომელსაც თევზები მართავს რუკაში,მიუთითებს სფეროზე, რომელშიც ვართ ემოციურები, გამომგონებლები, ფანტაზიორები, მეოცნებენი. ასევე ყურადღება მიაქციეთ ნეპტუნის მდებარეობას.
სტატიის ავტორი: თამთა