თმის შეჭრა სასურველია, როდესაც მთვარე იმყოფება შემდეგ ზოდიაქოს ნიშნებში:
კუროში – თმა კარგად იზრდება, ძლიერდება, ნაკლებად ტყდება
ტყუპებში – მოცულობითი ვარცხნილობის გასაკეთებლად კარგი პერიოდია. თმა სწრაფად იზრდება, თუმცა თმის ხარისხი უცვლელი რჩება
ლომში – სასიკეთო დღეა თმის შესაჭრელად თუ ცხოვრებისეული რიტმის შეცვლა გვსურს. თმა სილამაზეს და ფორმას ინარჩუნებს.
ქალწულში – კარგი დღეა, თუმცა თმა ნელა იზრდება
სასწორში – ვარცხნილობა ფორმას კარგად ინარჩუნებს, თმა სწრაფად იზრდება
მშვილდოსანში – თმის შეჭრამ შესაძლოა კარიერულ ცვლილებებზე იქონიოს გავლენა.
თხის რქაში – კარგი პერიოდია სალონში სტუმრობისთვის
განსაკუთრებით სასურველ პერიოდებად ითვლება ტრანზიტული (ახლანდელი) მთვარის მდებარეობა კუროში, ქალწულსა და თხის რქაში.
თმის შეჭრა სასურველი არაა, როდესაც მთვარე იმყოფება შემდეგ ნიშნებში:
ვერძში – იმუნიტეტის დასუსტებას, დაავადებებს იწვევს
კირჩხიბში – თმა დაუმორჩილებელი ხდება
მორიელში – რთული პერიოდია, პირად ცხოვრებაში კონფლიქტებს იწვევს
მერწყულში – თმის შეჭრამ შესაძლოა ცვენა გამოიწვიოს
თევზებში – თმის სტურუქტურა ფუჭდება
მთვარის დღეების მიხედვით თმის შეჭრისთვის სასიკეთო დღეებია: 5, 8, 13, 21, 26, 27, 28
5 – მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს
8 – ინდივიდი კარგად გრძნობს თავს, ნაკლები კონფლიქტები და სირთულეებია მოსალოდნელი
13 – გარეგნულ სილამაზესთან ერთად, მოიზიდავს წარმატებასა და სიხარულს
21 – გარეგნული და შინაგანი სილამაზე, კეთილდღეობა და კარგი მდგომარეობის მიღწევის შანსი იზრდება
26 – პოზიტიური დღეა
27 – პოზიტიური დღეა
28 – სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას ხელს უწყობს.
წყარო: astro-vision.su, astromeridian.ru
სტატიის ავტორი: თამთა