ავესალომ პადვოდნი
იუპიტერის შეერთება „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ“
შეერთების დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას ანიჭებს საკუთარი მნიშვნელობის მძაფრ შეგრძნებას. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.
მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი იძლევა პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად უმართლებს, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით – ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.
იუპიტერის შეერთება გულისხმობს ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო ან გადასცეს გახსნილი არხი შესაბამის პიროვნებას. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებისგან. მაგრამ იმავდროულად ძლიერია ცდუნება, რომ ეს ენერგია ხარჯოს უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად. თუმცა თავად ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.
ურანის შეერთება „მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა“
ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.
თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.
მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება განავითარებს იუმორის გრძნობას.
Het Monster
განვითარების უჩვეულო უნარები. შემოსავლები ახალი მეთოდების დანერგვით. მოულოდნელად მიღებული მხარდაჭერა და მფარველობა, ხშირად სრულიად უცხო ადამიანებისგან. დაუგეგმავი მოგზაურობები. ინტერესები ოკულტური მეცნიერებების, იოგის, ასტროლოგიისადმი. მეგობრებთან ხელგაშლილები. ახლობლებს დამოურჩილებლობისკენ უბიძგებენ. მოწინავე პოლიტიკური იდეების, რეფორმების მხარდამჭერები.
კატრინ ობიე
სწრაფვა ცვლილებებისკენ, რასაც ხშირად თან სდევს ძალაუფლების მიღწევა. (იგულისხმება, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება ცვლილებების მეშვეობით). თუ შეერთება ჰარმონიულია, ანუ სხვა ასპექტები არ აზიანებს, ადამიანს შეუძლია შეინარჩუნოს და განამტკიცოს თავისუფლება და იმავდროულად, იყოს არაშაბლონური ქცევების მაგალითი გარემომცველი საზოგადოებისთვის.
ნეგატიურ ვარიანტში ადამიანს თავი „სამყაროს ჭიპად“ მიაჩნია და მუდმივად თაყვანისცემის მოლოდინშია.
ფრენსის საკოიანი
ხშირად მოულოდნელა დ მიდიან სამოგზაუროდ. მათთვის ხსნილია განათლების მიღების ყველა საშუალება, შემოსავლის წყარო სამეცნიერო სფეროებიდან. ინტერესი ახალი, პროგრესიული ან ოკულტური ფორმის სარწმუნოებებისადმი. არ უყვართ საქმეების ტრადიციულ ჭრილში განხილვა. მოქმედებენ თავისი შეხედულებებისამებრ. გამოირჩევიან ორიგინალობითა და გამომგონებლობით. მეგობრებისთვის გულუხვნი. ახლობლებს უბიძგებენ დაუმორჩილებლობისკენ, პოლიტიკაში ემხრობიან რეფორმებს, ახალ პოლიტიკურ შეხედულებებს, ტრადიციული ფორმის ქმედების წინააღმდეგნი არიან.
სერგეი შესტოპალოვი
მიდრეკილება რისკის, ავანტიურებისა და თავგადასავლებისკენ. ვლინდება სულსწრაფობა. მოულოდნელი, იმპულსური, მკვეთრი ცვლილებები, უდრეკობა, ოპოზიციონერობა, კონფრონტაცია. რადიკალური გადაწყვეტილებები, რომლებსაც სერიოზული ცვლილებები მოაქვს. გადამეტებული თავისუფლებისმოყვარეობა.
დადებითი მხარე – ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის. იუპიტერი ჰარმონიული ასპექტებით და ურანთან შეერთებისას: ამ პლანეტებისთვის დამახასიათებელია შორსმჭვრეტელობა და გამჭრიახობა, ხილვები, წინასწარმეტყველების ნიჭი, ფართე მსოფლხედველობა, ინტუიციური გონება. ჰუმანურობა, გულმოწყალება, სამართლიანობა. თავისუფლებისკენ სწრაფვა. საზღვარგარეთ კავშირები, კონტაქტები და საქმიანი ურთიერთობები უცხოელებთან. სამეცნიერო, ფილოსოფიური უნარები.
ნეგატიური მხარე _ ზღვარგადასული დამოუკიდებლობა.
სხვა წყაროები
ეს ადამიანები ყოველთვის აღელვებულები არიან. კატეგორიულად ვერ იტანენ შეზღუდვებს. ღრმა პატივისცემას განიცდიან დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ტიპის ცოდნის მიმართ. აინტერესებთ ყველაფერი ახალი, პროგრესული და იდუმალი, მათ შორის პარაფსიქოლოგია და ოკულტიზმიც. ხელგაშლილი და სულგრძელები არიან, განსაკუთრებით მეგობრების მიმართ. ხანდახან სრულიად მოულოდნელად იღებენ მოგზაურობის შანსს, რაც ძალიან დადებითად აისახება მათზე. ისედაც ,ძალიან უყვართ მოგზაურობა, უცხო კულტურების გაცნობა, მეცნიერული ამოცანების ამოხსნა.
საკმაოდ არასტანდარტული მორალური ნორმებით ხელმძღვანელობენ. პროგრესული და მიუკერძოებელი შეხედულებებით გამოირჩევიან. ყოველთვის სოციალური გამოხატვის ინოვაციურ ფორმებს ეძებენ. ეს ასპექტი ხელს უწყობს მეცნიერულ აღმოჩენებს, თანაც სრულიად არატრადიციული მეთოდებით.
ეს ძალიან მდიდარი და ორიგინალური წარმოსახვით, მუსიკალური უნარებითა და ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ხალხია. მათი რელიგიური მოსაზრებებიც ძალიან განსხვავდება ტრადიციული დოგმატური შეხედულებებისგან.
მათ ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებს „მოულოდნელობა“, რაც დაუგეგმავი შემოსავლების, შემთხვევითი მოგზაურობის თუ უცაბედი მხარდაჭერის ფორმით ვლინდება. ფინანსურ წარმატებას მეცნიერული მიღწევების დანერგვით ან/და ეზოთერული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით აღწევენ. ზოგადად, ისინი ვერ იტანენ ტრადიციული ფორმით საქმიანობას.
განსაკუთრებით აქტიურები არიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არენაზე, რეფორმების მიმართულებით. მათთვის ყოველთვის გახსნილია განათლების შესაძლებლობები. მუდმივად ინტერესდებიან რელიგიური აზროვნების ახალი ფორმებით. მათ თავდაჯერებას თითქმის მაგიური ძალა აქვს. საკუთარ გავლენას, სტანდარტული იდეებისგან განზრახ განდგომით ავრცელებენ. თავიანთი ორიგინალობითა და კრეატიულობით, ახლობლებს დაუმორჩილებლობისკენ აგულიანებენ. საერთოდ, ისინი ძალიან თამამად უპირისპირდებიაან ყველაფერ ტრადიციულსა და ორთოდოქსულს. თავისუფლებას და დამოუკიდებლობას მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველგან და ყველაფერში სიჯიუტეს და თავნებობას ავლენენ.
ეს ძალიან დაუდეგარი, წყენია, მოუსვენარი და ცოტა ავმეხსიერებიანი ხალხია. თუმცა იმავდროულად დაბადებით მეცნიერები და ჰუმანისტები, შესანიშნავი ორგანიზატორები, გამოცდილი და ნიჭიერი სტრატეგები და დიდი მასშტაბის ოპერატორებიც არიან. მაღალი იღბლიანობის, პრესტიჟის და ფართო აღიარების გამო, თავისუფლად შეიძლება „ბედის ნებიერები“ ვუწოდოთ, რთულად ეწერებიან კოლექტივში. ხშირად ძალიან ერუდირებულნი არიან. აქტიურად ინტერესდებიან ავანგარდული და მოწინავე იდეებით; ასევე წარსულის, აწმყოსა და მომავლის სინთეზის მცდელობით.
თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, უნდა ერიდონ ფინანსურ სპეკულაციებს და ყოველგვარ ბლეფს. ამ შემთხვევაში, პროფესიული და მატერიალური კეთილდღეობა მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიეცემათ.
მათი ფილოსოფიური მსჯელობა და ინტუიცია მხარდამხად მუშაობენ (თუ ასპექტს მერკური ან მარსი არ უკავშირდება) და ნამდვილად ღირს ყური უგდონ თავიანთ შინაგან ხმას (თუ ასპექტს ნეპტუნი არ უკავშირდება). მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ცვლილებები ყოველთვის უკეთესობისკენაა და უმაღლესი ცნობიერების განვითარებას ემსახურება. შესაძლოა დამახასიათებელი იყოს უცნაური შტრიხები გარეგნობაში.