იუპიტერის და ქირონის შეერთება

იუპიტერის და ქირონის შეერთება

 

ავესალომ პადვოდნი

იუპიტერის შეერთება  „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ

შეერთების დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას ანიჭებს საკუთარი მნიშვნელობის მძაფრ შეგრძნებას. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.

მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი იძლევა პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად უმართლებს, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით – ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.

იუპიტერის შეერთება გულისხმობს ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო ან გადასცეს გახსნილი არხი შესაბამის პიროვნებას. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებისგან. მაგრამ იმავდროულად ძლიერია ცდუნება, რომ ეს ენერგია ხარჯოს უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად. თუმცა თავად ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.

 

ქირონის შეერთება: სჯობს  ღმერთს  ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ

ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით  დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ  პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება.   დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.

სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში),  სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.

ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.

ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო _ ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.

 

იუპიტერის და ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება

ცნობიერების გაფართოება, განსხვავებული და გახსნილი (არა სტერეოტიპული) შეხედულებები, აზრები. იუპიტერისა და ქირონის ასპექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც „კომპანიონობა“, უმაღლესი ძალების მფარველობა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწავლობს ადამიანი თავად და რამდენად გადასცემს სიბრძნეს სხვა ადამიანებს. ნებისმიერი ასპექტის შემთხვევაში, ინდივიდს მცირე იძულების ატანაც კი არ შეუძლია. რაც მწარეა სიმართლე, მეტად სწავლობს. შესაძლოა ცხოვრებასა და სამყაროზე უნიკალური შეხედულება ჰქონდეს. ზრდასრულ ასაკში – რწმენის სიმტკიცე და თვითგანმტკიცება.

George Orson Welles ♃ ☌ ⚷ _ ♓

იუპიტერის და ქირონის შეერთება

„ცნობიერების ძალაუფლება“

უმაღლესი ძალებისა და თავისზე ძლიერი ან მაღალი სტატუსის მქონე ადამიანთა თანადგომა, პროტექცია. განვითარების მაღალ დონეზე – მფარველად თავად გვევლინება. იმისთვის, რომ წარმატება მიიზიდოს, უნდა დაფიქრდეს „რაზე დადოს“, რა აირჩიოს. შეერთებამ შესაძლოა პრობლემები შექმნას სწავლაში – ადამიანს სურს მეტი იცოდეს, გაიგოს, ვიდრე ასწავლიან. დამოუკიდებელია. გეგმის მიყოლას რთულად ახერხებს. უფრო მეტად ინდივიდუალური სწავლებისკენაა მიდრეკილი. ცოდნას სწრაფად იგროვებს და შეუძლია სხვებსაც გადასცეს. ცხოვრების მისეული აზრი სხვებისგან განსხვავებულია. ნატიფ სამყაროს გრძნობს, რამაც შეიძლება უარყოფით შედეგამდე მიიყვანოს (თუ სიფრთხილეს დაივიწყებს). ეს ასპექტი ადამიანებთან ხელსაყრელ ურთიერთობას, სულიერებას იძლევა.


About Kate

Scroll To Top