იუპიტერი თევზებში

იუპიტერი თევზებში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა  ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

 

სიკეთე+მოლოდინი=ალტრუიზმი

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება სისუსტე და გაუბედავობა, ეგოიზმი და სიმხდალე. ასეთი ადამიანი მუდმივად ატყუებს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს, ყველაზე ხშირად ეს ხდება უნებურად და, თითქოსდა, თავისთავად. ასეთ ადამიანებს ბედი არ სწყალობთ, რამეთუ ისინი უნებურად წამებულნი და ტანჯვის ობიექტები ხდებიან. ისინი უკიდურესად ექცევიან ზეგავლენის ქვეშ, სხვებს უფლებას აძლევენ ანგარებიანი ინტერესებისთვის გამოიყენონ, ზედმეტად არიან მიდრეკილნი პასიური სიამოვნებებისკენ და ფლობენ უსაზღვრო ფანტაზიას, რომელსაც პრობლემებისა და ცხოვრების ყოველდღიურ საზრუნავზე ფიქრისგან თავდასაღწევად მიმართავენ (ანუ ფანტაზიებს აფარებენ თავს).

ხასიათის ჰარმონიული განვითარებისას ყალიბდება გადაჭარბებული თანაგრძნობა და დახვეწილი ალღო. ის ამაღლებული, ნაზი სულის პატრონია, ჭეშმარიტად დიდებულია საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებასა და ღვთის ნებისადმი ნდობაში.

ასეთი ადამიანები სულიერი საკითხებით უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, ვიდრე მატერიალური და მიწიერი საკითხებით. ისინი გულკეთილნი, ჰუმანურები და ახლობლის დასახმარებლად მუდამ მზად არიან, შეუძლიათ ღრმად განიცადონ უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანის ბედი და მუდამ კმაყოფილდებიან იმ ჩუმი სიხარულით, რომელსაც საყვარელი ადამიანის თუნდაც მხოლოდ არსებობით განიცდიან. უყვართ წყნარი და გაწონასწორებული მეგობრები, ხშირად იძირებიან მარტოობის სიჩუმეში, ფიზიკური დისკომფორტისადმი უკიდურესად მგრძნობიარენი არიან. მათთვის თვისობრივია უიშვიათესი მხატვრული გემოვნება და ჰარმონიისა და სამყაროს სილამაზის ბრწყინვალე შეგრძნება. ისინი ექსტაზურად ტკბებიან ყველაზე უცნაური საგნებით და იმდენად სასიამოვნონი არიან, რომ, ადრე თუ გვიან, ყველას უყვარდებათ. საკუთარი ამაღლებული შეხედულებების გამო შეუძლიათ კოცონზეც კი “ავიდნენ”, შეუძლიათ მრავალი წლის განმავლობაში ითმინონ უკიდურესი სირთულეები, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეეცვალოთ სულში ღრმად ფესვგადგმული ზნეობრივი პრინციპები.

ამ ადამიანს შეუძლია ფხიზელი გონების თვალით გაითვალისწინოს საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობები და იმოქმედოს მისთვის ხელმისაწვდომ საზღვრებში. ღრმა მედიტაციები ხანდახან იმ ბრწყინვალე განმჭვრეტელობასა და განდობას იძლევა, რომელიც შორეული წარსულის ანდა მომავლის ხატებასა და სიმბოლოებს ეხება. სიამოვნებებისკენ სწრაფვა სულაც არაა ავხორცობა, ის უფრო ლოცვისმიერი, სულიერი და ამაღლებულ-ექსტაზურია. ხშირად ასეთი ადამიანები წმენდენ უფრო ხისტ და დინამიური ბუნების მხარეს, რამაც, შესაძლოა მათში თვითშეცოდებისა და საზოგადოებასთან ჰარმონიული თანამშრომლობის შესაძლებლობებში იმედგაცრუების პროვოცირება გამოიწვიოს. განსაკუთრებულად უხარიათ როდესაც ავადმყოფ და უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ, უბედურ და ღარიბ ადამიანებს ეხმარებიან.

ისააკ ნიუტონი. იუპიტერი თევზებში

ძალიან ინტიმურად ინტერესდებიან დაფარული მეცნიერებებითა და მისტიკური პრაქტიკით, ფლობენ შთაგონებისა და ფსიქოთერაპევტის ნიჭს. ხშირად, მაგიურ საშუალებებს საკუთარი მიზნების მიღწევისთვის იყენებენ. მათი ფსიქიკა გასაოცრად მკვეთრი და ძლიერია.

 ეს ადამიანები აღმქმელი და შთაბეჭდილებებიანი, პატიოსნები და სამართლიანები, კეთილშობილნი და დიდსულოვნები არიან. მათი ამაღლებული სულიერება გამოხატულია საერთო სიკეთის კეთების ძლიერ ინტერესში. თითქმის იმის ალბათობაა, რომ ამ ღვთიურ, ზრდილობიან და კეთილსასურველ ადამიანებს, მრავალი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავდეთ. ისინი აღმერთებენ სიწყნარესა და კომფორტს, სიამოვნებას იღებენ ბალეტითა და ფერწერით, აინტერესებთ საპირსპირო სქესი,  როგორც ბუნების მოვლენა. ფაქტიურად, ეს ადამიანები ფლობენ ყველა მოაზრებულ შესაძლებლობას, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა მათგანის განვითარებას ვერ ახერხებენ. მათთვის დამახასიათებელია ფართე შეხედულებები და ღრმად თანაგრძნობა. მათ ყველაფრის გაგება შეუძლიათ და უპირობოდ პატიობენ მათ, ვინც წყენა მიაყენა. მათი შინაგანი ენერგია ძლიერია, რაც გამოიხატება მსხევრპლად შეწირვისთვის მზაობასა და სხვა ადამიანების სასიკეთოდ უანგარო შრომაში,  ამ დროსაც კი არ ფიქრობენ ანაზღაურებაზე. არასდროს არიან კმაყოფილნი საზოგადოებაში მომხდარი მოვლენებით, მაგრამ მზრუნველობა და ალღო უფლებას არ აძლევთ დადგნენ რევოლუციონერებისა და რეფორმატორ-პრაგმატიკოსების გვერდით.

ისინი  სულიერები, მაგრამ არ არიან სოციალური ავტორიტეტები. საკუთარი შეხედულებების სისტემას ღრმად, საიდუმლოდ ინახავენ და ძალიან არ უყვართ, როდესაც ვინმე ხმამაღლა მსჯელობს მათ გეგმებზე, აზრებსა და ზრახვებზე.  დიდებული სტრატეგები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შესაფერისი წამის წყნარად ლოდინი, რომლებიც ფლობენ ბრწყინვალე სიტუაციურ ინტუიციას და გარემოსთან უპირობოდ შეთანხებულად მოქმედებენ. ასეთი იუპიტერის მქონე ადამიანი შესაძლოა განვიხილოთ როგორც სოციალური დაძაბულობის ბარომეტრი  ნებისმიერ საზოგადოებრივ კატაკლიზმსა და მასიურ აღელვებას წინასწარ გრძნობს, რაც, შესაძლო უსიამოვნებისგან დასაცავად შესაბამისი ზომების დროულად მიღების საშუალებას აძლევს.  ბრწყინვალე ხელმძღვანელები, მოხერხებულად და აკურატულად იყენებენ შთაგონების ნიჭს, ამიტომაც მათ ზეწოლასა და უხილავ არსებობას ქვედმგომი მაშინაც კი გრძნობს, როდესაც ფიზიკურად მოცემულ ადგილზე არ იმყოფებიან.

ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები შესაძლოა ჩათრეულნი იყვნენ ეზოთერულ ორდენებში, მათი ცხოვრება ხშირადაა დაკავშირებული მრავალ მნიშვნელოვან საიდუმლოებებთან. ოღონდაც, ამის შესახებ ვერავინ ხვდება, რადგანაც ისინი მოხერხებულად ინიღბებიან საკუთარი მოჩვენებითი გულგრილობითა და ღიად ახდენენ საკუთარი უზრუნველობის დემონსტრირებას. ასეთი ადამიანები მიდრეკილები არიან შუამავლების მეშვეობით მოქმედებებისა და შემცვლელი პირების გამოყენებით დასახული მიზნის მიღწევისკენ. ისინი ყველაზე გავლენიანი ინდივიდების მრჩევლები და კონსულტატები არიან, რადგანაც ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი ნებისმიერი სირთულის საკითხზე პასუხის ინტუიციურად მოძიება შეუძლიათ. მათი ფანტაზია საკმაოდ ორიგინალურია, ამიტომაც ხშირად გართულებული მდგომარეობიდან სრულიად მოულოდნელ გამოსავალს სთავაზობენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია  საკუთარ თავთან ხშირად განმარტოვდნენ, რათა განიტვირთონ ადამიანებთან ურთიერთობისგან დაგროვებული სულიერი ნაგვისგან.

ხანდახან გადაჭარბებულად ემოციურები და ზედმეტად თავგანწირულები არიან, ხანდახან ცდილობენ გაუნაპირდენ არასაჭირო პასუხისმგებლობას, რის გამოც, ისეთი ადამიანები, რომლებიც შორსმჭვრეტელობით ვერ დაიკვეხნიან, მათ ხან საიდუმლო აგენტებად, ხან კი საზოგადოების პარაზიტებად ნათლავენ. სინამდვილეში კი, ადამიანები იუპიტერით თევზებში, უბრალოდ ამაღლებული იდეალისტები, ფილანტროპები და მხატვრები არიან – ამ სიტყვის მაღალი მისტიური მნიშვნელობით.

მათ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სიზმრები, რომელსაც ნებისმიერ საიდუმლოზე პასუხი მოაქვს და ამ ადამიანს უფლებას აძლევს ყველაზე რთულ საკითხებზეც კი პასუხი მიიღოს. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები მოკრძალებულები, გულისხმიერები, წყნარები, კამპანიებში შეუმჩნევლები, ზრდილობიანები და თავაზიანები არიან. მხოლოდ ერთია, მათთვის სახიფათოა უსაქმურობისკენ ზედმეტი ლტოლვა, სპონტანურად გამოვლენილი სიზარმაცე და გარეგანი გავლენების დამყოლობა. მართალია, მისი ძლიერი ხასიათი მსგავსი უსიამოვნებებისგან დაცულია იმით, რომ ადამიანი ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს საზოგადოების განვითარების პროცესებსა და ადამიანების სრულყოფაში.

ასეთი ადამიანები დროთა განმავლობაში იწყებენ იმის გაგებას, რომ ჭეშმარიტი სულიერი განვითარების მიზანი იმაში კი არაა, რომ ადამიანის ცხოვრება გარეგანი საშუალებებით გახადოს მარტივი და გასაგები, არამედ იმაშია, რომ გაამყაროს სიყვარულში, სიბრძნესა და ნებისყოფაში, რათა ადამიანმა წარმატებულად შეასრულოს საკუთარი ცხოვრებისეული ამოცანა. ჩვენი გმირი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ახერხებს ყველაზე მაღალი სამყაროს პლასტებში (შრეებში) შეღწევას და ინტუიციის საშუალებებით იქიდან იღებს მისთვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას.

საერთოდ, ამ ადამიანისთვის უხილავი რეალობის შეგრძნება დამახასიათებელია. ხანდახან წარმოსახვა ივსება ილუზიებითა და აკვიატებული აზრებით, მაგრამ საკუთარ თავთან განმარტოებისთანავე თავისუფლდება ამ ცდომილებებისგან და გადის წმინდა ინტუიციური შეცნობის გზაზე. ლტოლვა აქვს ღვთაებრიობის პერსონიფიცირებისკენ, ამიტომაც ხშირად საჭიროებს ცოცხალი მასწავლებლის არსებობას, ანდა უხილავ მასწავლებელთან კონტაქტს, რომლის კეთილდღეობისთვისაც დაუფიქრებლად შეუძლია სიცოცხლის დათმობაც კი.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი საკუთარ სამყოფელში, ძლიერ მდგომარეობაშია, წყლის ნიშანსა და ნეპტუნთან სტუმრადაა.

ჩვეულებრივ, ადამიანი საკუთარ ავტორიტეტსა და სოციალურ პოზიციას ინახავს ფარულად, საიდუმლოდ ანდა ძალიან არ უყვარს, როდესაც ვინმე მის აზრებს, გეგმებსა და ზრახვებს ახმოვანებს. ამიტომაც, შესაძლოა, საქმეებში უპირატესობას ანიჭებდეს “წყლის ამღვრევას”, რაიმე ჩუმ-ჩუმად ჩაიფიქროს და დაელოდოს შესაფერის მომენტს, ხოლო გადაწყვეტილების მიღება ნებისმერ წამს შეუძლია, რადგანაც თევზები  ძალიან მოძრავი ნიშანია. ალბათობაა, ჰქონდეს ფარულად, ჩასაფრებულ მდგომარეობაში საკუთარი საათის ლოდინის ჩვევა, შესაძლოა, იმოქმედოს სხვისი ხელით, ანდა “აამღვრიოს წყალი”, განსაკუთრებით, თუ ხელისუფლებაშია. აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ ასეთი მდებარეობა ჰქონდა ‘ამხანაგ” სტალინს. არასდროსაა ცნობილი, რას უნდა ელოდო ასეთი ადამიანისგან.

დიდი ალბათობაა, რომ ეს ადამიანი დიდებული სტრატეგი იყოს, ალბათობაა შეეძლოს ცივსისხლიანად რაიმეს ლოდინი, მას, ჩვეულებრივ, ბრწყინვალე ინტუიცია აქვს და, შესაძლოა, მუდამ გარემოს შესაბამისად მოქმედებდეს. როგორც წესი, ზუსტად გარემოცვას გრძნობს ბრწყინვალედ, ამასთანავე, ნებისმიერ ჯერზე შეუძლია განსხვავებულად მოქცევა, რამეთუ თევზები – მოძრავი (მუტაბელური) ჯვრის ნიშანია, ასეთი ადამიანი, არსებულ ვითარებაზე ფაქიზად მომართვის მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღებას ნებისმიერ წამს შეძლებს. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, სოციალური მოვლენების ნებისმიერი ცვლილებისადმი ძალიან მგრძნობიარეა და შეუძლია იყოს თავისებური სოციალური ბარომეტრი _ თუ ჯერ კიდევ არ შეინიშნება რაიმე საფრთხე, ის უკვე გრძნობს და იღებს შესაბამის, დროულ ზომებს (აქ იუპიტერი სტუმრადაა ნეპტუნთან და ეს იძლევა ინტუიციას, სოციალური პროცესებისადმი დიდებულ გრძნობას). ეს იძლევა იმ ფარული ზამბარების ბრწყინვალე გრძნობას, რომელზეც საჭიროა წნეხის გაკეთება, სოციალური საიდუმლოებების, საიდუმლო არხების გრძნობას.

საუკეთესო შემთხვევაში – ბრწყინვალე ხელმძღვანელია, მისი ზეწოლა და უხილავი არსებობა მაშინაც კი შეიგრძნობა, როდესაც ის რეალურად იქ არაა ანდა თუნდაც მისი გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი ხანია გასული. ანდა მას შეუძლია იყოს რაიმე უცნაური ტრადიციის მატარებელი, რაიმე საიდუმლო ცოდნის გადამცემელი, იყოს რომელიმე რელიგიური მოღვაწე, საერთოდ მას აქვს იმ სფეროში გამოვლენის შესაძლებლობა, სადაც აუცილებელია საკუთარი თავის იდუმალებით შემოსვა. ამასთანავე, ასეთ მასწავლებელს ბევრი მოსწავლე არ ჰყავს: შესაძლოა ერთი-ორი, ანდა რამდენიმე – რომლებსაც საიდუმლოდ ასწავლის და გადასცემს ცოდნას, ანუ არასდროს ექნება დიდი სკოლა, არასდროს “ამოვა ზედაპირზე”.

იუპიტერის – ცეცხლოვანი პლანეტის – მდებარეობა თევზების ნიშანში საკმაოდ სუსტია, ამიტომაც ჩვეულებრივ, ეს ადამიანი იძულებულია დაზოგოს ძალები, რადგანაც იუპიტერისთვის წყალი, მაინც ანტაგონისტურ სტიქიად ითვლება.

ცუდ შემთხვევაში, დააგროვებს რა ძალებს და დაელოდება საკუთარ საათს, ის არ დაიწყებს არავის შებრალებას, ჩვეულებრივ, თუ ის უკვე ხელისუფლებაშია, იმოქმედებს უფრო მეტად ჩუმად და სხვების ხელით, მაგრამ ყველასა და ყველაფერს გაახსენებს “ცოდვებს”, ზუსტად ისევე, როგორც სტალინი მოიქცა (იუპიტერით თევზებში). ეს _ ინტრიგების ოსტატები არიან, შეუძლიათ საკუთარი საათის ლოდინი, ისინი გულღრძოებიც არიან (ანუ გულში ჩახვევა იციან) და ყველას უხსენებენ “ცოდვებს”.

 თევზების ნიშანში იუპიტერის ტრანზიტი თითოეულ ადამიანს ასწავლის ეზოთერული ცოდნის დაუფლებას ანდა ადამიანების საიდუმლო ეზოთერულ დონეზე გაერთიანებას. ამასთანავე, ტრანზიტი შესაძლოა გამოვლინდეს ინიციატივის აღებასა და ენერგეტიკულ ეგრეგორზე მიერთებაში. ჩვეულებრივ, ამ წლებში საზოგადოებაში აღინიშნება მრავალრიცხოვანი საიდუმლო ჯგუფების სწავლა_განათლება. ცუდ შემთხვევაში, შესაძლებელია წინა პლანზე გამოვიდნენ საიდუმლო ცრუ-მასწავლებლები, ცრუ-მქადაგებლები, ცრუ- წინასწარმეტყველები, ილუზორული ტრადიციების მატარებელნი.

ადამიანები, იუპიტერით თევზებში, შესაძლოა დაკავდნენ სამყაროსეული ჰარმონიის ძიებით, ასეთი იყო გამოჩენილი ასტროლოგი კეპლერი, რომელსაც ვიცნობთ როგორც ასტრონომს , ის ასტრონომიას განიხილავდა როგორც ასტროლოგიის შესწავლის ინსტრუმენტს, მისი ძირითადი შრომები ატარებდა ზუსტად ასტოროლოგიურ ხასიათს. კაპლერის კანონები, ზუსტად იგივე სამყაროსეული ჰარმონიის ძიებისკენ იყო მიმართული.

იუპიტერი თევზებში ჰქონდათ: ლეონარდო და ვინჩის, კაპლერს, ბულგაკოვს, ფროიდს, ნიცშეს, გოეთეს, ენგელს, ნიკოლოზ I-ს, სტალინს, ლინკოლნს, კაზანოვას, ედგარ ალან პოს, ვრუბელს.

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

როდესაც იუპიტერი თევზების ნიშანშია, ისინი (თევზები) იფურჩქნებიან. იუპიტერი მათ თავდაჯერებულობის გრძნობას, მორალურ მხარდაჭერასა და საქმეებში დახმარებას, ასევე დიდ ენერგეტიკულ მარაგებს აძლევს.

იუპიტერისეული თევზების შეხედულებათა სიფართოვე დიდია, ხანდახან ძალიანაც კი; მას შეუძლია გაიგოს და აპატიოს პრაქტიკულად ყველაფერი და ყველას; ცუდი დამუშავებისას შესაძლოა ხასიათის სისუსტე და ნებისყოფის უქონლობა (თუმცა აქ ასევე არსებითია მისი მდებარეობა და მარსისა და სატურნის დამუშავება).

იუპიტერისეული თევზები (თუ არაა ძლიერი დაზიანება) სარგებლობენ საზოგადოების დიდი სიყვარულით და მისი ინტერესები თევზებისთვის არსებითია; განვითარებული იუპიტერი მათ აძლევს რეალობის ფილოსოფიურ გააზრებას _ როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი სამყაროსი, _ და ამის შემდეგ იწყებენ საკუთარი კარმული დანიშნულების გააზრებასაც, რომლის არსიც მუდმივ და მრავალშრეებიან ფაქიზი სამყაროს კოსმიური სიყვარულის ტალღებზე მომართვაში მდგომარეობს და, რომელიც შემდეგ უკვე თევზების მეშვეობით ახდენს ტრანსლირებას. ასპექტირებული იუპიტერი თევზებს აძლევს ძალიან მრავალ ისეთ რამეს, რაზეც “წამოეგებიან”  ტკბილ კოსმიურ ენერგიას, უფრო დაბალი ევოლუციური დონის მეგობრებს,  რომლებიც თევზებით ბრმად აღფრთოვანებულნი არიან, ემოციების სიმდიდრეს, რომელიც თევზებისთვის “პირის ჩასატკბარუნებელია” და სხვა.

 თუ იუპიტერი ჰარმონიულად დგას, მაშინ თევზებს უჩდება მიდრეკილება ყველა ეს ცხოვრებისეული სიხარული პასიურად აღიქვას, არ ჩავარდეს გადაჭარბებაში, მაგრამ თანდათანობით ხდება მისი დეგრადირება. პლანეტის დაზიანებისას იუპიტერისეული თევზები ვარდებიან ენერგეტიკული გაუმაძღრობის, სიზარმაცის, ემოციონალური აფეთქებების და სხვა მსგავს უკიდურესობაში, რის შედეგადაც გარშემო “წყლის ძლიერი ამღვრევა” ხდება; ამასთანავე, კეთილი რჩევების მისმენისკენ მიდრეკილნი არ არიან, ნაწილობრივ, სიამაყის (პოზიცია: “მე ისეთი ფაქიზად მგრძნობიარე ვარ, ჩემი შეგრძნება ისეთია, რომ მთელ სამყაროს გულში დაიტევს, სად შეგიძლიათ თქვენ, ჭკუა მარიგოთ”) და უკიდურესი თავქარიანობის გამო, ამის ერთ-ერთი მიზეზი ხვალინდელ დღეზე ზედმეტი დარწმუნებულობაცაა. მხოლოდ წლების განმავლობაში მიღებული კოპებია, რაც დაჭკვიანებაში ეხმარება და თუ სულიერ გზაზე არა, თუნდაც რეალობის და საკუთარი შინაგანი სამყაროს პატიოსანი გააზრების გზაზე აყენებს.

სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ეს იუპიტერისთვის კარგი მდებარეობაა. ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს აძლევს ძალიან ძლიერ წარმოსახვას და შთაგონებას, გულითადობას, ფილანტროპიას, სიკეთეს, თანაგანცდას, თანაგრძნობას, ყურადღებიანობას, რეალიზმს, რწმენას, რელიგიურობას, სულიერებას, მაღალ ზნეობრივ იდეალებს, წინასწარხედვას, წინასწარმეტყველების ნიჭს, მოგზაურობისკენ ლტოლვას. ზღვაოსნობის ინტერესს, კლინიკური მედიცინის, ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის, რელიგიის ინტერესებს.

 დაზიანებისას: თავის მოტყუება, რომანტიზმი, იდეალიზმი, გადაჭარბებული წარმოსახვა, მრავალსიტყვიანობა, ტყუილი, სიცრუე, უსამართლობა, წყენიაობა, შეცდომები, შეშლილობა (აბსურდული აზრები), ავანტიურიზმი, უტოპია.

 ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

გრძნობების სიღრმე, განსაკუთრებით  თანაგრძნობა და თანაგანცდა. ღარიბებს დახმარებას უწევენ. ხშირად, შემოსავალი მეგობრების წყალობით. ასევე ხშირად, ქორწინება ქვემდგომთან (სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფზე). საკუთარი მტრებისადმი გულკეთილად არიან განწყობილნი. შესაძლებელია, მასწავლებლის უტრირებული თაყვანისცემა (გურუ) და კულტისადმი ლტოლვა, ცხოვრება მეგობრების და რელიგიური საზოგადოების ქველმოქმედების ხარჯზე, იმის მაგივრად, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვოს. მზად არის შეხედულებებს მსხვერპლად შეეწიროს. ხელოვნების დიდი სიყვარული, ინტუიციის ძალა (ნათელმხილველობის უნარები). აუცილებელია ლოცვა ანდა მედიტაცია.

მისი მგრძნობიარობის და სხვა ადამიანებთან გაიგივების უნარები იმის უპირატესობას აძლევს, რომ შეუძლია ეს უპირატესობა გამოიყენოს ანდა დააზიანოს ვინმე. ზრუნავს დათრგუნულებზე, ასევე შესაძლებელია უჩვეულოდ შთაბეჭდილებებიანი იყოს ანდა ჰქონდეს მაღალგანვითარებული ფსიქოლოგიური მგრძნობელობა.

ინდუბალა “პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია”

აქ იუპიტერი საკუთარ ნიშანშია და ამიტომაც იმაზე უთითებს, რომ ასეთი იუპიტერის მქონე ადამიანი გულწრფელი იქნება და ექნება სხვების მსახურების სული. ასეთ ადამიანებს აქვთ მასწავლებლობის უნარები, შეუძლიათ კარგი რჩევების მიცემა ფინანსურ სფეროში, ბავშვებთან დაკავშირებით, შეუძლიათ ეკლესიაში მსახურება ანდა ავადმყოფების მოვლა. შესაძლოა აღინიშნოს მათი სიკეთე და ფსიქიკური აღქმელობა. ისინი დიპლომატიურები არიან, შესაძლებელია ორჯერ დაქორწინდნენ, მიიღონ კარგი მემკვიდრეობა.

ჰეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

გრძნობების სიღრმე, განსაკუთრებით თანაგძნობის. ხშირად განურჩევლად ყველას თანაუგრძნობენ, რაც მათი გამოყენების საფუძველი ხდება. იძლევა მისტიკურ ტენდენციებსა და რელიგიურ შეხედულებებს. ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან ასპექტებისას – ოკულტური უნარები. პერიოდულად სჭირდებათ განმარტოვება, რათა შინაგანად, სულიერი განახლება მოახდინონ. ცუდი ასპექტებისას – შესაძლოა “სამზარეულოს გურუდ” ქცევა.

სემირია და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

საზოგადოებასთან ურთიერთობაში რამდენადმე მეამბოხენი, მაგრამ წარმატებულნი და იდეალისტურნი არიან: ავტორიტეტი მათთვის განსულიერებულია.

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

ადამიანი მეტნაკლებად სრულ სიამოვნებას იღებს მაშინ, თუ სხვა ადამიანებთან განუწყვეტელ კონტაქტში და სრულ შერწყმაშია, მაშინ, როდესაც საკუთარ თავს უანგარიშოდ გასცემს. შესაძლოა ჰქონდეს ვინმესთვის სასარგებლოდ ყოფნისკენ მისწრაფება ანდა გაწეული დახმარების გამო მადლიერების გამოხატვის მოთხოვნილება.

 მარია ქეი სიმსი “თქვენი ჯანდოსნური ბავშვი”

ბავშვები იუპიტერით თევზებში  არიან ჭეშმარიტი იდეალისტები ბრწყინვალე უტოპიური ოცნებებით. მათ იზიდავთ ჯადოქრობა და ფანტაზია, ყველაფერი ლამაზი და იდუმალი. ღრმა ემპატია და სხვა ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, შესაძლოა მათთვის სიამოვნებისა და სულიერი განვითარების მომტანი აღმოჩდეს. როცა რეალობა რომანტიკულ იდეალს სცდება, იმედგაცრუებები თავგზას უბნევს. უწესრიგობა, ხმაურიანი გარემოცვა მისთვის მძიმეა; დაფიქრებისთვის აუცილებლად სჭირდება დრო და მარტოობა.

ავტორი:ნინო


About Kate

Scroll To Top