“ოპტიმიზმი”
ასეთი ადამიანი ბრწყინვალე შედეგებს აღწევს ლიტერატურაში, საკომუნიკაციო და განათლების საქმიანობაში. ის მოსაზრებული და უზრუნველია, პრაქტიკული და განმსჯელია, განსხვავდება ამაღლებული იდეალებითა და განვითარებული ინტუიციით. მშობლებთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს და ძალიან ბევრს იღებს იმის წყალობით, რომ გარშემომყოფებს ყველაფერს უანგაროდ აძლევს. გონების მოუსვენრობა და მოძრაობა ხელს უშლის რუტინულ საქმეში.
დაზიანებული პლანეტისას ვითარდება მიდრეკილება ლაყბობის, მოუსვენრობისა და უკიდურესობაში გადავარდნისკენ. ოპტიმიზმი ერწყმის ინტელექტუალობას, გამოხატულია სურვილი _ მიიღოს ყველაზე ფართე ცოდნა რელიგიის, ფილოსოფიის, აღზრდის, კომუნიკაციის, მგზავრობისა (გადაადგილებისა) და პუბლიკაციის სფეროებში. აზროვნება საკმაოდ კონსერვატორული აქვს, არსებული კულტურა მის მიერ ტრადიციული პოზიციებიდან აღიქმება. ასეთი ადამიანი ხშირად იძულებულია დიდი ხნის განმავლობაში გზაზე იყოს. ასეთი ადამიანი ავლენს გამოხატულ ინტერესს საზოგადოებრივი პრობლემებისა და სულიერი ლიტერატურის წერილობითი ძეგლებისადმი. ბრწყინვალე ანალიტიკოსია, ზუსტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომენტატორია.
თუ პლანეტა არაა დაზიანებული, ნათესავებთან ურთიერთობები გაწონასწორებულია. საშიშია გადაჭარბებული მიმდობობისა და უზრუნველობის განვითარება. მძიმე ასპექტებისას, უბედური შემთხვევების რაოდენობის ზრდის ალბათობაა. გონება ფილოსოფიური, დახვეწილი, ნათელი და თანაგრძნობით აღსავსე. ინდივიდი კეთილი, ღრმადმოაზროვნე, სამართლიანი, ტაქტიანი, გულწრფელი, სუფთა გულის მქონე, დარწმუნებული, ზრდილობიანი, კომუნიკაბელური და გონიერია (განმსჯელია). აღინიშნება აკურატულობა და პასუხისმგებლობა კორესპონდენციასთან, პუბლიკაციებსა და აზრთა გაცვლასთან მიმართებაში.
მეტყველებასა და წერილობით ფორმაში ურთიერთობისას ვლინდება შესაშური დეტალურობა და დახვეწილობა. შეუძლია მოერგოს საზოგადოებაში გამეფებულ აზრებსა და პირობებს. შემოსავლები შესაძლოა მიიღოს პუბლიკაციებიდან და ლიტერატურული საქმიანობიდან, მოგზაურობიდან და სწავლებიდან. ხანდახან ასეთი ადამიანები ხდებიან არაპრაქტიკული იდეალისტები, დაუფიქრებელი ავტო-მრბოლელები (ადამიანები, რომელთაც უყვართ რბოლა, სისწრაფე და ამ დროს არ ფიქრობენ შესაძლო საფრთხეებზე), ანდა საკუთარი ნათესავების კმაყოფაზე არიან. სიამოვნებას იღებენ მატერიალური კეთილდღეობისაგან, რომლის გარანტიასაც გულუხვი ნათესავები აძლევენ.
წყარო: პ. პ. გლობა
დადებითი ასპექტებისას (+) იძლევა შესაძლებლობას კარგი ინფორმაციის მისაღებად, გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, ნათესავებთან და შემთხვევით ნაცნობებთან კონტაქტების მეშვეობით კარგი მდგომარეობის მისაღწევად. ადამიანი _ საზოგადოებაში გამეფებული იდეოლოგიის მეგზურია, მისთვის მნიშვნელოვანია მოქცევის ფორმა _ სურს მოახდინოს დადებითი შთაბეჭდილება და მიზნის მისაღწევად გამოიყენოს საჭირო კონტაქტები. ხანდახან _ საზოგადოებრივი, კონტაქტური ავანტიურისტია, მოულოდნელად ერევა ხალხში.
უარყოფითი ასპექტებისას (-) არასაჭირო, დაქსაქსული სოციალური კონტაქტები, მოუსვენრობა და უწესრიგობა კავშირებში. ნაცნობების და ნათესავების, ასევე მგზავრობების, მივლინებების, გადაადგილების გამო პრესტიჟის ვარდნა; უბედურებები, ფსევდო-მეგობრები (მტრები) ახლო მანძილზე მგზავრობებისას (გადაადგილებებისას), ორგანიზატორული უნარების უქონლობა, განათლებაში სისტემები არაა, ვერ იღებს კარგ ინფორმაციას.
წყარო: ფრენსის საკოიანი
ოპტიმიზმი და ინტელექტუალობა. მისწრაფება მიიღოს ფართე ცოდნა რელიგიის, ფილოსოფიის, აღმზრდელობით, პუბლიკაციის, კომუნიკაციის, მგზავრობების (გადაადგილების) სფეროებში. აზროვნება _ უფრო მეტად კონსერვატორული, არსებულ კულტურასთან მიდგომა ტრადიციულია, მგზავრობის (გადაადგილების) სიყვარული, საერთო-საზოგადოერივი პრობლემებისა და რელიგიური ფორმებისადმი ინტერესი და (მათთან) წერილობითი და ზეპირი ურთიერთობა.
სწავლა ძალიან უყვარს და ფლობს აქტიურ, მოუთმენელ, გაუმაძღარ ჭკუა-გონებას, რომელიც აღვივებს მოგზაურობის და სამყაროს შესწავლის სურვილს _ რაც უფრო მეტია, მით უკეთესია. მისი საკითხავი წრე (იგულისხმება წიგნები, ინფორმაცია და სხვა) დიდია, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს სწავლაში. შეუძლია იყოს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში და მრავალი წლის მანძილზე დარჩეს სკოლაში, რათა სწავლა იქამდე გააგრძელოს, სადამდეც ეს შესაძლებელი იქნება. ადვილად ამყარებს კონტაქტებს და შეუძლია გახდეს კარგი, შთამაგონებელი მასწავლებელი.
ასევე, მისთვის ძალიან კარგია საზოგადოებრივი ურთიერთობების მხრივ ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის კავშირის დამყარებისა და ინფორმაციის გავრცელების სფეროებში.
წყარო: ავესალომ პოდვოდნი
“კარგი, პრაქტიკული მასწავლებელი _ ღვთის საჩუქარი, რომელიც მის სინდისიერად სწავლის მოთხოვნილებასთანაა შეფარდებული”
იუპიტერი მესამე სახლში სიმბოლურად ტყვეობაშია. ასეთ ადამიანს მრავალი ნაცნობი ჰყავს და ხშირად ადამიანებს ერთი შეხედვისთანავე უყვარდებათ, მაშინაც კი თუ შორ მანძილზეა (მაგალითად, ტელევიზორის ეკრანიდან). ეს ტყვეობა გამოიხატება მესამე სახლის დამახასიათებელი სიტუაციების გადაჭარბებულ სიუხვეში, _ იქნება ეს სოციალური კონტაქტები, სწავლა თუ ნათესავებთან ურთიერთობა, რაც ადამიანს არ აძლევს საშუალებას რაიმე კონკრეტულზე მოიკრიბოს და შეაჩეროს ყურადღება და დეტალურად დაამუშავოს. ადამიანს მუდამ პატიჟებენ სტუმრად, ანდა ისინი თავად სტუმრობენ მას, მაგრამ ურთიერთქმედება მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს და სიამოვნება ხშირად არ მოაქვს, თუმცა-ღა სექსტილი მეორე სახლთან, ფულის გამომუშავების საკითხში, მრავალი შესაძლებლობის მიმცემი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, _ საქონლის ბრუნვაში ეფექტური მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა.
სოციალური ეთიკა, სანამ იუპიტერი დასამუშავებელია, “კოჭლობს” და დამძიმებულია პრინციპით: “ვისაც გაუმართლა, მართალიც ის არის”, ასევე: “უმჯობესია იყო ჯანმრთელი და მდიდარი, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი”.
დამუშავება იძლევა ბედნიერად ყოფნისა და ყველა სოციალურ გარემოცვაში ახალი შესაძლებლობების გახსნის შესაძლებლობას; მის გარეშე, განსაკუთრებით ჰარმონიული ასპექტებისას, ბედნიერებისა და ახალი შესაძლებლობების საკუთარ თავზე კონცენტრირების ხიბლი ნარჩუნდება. დაზიანებული იუპიტერი იძლევა აბსტრაქტულ სოციალურ კომპლექსებს, განსაკუთრებით, ნაპოლეონის კომპლექსს: შეგრძნებას, რომ ყველა ადამიანი (მისი საერთო გენიალობის გამო) მის წინაშე რაიმეთია ვალდებული, მაგრამ, რატომღაც, არ სურთ ამის აღიარება და მიცემა. ადამიანს იზიდავს სწავლა-განათლება, აინტერესებს მრავალი რამ და ბრწყინვალე საერთო უნარებიც აქვს (მაგრამ მაინც უპირატესობას ანიჭებს მასწავლებლის სტილს, რომელიც განისაზღვრება იუპიტერის ზოდიაქოს ნიშანში მდებარეობით).
მასწავლებლის ფიგურა ძალიან მნიშვნელოვანია, ის აღიქმება როგორც იდეალი, რომელიც თითქმის ციდან დაეშვა, ანდა კეთილისმყოფელი, რომელმაც ცხოვრებაში ახალი გზები გაჭრა. ეს წარმოშობს მასწავლებელზე გადაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას და ხსნის შეუზღუდავ შესაძლებლობას თანდევი პრეტენზიებითა და მინიშნებებით, რომელთა ჭეშმარიტი აზრიც _ მასწავლებელზე საკუთარი ბრალის: უთავბოლოობის, დაუდევრობისა და სწავლისადმი ზედაპირული დამოკიდებულების _ პროექციაა.
მასწავლებლის სახე შესაძლოა მერყეობდეს პრაქტიკულობასა და სულიერებას შორის, და ამაში გარკვევა მხოლოდ წლების მატებასთან ერთადაა შესაძლებელი. მასწავლებლები, რომელთაც იუპიტერი მესამე სახლში აქვთ, მოსწავლეებს ძალიან უყვართ მათი ფართე სულისა და შეცნობის უნარის გამო და, ჩვეულებრივ, მათ პატიობენ საკუთარი თავის გადაჭარბებულ სიყვარულს, რომლისგანაც გათავისუფლება აუცილებელია.
აქ ღმერთი და ეშმაკი ადამიანის სულში ერთმანეთთან ძალიან ახლოს “ცხოვრობს” და საჭიროა მათი უზუსტესად გამიჯვნა.
მრავალი ინფორმაციული წყარო და, თუ პლანეტა არაა დაზიანებული, ინფორმაცია სანდო და საიმედოა. პრობლემა ინფორმაციის სიუხვეშია. თუ იუპიტერი ჰარმონიულია, მაშინ ადამიანი კარგად ერკვევა მის ხელთ არსებულ იფორმაციულ ცნობებსა თუ მასალებში, ირჩევს ყველაზე ფასეულს. ყოველდღიური ურთიერთობისას ცნობიერების ზრდა.
ადამიანს კავშირების საშუალებებში ფართე არჩევანი აქვს, _ განსაკუთრებით დისტანციური კავშირების საშუალებებში. საზღვარგარეთ მიმოწერა. მოკლე მანძილებზე მრავალი გადაადგილება (მგზავრობა). მასწავლებელთან შეხვერა, შესაძლოა, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს (ანუ, ცხოვრების რადიკალური შეცვლა მოჰყვეს). ძმა, და, მეზობლები მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ. აქვს ენების შესწავლის, პედაგოგიკის (ცოდნის პოპულარიზაციის) უნარი.
წყარო: ბილლ ჰერბსტი
გარშემომყოფი ადამიანები და გარემომცველი საგნები. იუპიტერის მესამე სახლში მდებარეობა უჩვენებს, რომ გარემომცველი წრის სტიმულები და მასში გადაადგილებები ბუნებრივად ხდება და ადამიანი ადვილად ითვისებს. ადამიანს ძალიან უნდა სოციალურ გარემოცვაში მოხვედრა, კოლექტივთან ანდა ჯგუფთან შერწყმა. საკუთარი ნერვიული სისტემის მუშაობისგან დიდ სიამოვნებას იღებს და ანალოგიურ სიამოვნებას განიცდის ნებისმიერი გარემოცვის ყოველმხრივი კვლევა-ძიებისგანაც (შესწავლისგანაც). აღმქმელობის გაფართოება, რომელთანაც, ზოგადად, ასე დაჟინებითაა დაკავშირებული მარსი, აქ იმდენად ბუნებრივია, რომ პრაქტიკულად შეუმჩნევლად ხდება. თუ მარსი ჰგავს სპორტულ ავტომობილს ხისტი სავალი ნაწილებით, მაშინ იუპიტერი შესაძლოა უფრო მდიდრულ ავტომობილს შევადაროთ, რომელიც ასეთივე სისწრაფით ხასიათდება, მაგრამ უფრო საუკეთესო სავალი ნაწილებითაა აღჭურვილი. ხოლო შედეგად _ უფრო ხშირად სისწრაფე შეუმჩნევლად იზრდება და, ამის გამო, არცთუიშვიათად, დეტალური ინფორმაცია იკარგება. ამოცანა _ ყველაფრის შემჩნევა, ყველაფრის ათვისება, ისე, რომ არაფერი დაიკარგოს.
კონკრეტული აზროვნება. ადამიანის რაციონალური აზროვნება ხასიათდება სიცოცხლის სიხარულითა და ექსპანსიურობით. ის რთავს ცალკეულ ინფორმაციებს ახალ და უფრო ყოვლისმომცველ მთლიანობად. აქ აქცენტი კეთდება ფაქტურაზე (ნიმუშზე), რომელიც, ხანდახან, უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ინფორმაციული კომპონენტები. მისწრაფებას _ მიაღწიოს ერთიან, ყოვლისმომხვეჭ ხედვას, შეიძლება მოჰყვეს ლოგიკის წესების უგულებელყოფა, ხოლო ხანდახან კი მათი მთლიანი იგნორირებაც. ასეთი სახით, ხაფანგი იმაშია, რომ შესაძლოა ტყე დაინახოს იქ, სადაც მხოლოდ რამდენიმე ერთნაირი ხეა. ამოცანა _ დაე, ადამიანის ტვინმა, უდიდესი მოცულობის მონაცემებისგან, ახალი მთლიანობა შექმნას, მაგრამ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ამ მთლიანობის ქმნა იმართება ლოგიკით და არა გაგების გამარტივების სურვილით.
ცნობისმოყვარეობა. ადამიანის ცნობისმოყვარეობა იღებს ყველაფრის ცოდნის სურვილის ფორმას. მოცემულ შემთხვევაში კარგია ის, რომ ადამიანის დამაინტერესებელი ნებისმიერი საგანი, მის მიერ, განიხილება ყველაზე განსხვავებული კუთხეებიდან, რამეთუ ნებისმიერი პასუხი ბადებს ახალ კითხვებს. მაგრამ მთლად კარგი არაა ის, რომ ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს კვლევის საგანი. ამოცანა _ სხვა ადამიანებს მიანდოს საკუთარი კვლევა-ძიებანი, რათა მისი აღმოჩენებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
განათლება. სოციალიზაცია _ ეს დაწყებითი განათლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ბავშვი ფლობს აუცილებელ ტემპერამენტს, რომელიც ჯგუფში ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობის სწავლის შესაძლებლობას აძლევს. და თუ ეს სწავლა წახალისებული იქნება, მაშინ ბავშვი საკმაოდ მოხერხებული ექსპრესიით, ბუნებრივი კეთილგანწყობის გრძნობის უნარ-ჩვევებს იძენს და, ასეთი სახით, მას სოციალური ურთიერთქმედების სამყაროში უფრო დიდი სიამოვნებით მიიღებენ. შესაძლოა, ცხოვრების ყველა ეტაპზე, სწავლების პროცესი საკმაოდ ადვილად წარიმართოს; კონკრეტული აზროვნების დაუფლება წყალივით წავა, რომლის თანმდევიც თავდაჯერებულობა და რიხი იქნება, ანდა რაც უარესია, ზედმეტად გახსნილად, უკომპლექსოდ, თავისუფლად საუბრის ტენდნეცია გამოვლინდება, სოციალურად თამდევ შედეგებზე არ დაფიქრდება.
კავშირი. ნაწილობრივ, ეს ადამიანი საუბრობს ზოგადზე, კატეგორიებზე ანდა პრინციპებზე, და არა რაიმე კონკრეტულზე. მოცემულ მდებარეობას ახასიათებს მარსის ენერგეტიკის გაქანება, რომელიც კონკრეტულად რაიმეზე არაა მიმართული, თუმცა მეტყველება, ნაწილობრივ, ხმამაღალიცაა, მაგრამ ის დანაწევრებულია და არა მიზანმიმართული. დაბადებით (თანდაყოლილი) პოლიტიკოსია, შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ საზრუნავებზე ილაპარაკოს და შემთხვევის “ხელში ჩავარდნისას” შესაძლოა წარმოიშვას ზუსტად ასე მოქცევის სურვილი. ჭეშმარიტება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ადამიანს შესანიშნავად ესმის, რომ ჭეშმარიტების შეთავაზება სხვადასხვა ფორმითაც შეიძლება და, ბოლოს და ბოლოს, შეეცდება შეთავაზების ყველა წესის გამოყენებას.
წყარო: ჰეტ მონსტერი
ოპტიმიზმი, ინტელექტუალობა. ფართო ცოდნის მიღებისკენ მისწრაფება; აზროვნება, უფრო მეტად, კონსერვატორული, არსებულ კულტურასთან ტრადიციული მიდგომა. კარგი ანალიტიკოსები, კრიტიკოსები, პოლიტიკური კომენტატორები. ცუდი ასპექტებისას _ გადაჭარბებული მიმდობობა, თუმცა-ღა, მეტწილად, სერიოზული შედეგების გარეშე.
წყარო: ინდუბალა
ამ ადამიანებს ფილოსოფიური გონება აქვთ; შესაძლებელია ფლობდნენ ძლიერ, გამოხატულ ინტელექტუალურ უნარებს. მხოლოდ ერთია, სხვებთან კარგი ურთიერთობების დამყარება ნაკლებად შეუძლიათ. შეუძლიათ იყვნენ ნიჭიერი მწერლები, ქორწინებაში კარგი პარტნიორი ჰყავდეთ, შესაძლოა ჰქონდეთ უნარები იურისპრუნდენციის განხრით, საზოგადოების მაღალ ფენასთან ნაცნობობა. ნათესავები მათ მიმართ კეთილნი არიან. კლასიკური ტექსტები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები იყვნენ გესლიანები, დამცინავები, არაპრქტიკულები და უმადურები.
წყარო: ფელიკს ველიჩკო
სიმსუბუქე ინფორმაციის ათვისებაში, სწავლაში წარმატება, ერუდიცია, საზოგადოებრივი კონტაქტები. ასეთი ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებში არ ეჭვდებიან. იძენენ ფართო ცოდნას, მაგრამ, ნაწილობრივ, არც ისე დაჟინებულნი არიან, ხასიათში ვლინდება მანიპულირებისა და ცარიელი დონ კიხოტობისკენ მიდრეკილება. არც ისე ძლიერ ისწრაფვის ახლის შეცნობისკენ, რომელიც სერიოზულ დაძაბვას ითხოვს. ადამიანი ნაკლებ თანაგრძნობას იჩენს წარუმატებელი ადამიანების მიმართ, ხოლო მისი თვალთმაქცობის (ლაქუცის) და შექების ანკესზე წამოგება ძალიან ადვილია. გარეგნულად და მანერებით გარემოცვაში ნდობას იწვევს და შეუძლია ისარგებლოს მისი დახმარებით. ავტორიტეტის მოპოვებისკენ ინსტიქტურად ისწრაფვის.
სწავლა არ უყვარს და, ხანდახან, უპირატესობას “მარადიული სტუდენტის” ტიპაჟს ანიჭებს. გრანდიოზული პროექტებით მისი შთაგონება ადვილად ხდება.
ოპტიმისტურად განწყობილია, ნათესავების დასახმარებად მუდამ მზადაა და ხანდახან ვიწრო სამეგობრო წრის დასაყრდენს წარმოადგენს. ცხოვრებისეული წარმატებები ურთიერთობის მეშვეობით მოდის. პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის აუცილებელია უნარების განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სიარული, საკუთარ პროფესიაში უახლესი მეთოდების ათვისება და ყველაზე თანამედროვე აპარატურასთან მუშაობის სწავლა.
სტატიის ავტორი: ნინო