იუპიტერი IV სახლში

იუპიტერი IV სახლში

 თავდადება

ასეთ ადამიანს ზრდასრული ასაკის მიღწევამდე მშობლები ხშირად ეხმარებიან. თავის მხრივ, ის სახლისა და ოჯახის ერთგულია და პასუხისმგებლობით ეკიდება საგვარეულო ტრადიციებს. წარმატებას ჰპოვებს სამშობლოში, სიბერეს კომფორტში, სიწყნარესა და სრულ ფინანსურ უზრუნველყოფაში ხვდება. უყვარს ბუნება, ოცნებობს მთის მწვერვალზე, მდიდრულ სახლში ცხოვრებაზე, მისი გულუხვობა, გულწრფელობა და გახსნილობა ითხოვს მდიდარ წრეს და სასიამოვნო გარემოცვას. პლანეტის დაზიანებისას შესაძლებელია მშობლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოვლინება, ამაღლებული აგრესიულობა და ელემენტარული სიძუნწისა და სიხარბის განვითარება. მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახური ცხოვრება გამოირჩევა თანხმობით, სიმყუდროვითა და კეთილდღეობით.

ის იბადება შეძლებულ და პატივცემულ ოჯახში, ამიტომ მცირე ასაკიდან მრავალ სოციალურ უპირატესობას იძენს. მშობლები არამარტო უქმნიან სიმყუდროვეს და კეთილდღეობას, არამედ მთელი ძალებითაც ცდილობენ ბრწყინვალე განათლების მიცემას. არცთუიშვიათად, მშობლებისგან ანდა ოჯახის სხვა წევრებისგან მემკვიდრეობით იღებს სახლს და მიწის ნაკვეთს. კანონმორჩილი და მორალურად მყარია, მიდრეკილია რელიგიურ-ზნეობრივი პრინციპების მკაცრად დაცვისკენ. ადრეულ ასაკში დიდ ოჯახში, დიდ მეურნებაში ცხოვრობს. პლანეტის ჰარმონიული პოზიცია უთითებს სამშობლოში მატერიალური და სულიერი სარგებლის მიღების შესაძლებლობაზე.

პლანეტის დაზიანებისას ოჯახის წევრები აღიქმებიან როგორც ტვირთი, რადგან მას უწევს მათი შენახვა და მათთან დაკავშირებით საკუთარ თავზე დიდი გასავლების აღება. პლანეტის დაზიანება აღნიშნავს რელიგიური ხასიათის შეზღუდვებს, რომელიც თავსმოხვეულია მშობლების და ოჯახის წევრების მიერ. ასეთი ადამიანი აღმერთებს მოსახერხებელ და წყნარ საოჯახო საქმიანობას. საოჯახო გარემო მშვიდობიანი, ოჯახური ცხოვრება ბედნიერი, მშობლები უზრუნველყოფილნი არიან და მას კარგად ეპყრობიან. ცხოვრება რთული არაა და, თავისთავად, საინტერესოა, საკმაოდ დიდი ალბათობა აქვს სამეწარმეო საქმიანობაში წარმატებისთვის, განსაკუთრებულად კი ფინანსურ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში.

აღინიშნება დღეგრძელობისკენ მიდრეკილება და განსაკუთრებით კი _ შეძლებულობა და პოპულარობა, რომელიც წლებთან ერთად მოიპოვება. მშობლიურ სახლში ცხოვრება ჰარმონიული და სტაბილურია. ოჯახური კერა კეთილმოწყობილი და მყუდროა. ხშირად ბავშვობას ატარებს კომფორტსა და ფუფუნებაში. სრული სოციალურ-ეკონომიკური შეძლებულობა მიიღწევა მხოლოდ ცხოვრების მეორე-მესამე ნახევარში. ცხოვრების მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით მუდამ ბედნიერია. განსაკუთრებით პოპულარული გახდება, თუ აირჩევს მოსამართლის (მსაჯულის), დიპლომატის, კანონმდებლის ანდა ექიმის პროფესიას. იუპიტერის დაზიანებისას, შესაძლებელია, მშობლებთან სერიოზული სკანდალები, მიდრეკილება მსუბუქი ყოფა-ქცევისკენ და საოჯახო სიმდიდრის გაფლანგვისკენ.

პაველ გლობა

დადებითი ასპექტები (+) იძლევა საკუთარი წარმომავლობის სიღრმისეული შეცნობას, ტრადიციების შესწავლას, მათზე დაყრდნობას. მშობლების ავტორიტეტი. მოხერხებულად აღწევენ მიზანს ანდა ნათესავებისგან და მფარველებისგან მხარდაჭერას, ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ და მიზნის მიღწევისკენ “ნაცნობობით” და შესაძლოა მოქრთამვითაც კი. აქვთ ნაციონალური იდეისა და ტრადიციის, პატრიოტიზმის პრესტიჟი (ეს დამახასიათებელია ისტორიკოსებისთვის და სხვა). ოკულტური მასწავლებლები, რომლებიც ამყარებენ წარსულის ტრადიციებს (მაგალითად, რამა კრიშნა)

უარყოფითი ასპექტები (-) სამშობლოში არ არის პრესტიჟი და აღიარება, არ არის ავტორიტეტი და სიმყუდროვე, განსაკუთრებით სახლში, ნათესავებისგან სიმძიმე (მძიმე ტვირთი), მშობლები წნეხს უკეთებენ. ადამიანი ყალიბდება ცუდი აღზრდის გავლენით, ანუ იმკის იმას, რაც მშობლებმა დათესეს. შეიძლება განვითარდეს ნაციონალიზმი, შოვინიზმი.

იუპიტერი მეოთხე სახლში ჰქონდათ ბახს, ვაგნერს, ვერდის, შუმანს, გოეთეს, ო. უალდს, გოგოლს, პუშკინს, ფ. კასტროს.

ფრენსის საკოიანი

ოჯახში ბედნიერება, თანხმობა და საიმედოობა. ხშირად მშობლებისგან ანდა ოჯაახის სხვა წევრებისგან მემკვიდრეობით იღებენ სახლს და მიწას. ცხოვრების მეორე ნახევარში, როგორც წესი, სიმყუდროვე და კეთილდღეობა. მშობლები საკუთარ შვილებს სიყმაწვილეში აძლევენ კარგ რელიგიურ და ზნეობრივ აღზრდას. ჩვეულებრივ, დიდი მეურნეობა და დიდი ოჯახი. სახლი რელიგიური, საზოგადოებრივი და აღზრდელობითი საქმიანობის ცენტრია. ძალიან სტუმართმოყვარეა და სურს ჰქონდეს დიდი, კომფორტაბელური, მყუდრო ბინა, სადაც ყველასთვის საკმარისი ადგილი იქნებოდა, _ ოჯახისთვისაც და სტუმრებისთვისაც. ბავშვობაში აქვს ძალიან სასიამოვნო პირობები, შეიგრძნობს მხარდაჭერას, რაც მყარ საფუძველს უქმნის და ცხოვრებაში ემოციონალური დაცულობის შეგრძნებას აძლევს; ამიტომაც მიდრეკილია სხვებს გულუხვად და დიდსულოვნად გაუყოს ის, რაც აქვს. ფულს აბანდებს სახლში ანდა უძრავ ქონებაში, რამაც შესაძლოა დიდი სარგებელი მოუტანოს.

ავესალომ პოდვოდნი: კეთილისმყოფელი “

იუპიტერი მეოთხე სახლში სიმბოლურ კულმინაციაშია

ეს ძლიერი მდებარეობაა, ცხოვრებისეული პოზიცია მაღალ დონეზეა: “მე ადამიანებსა და სამყაროს უნდა გავუხსნა ახალი შესაძლებლობები”. დაბალ დონეზე ეს პოზიცია დაახლოებით ასე ჩანს: “სამყარომ და ადამიანებმა უნდა გამიწიონ კეთილმსყოფელობა და მოწყალება და მუდმივად გამიხსნან ახალი შესაძლებლობები”. გარესამყაროში შინაგანი განვითარების შესაძლებლობები ნამდვილად ბევრი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დამუშავების შემდეგ ვლინდება, რომელიც მოიაზრებს კონსტრუქციულ ცხოვრებისეულ პოზიციებს.

მოცემულ შემთხვევაში, ადამიანის წინაშე ღმერთი სამყაროს უჩვეულოდ გაფართოებული სახით წარსდგება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია საკმაოდ რთული დამუშავება, ნაწილობრივ, შინაგანი სიამაყის ამოძირკვა, _ რომელიც განსაკუთრებით დაზიანებული იუპიტერისთვისაა დამახასიათებელი, _ და ცრუ “მე ვარ ღმერთი”-ს შეგრძნებისგან გათავისუფლება, რომელიც დაბალ დონეზე ძალიან ძლიერი ეგზისტენციალური კომპლექსია, რომელიც ხშირად ვლინდება როგორც საკუთარი თავისა და სხვების დამცირებისკენ სწრაფვა, სასოწარკვეთილი და იმედების გამაცრუებელი თვით აზრის (საკუთარ თავზე არსებული აზრის) გამოდევნა.

აქ ძლიერია კლასიკური ტიპის ეშმაკი, რომელიც მეუფობს მიწიერ სამეფოში; მისი შეცნობა და განდევნა მხოლოდ ძალიან დიდი მუშაობით ხდება და ყველას ამის გაკეთება არ ხელეწიფება. ჰარმონიული ასპქეტებისას ადამიანს სახლში, შესაძლოა, ჰქონდეს სიუხვე, ფუფუნება, რომლითაც იამაყებს, ჩათვლის რა, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაზე ექნება (მათ შორის მეუღლე და შვილები). დაზიანებისას, მას ანალოგიური პრეტენზიები ექნება, რომელიც, ხანდახან, უსიამოვნო-თავდაჯერებული სახით გამოეხატება.

სულის სიფართოვე, გახსნილობა და სახლში სტუმართმოყვარეობა მხოლოდ რუკის ჰარმონიულობისას (განსაზღვრულ ევოლუციურ დონესთან თანხვედრით) ანდა საკუთარ თავზე დაჟინებული მუშაობის შემთხვევაში ექნება, აქვე, ეს მუშაობა უნდა წარიმართოს დევიზით: “ახალი შესაძლებლობები ახალი დაბრკოლებების თანდევია”.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი საკუთარი ოჯახით ამაყობს. ოჯახის კეთილდღეობის დონე მაღალია. მუდამ უზრუნველყოფილია საცხოვრებელით, თუ გადადის სხვა ქალაქში, დასაძინებელი კუთხე მუდამ აქვს. დიდი უძრავი ქონება. ცხოვრობს ფართოდ, ფეშენებელურად. ადამიანისთვის დამახასიათებელია პატრიოტიზმი, ოჯახური ტრადიციების შენარჩუნებისკენ სწრაფვა, საგვარეულო ფესვების, კუთხის, ქვეყნის ისტორიისადმი ინტერესი.

 

 

ბილლ ჰერბსთი

მიკროკოსმოსი. იუპიტერის მეოთხე სახლში მდებარეობა უთითებს იმაზე, რომ ადამიანის “მე”-ს საფუძველს აყალიბებს კვლევა-ძიება, სწავლა და სიბრძნე. ადამიანის შინაგანი მანათობელი სოციალურია, ის ინტერესდება სამყაროთი. განვითარებისა და სამყაროსთან ურთიერთქმედების შესაძლებლობანი დამალულია ადამიანის შინაგან “მე”-ში და, ხაფანგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის მიერ საკუთარი ოპტიმიზმი შესაძლოა არ იქნეს გამოყენებული. ამოცანა _ სხვა ადამიანებს მისცეს მის შინაგან მანათობელში შეღწევის საშუალება, რამეთუ სოციალურ გარემოში თავს ძალიან უსაფრთხოდ გრძნობს.

პირადი უსაფრთხოება. ადამიანმა უნდა გაიგოს საკუთარი ოჯახის ფილოსოფია, ის წარმოდგენები და იდეალები, რომელმაც ჩამოაყალიბა ოჯახი. უსაფრთხოება, თავისთავად ნაკლებს ნიშნავს, უფრო მნიშვნელოვანია შესაბამისი ქცევა. ოჯახი _ ეს არის გუნდი, და მისი ყოველი წევრი _ მოთამაშე, რომელიც ასრულებს ზუსტად განსაზღვრულ ფუნქციას. მნიშვნელოვანია როლის გაგება, ბავშვობაში მისი ათვისება, რამეთუ, ხშირად გუნდის სული წარმოადგენს უფრო ღრმა ურთიერთობების გარსს და მაკიაველური ურთიერთქმედების მსგავსია. ამოცანა _ ადამიანი საკმაოდ თავისუფალი უნდა იყოს, რათა სრული დოზით და თაყვანისცემით გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც მიმკვიდრეობით მიიღო.

ემოციონალური შტამპები. ადრეულ ბავშვობაში შეძენილი გამოცდილება იყო გულუხვი. ეს დადასტურება შესაძლოა, პირდაპირი გაგებით, უთითებდეს დიდ ოჯახზე, მაგრამ უფრო ხშირდ ის აქცენტს აკეთებს არა ზომაზე, რაოდენობაზე, არამედ ოჯახის ტონალობაზე, კულტურისადმი ფართე ინტერესზე: ღია მსჯელობები ფილოსოფიაზე, მიმდინარე მოვლენებზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე _ თავისუფალი იდეები. ხანდახან ეფექტი უფრო ფსიქოლოგიურია, რომელიც უთითებს იმაზე, რომ ადამიანის ოჯახი ამაყობდა სოციალური განსხვავებულობით, საკუთარი საგვარეულო ანდა განათლებაში მიღწევებით (ანუ განათლებულობით). მნიშვნელოვანია, ადამიანმა იგრძნოს, რომ მისგან დიდ მიღწევებს ელოდნენ ანდა დატვირთეს ისეთი მოლოდინებით, რომელიც მის ძალისხმევებს აღემატებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის “ანაბეჭდები” დაკავშირებულია “სამეფო სტატუსის” თემასთან, განსაკუთრებულ, გამორჩეულ ადამიანთა ჯგუფის კუთვნილების გრძნობით, რომლებსაც სოციალურ ფენებში მაღალი მდგომარეობა უკავიათ.

ადამიანთან “შინაგანად დაკავშირებული” მშობელი. იუპიტერი მთლიანდ ოჯახზე აკეთებს აქცენტს და, _ “ანაბეჭდის” მთავარი წყაროს ხარისხში, _ რომელიმე ერთ-ერთ მშობელს არ გამოჰყოფს. აქ ხაზი ესმევა იმას, რომ ადამიანის მშობლებთან მენტალური ურთიერთობა არის ისეთი სახის, რომ, შესაძლებელია, მას ერთ-ერთი მათგანი ანდა ორივე მშობელი გამოხატულად ბრძენი ეჩვენებოდეს. მშობლების ასეთი აღქმა შესაძლოა იყოს გულწრფელი, რომელიც განასახიერებს სიმწიფესა და ოპტიმიზმს, ანდა არაგულწრფელი, რომელიც აღსავსეა მუქარითა და გაბღენძილობით (მაღალფარდოვანებით). ნებისმიერ შემთხვევაში ამოცანა იმაშია, რომ ადამიანმა შთაბეჭდილებები (იმპრინტები) ფართომასშტაბიანი თანხმობისა და გაგების გამომამუშავებელი საფუძვლის ხარისხში უნდა გამოიყენოს.

პრივატული ინტუიცია. აქ საქმე გვაქვს “გურუსთან, რომელიც მთის მწვერვალზე ზის”. ადამიანი გრძნობს, რომ შინაგანი ხელმძღვანელები უფრო “მაღლა დგანან” ანდა იმასთან შედარებით, რაც ჩვეულებრივ შესაძლოა რომ იყოს, უფრო განვითარებული “მე” აქვთ. ისინი აღიქმებიან როგორც ბრძენნი და კეთილისმყოფელნი, მათი რჩევები, თავისი ბუნებით, არაა პრაგმატული, ტონალობით ის უფრო დზენ-ბუდიზმის მსგავსია, რომელიც იწვეს მხოლოდ რეფლექსური გაგების საპასუხო თახმობას (“აჰა!”). ისინი დამაწყნარებლად იღიმიან და ადამიანის ცნობიერებას თავსატეხების ამოხსნას სთავაზობენ. მათი მუშაობის მეთოდები ჩვეულებრივ პარადიგმების* მოძრაობას/გადატანას წარმოადგენს _ არა პრობლემის გადაწყვეტა, არამედ მსოფლმხედველობის შესაცვლელად პარადიგმების გამოყენება. ისინი, შესაძლებელია, მხიარულ ონავრებადაც კი გადაიქცნენ. ხანდახან მათი ხუმრობები განწყობას იმ მომეტებში ამაღლებს, როდესაც ადამიანს სულში სიმძიმე აქვს. ადამიანის “ხელმძღვანელებს” (მენტორებს/ზედამხედველებს/მასწავლებლებს/”გურუებს”) ის უყვართ; ამიტომ ადამიანს შეუძლია მათთან ერთად იცინოს.

*(პარადიგმა პარა – გვერდით, დეიგმა – მაგალითი, ნიმუში, ჩვენება – არის ის, რაც მოვლენის, შემთხვევის გვერდით დგას და აჩვენებს, ამტკიცებს მას, როგორც მაგალითს და ნიმუშს. ის აძლევს ფენომენს მაგალითად, ყოფნის ძალას. ძალაუფლების ასეთი მინიჭება კი ნიმუშს, მაგალითს ამრავლებს და შემთხვევების განმსაზღვრელად, ხდომილების აუცილებელ წესად აქცევს. პარადიგმა გვევლინება როგორც წესი, კანონი, რომლის მიხდვითაც ეწყობა გარემო, რომლის მიხედვითაც ჩვენს გარემოში რაღაცა ხდება. ასეთი განმარტებით – პარადიგმები არიან სამყაროს კანონები, მითები, ყველაფერი ის, რაც შემთხვევის განხორციელების წესს განსაზღვრავს. პარადიგმა – პარა – გვერდით, დეიგმა – სანახაობა, ბაზრობა, არის ის, რაც სანახაობის, ხილულის გვერდით დგას და გვიხსნის მას. ანუ, აპირობებს მის ასეთად და არა სხვაგვარად აღქმას. ამ შემთხვევაში პარადიგმა მსოფლმხედველობრივი ფენომენია, ის, რაც არის მსოფლმხედველობის, ანუ, სამყაროში შემომხვედრების გარკვეული ინტერპრეტაციის საფუძველი. Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008).

ჰეტ მონსტერი

ოჯახში ბედნიერება, თანხმობა. ხშირად მემკვიდრეობით იღებენ სახლსა და სხვა ქონებას. ცხოვრების მეორე ნახევარში _ მყუდროება და კეთილდღეობა. კარგი ასპექტებისას _ მატერიალური და სულიერი სარგებელი სამშობლოში; ცუდი ასპექტებისას _ უმჯობესია წასვლა (სამშობლოდან, დაბადების ადგილიდან შორს). ძლიერი დაზიანებისას _ ოჯახის წევრთა შენახვა და დიდი გასავლების საკუთარ თავზე აღების აუცილებლობა.

ინდუბალა

დიდი ალბათობაა, რომ ადამიანი, იუპიტერით მეოთხე სახლში, სიამოვნებას მიიღებს ბედნიერი ოჯახური ცხვოვრებით ანდა იცხოვრებს კარგ კამპანიაში (გარემოში). ამ ადამიანებისგან კარგი მშობლები, გურუები ანდა ხელმძღვანელები დგებიან. ისინი განათლებულები, ზნეობრივნი და იღბლიანები არიან; შეიძლება მნიშვნელოვანი საკუთრების მფლობელებიც იყვნენ. დახმარებას იღებენ საკუთარი მშობლებისგან და ურთიერთობა აქვთ წმინდა პირებთან.

ფელიკს ველიჩკო

მთავარი ეს _ ოჯახია, მისი ღირსება, საკუთარი სახლი, უძრავი ქონება, საიმედოობა, კეთილდღეობა. ადამიანს შეუძლია ამაღლებული განწყობისა და ოჯახში კარგი ატმოსფეროს შექმნა. განვითარებულია ადამიანების გაგებისა და თანაგრძნობის ღრმა გრძნობა. საკუთარ საქმეს ოპტიმისტურად ეკიდება და წარმატებით არიდებს თავს ჩახლართულ სიტუაციებს. მხოლოდ ერთია, არ ჩქარობს საკუთარი ნიჭის გამოვლენას, იცდის, სანამ არ მომწიფდება. მშობლებზე დამოკიდებულება, რომელიც ბავშვობიდანვეა შეძენილი, დამოუკიდებელ ცხოვრებაში რთულად გადაილახება.

შეუძლია საკუთარი ავტორიტეტის გამოვლენა, მაგრამ სულის სიღრმეში უსამართლოდ თვლის, რომ მას სათანადოდ არ ფასებენ. ამასთან დაკავშირებით ხშირად დათმობებზე მიდის, რათა გარშემომყოფთა აღიარება მოიპოვოს. საკუთარ სახლში უყვარს სივრცე და ვერ იტანს სივიწროვეს და შეზღუდულობას. მიდრეკილია სიმსუქნისკენ. მისთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა მოწონება. სრულფასოვნებას სიბერეში აღწევს.

ეს მდებარეობა უთითებს მემკვიდრეობის მიღებაზე, საკუთრების შეძენაზე, მდგომარეობასა და 34-36 წლის ასაკის შემდეგ გაფურჩქვნაზე. იმედს იძლევა, რომ ადამიანს ექნება მშვიდობიანი, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, მყარი საოჯახო მეურნეობა და ოჯახის წევრთა პატივისცემა.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top