ფილანტროპია
ასეთი ადამიანი მსუბუქად და ცხადად მუშაობს და შეუძლია კარიერაში წარმატების მიღწევა. ის არასდროს რჩება სამსახურის გარეშე და ჩვეულებრივ კარგად გამოიმუშავებს კიდეც. გულუხვია, შეუძლია ადამიანებთან თანამშრომლობა. ფლობს კარგ ორგანიზატორულ უნარებს. განსხვავდება ძლიერი ჯანმრთელობით, სწრაფად ჯანმრთელდება და ავადმყოფობის შემდეგ ადვილად იღდგენს ძალებს. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში აღინიშნება მიდრეკილება შეშუპებითი პროცესებისკენ, ჭარბი წონისა და ღვიძლის დაავადებებისკენ. ხშირად ასეთი ადამიანი ზედმეტად ქედმაღალია, რითაც ადამიანებს განიზიდავს.
ისწრაფვის მომსახურებისკენ, სხვების სასიკეთოდ კონსტრუქციული შრომისკენ. გარშემომყოფებისა და საზოგადოების სასიკეთოდ საკუთარი შენატანის გაკეთებას მთელი ძალებით ცდილობს. ხშირად ირჩევს მკურნალის პროფესიას, ამით იკმაყოფილებს ავადმყოფებისთვის დახმარების გაწევისკენ მისწრაფებას. დაბადებიდანვე იცის, რომ ადამიანის სული პირდაპირ კავშირშია ფიზიკური სხეულის ჯანმრთელობასთან. სამედიცინო პრაქტიკას რელიგური შეფერილობა აქვს. უყვარს საკუთარ თავზე სამისიონერო და საექიმო ვალდებულების აღება, ინტერესდება სულიერი მედიცინის მეთოდებით და არატრადიციული მკურნალობით (მასაჟი, ჰომეოპათია, ნატუროპათია).
მას ყველა აფასებს იმისთვის, რომ მუშაობს უშვიათესი სინდისერებით და საიმედოდ. ისწრაფვის ხელმძღვანელებთან და ქვემდგომებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებისკენ. პლანეტის დაზიანებისას აღინიშნება სიზარმაცე, ჯანმრთელობის სისუსტე, დავალების შესრულებისას სიზარმაცე და გარშემომყოფებზე საქმის გადაბარებისკენ მიდრეკილება. ამ შემთხვევაში სიამოვნება და ფუფუნება ჯანმრთელობას ვნებს და ხშირად ღვიძლის დაავადების გამომწვევი ხდება. შეუძლოდ ყოფნისას იღებს ბრწყინვალე მკურნალობას, გარშემომყოფები კეთილი ყურადღებით ევლებიან თავს და უქმნიან მოსახერხებელ გარემოს. ის, თითქოსდა, ავადმყოფობისგან სარგებელს იღებს, ამიტომაც გადაუჭრელი პრობლემების წარმოშობისას ავადმყოფობისთვის თავის შეფარებისკენაა მიდრეკილი.
მისი ზრუნვა და თავად მისი ყოფნაც კი სასიკეთო გავლენას ახდენს სხვებზე _ ავადმყოფობის და უბედურების შემთხვევაში. როგორც ექიმს, ასეთ ადამიანს თან სდევს ფინანსური წარმატება და კლიენტების სიუხვე. ხშირად ასეთი ადამიანი მაშინაც კი შრომობს, როდესაც მაღალი საზოგადოების ფენაშია. ხშირად საკუთარ ძირითად სამუშაოს რელიგიურ მისიებთან და ფილანტროპიულ საზოგადოებებთან აკავშირებს. მთავარი საფრთხე ზომიერების დაუცველობასა და ექსცენტრიკულობაში ვლინდება. ასეთი ადამიანისთვის მთავარი წამალი _ სულიერი სიწყნარე, თანხმობა და ემოციონალური გაწონასწორებულობაა. შესაძლოა დიდი წარმატება მიწათმოქმედების და სასოფლო-სამეურნო საქმიანობის საფუძველზე, ასევე ეკოლოგიის, დიეტოლოგიის და ჰიგინების სფეროებში.
პაველ გლობა
დადებითი ასპექტებისას (+) კარგი თანამშრომელი, კეთილსასურველი ურთიერთობა კოლექტივთან, ხელმძღვანელების კეთილგანწყობა, მყარი სამუშაო ადგილი, სამსახურში ჯანსაღი ატმოსფერო. სამსახურში ნელა, მაგრამ მყარად მიიწევს წინ, აღწევს პრესტიჟს. საქმეში საიმედოა, მასზე დაყრდნობა შეიძლება. კარგად შრომობს, მაგრამ ხშირად საკუთარი პრესტიჟისთვის. მედიციანში ახალი მიმართულებების დამფუძნებლები არიან (ჰიპოკრატე, სეჩენოვი).
უარყოფითი ასპექტებისას (-) ბიუროკრატი, უნდობი, არ ითვალისწინებს კოლექტივისა და უფროსების აზრს. არ აქვს ორგანიზატორული უნარები, მაგრამ აქვს ხელმძღვანელი თანამდებობისკენ სწრაფვა, სამსახურში კონფლიქტები, თანამშრომლების მხრიდან სიძულვილი, ხშირად _ დამცირება, სამსახურში მონური მდგომარეობა.
იუპიტერი მეექვსე სახლში ჰქონდათ: კეილის, კისინჯერს, უინძორის ჰერცოგს.
სამსახურის გაწევისა და კონსტრუქციული საქმიანობის აქტიური ინტერესი. სურვილი საკუთარი შენატანი გააკეთოს სხვა ადამიანებისა და ზოგადად, საზოგადოების სასიკეთოდ. შესაძლოა თანდაყოლილი ჰქონდეს იმის გაგება, რომ ადამიანის სული და სამშვინველი უშუალოდ მის ფიზიკურ ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. საექიმო საქმე (რომელსაც ისინი ხშირად ირჩევენ) ხშირად დაკავშირებულია რელიგიასთან. ისინი მუშაობენ უკიდურესად სინდისიერად და საიმედოდ, რის გამოც მათ აფასებენ. ამ ადამიანს სერიოზული და შემოქმედებითი ურთიერთობა აქვს სამუშაოსთან _ იმასთან, რასაც სხვა ადამიანები მძიმედ და მოსაწყენ მოვალეობად თვლიან. მას მოსწონს ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებაში დახმარება, და რაც უფრო მეტად ემსახურება სხვებს, მით უფრო დიდ სარგებელსა და დასაჩუქრებას იღებს საპასუხოდ. ძალიან კარგი გზაა _ რაიმე სახით ჯანრთელობის გაკაჟებასთან შეხება.
ავესალომ პოდვოდნი: “მსხვილი ხელმძღვანელი პირი დიდი მარცხის წინაშეა”
იუპიტერი მეექვსე სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია. საერთოდ ბევრი რამ _ სულაც არ არის აუცილებლად კარგი იყოს, განსაკუთრებით თუ საკუთარ საქმეს ისე აღიქვამს, როგორც ღვთის სასჯელს. მითუმეტეს, მეექვსე სახლში მყოფი მარსისგან განსხვავებით, _ როცა ადამიანს უწევს შრომაზე ბევრი ძალისა და ენერგიის დახარჯვა, _ მეექვსე სახლში მყოფ იუპიტერს მხედველობაში აქვს ის, რომ ადამიანის წინაშე მუდმივადაა დამატებითი სამუშაოს და საქმიანობაში საკუთარი ძალის ახალი სახით გამოყენების შესაძლებლობები, მაგრამ ამას არავინ აიძულებს. დაზიანებული იუპიტერი ნიშნავს, რომ გასახსნელი შესაძლებლობები ადამიანს დიდი ხნით არ დააინტერესებს და მისი შრომა არ ჯილდოვდება სწრაფი წარმატებით.
ჰარმონიული იუპიტერი იძლევა განსხვავებულ შესაძლებლობებს, მრავალი ინსტრუმენტების ფლობას და საქმიანობაში ბედნიერებას. მითუმეტეს, საქმეში წარმატება მუდმივად ითხოვს საკმარის, დიდხნიან და მობილიზებულ შრომას, და აქ იუპიტერი, როგორც დაზიანებული, ასევე ჰარმონიული, იძლევა საკუთარი ძალების გაფანტვის ძლიერ ცდუნებას, პირველ შემთხვევაში (დაზიანებული იუპიტერისას) _ ანაზღაურების გარეშე, მეორე შემთხვევაში (ჰარმონიული იუპიტერისას) _ სუსტი, დაუკმაყოფილებელი (კარმული) შედეგით. დამუშავება იძლევა ნებისმიერ მოწოდებაში ბრწყინვალე მიღწევებს _ განსაკუთრებით მეექვსე სახლისა და იუპიტერის მაჩვენებული ასპექტებისას, _ მაღალ დონეზე სამეცნიერო, ფილოსიფიურ და რელიგიურ-ფილოსოფიურ კვლევა-ძიებებში.
ეს მდებარეობა, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერისა, იძლევა ჭარბი წონისკენ მიდრეკილებას, მსხვილ, ამობურცულ ხალებს, მეჭეჭებს, ფლუსებს* და სიმსივნურ წარმონაქმნებს. საჭიროა ზომიერების დაცვა კვებაში, რაც შეიძლება რთული იყოს კარგი კულინარიული უნარებისას, განსაკუთრებით, თუ იუპიტერი იმყოფება კუროს, კირჩხიბის ანდა ქალწულის ნიშანში.
ჯანმრთელობის მდგომარეობას და განწყობას თან სდევს ენერგიის დანაკარგები, ზოგადად კი, გულთბილობა და შემწყნარებლობა.
*ფლუსი G. Fluss ღრძილის დაჩირქება. Gk. Parulis ჩირქგროვა, რასაც იწვევს კბილის ფესვის გარსის ანთება. ფლუსს სხვანაირად უწოდებენ ყბის შეშუპებას. Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. – თბ. : [მერიდიანი], 2011. – 442გვ. ; 20სმ.. – ყდაზე ავტ. მითით. არ არის. – რეზ. რუს. და ინგლ.. – ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ბორის იზრაიტელი
ადამიანის უგუნებობის მიზეზები _ ყველა სახის საკვებით ორგანიზმის გადატვირთვა (არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ინტელექტუალურითაც), უსარგებლო საკვების ექსპანსია და ასიმილაცია. ზიანდება ღვიძლი, ამიტომაც საჭიროა მისი გაწმენდვა. ადამიანი კარგად მართავს კოლექტივს, ჰყავს დიდი რაოდენობის დაქვემდებარებული ანდა მსახური, რომელებსაც საკუთარი ნდობით შთაგონებს. შეუძლია წვრილი პრობლემები გადაუჭრელად დატოვოს (ამიტომაც მომსახურების გარეშე ვერაფერს გააწყობს). ავლენს პედაგოგიკის უნარებს. შეუძლია იმუშაოს სამოგზაურო სააგენტოში, იყოს მღვდელი, იმსახუროს საქველმოქმედო ორგანიზაციაში. ადამიანს უყვარს ცხენები, დიდი ძაღლები (სენბერნარის ტიპის). მათგან გასხვავებით, ვისაც მარსი მეექვსე სახლში აქვთ, მისდევს ჯიშიანობას (წმინდა სისხლი, მედალოსნები).
ავადმყოფობა და მკურნალობა. ავადმყოფობები გამოწვეულია ფიზიკური ანდა ფსიქოლოგიური გადაჭარბებისგან. ადამიანი ცდილობს, როგორც გარე სამყაროში, ასევე აზროვნების სფეროში, ძალიან ბევრი რამ ძალიან მცირე ვადაში განახორციელოს. ის ვარაუდობს, რომ ნებისმიერი ოდენობის სტიმული, რომელიც მასთან მოდის, არაა იმაზე მეტი, რისი გადახარშვაც, ნებისმიერი რაოდენობის აღქმისას, შეუძლია. მხოლოდ ერთი რამ უნდა ახსოვდეს: უდიდესი ტევადობის შთაბეჭდილების გადაყლაპვის სურვილისას, მკვეთრი ექსპანსიისკენ მისწრაფებისას, შესაძლოა ამან გამოთიშოს და ძველ საზღვრებში დააბრუნოს. შედეგი _ ძალებისგან დაცლის გამო ცუდად გახდომა. მისი ღვიძლი ძალიან დაუცველი ორგანოა. ამოცანა _ აღმოაჩინოს გაუგებრობები და მოახდინოს მათი კორექტირება იმ სფეროში, რომელიც არეგულირებს პირად აღმქმელობას. შინაგანად მოდუნდეს, თანდათანობით წაშალოს საკუთარი ექსცესები.
არათანაბარი ურთიერთობები (უთანასწორო). ურთიერთქმედებებში არათანაბარი (უთანასწორო) სტატუსისადმი არც ისე განსაკუთრებულად მგრძნობიარეა; პირიქით, წყნარად აცნობიერებს უთანასწორობის პრაგმატულ აუცილებლობას, ესმის ბუნებრივი სოციალური წესრიგი. მსგავს მიღებებთან ერთად ოპორტუნიზმის პოზიციას იძენს, გეგმავს ურთიერთობის ყველა დონეზე, სასიამოვნო მანერებით და მსუბუქი მიმზიდველობით მოხერხებულად “დაცურავს”. თუ ის განაწყენებულია საკუთარ ხელმძღვანელზე, მაშინ იშვიათად ახდენს ამ მდგომარეობის დემონსტრირებას. თუ მას დაქვემდებარებულების მიმართ შემწყნარებლობის გრძნობა გაუჩნდება, მაშინ ამას შენიღბავს, თუმცაღა, არც ისე კარგად, როგორც საპარისპირო სიტუაციაში ხდება. ხაფანგი _ პრივილეგიებით გაუცნობიერებლად, მოჩვენებითი გულწრფელობის დახმარებით, ბოროტად სარგებლობა. საკუთარი სოციალური მდგომარეობის უპირატესობები ძალიან ხშირად არ უნდა გამოიყენოს. უნდა დარჩეს თვინიერი და მეგობრული, უნდა დაადასტუროს საკუთარი გულწრფელობის ჭეშმარიტება. ამოცანა _ კეთილიშემოქმედებითი მიზნებისთვის გამოიყენოს ძალაუფლების იერარქია _ რა თქმა უნდა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც.
ვალი და მსახურება. ამ ადამიანისთვის დახმარების გაწევა ბუნებრივია, ეს მისი სოციალური სიამაყის წყაროა. ადამიანებს სთავაზობს იმ წესრიგის გაზიარებას, რომელიც თავად მას სიცოცხლეს სჩუქნის, _ რაოდენ დიდი ანდა პატარაც არ უნდა იყოს იგი. დაგროვებულიდან სხვებზე რაც უფრო მეტს გასცემს, მით უფრო უხვად დაჯილდოვდება მომავალში. მისი დახმარების განსაკუთრებული მეთოდი იმის გაგებაშია, რომ ღმერთი მის მხარეზეა, რომ მის შიგნით დაფარულია ყველა ის საშუალება, რომელიც აუცილებელია მთლიანი და ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელად. ხანდახან თავად მასაც არ სჯერა ამის, მაგრამ თუ მის გარემომცველ პესიმიზს დაუპირსპირებს პოზიტიურ პოზიციას, მაშინ თავიდან შეიძენს ოპტიმიზსა და თავდაჯერებულობას. როდესაც ადამიანებს ახსენებს რაიმეს, ის თავადაც იხსენებს იგივეს. ხაფანგები _ ცარიელი პირობები და იმედგაცრუებები. ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ კარგ ცხოვრებაზე მის სიტყვას რაიმე სახის პრაგმატული საფუძველი აქვს, რადგანაც გამაბრუებელ და შემაფიქრიანებლ მომენტებს შეუძლია საუბარი უარყოფითისკენ წაიყვანოს მაშინ, როდესაც საქმე უკეთესობისკენაა, არადა, მხოლოდ ამის დაჯერება უნდა მოახერხოს. ამოცანა _ სიმართლე ყველაზე საუკეთესო, შესაძლო საშუალებებით გადმოსცეს.
ტექნიკური აზროვნება. მენტალური დისციპლინა _ ეს “ბუნებრივი ნარკოტიკია”. ნერვიული სისტემის სამუშაოს რიტმები და სააზროვნო აქტიურობები ზუსტად ეთანხმება ერთმანეთს. თუ განვიხილავთ მხოლოდ იუპიტერის მოცემულ მდებარეობას, მაშინ შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანი სუსტ წინააღმდეგობას უწევს საკუთარი მენტალური სტიმულატორების გაბერვას. სოციუმში კი სხვა ადამიანების დრამატულმა ნეგატიურმა აზრებმა შესაძლოა გამოიწვიოს მისი ლოგიკური პროცესების კვება და დააბრუნოს ის რეალურ სამყაროში. თავისუფალი ასოციაციები ართობს მას, მხოლოდ, ეს სულაც არაა აუცილებელი პროდუქტიული საწყისით აღინიშნებოდეს. სიზუსტისა და სიცხადის უკმარისობა – მთავარი ხაფანგია. ამოცანა _ სოციუმში ადამიანების მოქცევაზე დაკვირვება და დაკვირვების, _ რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციულ აღქმასთან _ ორგანიზება.
დისციპლინა და შაბლონები. მას მოსწონს როგორც ცხოვრების რეგულირება, ასევე ცხოვრების დამოუკიდებელი დინება, სადაც საერთოდ არაა განრიგი. არ აქვს მნიშვნელობა რა სქემით ცხოვრობს, სანამ მის მიერ გადაწყვეტის პროცესში მყოფი ამოცანები არ მიაერთებენ სოციალური აქტივობის სამყაროს. მისთვის უფრო სასურველია საქმე ჰქონდეს არა კონკრეტულ ამოცანებთან, _ თუმცაღა, ბუნებრივია, ეს ამოცანები ხშირად წაართმევენ დროს, _ არამედ კულტურის სფეროს საკითხებთან. უმჯობესია ინფორმაციის დეტალური დამუშავება სხვა ადამიანებს მიანდოს, ამასთანავე დეტალებზე მუშაობისას სხვა ადამიანებს რაც უფრო მეტ საზრუნავს გადააკისრებს, მით უკეთესია მისთვის.
ნეტ მონსტერი
სამუშაო სამკურნალო ანდა სასწავლო დაწესებულებებში, მისიონერული მისწრაფებები. ინტერესდება მკურნალობის არატრადიციული მეთოდებით. დაზიანებული იუპიტერი იძლევა თვალთმაქცობას სამუშაოსთან და ავადმყოფობასთან მიმართებაში, ყველაზე მთავარი – ღვიძლია (ანუ დაუცველია და უნდა გაუფრთხილდეს).
ინდუბალა
ეს უთითებს იმაზე, ვინც ემსახურება მნიშვნელოვან ადამიანს. ადამიანები ასეთი იუპიტერით პატივმოყვარენი არიან, შეუძლიათ სხვებთან ხშირად იჩხუბონ. ჩვეულებრივ, ისინი ჯანმრთელნი არიან, აქვთ მოგზაურობის მრავალი შესაძლებლობა. მოსალოდნელია მრავალშვილიანობა და უგუნურად ფულის გამოყენება.
ადამიანის ზრდა, მისი წინსვლა, თვითრეალიზაცია და დამკვიდრება სამუშაოსა და პროფესიულ სფეროებში ხდება. გარშემომყოფები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანს მუდამ შეეძლება წყლიდან მშრალად გამოსვლა, რომ ის ბედის ნებიერაა. მას მატერიალური კომფორტისა და საზოგადოებრივი აღიარების ძლიერი მოთხოვნილება აქვს და მის დასაკმაყოფილებლად თითქმის მუდამ პოულობს საშუალებებს. იმის ეშმაკობა ჰყოფნის, რომ ყოველთვის ის გააკეთოს, რასაც მისგან ელიან. ისწრაფვის საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებისკენ და რაც შეიძლება დიდი მოცულობის საქმის წარმოებისკენ. საქმეში შეიძლება წვრილმანებმა ზედმეტად გაიტაცოს. მისთვის უცხო არაა ქველმოქმედება. ხანდახან გონებაში გაუელვებს, რომ მისი იდეები იმდენად კარგიც არაა, როგორც სხვები ამბობენ, მაგრამ სახელის მაძიებლობა და პირფერობის წინაშე უსუსურება ამ აზრებს თრგუნავს. მისწრაფება იყოს მაქსიმალურად სასარგებლო, რაც მის წინაშე მედიცინისა და პოლიტიკის გზებს ხსნის. ნერვიული სისტემის მუდმივი გადატვირთვები რეგულარულ დასვენებასა და მოდუნებას ითხოვს.
ძალიან რეგლამენტირებული სამუშაო დღის ქონისას ადამიანი საკუთარ თავს ისე იგრძნობს, როგორც ციხეში. უპირატესობას ანიჭებს შთამაგონებელ (აღმაფრენ) საქმიანობას, მოცემული წამის გავლენის ქვეშ მუშაობას, _ ყოველგვარი საათობრივი განრიგის გარეშე. საჭიროა იმის გაცნობიერება, რა არის ახალი აღმოჩენების მიზანი.
აქ იუპიტერი უთითებს კარგ ჯანმრთელობაზე, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ზომიერების დაკარგვამ და ზედმეტმა ცხოვრებისეულმა სიამოვნებებმა, რისკენაც მიდრეკილია. სამუშაოს დროს დანაკარგულმა დაძაბულობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტონია, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის გადატვირთვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სისხლძარღვთა კედლებზე ქოლესტერინის დაგროვება (აპოპლექსია, ინსულტი, ინფაქტი, ზედმეტი წონის გამო ფეხების ტკივილი). იუპიტერი მეექვსე სახლში სუსტად ვლინდება და მისი ყველა თვისება საჭიროა განხილულ იქნეს უფრო როგორც ტენდენცია, ვიდრე როგორც მკვეთრად გამოხატული თვისება.
სტატიის ავტორი: ნინო