იუპიტერი მშვილდოსანში

იუპიტერი მშვილდოსანში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა  ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

სიკეთე + გულითადობა = რელიგიურობა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ვლინდება ტირანიისა და დიქტატურისკენ გამოხატული მიდრეკილება, ასევე სხვა ადამიანების მიმართ ზედმეტი მოთხოვნების წაყენება და ცდუნებების აყოლა. ადამიანი აზარტული და მოლაყბე ხდება, ვლინდება მფლანგველობის ჟინი და კამათის გამო კამათის სურვილი. ხშირად, საკუთარი ინტერესებისთვის სხვა ადამიანების გამოყენებისკენაა მიდრეკილი.

ბუნების ჰარმონიულად განვითარებისას ყალიბდება პირდაპირი და პატიოსანი ლიდერის ტიპაჟი, რომელიც არის ზუსტი და აკურატული, გულისხმიერი და გულუხვი, კეთილშობილი და დიდსულოვანი. აღმერთებს თავისუფლებას და ქვეყნად ყველას განთავისუფლებას ცდილობს. ილტვის კავშირისკენ და სწყურია სამართლიანობის აღდგენა. დამოუკიდებელი და სულიერია, მთელი ძალისხმევით ცდილობს საკუთარი ჰორიზონტის გაფართოებას და სევდიანობს შორეულ ქვეყნებზე. ასეთ ადამიანს ფილოსოფიის, რელიგიისა და პოლიტიკის შესწავლის მყარი ინტერესები აქვს და უეჭველად მიმართულია როგორც სულიერ-რელიგიურ, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში ზესვლისკენ. საკუთრების დაუფლებისკენ სწრაფვას, ხშირად, საკუთარი თავის სასარგებლოდ სარისკო ღონისძიებების შემობრუნების განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, წარმატებამდე მიჰყავს. მუდამ მზადაა ახლობლისთვის დახმარების გასაწევად, მაშინაც კი თუ ხვდება, რომ მას უბრალოდ იყენებენ. უსმენს ყველა შეთავაზებას, რომელიც მატერიალურ და ფინანსურ მოგებას უქადის, მაგრამ ზოგადად, არაა დაკავებული კმარობისა და დაგროვების საკითხებით. ხშრიად მატერიალურისა და მიწიერის მიმართ ღია სიძულვილს ავლენს, რასაც თავიდან დანაკარგებამდე მიჰყავს, მაგრამ მოგვიანებით, მაღალი იდეალური პროგრამების წარმატებულად გახსნით მის კომპენსირებას ახდენს.

ადრე თუ გვიან, საკუთარი იდეალების გამო თავგანწირული ბრძოლა, მატერიალურ კეთილდღეობასაც იწვევს. პირადი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ უკიდურესად ძლიერი ლტოლვა აქვს. მის ცხოვრებაში მრავალი ცვლილება, გადაადგილება და გარდატეხა ხდება. თანმიმდევრული სულიერი განვითარების მიუხედავად, ასეთი ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში არაერთხელ იცვლის შეხეულებებს როგორც გარემოზე, ასევე საკუთარ თავზეც. ხასიათი პატიოსანი და სამართლიანი, კეთილშობილი და ღვთისმოსავი. ბუნებისა და ბავშვების სიყვარული დიდი აქვს. ინტერესები უკიდურესად მრავალსახეობრივი და ფართეა. შესაძლოა ზედმეტი სენტიმენტალიზმი და აზარტული თამაშობების გამო დანაკარგები. გონება ცოცხალი, ფილოსოფიური მიმართულებით, რომლისთვისაც უცხო არაა პრაქტიკული პრობლემებიც. წარმატება შესაძლებელია საგამომცემლო საქმიანობაში, პოლიტიკასა და ახალგაზრდობის აღზდის სფეროებში. ასეთი ადამიანი ცდილობს დაუქვემდებაროს საკუთარი ქცევაცა და სხვა ადამიანების ქცევებიც ზუსტად ჩამოყალიბებულ ზნეობრივი პრინციპების სისტემას.

ის ნათლად აცნობიერებს საკუთარ ადგილს და როლს საზოგადოებაში, მოსალოდნელ სოციალურ ცვლილებებზე თანდაყოლილ წინათგრძნობას ფლობს. უკიდურესად ავტორიტეტულია, მისი მსოფლმხედველობა ფართო და ღრმაა, ის ხალხში პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პოზიციებთან კომპრომისებზე არასდროს მიდის, სახელისუფლო სტრუქტურებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მკვიდრდება. უბრალოდ საკუთარი იდეები და აზრები იმდენად სულიერად და ცეცხლოვნად შემოაქვს, რომ სხვებს მათი უარყოფა არ შეუძლიათ. ცდილობს მაღალი ადგილის დაკავებას, სწყურია პატივი და დიდება. ხანდახან მოურიდებელი და სითავხედემდე მისული უცერემონიოა. ხშირად პრივილეგიების მიღების მცდელობა წარმოშობს უზომო სიძუნწეს. ასეთი ადამიანი “მაღლა სწევს სულიერი ავტორიტეტების დროშას” და მგზნებარედ ემსახურება საზოგადოებასა და ეკლესიას. ფლობს ორგანიზატორულ ტალანტს და სინათლისა და ბედნიერების მაძიებელთა ჯგუფების სოციალური და სულიერი განვითარების ნიჭს.

უეჭველად ინტერესდება ყველა უხილავითა და ამოუცნობით, ორგანიზატორულ და პედაგოგიურ საქმიანობაში “ანსხეულებს” საკუთარი ოკულტური კვლევა-ძიებების შედეგებს. ასეთი ბუნების მქონე ადამიანი ხიბლიანია, ხშირად საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, რის გამოც მიდრეკილია ყველა სახის უსიამოვნებებში ჩავარდნისკენ. ასეთი ადამიანები უეჭველად კეთილშობილნი, გულუხვები, გახსნილები და გულთბილნი არიან, ამიტომაც მათ მუდმივად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ჰყავთ მიმდევრებად, რომლებიც მათი მაგალითით არიან შთაგონებულნი და სწამთ მათი ვარსკვლავის. ასეთი ტიპის ადამიანები მიდრეკილნი არიან ახალი პოლიტიკური პარტიების ორგანიზებისკენ, რაშიც ვლინდება ექსპანსიით მათი ბუნებრივი გატაცება. მიდრეკილნი არიან ამა ქვეყნის ძლიერების წინაღდგომისკენ, რაც ვლინდება მათ პოზიციებში ხელისუფლებასა და ხალხის დაპირისპირების დროს. საუკეთესო შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაძლოა ისინი საკუთარი ინტერესების განხორცილებისთვის გამოიყენოს, ცუდ შემთხვევაში – დაზარალდეს იმიტომ, რომ ასეთ ადამიანს არაფრად უღირს ათასობით თანამოაზრის დარაზმვა და მათი წაყვანა ახალი გამარჯვებების მისაღწევად.

ნიკოლაუს კოპერნიკი. იუპიტერი მშვილდოსანში

ასეთი ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე დაკავებულია აქტიური საქმიანობით, რომლის შედეგსაც უშურველად გასცემს. გადამწყვეტად და უკომპრომისოდ იცავს საკუთარ ზნეობრივ პოზიციებს და საკუთარი მართალი საქმის დასაცავად ბოლომდე ბრძოლისთვის მზადაა. ხანდახან თანაგრძნობა დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ უბიძგებს, შედეგად კი  ხშირად ღალატობენ ისინი, ვის გამოც “მკერდით ამბრაზურას გადაეფარნენ”. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ როგორც ცეცხლოვანი მეომრები  იდეის გამო, ასევე დახვეწილი დიპლომატებიც, რომლებიც მოლაპარაკებებში წარმატებას აღწევენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი შესაბამისი შესაძლებლობის დაჭერა და მისი საერთო სარგებლისთვის გამოყენება. ძალიან კომუნიკაბელურნი არიან და უყვართ კამპანიებში ყოფნა. მათ მოსწონთ სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება. ისინი იშვიათად ვინმეს თუ დაექვემდებარებიან, მაგრამ ყველაზე ხშირად თავად იკავებენ ხელმძღვანელ ადგილებს.  შორსმჭვრეტელნი და ღრმადმოაზროვნენი, გახსნილები და ოპტიმისტები არიან. ხანდახან უყვართ ხელგაშლილობა და მფლანგველობა. ასეთი ადამიანები მუდმივად მოუსვენრები არიან, მაგრამ მათი ენერგია უპირობოდ მიმართულია ცხოვრების სრულყოფისკენ. ზუსტები, ერთგულები, გონებამახვილნი და ზრდილობიანი მეგობრები არიან, მათი გონება ჰუმანური, ფართო, მიმტევებლური და გულწრფელია.

 ხშირად ფლობენ წინასწარმეტყველების ნიჭს, რომელიც საშუალებას აძლევთ არამხოლოდ დაინახონ შორეული მიზნები, არამედ დაინახონ მათი მიღწევისთვის მეტ-ნაკლებად ეფექტური, ბუნებრივი გზებიც.  დაბადებიდანვე სულიერი ლიდერები არიან, რომლებიც იმსახურებენ უფლებას მასწავლებლებად იწოდებოდნენ. მათთვის დამახასიათებელია რელიგისადმი, ყველა დროისა და ერის კულტურისა და ფილოსოფიური მემკვიდრეობისადმი მყარი ინტერესი. ისინი ცდილობენ საკუთარ თავში რაც შეიძლება მეტი განსხვავებული პოზიცია მოიაზრონ იმისთვის, რომ გამოიმუშაონ წარმოდგენებისა და პრინციპების კომპლექსური სისტემა. ასეთი ადამიანები საჭიროებენ სულიერი ავტორიტეტების მიყოლას და მუდამ საკუთარი სულიერი ფილოსოფია აქვთ, რომლის საფუძველზეც საკუთარ ბედს აგებენ. მათი მისწრაფება, დაიმორჩილონ ყველა ქცევა მყარი ზნეობრივი პრიცნიპებით, მათ მოწინააღმდეგეებშიც კი პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევს. მათთვის ნაცნობია ადამიანური ცნობიერების ბუნება, შეუძლიათ ნებისმიერ სოციალურ გარემოში ადაპტაცია.

ისინი ინტუიციურად ინფორმირებულნი არიან სამყაროში ადამიანის არსსა და ამოცანებზე და იციან ძირითადი (უმაღლესი) სულიერ-შემოქმედებითი ძალის შესახებ, რომელიც მატერიალური სამყაროს გარე ევოლუციისა და ზედაპირული საზოგადოებრივი პროცესების მიღმა დგას. ასე თუ ისე, ეს ადამიანები მიდიან მაღალ რელიგიურ რწმენამდე და უმაღლესი საწყისის წინაშე ქედს იხრიან. ისინი, ამ რწმენაზე სხვების მოქცევას აქტიურად ცდილობენ, ნაწილობრივ, საკუთარი შვილებისა და პარტნიორების. ოჯახში თანამოაზრეები მათ ფართო საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატების გარანტიას აძლევენ. თუმცა-ღა, თავად ისინიც, ყველაფერ ახალს საკმაოდ კრიტიკულად აღიქვამენ  ჩამოყალიბებული სულიერ-ზეობრივი სისტემის ჩარჩოებში, ამიტომაც მსჯელობებში მუდამ დამოუკიდებელნი არიან და საკუთარი წარმოდგენების განვითარება არ აშინებთ. მიდრეკილნი არიან საკუთარი პრინციპების მოწინააღმდეგეების დაიგნორებისკენ ანდა მათ როგორც მტრებად ისე აღქმისკენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი “უგუნურობის” მოწონება არ შეუძლიათ. ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია განსაზღვრული მოუთმენლობა. თუმცა, ხშირად, ის ყველაზე განსხვავებული შეხედულებების ფართო ჰარმონიული სინთეზის მეშვეობით გადაილახება. ასეთი ადამიანები ხშირად ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოსდა, ყოველთვის ყველაფერი იციან. საქმეში კი ეს დასტურდება _ ისინი ნამდვილად ბრწყინვალედ არიან ინფორმირებულნი საზოგადოებაში, ბუნებასა და უმაღლეს სამყაროში მომხდარი მოვლენების შესახებ.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

იუპიტერი, ნეპტუნთან ერთად, საკუთარ სამყოფელში იმყოფება, ცეცხლოვან ნიშანშია.

ამ ნიშანში იუპიტერი ზუსტად მთელი ძალით, აქტიურ სოციალურ დონეზე ვლინდება.

უარეს შემთხვევაში, თუ თუ საქმე გვაქვს დაბალი სულიერი განვითარების ადამიანთან, მაშინ შესაძლოა გამოვლინდეს გამოხატული თავხედობა, “ღორობა”, მოურიდებლობა, თანამდებობების დაუფლების სურვილი,  ამასთანავე საკვანძო თანამდებობების. აღიარებების, პრივილეგიების, პატივის მიღების წყურვილი, მიუღებელი, ყოვლისმომცველი სიხარბის გამოვლინება, კადნიერება, ამასთანავე ყველა ამ ნაკლის გადამეტებულად გამოვლინების ტენდენციაა, თუ ეს თვისებები უკვე იყო, მაშინ შესაძლოა ასეთი თვისებების მქონე ადამიანებს გამოუვლინდეს (და დაემატოს) უდიდესი აქტიურობა, ბრწყვინვალე ორგანიზატორული უნარები  ამ ყველა თვისებისა და შესაძლებლობის წყალობით კი ძალიან ბევრი ადამიანის აყოლიებას შეძლებს. მაგრამ თუ ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში მოვა და ძალაუფლებას ხელთ იგდებს, მაშინ ადვილად დაკარგავს თვითკონტროლს, ეს ყველაფერი ძალიან გაიტაცებს.

საუკეთესო შემთხვევაში, ადამიანისთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ავტორიტეტების აქტიურად შემოტანა (მათი პროპაგანდა), რელიგიური მსახურება, მგზნებარება, დაუდგრომლობა, აქტიური სწრაფვა ამოუცნობისკენ, იდუმალისკენ, ხელმძღვანელობისკენ და ჰქონდეს დაჟინებულად რაიმეს კეთების უნარი, ადამიანების ნათელ გზაზე მიმართვის/დაყენების ნიჭი. ადამიანებს, იუპიტერით მშვილდოსანში, აღენიშნებათ აშკარა პედაგოგიური და ორგანიზატორული უნარები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მგზნებარენი და მოუთმენელნი არიან, შეუძლიათ იყვნენ კარგი მასწავლებლები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები იუპიტერით სასწორში უკეთესი მასწავლებლები არიან, რადგანაც მათ ალტერნატიული მიდგომა აქვთ.

ჩვეულებრივ, ამ ადამიანისთვის დამახასიათებელია სამართლიანი საქმისთვის ბრძოლის შესაძლებლობის ძიება, საერთოდ ექსპანსია, ამასთანავე, შესაძლოა არაგონივრულმა აქტიურობამ ძალიან შორს წაიყვანოს, ძალიან ძლიერ იტაცებს სხვა მიმართულებები და ამის გამო პირველსაწყისს სცდება, ხშირად კარგავს თვითკონტროლს და ამის გამო შესაძლოა გადაიწვას.

მაგრამ მაინც, ის საკმაოდ კეთილშობილი ადამიანია, საკუთარ გულს ყველას გულუხვად სთავაზობს, საკუთარ თავს უშურველად გასცემს, სხვებს მაგალითს აძლევს, მიმართავს და ხელმძღვანელობს მათ, საკუთარი ენთუზიაზმით მუხტავს, ყველა წინ (პროგრესისკენ და მომავლისკენ) მიჰყავს და თავადაც წინ მიიწევს. ეს ნამდვილი ლიდერები არიან, რომლებიც არ მაიტოვებენ მათ, ვინც აიყოლიეს და გაიყოლიეს.

იუპიტერის მშვილდოსნის ნიშანში ტრანზიტისას საზოგადოებაში იქმნება ახალი პარტიები, ვლინდება ექსპანსიის საერთო ტენდენციები (იუპიტერის მშვილდოსანში ყოფნისას მრავალი ომი დაიწყო). ხელისუფლება ამ პერიოდში “მხეცდება” და ავლენს გამოკვეთილ ანტაგონიზმს საკუთარ თავსა და ხალხს შორის. თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლებამ შეიძლება ხალხი რაიმე იდეის გამო აიყოლიოს და მისი მეშვეობით მოახდინოს ახალი გამარჯვებების მიღწევა.

მშვილდოსნის ნიშანში იუპიტერის გავლის პერიოდი გვასწავლის დაკავებული სოციალური პოზიციის მსახურებასა და საკუთარი თავის ბოლომდე გაცემას. თუ იუპიტერი მორიელში გვასწავლის საკუთარი პოზიციების დაცვას, იუპიტერი მშვილდოსანში – სამართლიან საქმეში ბრძოლის დროს თავდასხმასაც კი გვასწავლის.

 იუპიტერი მშვიდოსანში ჰქონდათ: ელიზაბეტ I-ს, ჰეგელს, ვან გოგს, გოიას, გურჯიევს

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

თუ მარსი მშვილდოსანს მოუგერიებელს ხდის, მაშინ იუპიტერი, პირიქით, მას მყარს და მიუდგომელად აქცევს. მისი შეხედულებების სიფართოვე, კეთილგანწყობა, უსიამოვნო წვრილმანების დანახვის უუნარობა (და მათი დანახვის სურვილის უქონლობაც) და საერთო ფილოსოფიური ხედვა საგნებზე, ნებისმიერი უბედურების წინაშე სრულიად დაუცველს ხდის. მშვილდოსანს იუპიტერი მუდმივად აძლევს ფსიქოლოგიურ ანდა რეალურ კომპენსაციას, ახალ შესაძლებლობებს, იღბალს და სხვა, რის შედეგად, ის ამ სამყაროში თავს ძალდაუტანებლად და დარწმუნებით გრძნობს (უფრო ზუსტად, იმ სახლებში, რომელსაც მართავს ანდა მშვილდოსნის ნიშანთან აქვს ასპექტი), თუმცაღა, არსობრივად, განსაკუთრებით ცუდი დამუშავებისას, შესაძლოა ამის არასაკმარისი საფუძველი იყოს. დაბალ ოქტავაში ეს მდებარეობა უთითებს საშუალოზე მაღალი დონის იდეურ-ადმინისტრაციულ ხელმძღვანელზე, რომელიც რეგულარულად აგდებს მასზე დაკისრებულ სამუშაოს, რის შემდეგაც ბედს ანდა პროტექციას იგი მომდევნო ეტაპზე – არანაკლებ საპატიო და საპასუხისმგელო თანამდებობაზე – გადაჰყავს.

დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს სნობიზმი და ფართე შეხედულებების ქვეშ უკიდურესი ზედაპირლობა და სივიწროვე, სოციუმის მხრიდან ძლიერი გავლენა, კონკრეტული ხედვისა და საქმიანობის პრინციპიალური დაიგნორება.

იუპიტერის ეს მდებარეობა იძლევა კოსმიური ცეცხლის საკმაოდ მაღალი დონის ძლიერ დინებას და ამ ცეცხლით მთელი სამყროს გათბობის მცდელობის ცდუნებას. კარმული ამოცანა, პირველ რიგში – არ შემცირდეს ენერგეტიკული არხის ვიბრაციები და მეორე – მისთვის ადეკვატური საქმიანობის სფეროს პოვნა, ანუ საჭირო ადამიანების საჭირო საქმეზე შთაგონება და მიმართვა, მათთვის იმ საერთო სურათის ჩვენება, რომელიც ამ ადამიანებისთვის აცილებელ სამყაროს მოიაზრებს.

ს. ვ. შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

იუპიტერისთვის ეს ყველაზე ძლიერი მდებარეობაა, რადგანაც საკუთარ მმართველობაში იმყოფება და ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს აძლევს არაჩვეულებრივ სიკეთეს, კეთილშობილებას, არისტოკრატიზმს, ჰუმანიზმს, გულუხვობას, სამართლიანობას, სიმამაცეს, უშიშრობას, გახსნილობას, ნებისყოფას, ენერგიას, ხელმძღვანელობის უნარს, სამართლიანობას, ძალაუფლებიანობას, სოლიდარობას, მნიშვნელოვნებას, ოპტიმიზმს, მხიარულებას, ფართო შეხედულებებს, შემწყნარებლობას, ფილანტროპიას, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის თანდაყოლილ გრძნობას, ლიბერალიზმს, ძალაუფლებრივ მდგომარეობას, წარმატებას, სიმდიდრეს. ასეთ ადამიანს აქვს საკუთარი ჰორიზონტის გაფართოვების, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებიდან გასვლის სურვილი, მოგზაურობის სიყვარული, განათლების მიღებისა და უცხო ენების შესწავლისკენ მუდმივი სწრაფვა, პრაქტიკული გარანტირებული წარმატება მეცნიერებაში, შიდა ვაჭრობაში, მსხვილ წარმოებასა და საგამომცელო საქმიანობაში, იურისპრუნდენციასა და მართლმსაჯულებაში, დიდ სპორტში (სროლა, ტენისი, საცხენოსნო სპორტი), მისიონერულ და რელიგიურ საქმიანობაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, მუსიკასა და თეატრალურ კარიერაში.

 თუ იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ფეთქებადობა, ავანტიურიზმი, გადაჭარბებული გახსნილობა, გადაჭარებული თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა, მფლანგველობა და ფუფუნების სიყვარული, აპილპილება, აგრესიულობა, კონფლიქტურობა, სწორხაზოვნება, გათვლების გაკეთების უუნარობა, მსხვილი შეცდომებისა და მცდარი მსჯელობებისკენ, რისკისა და თავგადასავლებისკენ, ბაქიაობისკენ და თაღლითობისკენ მიდრეკილება.

 ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ფილოსოფიის, რელიგიის, აღმზრდელობითი საქმიანობის, უცხო კულტურების შეცნობისა და მოგზაურობისკენ სწრაფვა, სოციალური პრინციპების, საკითხების ინტერესი, ხშირად საკუთარი ფილოსოფია და აზროვნების სისტემა, რომელზეც მთელ საკუთარ ცხოვრებას აგებენ. შესაძლოა შეხედულებების სივიწროვე და სურვილი,  რომ ისინი ყველამ გაიზიაროს.

სამართლიანობის სიყვარული, კეთილშობილური ზნე, მზად არიან დახმარების გასაწევად მაშინაც კი, თუ იციან, რომ მხოლოდ მათი გამოყენება სურთ. არ ფიქრობენ მატერიალურ დასაჩუქრებაზე, მაგრამ ამ კუთხით შემოთავაზებებს აფასებენ. მატერიალური მხარის სიძულვილი შესაძლოა დანაკარგებამდე მივიდეს, მაგრამ მათი იდეალური მისწრაფებები, ჩვეულებრივ, მართლდება და შედეგის მომტანია. შეუძლიათ თავგზის აბნევა, საუბარში ცდილობენ მოცემულ საკითხზე ჩადონ მთელი საკუთარი ცოდნა, ხოლო ეს ცოდნა საკმაოდ დიდია. ხშირად წარმატებული მოხელეები და სამეცნიერო მოღვაწენი არიან. შესაძლოა ჰქონდეთ ცრურწმენები, ცრუ სწავლებები.

 მისი ღირსება უნარი დაინახოს მთლიანობა და არამხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილები. ის საჭიროებს სამყაროს კვლევა-ძიებას, საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფიის შექმნას და საკუთარ თავში პირადი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას. ორჭოფობს და მერყეობს ერთი მხრივ  ფართე, განსხვავებულ შეხედულებებში, განსხავავებული შეხედულებების თმენისა და დოგმატიზმში და მეორე მხრივ – საკუთარი შეხედულებების მიმართ გადაჭარებულად ეჭვიან დამოკიდებულებაში.

დამახასიათებელი დაავადებები: ფეხების შეშუპება,  ნიკრისის ქარი (პოდაგრა), იშიაზი. აზარტული მოთამაშეები არიან.

ინდუბალა “პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია”

იუპიტერი საკუთარ სახლში იმყოფება. ეს ადამიანები არიან ჭკვიანები და განათლებულები, ჰყავთ კარგი მეგობრები, იღებენ მნიშვნელოვან მდგომარეობას და ემსახურებიან ადამიანებს. ისინი ფლობენ ცოდნას რელიგიის, სამართლის, მაღალ ფინანსურ სფეროებში. ისინი გულწრფელები არიან და ნდობას იმსახურებენ. შესაძლოა იცხოვრონ კარგ სახლებში, მოინახულონ წმინდა ადგილები, კურთხევა მიიღონ ბავშვებთან (შვილებთან) დაკავშირებით.

 ჰეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

მისწრაფება ფილოსოფიისა და პედაგოგიკისკენ, ინტერესი უცხო კულტურებისადმი, სოციალური საკითხებისადმი. საკუთარი თავისთვის ეძებენ აზროვნების სისტემას, რომლის მიხედვითაც შეძლებენ ცხოვრების აგებას. მისწრაფება საკუთარი ქცევა განსაზღვრულ სისტემას დაუქვემდებარონ, მათი ზნეობრივი ფასეულობები იწვევს სხვების მხრიდან პატივისცემას. ცუდი ასპექტებისას – საკუთარი ფასეულობათა სისტემის სხვებისთვის თავსმოხვევის ტენდენციაა.

 სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

მას მინიჭებული აქვს ავტორიტეტულობა და მსოფლმხედველობის სიფართოვე. ასევე ის გულგრილი არაა საზოგადოებრივი მიმართულებებისადმი და საზოგადოებრივ სტრუქტურებში ორიენტირებას კარგად ახერხებს. სოციუმში მოწყობა მისთვის შედარებით ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მორგებას სპეციალურად კი არ ცდილობს, არამედ მასში საკუთარი იდეები შეაქვს.

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

მისწრაფება თვითდამკვიდრებისა და სიამოვნებისკენ  პიროვნების განუყოფელი შტრიხები. კონტაქტურობა, სულიერება, გულუხვობა… ხანდახან კი  დამპყრობლის სული.

 მარია ქეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

დიდი ოცნებები, დიადი გეგმები, ეგზოტიკური ადგილები, ამაღლებული იდეალები, ძლიერი მორალური პრინციპები _ აი, ყველა საგასაღებო შესაძლებლობა იუპიტერი მშვილდოსნისთვის. ის, რასაც ეს ბავშვები მოიაზრებენ “სწორად”, არის “სწორი”, და მათ შეუძლიათ ამაში ძალიან კატეგორიულები იყვნენ. ისინი ძალიან აფასებენ თავისუფლებას იმაში, რომ იყვნენ ისეთები როგორებიც არიან და აკეთონ ის, რისი გაკეთებაც სურთ, ამასთანავე, საკუთარი შესაძლებლობებით. ისინი სწავლობენ პირადი გამოცდილების მეშვეობით და ღიზიანდებიან შეზღუდვების დროს. მათთვის აუცილებელია მრავალსახეობა და კვლევა-ძიებისთვის საჭირო შესაძლებლობების სიუხვე.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top