წყარო:aquarun.ru
ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს. უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.
იუპიტერი სასწორში
სიკეთე + ჰარმონია = პოპულარობა
ეს ფაქტორი გვაუწყებს, რომ ადამიანი არის წინდახედული, აქვს საკმაო ენთუზიაზმი და გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჰარმონია. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას, ადამიანი რაიმე ერთზე ყურადღების (ფანატიზმამდეც კი) მოკრებისკენაა მიდრეკილი. ამასთანავე, თუ მისი განვითარება დისჰარმონიულად ხდება, ხშირად კარგავს სულიერ წონასწორობას. გადაჭარბებულად უზრუნველი და ზედაპირულია. ზედმეტად მიმდობია და ხანდახან სხვებს სრულიად უსაფუძვლოდ ეყრდნობა. ხასიათის დადებითად განვითარება ადამიანს ბრწყინვალე მოსამართლედ აქცევს, რომელიც თაყვანს სცემს მუსიკასა და ხელოვნებას, საერთოდ, ეს იუპიტერი გვაუწყებს ყველა შესაძლო მრავალ ნიჭზე. ის კომუნიკაბელური და მეგობრულია, საუბარში დახვეწილია და მხოლოდ თავისი არსებობითაც კი უკვე ალამაზებს მრავალი ადამიანის ცხოვრებას. მასში განვითარებულია სამართლიანობის გრძნობა და თანამშრომლობის უნარი. ის სიცოცხლის მოყვარული და ოპტიმისტია, ისწრაფვის აქტიური სოციალური საქმიანობისკენ და დიდებულია ახლობლებისთვის ინტელექტუალური და მატერიალური დახმარების გაწევის საკითხში.
ეს მდებარეობა გარანტიას იძლევა, რომ ადამიანს მოლაპარაკებების მოხერხებულად და ფაქიზად წარმოების და ყველასთვის მისაღები კომპრომისების მიღწევაზე ყველაზე მკვეთრად გამოხატული მოწინააღმდეგეების დათანხმების ნიჭი ექნება. ის გახსნილი და ხიბლიანია, სიმპატიურია და მუდამ თაყვანისცემლებითა და მფარველებითაა გარემოცული. აზარტისკენ მიდრეკილება არანაირად არ ვნებს ადამიანის მატერიალურ მდგომარეობას, მისი ცხოვრება, ჩვეულებრივ, ბედნიერია, ხოლო კარგი მანერები და ზრდილობა ნებას აძლევს მიიღოს ამა ქვეყნის ძლიერთა მხარდაჭერა. ეს ადამიანი მეცნიერებისა და ხელოვნების საკმაოდ დიდ უნარს ავლენს. მისთვის დამახასიათებელია დახვეწილი ცხოვრების სტილი და სამართლიანობის სიყვარული.
ის ცდილობს ყველაფრის მოწესრიგებას, გაწონასწორებას, კომპენსირებასა და ჰარმონიზაციას. ქორწინება უეჭველად მოუტანს მატერიალურ წარმატებას, ფართო კონტაქტებს უცხოელებთან, შესაძლოა საკმაო წარმატება ბიზნესშიც. ეს ადამიანი პატიოსანი და შრომისმოყვარეა, კეთილი და ღვთისმორწმუნეა, საზოგადოებაში ფართო კავშირები აქვს და შეუძლია გავლენა მოახდინოს აუდიტორიის განწყობაზე. ხშირად სწრაფად აღწევს მაღალ სოციალურ მდგომარეობას და მატერიალურ უზრუნველყოფას. წარმატებულია ყველაფერში, რაც დაკავშირებულია საზაგადოებასთან, აუდიტორიასა და ხალხის მასებთან.
წარმატებულია როგორც იურისტი, სტატისტიკოსი, პედაგოგი, ლექტორი და კომერსანტი. მიდრეკილია-ნებისმიერი პრობლემა განიხლიოს მრავალი მხრიდან, რაც ხშირად ართულებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. შეუძლია ზუსტად გამოყოს და ჩამოაყალიბოს ყველაზე განსხვავებული დონის პრობლემები, რომელიც რთულ, კონკრეტულ სიტუაციებზეა – ისტორიული, ზნეობრივი, მხატვრული, ფსიქოლოგიური, მატერიალური და სულიერი – გადახლართული. თანამშრომლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამართლიანობის პრინციპის გამარჯვებას, ორინტაციას აკეთებს სულიერ ფასეულობებზე და ყურადღებას აქცევს ზნეობრივ საკითხებს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი გაწონასწორებულობა და სოციალური ურთიერთობების ჰარმონია. საერთოდ სიტყვა “ჰარმონია” – მისი ხასიათის საგასაღებო სიტყვაა, სამართლიანობა და ეთიკა, ჰარმონიის საერთო იდეაში, მხოლოდ კერძო შემთხვევებია, ამიტომაც ასეთი ადამიანები ძალიან მიჯაჭვულნი არიან მუსიკაზე – მათ უყვართ ყველაფერი, რასაც ამ სამყაროში რიტმი, წესრიგი და ორგანიზებულობა შემოაქვს. ცდილობენ ყველა სოციალური, საქმიანი და საოჯახო საკითხი მშვიდობიანი გზით გადაჭრან.
გაწონასწორება – ყველასა და ყველაფრის გაერთიანების გზით. ისინი თვლიან, რომ არ ღირს “საბნის საკუთარ მხარეს ძალიან გადაწევა” და “ჯოხის ზედმეტად გადახრა”… ეს ბრწყინვალე არბიტრები და დიპლომატები არიან, ფხიზლად წონიან ყველაფერს “კი”-დ და “არა”-დ და მოხერხებულად წარმართავენ ყველაზე რთულ საუბრებსაც კი. ისინი, ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მდგომი მხარეების ბრწყინვალე გამაწონასწორებლები არიან, ჩვეულებრივ, მიუკერძოებელნი და ობიექტურნი არიან. ადამიანებთან ურთიერთობაში ცდილობენ თანასწორობის, მოქნილობისა და სიმყუდროვის შექმნა-შენარჩუნებას. ხშირად ადამიანთა უფლებების დაცვის იდეებით არიან შეპყრობილნი. მათი ქცევა კეთილი, მეგობრული, სინდისიერი, ზრდილობიანი, მომხიბვლავი და მოსიყვარულეა, ამიტომაც გარშემომყოფებისგან მუდამ ნათელ გამოხმაურებას იწვევენ. ასეთი ადამიანის ბედზე გარემო დიდ გავლენას ახენს. ხშირად წარმატებული შუამავალი და ყველაზე რთული პრობლემების მომგვარებელია. ისინი გულწრფელები და მეურნეები, სტუმართმოყვარენი და ყველასთვის ადვილად მისაღებნი არიან.
ასეთი ადამიანები აფასებენ საკუთარ თავისუფალ დროს და ეძლევიან ყველაზე განსხვავებულ საქმიანობას, რომელიც მათ ცხოვრებას ალამაზებს და ჰარმონიზებას აძლევს. მათი მხატვრული გემოვნება გამაოგნებლად დახვეწილია, ფლობენ კომპოზიციისა და რიტმის ბრწყინვალე შეგრძნებას. ”საგარეო” საქმეებში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ საიმედო და მაღალკულტურული პარტნიორი. “ჩვენი” გმირი – დახვეწილი იდეალისტია, არაა მიდრეკილი მძიმე ფიზიკური შრომისკენ, მაგრამ წარმატებით ხსნის ყველაზე უიმედო წინააღმდეგობების ხლართებს. ხშირად ცდილობს სხვების მაგივრად გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება მორალსა და პრინციპებს. ჰარმონიზაციისკენ მისწრაფება, ხანდახან, კანონთან შეჯახებას, ქცევებში კი გაორებას იწვევს. ხასიათი რბილი, გაწონასწორებული, სერიოზული და მოვალეობის გრძნობით სავსეა, წარმოსახვა – განვითარებული, აღმქმელობა – ზუსტი (ინტუიციურიც კი). ასეთი ადამიანი მიდრეკილია ფილანტროპიისა და მეცენატობისკენ, ხშირად სარგებლობს წონიანი მფარველების მხარდაჭერით, რომელიც ნებისმიერი საქმით დაკავების საშუალებას აძლევთ.
ასეთი ადამიანის აქტიურობის მთვარი სფერო – კულტურა და სოციალური ეტიკეტი. ადრე თუ გვიან აღწევენ ფართო აღიარებასა და პატივისცემას არამარტო მეგობრების, არამედ მტრების მხრიდანაც კი. ხშირად მათი პოზიციები საკმაოდ ცვალებადია, მაგრამ ეს აიხსნება არა საკუთარი პრინციპების დათმობით, არამედ თანხმობისა და ჰარმონიისკენ ძნელად გამოსახატი სიღრმისეული ლტოლვით. ქორწინების და პარტნიორობის საკითხებში პირველ ადგილზე სამართლიანობა და ზნეობრიობა დგას. თანამშრომლობა უეჭველად ფუძნდება ჭეშმარიტ სულიერ ფასეულობებზე. ქორწინებაში პოზიციების ურთიერთშეთანხმება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსუალური თავსებადობა. კაცთმოყვარეობის პრინციპები ფუძნდება ჭეშმარიტ სიყვარულსა და თანდაყოლილ პატიოსნებაზე. ასეთი ადამიანები ხშირად ავლენენ გასაოცარ დიდსულოვნებას და მუდამ ცდილობენ სხვათა მოთხოვნილებებისა და სურვილების ანგარიშის გაწევას, რის გამოც სარგებლობენ სიყვარულით, პოპულარობითა და მხარდაჭერით. გრძნობების დახვეწილობა კარგ ფსიქოლოგებად და მშვიდობისმყოფელებად ხდის.
გარშემომყოფებს მოხერხებულად არწმუნებენ ჰუმანიტარული იდეებისა და სოციალური პროგრამების უპირატესობაში, ხშირად წარმატებულად მონაწილეობენ შეწირულობების შეგროვებასა და საქველმოქმედო აქციებში. ხშირად ცდილობენ სხვებს მხოლოდ იმიტომ ასიამოვნონ, რომ თავი აირიდონ უთანხმოებებს. ხშირად იმაზე მეტ პირობას დებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ, რის გამოც სხვების უკმაყოფილებას იწვევენ. ერთდროულად შეუძლიათ მიეჯაჭვონ განსხავებულ ადამიანებს, თუმცა, ამავდროულად, რომელიმე მათგანის მიმართ ერთგულების დარღვევას ფიქრადაც კი არ ივლებენ. მთავარი ამ ადამიანისთვის – ლამაზი და ჰარმონიული სამყაროს შექმნაში მონაწილეობის მიღებაა.
პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
აქ იუპიტერი არის ქირონისა და ვენერას სამყოფელში, ჰაერის სტიქიაში.
ამ შემთხვევაში, ადამიანი, უფრო მეტად, ყველა სოციალურ, საზოგადოებრივ და საოჯახო საკითხებში ცდილობს საქმის მშვიდობიანად მოგვარებას, მის გაწონასწორებას, გაერთიანების შესაძლებლობის ძიებას. ანუ ასეთი ადამიანი სოციალურ სფეროში მუდამ ეძებს წონასწორობის წერტილს (სასწორის თვისება).
ჩვეულებრივ, ეს ადამიანი თვლის, რომ არაა საჭირო “ჯოხის ზედმეტად გადახრა” არც ერთ და არც მეორე მხარეს, ალბათობაა, ყველგან და ყველაფერში მშვიდობის, წონასწორობისა და ჰარმონიის შენარჩუნება სცადოს. როგორც წესი, საერთოდ ვერ იტანს დისჰარმონიულობას და ჰარმონია მისთვის _ ყველაზე მთავარია.
საუკეთესო შემთხვევაში, თუ ის მაღალგანვითარებული ადამიანია, მაშინ შესაძლოა იყოს ბრწყინვალე დიპლომატი, არბიტრი, მიუკერძოებელი მსაჯული (მოსამართლე), რამდენადაც აქ იუპიტერი ქირონთანაა სტუმრად, ხოლო ეს ნიშნავს – სოციალური სამართლიანობის, სოციალური წონასწორობის მუდმივ ძიებას. ალბათ, ჩვეულებრივ, მოხერხებულად აწარმოებს მოლაპარაკებებს, მსჯელობს, ამა თუ იმ მხარეს ზომიერად ემხრობა, არ გამოთქვამს საკუთარ, მიკერძოებულ პოზიციას. შესაძლოა, ფლობდეს კარგ პედაგოგიურ უნარებს, რადგანაც ჰაეროვანი სტიქია (სასწორი) საშუალებას აძლევს იყოს ინფორმაციის მეგზური/გიდი. საზოგადოებაში, ჩვეულებრივ, ადამიანებთან ინარჩუნებს თანაბარ და წყნარ ურთიერთობას.
უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, ნებისმიერი უსამართლობა კანონის რანგში იქნეს აყვანილი, ამასთანავე ეს მისთვის სარგებლიანი იყოს და ყველაფერი “დამახინჯებული საზომით” გაზომოს. შესაძლოა გამცემად გადაიქცეს, რომელიც, ამასათანავე, სამართლიანობაზე ბევრს იყვირებს. მაგრამ, მუხედავად ამისა, საზოგადებაში ყველასთან, _ საკუთარ მტრებთანაც კი – კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას შეეცდება.
საერთოდ, იუპიტერი სასწორში გვასწავლის ჰარმონიასა და სამართლიანობას, მომხდარ სოციალურ მოვლენებზე მიუკერძოებლად ყურებას. ამიტომაც სასწორში იუპიტერის წელი, (მაგალითად, 1992 წელი – 1992 წელს იუპიტერი სასწორის ნიშანში გადავიდა ოქტომბრის შუა რიცხვებში) გამოირჩევა საზოგადოებაში განსხვავებული სასამართლო პროცესებით, და ამ პერიოდში (იგულისხმება 1992 წელი) ნებისმიერი უსამართლობის გამართლება ხშირად ხდებოდა.
იუპიტერი სასწორში ჰქონდათ: ბირუნის (შუასაუკუნეების შუააზიელი მეცნიერი), სვამი ვივეკანანდას, მარია სტიუარტს, ჟანა დ’არკს, ივანე მრისხანეს, რაფაელს, ბახს, ჰაიდნის, ჰენდელს, ბერლიოზის, ვაშინგტონს, ჩერჩილს.
ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
იუპიტერის ამ მდებარეობის დამუშავება სასწორებს აძლევს საგნებზე ფართე ხედვას; ისინი იმ მდგომარეობაში აღმოჩდებიან, რომ, საკუთარი წრის ხისტი პროგრამების მიუხედავად, შეუძლიათ სიტუაციების შეფასება და მათზე გავლენის მოხდენა; მაღალ ოქტავაში შესაძლოა მომხდარის კოსმიური მნიშვნელობაც, ანუ კარმული პროგრამების გადახლართვა, რომელიც ქმნის ისეთ სიტუაციებს, რომელიც ჭეშმარიტი ეთიკის აგების უფლებას იძლევა.
ასეთ ადამიანებს ცხოვრება უადვილდებათ, რადგანაც სილამაზის და ჰარმონიის გაგება ჩვეულებრივზე ფართეა; დაზიანებისას – ესთეტიკური სნობიზმის ძლიერი ცდუნება, განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს ხელოვნების მრავალი სახის აღქმა; მხოლოდ ერთია, ეს ყველაზე ხშირად ცივი-მენტალურია და აქ დამუშავება არაა მარტივი: კარმული ამოცანა – ერთ ჰარმონიულ მთლიანობაში ხელოვნების სინთეზში (ასევე, განსხავებული სტრუქტურებში) მდგომარეობს; იუპიტერის დაზიანება უთითებს იმ ელემენტების აცდენის (შეუთავსებლობის) დონეზე, რომელთა სინთეზიც უნდა მოხდეს.
ცუდი დამუშავებისას ადამიანს აქვს ორმაგი მორალი, ხოლო სინთეზის მაგივრად – დეტალების უხეში შეერთება.
იუპიტერის ჰარმონიულ ვარიანტში სასწორებს საზოგადოების ყველა ფენაში ფენომენალური პოპულარობა ეძლევათ, მნიშვნელოვანი დოზით ეს გამოწვეულია მათი შემწყნარებლობით (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით), კეთილგანწყობილებით და საერთო სამართლიანობით; მათი საზოგადოებაში გამოჩენისთანავე ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სამყარო სამართლიანადაა მოწყობილი (იუპიტერისეული სასწორი მიდრეკილი არაა მილიგრამობით აწონვისკენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი საერთო შეფასება ზუსტია).
იუპიტერის სასწორში ჰარმონიული ვარიანტი ამავდროულად იძლევა კონკრეტული სიტუაციის ჰარმონიისა და ცალკეულ შემთხვევაში – სამყაროსა და შინაგანი სიხმელის გადაჭარბებული შეფასებების საშიშროებას, რადგანაც მდგომარეობის ტრაგიზმი ცუდად და თან მენტალური სახებით მოდის, და არა არსობრივად (და აქვე, ეს ყველაფერი მთავარი სახით ეხება იმ სახლს, რომელსაც მართავს იუპიტერისეული სასწორი).
შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”
ჰარმონიული ასპექტებისას: სუბიექტი მშვიდობისმოყვარე, სამართლიანი და კეთილია, აქვს მეცენატისა და ფილანტროპის უნარ-ჩვევები. ასეთი ადამიანი ბედნიერია კავშირებში, თანამშრომლობასა და ქორწინებაში. ძალიან კარგი განათლების მიღებისკენ ისწრაფვის, ინტერესდება მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების (ფერწერა, თეატრი), რელიგიის, ფილოსოფიისა და იურისპრუნდენციის მიღწევებით.
თუ იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: წინასწარხედვის უკმარისობა, ძალების გადაჭარბებულად შეფასება, სიამაყე, თავქარიანობა, სახელის მაძიებლობა, უსაქმურობა, მფლანგველობა, უხვსიტყვიანობა, მცდარი აზრები, ავანტიურიზმისკენ მიდრეკილება, გაუფრთხილებლობა, ხილული მტრების სიუხვე, უსამართლობა, ახირებულობა, გაუწონასწორებულობა, კავშირებში წარუმატებლობები, ღრუბლებში ფრენა, თავის მოტყუებისკენ მიდრეკილება.
ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ქორწინების, პარტნიორობის, პირადი ურთიერთობის საკითხებში პირველ ადგილზე სამართლიანობა და ზნეობრივი პრინციპები დგას. ირჩევენ ისეთ პარტნიორს, რომელსაც აინტერესებს რელიგია, აღმზდელობითი საკითხები და ფილოსოფია. პარტნიორობა დაფუძნებულია სულიერ ინტერესებზე და არა სექსზე, ხანგრძლივი ქორწინება, ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანია რიტუალი, შეუძლიათ მხოლოდ ამის გამო დაინიშნონ. კაცთმოყვარეობის პრინციპი დაფუძნებულია მოკეთის სიყვარულზე, ამიტომაც ისინი პოპულარობით სარგებლობენ.
უყვართ ხელოვნება, ცდილობენ მის განვითარებას, დიპლომატიურები, რთულ სიტუაციებში კომპრომისებზე წასვლისკენ არიან მიდრეკილნი, მაგრამ იმის ტენდენციაცაა, რომ სხვების მაგივრად ზნეობრივი გადაწყვეტილებები მიიღონ, სურთ ყველას ასიამოვნონ, ორმაგი მორალი, უფრო მეტს პირდებიან, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. მიდრეკილნი არიან აზარტული თამაშობებისკენ, წაგების შემთხვევაში დანაკარგებს ღირსეულად იტანენ, არ კარგავენ კარგ მანერებს. საქორწინო და სასიყვარულო კავშირები შესაძლოა ბევრი იყოს. დამახასიათებელია თირკმელების დაავადებები. ამ ადამიანის ღირსებაა – თანამშრომლობის უნარი, დიპლომატიურობა და ის, რომ იცის, როგორ მოიქცეს იმ საზოგადოებრივ სიტუაცაში, რომელში აღმოჩდება. ასევე ფლობს წესიერების ძლიერ გრძნობას, უნარს მოისმინოს საწინააღმდეგო აზრი და შეხედულება, ასევე უნარს იყოს (ანდა უკიდურეს შემთხვევაში, ჩანდეს მაინც) მიუკერძოებელი და მოზომილი და არა ცალმხრივი და უკიდურესობებისკენ მიდრეკილი.
ინდუბალა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში – ინდური ტრადიცია”
ადამიანს აქვს კარგი ფიზიკური სხეული, მის ცხოვრებაში იქნება მრავალი კარგი მეგობრობა. ეს განათლებული, სამართლიანი ადამიანები, ფლობენ ერთგულ ხასიათს, თუმცა, ხშირად ქორწინებაში პარტნიორთან შეუთავსებლობა იჩენს თავს და შესაძლებელია დროებითი კავშირებიც. ისინი ლამაზები, რელიგიურები და შრომისმოყვარენი არიან. უყვართ კომფორტში ცხოვრება. მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულნი.
ჰეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ქორწინების, პარტნიორობის, მეგობრობის საკითხებში პირველ ადგილზეა – სამართლიანობა და ზნეობრივი პრინციპები. სულიერი ფასეულობანი ეროტიკაზე მნიშვნელოვანია. თუ იუპიტერი არაა დაზიანებული – ხანგრძლივი ქორწინება, ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება. გრძნობების სიფაქიზე, დიდსულოვნება. ისინი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ. ცუდი ასპექტებისას – საკუთარი ზნეობრივი გადაწყვეტილებების სხვებისთვის თავს მოხვევა; ხანდახან ცდილობენ ყველას ასიამოვნონ, აქედან – ორმაგი მორალი. უფრო მეტს პირდებიან, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. შესაძლებელია, ერთდროულად რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობის ქონა. ძალიან ცუდი ასპექტებისას -სასამართლო პროცესები ქონებასთან და ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით.
სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”
ადამიანისთვის მნიშვნელოვანია შინაგანი გაწონასწორებულობა და სოციალური ურთიერთობების ჰარმონია, ის მიდრეკილია სამართლიანი პოზიციების დაცვისკენ და, უფრო მეტად აფასებს მუსიკას იმ ჰარმონიისთვის, რომელიც მას სამყაროში შემოაქვს.
კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”
ადამიანი, თამაშობს რა შუამავალი-შემრიგებლის როლს, თავს იმკვიდრებს და სიამოვნებას იღებს, იყენებს საკუთარ, თანდაყოლილ ავტორიტეტს იმისთვის, რომ დაიცვას ანდა აღადგინოს დაკარგული ჰარმონია.
მარია კეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”
ყველაფერში სილამაზე – ეს მთავარი იდეალია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც იუპიტერი სასწორის ნიშანში აქვთ. ისინი ასევე ძალიან აფასებენ ურთიერთქმედებას და სხვებთან ურთიერთობის მეშვეობით იზრდებიან. სამართლიანობისა და ზნეობრიობის კონცეფციები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ სურთ ნებისმიერ საკითხებში ობიექტურნი იყვნენ, განიხილონ ორივე მხარე და ორივე მხარისთვის იპოვონ წონასწორობა, “სამართლიანობა”. ეს მდებარეობა თავისთავად არ უთითებს არტისტულ ნიჭზე, მაგრამ აძლიერებს ასეთი ბავშვის პირად რუკაში ნებისმიერ იმ მაჩვენებელს, რომელიც არტისტულ ნიჭს ეხება. დახვეწილი და ფაქიზი გარემოცვა ბავშვის კეთილშობილ ზრდას ხელს უწყობს.
ავტორი: ნინო