კურო და ქალწული

კურო და ქალწული

…ყველა ნევერლენდს თავისი ოჯახური მსგავსება აქვს და თუ მათ სიგრძივ ჩაამწკრივებთ,

შეამჩნევთ,რომ მათ ერთნაირი ცხვირები აქვთ…

ქალწულები აღფრთოვანებულნი არიან კუროთა მიზანდასახულობით,თუმცა ისინი გაჭირვებით იტანენ ხარის სიჯიუტეს,აშკარა შეცდომებისას. კუროები განცვიფრებულნი იმორცხვებენ ქალწულთა საზრიანობის წინაშე,თუმცა არ იზიარებენ მათ ჯანმრთელობასთან,სისუფთავესა და სხვა წვრილმანებთან დაკავშირებულ წიკებს.

მაგრამ განა რას ნიშნავს მცირედი უთანხმოებები ჭეშმარიტი მეგობრებისთვის? ამ წყვილს ნამდვილად აქვს მეგობრობის საფუძველი,სადაც საღ აზრს ბოლო ადგილი არ უკავია. ეს გამოთქმა არც ისე მოსწონს კრიტიკულ ქალწულს,რადგან კარგად ხვდება,რომ ის აზრი,რომელიც მასშია ჩადებული,არც ისეთი საღია. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ,დროთა განმავლობაში,რომელიმე ქალწული აუცილებლად შეასწორებს ამ ლექსიკურ უზუსტობას.

კუროც და ქალწულიც მტკიცედ იცავენ თავიანთ პრინციპებს,რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო_ტრაგედია თუ კომედია. მათი ღრმა რწმენით,მეორე პირდაპირი გზაა პირველისკენ. ქალწულს კარგად ახსოვს ყველაფერი ცუდი,რაც ცხოვრების გზაზე შეხვედრია,დახეული ფარდიდან დაწყებული,მეგობრების ინდივიდუალური ნაკლით დამთავრებული. ასეთი ბუნებრივი მოვლენები ქალწულს გულს ტკენს და ამიტომაც მათ ილუზიებისთვის არ სცალიათ. თუმცა ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ ქალწულები სიამოვნებასაც კი იღებენ თავიანთი უსიამოვნო მოგონებებისგან.

კუროებსაც ასევე ყველაფერი ახსოვთ,რასაც ცხოვრების გზაზე შეხვედრიან,მხოლოდ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. დინჯი შინაგანი ხმა დამაჯერებლად უმტკიცებს ხარებს,რომ  დროის ხარჯვა ცოდვაა; ხოლო მისი წარსულის გახსენებაზე ხარჯვა,როდესაც უკვე აღარაფრის შეცვლა შეუძლია _ სასიკვდილო ცოდვა. განსხვავებული მოტივებით, მაგრამ ორივე ნიშანი მაინც ებღაუჭება ძველ მოგონებებსა და წარსულის მწარე გაკვეთლებს.

ერთი სიტყვით,ეს ის შემტევი წყვილი არ არის,რომელსაც ბრუკლინის ხიდის სასწრაფოდ გაყიდვას დაავალებდით ან ლას ვეგასში აზარტულ ბანქოს თამაშს ანდობდით. ისინი შემეცნებითი და პასიურიები არიან(ფემინური ნიშნები),ეჭვიანი და ფრთხილები(უარყოფითი საწყისის ნიშნები),თუმცა სრულქმნილებითა და საიმედოობით გამორჩეულები(მიწის ნიშნები). თავად ის ფაქტი,რომ ერთად არიან უკვე სასწაულია. მაგრამ როდესაც საკმარის გამბედაობას მოიკრეფენ,რომ ერთმანეთს „გამარჯობა!“ უთხრან, მათი მეგობრობა, საქმიანი პარტნიორობა თუ სხვა ურთიერთობა მართალია ნელა, მაგრამ მტკიცედ და მშვიდად დაიძვრება წინ.

კურო ყოველთვის იგებს მოთმინებაში, რომელიც ქალწულს არ ჰყოფნის. ქალწული შეიძლება გარეგნულად კუროსავით მშვიდი, აუღელვებელი და მომთმენი მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი სული დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობს. თუ რამე იმდენად სწრაფად ან ზუსტად ისე არ ხდება, როგორც მას უნდა, ქალწული სრულ ფრუსტრაციას განიცდის. ქალწულიც კუროსავით მყარად იდგებოდა მიწაზე, მაგრამ მისი სულიერი საწყისი ცვალებადი და შფოთიანია _ მერკური აიძულებს ქალწულს საკუთარი ჭეშმარიტი ბუნებისა და ღრმა სურვილების საპირისპიროდ იმოქმედოს.

კურო, როგორც წესი, ქალწულზე მეტ წარმატებებს აღწევს. პრინციპში, ქალწულები დიდად არც აპროტესტებენ ამ ფაქტს. ხარი მუდმივი ნიშანია. „მუდმივი“ ანუ სტაბილური ანუ ფიქსირებული, ასტროლოგიური გაგებით, გულისხმობს მტკიცე და ორგანიზებულ ნატურას, რომელსაც უნარი აქვს საიმედო საფუძველი შექმნას კარიერის, სახლისა და ქორწინებისთვის. ქალწული ცვალებადი ჯვრის ნიშანია. „ცვალებადი“ ანუ „მუტაბელური“, ასტროლოგიური გაგებით, გულისხმობს, გარემოებების მიხედვით, ცვლად ნატურას, მაღალგანვითარებული ადაპტაციის უნარის გამო.

ქალწულის ძირითადი ამოცანა სამყაროსა და მთელი კაცობრიობისთვის მსახურებაა, ქაოსსა და ანარქიაში წესრიგის დამყარებით, ყველასთვის შეცდომებისა და ნაკლოვანებების მითითებით. თუ ისე მოხდა, რომ ქალწული, ბედის უცნაური ახირებით, დიდების სხივებში მოექცა, თავიდან იუხერხულებს, მცირედ დატკბება და შემდეგ უკმაყოფილებას გამოხატავს ჟურნალისტების მიმართ. იმდენსაც მოახერხებს,  კრიტიკული გამოთქმებით მთელ პრესას აიმხედრებს. ბოლოს მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებს, დახურულ კარს მიღმა, პრივატული ცხოვრებით იცხოვროს. სწორედ ამისკენ ისწრაფვის ქალწულთა უმეტესობა.

კუროც ასევე განმარტოებას ანიჭებს უპირატესობას. ადრე თუ გვიან, დაახლოებით ექვსიდან სამოცდაექვს წლამდე ასაკის შუალედში, კუროებს დაუოკებელი ლტოლვა უჩნდებათ სოფლის მიდამოების მიმართ, სადაც ისინი მომაბეზრებელი, სულელი და ყბედი ხალხისგან მოშორებით, თავიანთ სიყვარულს დაიკმაყოფილებენ მიწის, ხეების, ცხოველების, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მიმართ.  როდესაც ამ წყვილს, 9-5 ბუნებრივად ჰარმონიული ფორმულის პარალელურად, მზეებისა და მთვარეების დადებითი ასპექტებიც უწყობთ ხელს,  სავარაუდოდ, ოცნების სოფელში ერთად განმარტოვდებიან.

თუ კურო და ქალწული ოდესმე წიგნის გამოშვებას გადაწყვეტენ, ხარი მის საფუძვლიან სიუჟეტზე იზრუნებს. ქალწული კი დიალოგებს შეთხზავს; ორთოგრაფიულ, გრამატიკულ, სინტაქსურ, პუნქტუაციურ და სხვა შეცდომებს შეასწორებს. კურო ამას იუმორს დაუმატებს და შემდეგ მოხერხებულად უზრუნველყოფს მის ფართოდ ტირაჟირებასა და ჰონორარების მოკრეფას.

აღსანიშნავია, რომ ქალწულებიც არანაკლებ ჯიუტები არიან. განსხვავება ის არის, რომ კურო ზოგადად, არსებითად, ჯიუტია; ქალწული _ წვრილმანებში. ბევრს მიაჩნია, ქალწულები ზედმეტად მორცხვები და მორიდებულები არიან იმისთვის, რომ ყველა აკრიტიკონ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგიყვანთ ციტატას წერილიდან, რომელიც 1970 წელს, ჩემი პირველი წიგნის „მზის ნიშნების“ გამოსვლის შემდეგ მივიღე: „ძვირფასო მის გუდმან… თქვენი წიგნის სამოცდამეთვრამეტე გვერდზე, პირველ აბზაცში შეცდომა აღმოვაჩინე. თქვენ გიწერიათ „სანდლებით შემოსილი ქალდეველები“, სწორი იქნებოდა დაგეწერათ„სანდლებში ჩაცმული“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკითხველს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ქალდეის მკვიდრნი მხოლოდ სანდლების ამარა დადიოდნენ.

გულწრფელი სურვილებით, თქვენი ჯეინ ჰარიტონი.

P.S.ქალწული“.

 

 

 

კურო მამაკაცი და ქალწული ქალი

ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი

_რა სამწუხაროა,რომ ასეთი ფეთხუმია!_

ოხვრით წარმოთქვა ვენდიმ.

თვითონ ყოველთვის აკურატული ბავშვი იყო.

 

ქალწული ქალები ვერ იტანენ უწესრიგობას. მათი აბსოლუტური უმრავლება უკიდურესობამდე აკურატულია. ცხადია,გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც მოთმინებით იტანენ მსუბუქ უწესრიგობას, მაგრამ მათ თავში, ყოველთვის მკაცრი წესრიგია, ყველა აზრი აკურატულად ჩამომწკრივებულია თაროებზე და მათ ჩანთებში ვერასოდეს შეხვდებით თამბაქოს ნარჩენებს.

სამაგიეროდ,კურო მამაკაცებს აქვთ მიდრეკილება მცირე უწესრიგობის მიმართ. ზოგიერთი მათგანი ღიად მოუწესრიგებელია. ზოგიც კი უბრალოდ ფეთხუმია. ისინი ზედმეტად დაკავებულნი არიან „პური არსობისას“ მოპოვებით,რომ გულდასმით დაივარცხნონ,ტანსაცმლიდან ნამცეცები და ფერფლი ჩამოიფერთხონ,პერანგები მხრებით დაკიდონ ან ფეხსაცმელები გააკრიალონ. პრაქტიკული ხარი უღრმესი პატივისცემით ეპყრობა ფულს,მაგრამ არა იმდენად,რომ კუპიურები გარეცხოს და დააუთოოს. მისთვის დაკუჭული ბანკნოტიც ფულია,თან ოქროზე არანაკლები. ისევე,როგორც ადამიანი,დაკუჭული პერანგითაც,ადამიანია და ასევე ოქროზე არანაკლები. მართალია,კუროებს უყვართ გარეგნობაზე ზრუნვა,მაგრამ ამისგან კულტს არასოდეს შექმნიან.

ქალწულ ქალებთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო დეტალი,რომელსაც კუროს განცვიფრება შეუძლია. ქალწულის წესრიგისადმი სიყვარული და კრიტიკული აზროვნება მას პურიტანობამდე მისულ კონსერვატორად წარმოჩენს. სინამდვილეში ქალწულის პურიტანული მორალი ასტროლოგიური მითია. უბრალოდ მას უყვარს ფაქტების გამოკვლევა,ქცევების შესწავლა და მიღებული მონაცემების მათემატიკური გონებით გადამუშავება. მას მკაფიო შეხედულება აქვს(თუმცა არ გამოთქვამს),ვისთვის რა  არის უკეთესი. გამჭრიახ დაკვირვეულობას ქალწული იმ აზრამდე მიჰყავს,რომ „უკეთესი“ შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს_მონასტრების მშენებლობიდან დაწყებული ნუდისტური მოძრაობის მხარდაჭერით დამთავრებული. ყველას თავისი. ემოციები აქ იშვიათად ერთვება,თუ მას ზემგრძნობიარე მთვარე არ ჰყავს. ამიტომ ქალწულებს მართლა არ ახასიათებთ ზედმეტად მკაცრი მორალი,რაშიც ადანაშაულებენ. ისინი ცნობისმოყვარენიც კი არიან. მაგრამ განა შეიძლება ვაზაზე ბზარი შეაწებო,სანამ კარგად არ შეისწავლი?

კუროს არ უყვარს ეთიკასა და მორალზე მსჯელობა. ის უბრალოდ გრძნობს,რა არის სწორი და რა არასწორი. შემდეგ კი ბრმა გამბედაობით მოქმედებს და ბევრს არ ფიქრობს შესაძლო სირთულეებზე. როდესაც ჭეშმარიტების ძიების განსხვავებული მეთოდებს კურო და ქალწული ერთ დასკვნამდე მიჰყავთ,ყველაფერი შესანიშნავადაა. მაგრამ ყოველთვის ასე მარტივად არ ხდება. დროთა განმავლობაში,კურო სულ უფრო მეტად დააფასებს მეგობრის თავისებურ გულწრფელობას და მიხვდება,რომ მისი ანალიზისადმი სიყვარული და იარლიყების მიწებებისადმი ანტიპატია_ნაკლი კი არა,უდაო ღირსებაა. მაგრამ მანამდე,შეყვარებულ ქალწულს მოუწევს კონსერვატული კუროს დარწმუნება,რომ მისი შეხედულებები საზოგადოებრივ მორალზე სულაც არ გამოხატავს მის პირად წესდებებს.

კურო მამაკაცი,როგორც ცეზარი,თვლის,რომ მისი ქალი შენიშვნებსა და ეჭვებზე მაღლა უნდა იდგეს. შეიძლება,ასეც არის. მაგრამ ქალწული ვერ ამაღლდება კუროს მისამართით შენიშვნებზე,თუ ის სექსს ხუმრობების თემად გადააქცევს. მისთვის სიყვარული პატივსაცემი,სუფთა და სპეტაკი გრძნობაა,რომელიც კონცენტრირებასა და გამოცდილებას მოითხოვს. მისმა ანალიტიკურმა მიდგომამ თავიდან შეიძლება რამდენადმე გააგრილოს კუროს მხურვალება,მაგრამ სავარაუდოდ ისინი სწრაფად გადალახავენ ამ დროებით სირთულეს. ისევე როგორც ყველა სხვა 9-5 ფორმულის ურთიერთობაში,რომანტიული სიყვარული და სენტიმენტალური მიჯაჭვულობა აქაც უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს,ვიდრე ვნება. უმეტეს შემთხვევებში,მათ საოცარი უნარი აქვთ დააკმაყოფილონ ერთმანეთის შინაგანი მოთხოვნები. ამ კავშირს ხომ ურთიერთგაგების იშვიათი ნიჭი არგუნა განგებამ.

მართალია,სიტყვა „პრაქტიკულობა“ არც ისე რომანტიულად ჟღერს,თუმცა,როგორც გამოცდილება აჩვენებს,სწორედ პრაქტიკულობაზე დაფუძნებული სიყვარული არის ხოლმე ყველაზე დღეგრძელი. არც კურო და მით უმეტეს ქალწული არ მისცემენ საშუალებას ნეგატიურ ემოციებსა ან რისხვას,მათი ურთიერთობა გააფუჭოს. ხანდახან კურო ბუზღუნებს,დროდადრო ქალუწულის მომნელებელი სისტემა წყობიდან გამოდის,მაგრამ ორივეს ერთიდაიგივე რამ უნდა:“მომეცი ძალა შევცვალო ის,რისი შეცვლაც შემიძლია; მოთმინება,რომ ავიტანო ის,რისი შეცვლაც არ შემიძლია და სიბრძნე,რომ გავარჩიო ერთი მეორისგან“.

ქალწული მხოლოდ კუროს გვერდით გრძნობს  თავს უსაფრთხოდ. კურო კი სათანადოდ აფასებს მისი კონტროლირებადი ემოციების სიმშვიდეს და მზრუნველ ჩახუტებას. კურო რაიმე ზეგონებამახვილურს იტყვის, ქალწული თავისი ხმადაბალი ხმით თავშეკავებულად გაიცინებს… და მაშინ სიტყვა „პრაქტიკულობა“ რომანტიულად გაიჟღერებს. დიახ, ქალწული მეწვრილმანეა, მაგრამ არაკეთილგონიერი_არასოდეს!

ქალწულთა წვრილმანებით გატაცება და კუროთა ყოფიერებით ტკბობის უნარი საოცრად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. კუროს  მოსწონს კედრის ფანქრების  სუნი, ქალწულს _ ფანქრის წვერის წამახვა. კურო სიამოვნებით ტკბება, როდესაც სუფთა და ცივი ფიფქები სახეზე ათოვს; ქალწული აღტაცებულია, როდესაც  მზის სხივებზე გაბრწყინებულ თოვლს უცქერს. კუროს ნაძვის წიწვების ღეჭვა და საშობაო განწყობის დაგემოვნება (პირდაპირი გაგებით) უყვარს, ქალწულს _ წიწვების შეგროვება და საშობაო დღესასწაულის აკურატულად მოწყობა.

კუროს და ქალწულს შეუძლიათ მთელი ცხოვრება ბედნიერად გაატარონ და გარშემო არსებული ჩვეულებრივი სასწაულებით დატკბნენ. ოღონდაც ყველაფერი არ გააფუჭონ გადაჭარბებული მოლოდინებით! მუდმივი სრულყოფილება, რომელსაც ქალწული ეძებს მირაჟია. მუდმივი სიმშვიდე, რომელსაც კურო ესწრაფვის _ ასევე. კარგი ის არის, რომ ორივე უპირატესად რაღაც რეალურს ეძებს და ყველაზე რეალური, რაც შეიძლება იპოვონ, ერთმანეთია.

 

 

 კურო ქალი და ქალწული მამაკაცი

გიგა ცერცვაძე და მაკა ძაგანია

                                                                                                                                                                   

 

 

 

 

აი, კლდე!

 

 

კურო ქალისთვის თითქმის შეუძლებელია ქალწული მამაკაცის შეცდენა,მაგრამ ამან არ უნდა დააკომპლექსოს,რადგან ეს  ყველა  ქალისთვის შეუსრულებელი მისიაა. თუმცა კურო გოგონას გაცილებით დიდ უპირატესობა აქვს სხვებთან შედარებით,თუ ბუნებრივად და მოხერხებულად შეძლებს საკუთარი უნიკალური თვისების დემონსტრირებას_მთელი სამყარო იმ ადამიანის გარშემო დაატრიალოს,ვინც მას უყვარდება. რადგან კურო-ქალწულის შეთავსება ნათესაურია,მათ ურთიერთობას თავიდანვე ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. მიწის სტიქიისა და 9-5 სქემის ორმაგი კეთილისმყოფელი გავლენის მეშვეობით ჰარმონია გარანტირებულია. ორივე პრაქტიკული ნიშანია და ღრუბლებში ფარფატს,ურჩევნიათ რამე მაინც აკეთონ.

კურო ქალს დაბალი და სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს და მას საუკეთესოდ ეხერხება მამაკაცების დამშვიდება. ქალწული რბილი და თავაზიანი ხასიათის მამაკაცია. ბუნებრივია,ისინი დადებითად მოქმედებენ ერთმანეთის ნერვებზე. თუ კურო თავიდანვე სწორ სვლას გააკეთებს,ქალწული ისე მოთვინიერდება,თვითონაც ვერ შეამჩნევს.

ქალწულისთვის აუცილებელია სიმშვიდის განცდა. ქალი კი,რომელიც ყოველთვის დაფიქრებულად საუბრობს და იქცევა,იშვიათად უშვებს შეცდომებს. თუ თქვენ თვითონ ქალწულის ნიშნით არ ხართ დაბადებული,ვერასოდეს წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნებაა მათთვის ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა,რომელიც ყოველ ორ ნაბიჯზე შეცდომას არ უშვებს. შეცდომებს კი ქალწული,ნებით თუ უნებურად,ყოველთვის ამჩნევს და ასწორებს. კრიტიკოსის იძულებითი პოზიცია სულაც არ არის სასიამოვნო_ეს ისეთი დამღლელია!

არც ერთი მათგანი არ ღიზიანდება წვრილმანებზე. ორივე მშვიდი და აუღელვებელია,თუმცა ქალწულებს შორის ფართოდ გავრცელებულია ნერვული წიკები. თუ კურო წყობიდან გამოდის(იშვიათად,მაგრამ მაინც ხდება ხოლმე),ეს ნამდვილი მიწისძვრაა და ღრმა კვალს ტოვებს ყველაფერზე. ქალწულის გაბრაზება ზედაპირული ხასიათისაა და დიდხანს არ გრძელდება. აი,შფოთი_სხვა საქმეა. მის შიგნით,სადღაც სწორნაწლავსა და მუცელს შორის(სულაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სულში),უამრავი შფოთი ბუდობს. კურომ ეს შეიძლება საკუთარ კულინარულ უნარებს(ამ შემთხვევაში,უუნარობას)მიაწეროს და განაწყენდეს. მაგრამ თუ ის ტიპური კუროა,საყვარელი მამაკაცის პატარა უცნაურობებს მალე ეჩვევა და მშვიდად ეკიდება.

ზოგიერთი ქალწული საკუთარ განცდებს ათწლეულების ბოქლომის ქვეშ ინახავს და წელიწადში ერთხელაც არ ანიავებს. წარმოგიდგენიათ,როგორ მოქმედებს ეს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე? ქვეცნობიერებასა და ფსიქიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. სწორედ ეს ხდება ართრიტისა და რევმატიზმის მიზეზიც. თან ეს დაწყევლილი სიზმრები! ყველამ,და მათ შორის ქალწულმაც,მშვენივრად იცის,რომ ცუდი სიზმრები და კოშმარები,რაც დათრგუნული ემოციებით არის გამოწვეული,არც ისე იშვიათად ხდება გასტრიტის,მსუბუქი შეკრულობისა თუ წყლულის გამომწვევი მიზეზი. აი,აქ ჩნდება ქალი კურო. არა იმდენად მზრუნველობის გამოსაჩენად,უფრო დასამშვიდებლად:“ადამიანებს,რომლებსაც გულწრფელად უყვართ,თავი,ჯანმრთელობა და ემოციებიც წესრიგში აქვთ. თბილი აბაზანა,ცხელი სუპი და ყველაფერი კარგად იქნება“. კუროს ბაგეთაგან ეს ისე მარტივად ჟღერს(პრინციპში,მარტივიც არის),ქალწულს ყველა დარდი ტოვებს,რადგან ის გრძნობს,რომ  ნამდვილად უყვარს ქალს,რომელიც ერთდროულად გონიერიც არის და მგრძნობიარეც. ყველა პრობლემა მართალც გაქრება. ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში,როდესაც ქალწული კუროს გამომცხვარი შოკოლადის ორცხობილებით ტკბება ან მის კისერში ნებივრობს. სხვათა შორის,ქალწულებს ძალიან აღიზიანებთ ხელოვნური და მძაფრი სუნები. მათ ყველაფერი ბუნებრივი აღაფრთოვანებთ. სამაგიეროდ,მას ძალიან მოსწონს არომატიზებული საპნის სუნი,განსაკუთრებით თუ ის იმ ქალისგან მოდის,რომელიც,თანაგრძნობით აღსავსე გულით,მშვიდად ისმენს მის შეშფოთებებს და ამასთან,თვითონ არ ჰყვება მის მღელვარებას.

კურო შესანიშნავი მსმენელი და ბრწყინვალე მოსაუბრეა. მამაკაცი ქალწული,როგორც წესი,ჭკვიანურად და საინტერესოდ საუბრობს,მაგრამ თანამოსაუბრეებზე განსაკუთრებულ ეფექტს ვერ ახდენს. თუმცა საძინებელში ორივე დუმილს ამჯობინებს. კურო იმიტომ,რომ ხორციელი განცდები ვერბალურ ფლირტზე მეტად აღელვებს. ქალწული იმიტომ,რომ ვნებიანი სიტყვები არ მოსდის თავში. თუმცა რომც იპოვოს,ხმამაღლა წარმოთქმის შერცხვება. ის არ არის ცივი და არც სექსის საწინააღმდეგო აქვს რაიმე,სრულყოფილების მიღწევაც კი შეუძლია ამ სფეროში. მაგრამ ქალწული არ აენთება უხარისხო სიყვარულისგან. კურო ამ დამოკიდებულებას სრულიად იზიარებს და მართალიც  არის. მისი ქალწულისადმი სიყვარული გაცილებით ძლიერია,ვიდრე შემთხვევით საყვარლებთან გატარებული ვნების ღამეები.

თუმცა ხანდახან ქალწული სულაც არ არის წინააღმდეგი სიყვარულობანა ითამაშოს. ზოგიერთი ქალწული ათობით მსუბუქ ინტრიგას აბამს. ასეთი მამაკაცი ძლიერ იზიდავს მორალური პრინციპებისგან თავისუფალ ქალებს,რომლებიც მასთან თავს თავდაჯერებულად გრძნობენ. მათ შეუძლიათ არ ეშინოდეთ ეჭვიანობის სცენების,ქალწულს ხომ გულთან ახლოს არც მიაქვს მათთან ურთიერთობა. ის უბრალოდ ჯანსაღ სიამოვნებას იღებს ამისგან. თუმცა ქალწული თავად არასოდეს ეძებს შემთხვევით კავშირებს და მალე იღლება არაფრისმომცემი გართობისგან. ის თანდათან მწიფდება მუდმივი ურთიერთობისთვის და თუ ამ მომენტში მის გვერდით კურო აღმოჩნდა,ის დიდი სიამოვნებით ჩაერთვება სერიოზულ ურთიერთობებში მოსალოდნელი მატრიმონიალური შედეგების გათვალისწინებით. მოკლედ რომ ვთქვათ,ის მარტივი ნადავლია.

თუმცა კუროს უნდა ახსოვდეს,რომ ქორწინება არ არის ბუნებრივი მდგომარეობა ქალწულისთვის. მიუხედავად იმისა,რომ ქალწულს მშვენივრად ესმის,თუ ვინმეს ქორწინების სასიამოვნო დროსტარებად(და არა მძიმე უღლად)გადაქცევა შეუძლია,ეს სწორედ კურო ქალია. სანამ ქალწული თავს კუროს საკუთრებად არ გრძნობს,ის სათამაშოა კუროს ხელში. რა მანძილზეც არ უნდა მიუშვას კურომ საყელური,ქალწული ამას მხოლოდ იმისთვის გამოიყენებს,რომ სიბნელეში სახლისკენ მიმავალი გზა გაიკვლიოს. ის ჩვევების ადამიანია. ქალწული ეჩვევა მის სახეს,სურნელს,ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენს,რომელსაც კურო ყოველ დილით უმზადებს,გულმოდგინედ დაუთოებულ და კარადაში აკურატულად დაკიდებულ პერანგებს. ნუთუ ახლა სხვის აბაზანაში უნდა გააშროს თავისი წინდები? მით უმეტეს,რომ აკურატულად ამოკემსილი ნაკვალევი კუროს მოაგონებს და დანაშაულის გრძნობა გაუჩნდება.

შეიძლება ქალწულისთვის მთელი ცხოვრება გაუგებარი დარჩეს,რატომ აგროვებს კურო უსარგებლო ნივთებს. კურო კი შეწუხებული იქნება ქალწულის პირადი კომფორტის სპარტანული აღქმით. სამაგიეროდ,ორივე გონივრული მხარჯველია,ასე რომ,ფული არასოდეს გახდება კამათის საგანი.იმისგან დამოუკიდებლად,რა ასპექტებია მათ მზეებსა და მთვარეებს შორის,მათ შეუძლიათ 9-5 მოდელის იმედი ჰქონდეთ,რაც ორივეს დაემხარება ურთიერთგაგებასა და მიტევებაში. კუროს ეს თითქმის ყოველთვის გამოსდის. ამასთან,მას შეუძლია ქალწულის სკეპტიკური სული „დაადნოს“ თავისი განსაკუთრებული,მხურვალე და თავგანწირული ერთგულებით. თუ კურო თანმიმდევრული იქნება(და სწორედ თანმიმდევრულობა წარმოადგენს მის ერთერთ ძირითად ღირსებას),ის შეძლებს ქალწულისგან სამყაროს კრიტიკული აღქმა ისწავლოს.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top