სახლი და ოჯახი (უკიდურესობები – ტირანია ან გაუბედაობა)
ეს არის მოღალატე, მშიშარა ადამიანის კარმა, შესაძლოა მან შეურაცხყო მშობლები, წაბილწა ტრადიციები ან მას აქვს საგვარეულო წყევლა. წარსულის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც შემდეგი უკიდურესობები:
აქტიური ადამიანების შემთხვევაში – მათი აზრები ორიენტირებულია საოჯახო საქმეებზე, ბავშვების აღზრდაზე. ხშირად ოჯახის საშუალებით ცდილობენ საკუთარი პირადი ამბიციების რეალიზებას, რაც დაკავშირებულია ძალაუფლების მოპოვების სურვილთან. ცდილობენ დაიკავონ ოჯახის უფროსის ადგილი, ოჯახის წევრები საკუთარ ნებას დაუმორჩილონ და დატკბნენ ძალაუფლებით. აგრესიულად იცავენ საგვარეულო ტრადიციებს, არიან კონსერვატული, ჯიუტად ცდილობენ საკუთარ შეხედულებების გატანას და არ აღიარებენ შეცდომებს.
პასიური ადამიანების შემთხვევაში – ყველანაირი საოჯახო საქმე და ვალდებულება „ამძიმებთ“, ცდილობენ თავი დაიძვრინონ მათი შესრულებისგან, თუმცა ეს იშვიათად გამოსდით. ხშირად ბავშვობაში მიღებული ტრავმა გავლენას ახდენს მთელ ცხოვრებაზე. ზოგჯერ არიან: უნებისყოფოები, გაუბედავები და ზარმაცები. არასწორი წარმოდგენა აქვთ მშობლის (დედის) როლზე. ზოგჯერ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებათ ბავშვების მიმართ, არ უნდათ ან არ შეუძლიათ ბავშვის ყოლა.
გამოსყიდვის დროს მათთვის გაუსაძლისი ხდება საკუთარ სახლში ცხოვრება, თითქოს ზეწოლას განიცდიან. შეიძლება სირთულეები ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა და ბავშვებთან ურთიერთობებში.
რეკომენდირებულია: ემსახურონ სამშობლოს. უნდა შეეწინააღმდეგონ ფარულ მანკიერ მიდრეკილებებს.
საფრთხე ელოდებათ ახლობელი ადამიანების ღალატის გამო, წყლისგან, არსებობს მოწამვლის ან დახრჩობის საშიშროება.
©შესტოპალოვი
შავი მთვარე კირჩხიბში
ლილიტი კირჩხიბში, მთვარის სამფლობელოში, იუპიტრის და სელენას ეგზალტაციაში, წყლის ნიშანში.
ეს საკმაოდ რთული მდებარეობაა, წარსულში ამ ადამიანს სავარუდოდ დანაშაული მიუძღვის საკუთარი საგვარეულოს და ტრადიციების წინაშე. შეიძლება ადგილი ჰქონდა ღალატს, მშობლების შეურაცხყოფას, ამიტომ ეს ადამიანი საგვარეულო წყევლის – „წინაპრების კარმის“ მატარებელია. წყევლა შეიძლება გავრცელდეს შთამომავლობაზე, გენეტიკური ინფორმაციის სახით.
პირველ დონეზე წინაპრების, მშობლების წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო – ფესვებიდან მოწყვეტილობის (მივიწყების) განცდა. ადამიანი კვლავ აგრძელებს პარაზიტობას და ღალატს. ლილიტი კირჩხიბი, ჰარმონიული ჰოროსკოპის წყალობით, წარმატების შემთხვევაშიც კი, გულის სიღრმეში ფლიდი და მეთავისეა, რითაც კიდევ უფრო იმძიმებს კარმას.
მეორე „საშუალო“ დონეზე ადამიანს სული ეხუთება საკუთარ სახლში, დარტყმას იღებს ოჯახის წევრებისგან და ახლობელი ადამიანებისგან. უსიამოვნებები ელოდებათ მშობლების მხრიდან, ხშირად მშობლები „მტრის სახით“ მოევლინებათ. რამაც შეიძლება უბიძგოთ მაწანწალობისა და უსახლკარობისაკენ. ახასიათებთ შიშები, ეჭვები, ართავდაჯერებულობა, დევნის მანია, გამძარფრეულია ოიდიპოსის კომპლექსი, ხანდახან ვლინდება ჰომოსექსუალიზმი. ყველა მანკიერი მიდრეკილება საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს და გარდაიქმნას.
ამ დონეზე ადამიანი კვლავ განიცდის საგვარეულო წყევლის ზემოქმედებას, თუმცა ეს მან უნდა მიიღოს როგორც გამოსყიდვა წარსულის ცოდვებზე. დაძაბული ურთიერთობები აქვს საკუთარ ნათესავებთან, ვერ აღწევენ აღიარებას და იდევნება სამშობლოში. ლილიტი კირჩხიბი იძულებითი ემიგრაციის ერთ-ერთი მაჩვენებელია, ადამიანს აძევებენ ქვეყნიდან, მშობლების სახლიდან. მან ამ განსაცდელს ღირსეულად უნდა გაუძლოს და არ გაბოროტდეს, რადგან ეს დაგროვილი „ვალების“ საფასურია. შეიძლება განუვითარდეს დახრჩობის ან მოწამვლის შიში.
საფრთხე ემუქრება წყლისგან, დაწყებული სახლში დროდადრო წყალდიდობებისგან, დამთავრებული სხვადასხვა სითხეებისგან მოწამვლისა და დახრჩობის სახით.
ლილიტი კირჩხიბის ცნებებია: დაუბრუნდეს საწყისებს, მეტი დრო გაატაროს ოჯახში, პატივი უნდა სცეს წინაპრებს და უფროსი თაობის ადამიანებს.
მესამე დონეზე დონეზე გადასვლა იძლევა ტრადიციების შებღალვის მოსურნეების, მოღალატეების ამოცნობის უნარს. ადამიანი დიდი ყურადრებით ექცევა მშობლებთან, სამშობლოსთან ურთიერთობებს, ოკულტურ წყაროებს. ერთმანეთიგან ანსხვავებს წმინდა და დაბინძურებულ ტრადიციულ ოკულტურ სწავლებებს.
©პ. გლობა
ლილიტი კირჩხიბში: მშობლებთან კავშირის გაწყვეტა, საგვარეულოს, სამშობლოს ღალატი, მეთავისეობა.
დაბალ დონეზე – ტრადიციების შებღალვა, სამშობლოს ღალატი
საშუალო დონეზე – იდევნება მშობლების და გვარის წარმომადგენლებისგან, სამშობლოდან. იძულებითი ემიგრაცია.
უმაღლეს დონეზე – უცოდველობა, ნათესავების აზრისგან დამოუკიდებლობა, კარმის კანონების ჭეშმარიტი გაგება.
შავი მთვარე (ლილიტი კირჩხიბში)
შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“ რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარული თვისების აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.
შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.
კირჩხიბი დედობის, სამშობლოს, საგვარეულო ტრადიციების, მშობლიური სახლის და ოჯახის სიმბოლოა. მასთან დაკავშირებულია მემკვიდრეობითი მიდრეკილებები, გაუცნობიერებელი შეხედულებები, ბავშვობის შთაბეჭდილებები. მისი თვისებებია – საფუძვლიანობა, ჩაღრმავება, აღქმა და ჩაკეტილობა.
შავი მთვარე კირჩხიბში მიუთითებს მემკვიდრეობით ხასიათზე და მისგან განპირობებულ დამახინჯებებზე, რომელიც სიღრმისეულ ჩაბეჭდილია ქვეცნობიერში. ის ამძიმებს საგვარეულო კარმას, ართულებს ნათესავებთან და მშობლებთან ურთიერთობებს, ხშირად შემოაქვს მოულოდნელი და ტრაგიკული სიტუაციები ოჯახურ ცხოვრებაში.
თუ შავი მთვარე მოქმედებს ნიშნის აქტიურ პოლუსზე ადამიანის ყველა ინტერესი უკავშირდება საკუთარ ოჯახს, შვილების აღზრდას. შავი მთვარის ზეგავლენით მზრუნველობა ხდება მომაბეზრებელი. ადამიანი საკუთარი ამბიციების რეალიზებას ცდილობს საკუთარ ოჯახის წევრებზე „გაბატონებით“. კონსერვატულია, აგრესიულად იცავს საგვარეულო ტრადიციებს, არ აღიარებს შეცდომებს.
თუ შავი მთვარე გავლენას ახდენს ნიშნის პასიურ გამოვლინებაზე, ადამიანი ყველანაირად გაურბის სოჯახო საქმეებს და ვალდებულებებს, ცდილობს მათ თავი აარიდოს რაც არ საბოლოოდ არ გამოსდის. შავი მთვარე კირჩხიბში იძლევა არასტაბილურ ემოციურ განწყობას, ინდივიდს ღრმა ბავშვობიდან მოჰყვება სხვადასხვა სახის შიშები და ფობიები, უსიამოვნო წინათგრძნობები, რთულად ეგუება ახალ გარემოს. ხშირად ბავშვობაში მიღებული ტრავმა მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ლილიტი აძლიერებს კირჩხიბის უარყოფით თვისებებს – ბუტიაობას, ტირილისადმი მიდრეკილებას, გულღვარძლიანობას. ხელს უწყობს ჭამის მადის გაძლიერებას, ზედმეტი საკვების მიღების სურვილმა შეიძლება შემდეგ გამოიწვიოს კუჭის პრობლემები. შავი მთვარის გავლენით ადამიანი უნებისყოფოა, გაუბედავი, ზარმაცი დიდხანს ტკეპნის ერთ ადგილს, სანამ რამეს წამოიწყებს, ხშირად საქმე არც მიდის დაწყებამდე ან კონკრეტულ რეზულტატებამდე. დამახასიათებელია – არაორგანიზებულობა, გაფანტულობა, არადისციპლინირებულობა. ემოციები გავლენას ახდენს აზროვნებაზე რის გამოც ის სუბიექტურია, ამასთან ადამიანი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ.
©გ. ვოლჟინა
სტატიის ავტორი: რუსა