ლილიტი ქალწულში

ლილიტი ქალწულში

საქმიანობა(გამრჯელობა) (უკიდურესობები – მეწვრილმანეობა ან ქაოსი)

ამ ცხოვრებაში პასუხისგება მოუწვთ წარსულში – მეწვრილმანეობის, სიძუნწის, ახლობლების დაჩაგვრის, ინტრიგანობის, ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობის, ცინიზმის, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევის გამო.

წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:

აქტიური ადამიანის შემთხვევაში: მკვეთრად გამოხატული პრაქტიკულობა და ანგარიშიანობა. დეტალიზაციის უნარი მიყვანილია აბსურდამდე – დაწვრილმანება ხდება არარსებულამდე – „ბუზისგან სპილოს შექმნის“ ტენდენცია. დეტალურ ანალიზს უკეთებს იმას, რაც შეუძლებელია დაანწევრო. ირევა წვრილმანებში, რომლის მიღმაც კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს. ზოგჯერ ეს ადამიანი ავლენს აუტანელ კრიტიკულობას – აკრიტიკებს ფაქტობრივად ყველაფერს, რასთანაც შეხება აქვს.

პასიური ადამიანის შემთხვევაში: თითქმის არ გააჩნია ანალიზის უნარი, ვერ ამჩნევს წვრილმანებს და დეტალებს. უჭირს სისუფთავის და წესრიგის დაცვა, გარშემო მუდმივად ქაოსი და აურზაურია. თითქოს რაღაც უშლით ხელს კრიტიკულად შეაფასოს მიმდინარე მოვლენები. ხშირად ეს ადამიანი ავლენს უპასუხისმგებლობას, არადისციპლინირებულობას, არაკეთილსინდისიერებას, უგულვებელყოფს პირად ჰიგიენას და არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე. ხშირად აქვს ავადმოფობების აკვიატებული შიშები.

გამოსყიდვის გზაზე შეიძლება დაზარალდეს ექიმებისა და თანამშრომლებისგან.

რეკომენდირებულია: უნდა ერიდოს ეჭვებს, განსაკუთრებით საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს შურისმაძიებელი და მავნებელი. არ უნდა შეეშინდეს მასზე ჭკვაინი ადამიანების. ხიფათი ელოდება ქირურგიული ოპერაციების, მიწიძვრისგან, მეტროში.

© შესტოპალოვი

შავი მთვარე ქალწულში

ლილიტი გაძევებულია იუპიტერთან და ნეპტუნთან ერთად, მერკურის და პროზეპინას სამფლობელოში, მერკურის ეგზალტაციის ნიშანში, მიწის სტიქიაში.

ლილიტის ეს მდებარეობა დაკავშირებულია სიწმინდის შებღალვასთან, „დაცემული“ ქალწულის წარსულის ცოდვებია- მლიქვნელობა, ლაქიაობა, ბიუროკრატიზმი, მუქთახორობა, მსუბუქი ტირანია მასზე დამოკიდებულ ადამიანებზე, შეიძლება დაარღვია ჰიპოკრატეს ფიცი, ან წარსულ ინკარნაციაში ექიმმა უყურადღებოდ მიატოვა პაციენტი.

პირველ დონეზე ეს ადამიანი გამოირჩევა პატივმოყავრეობით, კარიერისტობით, ლაქიაობით, მლიქვნელის ფსიქოლოგიით. მის ღირებულებათა სისტემაში ყველაზე მაღლა დგას ჭკუა და ინფორმაცია, ამის უკან კი იკარგება ადამიანური საწყისები. არჩევს მასზე უფრო დაბალი დონის მეგობრებს და გარემოცვას.

მეორე დონეზე – იდევნება ხელმძღვანელობისგან, ავალებენ უამრავ წვრილმან საქმეს, მძიმე და რთულ სამუშაოს. პატივს არ სცემენ, მუდმივად ხაზს უსვამენ მის უჭკუობას და არაკომპეტენტურობას, მიუთითებენ დაბალ რანგზე, ცდილობენ გამოიჭირონ წვრილმანებში, ექმნება უამრავი წვრილმანი დაბრკოლება. შეიძლება ჰქონდეს სუსტი ჯანმრთელობა, ამასთან ყოველთვის აღმოჩნდება არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური ექიმების ხელში .

უნდა ერიდოს ეჭვებს (შიშებს) საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არ უნდა იყოს ძუნწი, არ შეეშინდეს მასზე ჭკვიანი ადამიანების, თავი უნდა აარიდოს პედანტებს, ვისაც უყვარს „ჭკუის დარიგება“, ზომიერება უნდა დაიცვას ფულის ხარჯვაში. ლილიტის ამ მდებარეობისთვის გარდაუვალია – კარმული ვალების გასტუმრება.

პოტენციურ მტრებად მოევლინება – თანამშრომლები და ექიმები.

საფრთხე ემუქრება მიწის სტიქიისგან – მიწისძვრის დროს ან მეტროში.

 ლილიტი ქალწულის ცნებებია: იმუშავე, მოითმინე, არ გაბოროტდე, ატარე შენი ჯვარი, შეასრულე დაკისრებული მოვალეობები, მოუარე (ყურადღება მიაქციე) ავადმყოფებს.

მესამე დონეზე, მაღალი თვითკონტროლის პირობებში, ყველა ეს მანკიერი სიტუაცია გვერდს აუვლის. მან უკვე იცის არაკეთილსინდისიერი, ბიუროკრატი, მლიქვნელი ადამიანებისა და შარლატანი ექიმების ამოცნობა. იმუნიტეტი გამოუმუშავდება მსგავსი ადამიანების და სიტუაციების მიმართ.

© გლობა

ლილიტი ქალწულში: ჯანმრთელობის დარღვევა. ცუდი ურთიერთობები სამსახურში. მრავალი წვრილმანი უსიამოვნებები.

დაბალ დონეზე – პირფერობა, ვალდებულებების შეუსრულებლობა, უდიერი დამოკიდებულება საკუთარი მოვალეობების მიმართ.

საშუალო დონეზე – ექიმების დაუდევრობის მსხვერპლი, დაუფასებელი შრომა.

უმაღლეს დონეზე – მოვალეობის ადამიანი, სხვადასხვა სახის უსიამოვნებების მიმართ მშვიდი დამოკიდებულება.

შავი მთვარე (ლილიტი) ქალწულში 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარული თვისების აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.

ქალწული დაკავშირებულია ანალიზის უნართან, დეტალიზაციაზთან, ეს არის წესრიგის, მეთოდურობის და რაციონალურობის სიმბოლო.

თუ შავი მთვარე ქალწულში აძლიერებს ნიშნის აქტიურ გამოვლინებას, ადამიანში მკვეთრად გამოხატულია პრაქტიკულობა და ანგარიშიანობა. ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება დომინირებს აბსტრაქტულზე , ინტუიცია იგნორირებულია, ყველაფერი რაც არარაციონალურია -უარყოფილია. ქალწულის დეტალზაციის უნარი შავი მთვარის ზეგავლენით მიდის აბსურდამდე – „ბუზისგან სპილოს შექმნის“ ტენდენცია. ადამიანი შეიძლება გახდეს უგულო პედანტი, ვითარდება აუტანელი კრიტიკულობა, ის ყველაფერით უკმაყოფილოა, ცხოვრებას უყურებს სკეპტიკურად და უხალისოდ. შეიძლება სისუფთავის და წესრიგის დამყარება გადაუვიდეს მანიაში და ამაზე დახარჯოს მთელი დრო და ენერგია.

თუ შავი მთვარე გავლენას ახდენს ქალწულის პასიურ პოლუსზე ადამიანს თითქმის არ გააჩნია ანალიზის უნარი, ვერ ამჩნევს წვრილმანებს. მისი აზრები აბსტრაქტულია, გაჭირვებით ახერხებს მათ გარკვეულ კონტურებში მოქცევას. შავი მთვარის ზეგავლენის გამო უჭირს სისუფთავის და წესრიგის დაცვა. არ შეუძლია სიტუაციის კრიტიკულად შეფასება, უპასუხისმგებლო, არადისციპლინირებული, არაკეთილსინდისიერი ადამიანია.

© ვოლჟინა

დამატებითი ლინკი – ლილიტი ქალწულში

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top