მამაკაცის იდეალი ქალის ჰოროსკოპში

მამაკაცის იდეალი ქალის ჰოროსკოპში

 პირად რუკაში მარსის მდებარეობის მიხედვით ქალები იყოფიან ორ ტიპად:

პირველი ტიპის ქალები ძალიან დაინტერესებულნი არიან მამაკაცებით – მარსით ვერძის, კირჩხიბის, სასწორის, მორიელის და თხის რქის ნიშნებში.

ესენი იყოფიან ორ კატეგორიად:

ა) კონსტრუქციული მამაკაცთა საზოგადოების მოყვარულები – ვერძი, მორიელი და თხის რქა მარსი.

ბ)დესტრუქციული მამაკცთა საზოგადოების მოყვარულები – მარსი კუროში ,კირჩხიბში სასწორში

მეორე ტიპის ქალები არ არიან გულგრილი მამაკაცების მიმართ, მაგრამ აქვთ მშვიდი(ნეიტრალური) დამოკიდებულება მათ მიმართ – მარსს ტყუპებში, ლომში, ქალწულში, მშვილდოსანში, მერწყულში და თევზების ნიშანში

კონსტრუქციული მარისი მქონე ქალებს- უყვართ მამაკაცები, სიამოვნებთ მათზე ზრუნვა . მამაკაცები ამ ქალებთან თავს გრძნობენ კარგად და კომფორტულად. ამ ქალებს უყვართ მამაკაცების ყურადღება და უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცთა საზოგადოებაში ყოფნას .

დესტრუქციული “კაცთმოყვარეებს” – უყვართ მამაკაცები მაგრამ არაფერი კარგი მათ ცხოვრებაში არ მოაქვთ. უნგრევენ ცხოვრებას, ბედს, ჯანმრთელობას და ნერვულ სისტემას . მათ ეძახიან ე.წ “საბედისწერო ქალებს”

მეორე ტიპის ქალები – არ არიან გულგრილი მამაკაცების მიმართ , თუმცა აქვთ ნეიტრალური დამოკიდებულება , მათ არც კარგი არც ცუდი გავლენა არ აქვთ მამაკაცის ცხოვრებაში.

ქალებს მარსით ვერძში მოსწონთ მამაკაცები რომლებიც ახდენენ ძალის დემონსტრირებას, არიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, დაკავებული არიან სპორტით. იზიდავს ქარიზმატული მამაკაცები, მკვეთრად გამოხატული მამაკაცური საწყისებით, თავისი პლიუს – მინუსებით . ეს “მარსი” შეიტანს ბევრ პოზიტიურს მამაკაცის ცხოვრებაში.

ქალებს მარსით კუროში მოსწონთ მეოჯახე, ნაზი და მგრძნობიარე მამაკაცები, რომლებიც აფასებენ და შეუძლიათ შეუქმნან კომფორტული ცხოვრება. მაგრამ რადგან ის დესტრუქციული “კაცთმოყვარეა”, ის ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო იქნება .

ქალებს მარსით ტყუპებში მოსწონთ მსუბუქი ხასიათის და კომუნიკაბელური მამაკაცები, რომლებსაც უყვართ ფლირტი და სიტყვებით თამაში, ისეთი მამაკაცები რომლებსაც შეუძლიათ გამოხატონ თავისი გრძნობები სიტყვებით.

ქალებს მარსით კირჩხიბში მოსწონთ მეოჯახე კაცები რომლებთანაც თამამად შეუძლიათ გამოხატონ დედობრივი გრძნობები, ასეთ ქალებს იზიდავს ჭირვეული მამაკაცები რომლებთანაც მოუწევთ “ძიძის” როლის თამაში. რადგან თვითონ “დესტრუქციული კაცთმოყვარეა” მუდმივად ექნება უკმაყოფილების მიზეზი და მოძებნის საბაბს რომ აუშარდეს .

ქალებს მარსით ლომში – მოსწონთ ამაყი, თავდაჯერებული, და ღირსეული მამაკაცები.

ქალებს მარსით ქალწულში იზიდავთ აკურატული, სისუფთავის მოყვარული, მოწესრიგებული პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცები, რომელსაც აქვს თავისი საქმე, შეიძლება მოსწონდეთ სამხედროები, ეს ქალები ყველაზე მეტად მამაკაცში აფასებენ შრომისმოყვარეობას დისციპლინირებულობას ყველა საქმეში და ცხოვრებისეულ საკითხებში. ამ ქალებს მოსწონთ ისეთი კაცები რომლებსაც ეხერხებათ ხელსაქმე (ხელოსნობა) და ერკვევიან ტექნიკაში.

ქალებს მარსით სასწორში მოსწონთ ლამაზი მამაკაცები მათ პირველ რიგში ხიბლავთ გარეგნული სილამაზე. მამაკაცში აფასებენ ელეგანტურობას და გალანტურობას. მოსწონთ როცა იცავენ ეტიკეტს და საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს, ასევე აქცევენ ყურადღებას აკურატულობას და ტაქტიანობას. მაგრამ მიუხედავავად ამისა ეს ქალები მაინც არასოდეს იქნებიან ბოლომდე კმაყოფილი რადგან მიეკუთვნებიან “დესტრუქციული მარისი მქონე კაცთმოყავრე” ტიპს. ყოველთვის ექნება წვრილმანებზე კამათი. ამ ქალებს მუდმივად უნდა უთხრათ კომპლიმენტები.

ქალები მარსით მორიელში ინტერესდებიან, მამაცი ,ვაჟკაცური , ძლიერი მამაკაცებით , რომლებსაც კარგად გამოუვათ მისი დაცვა და რომლებსაც შეუძლიათ მარტივად გამოვიდნენ ნებისმიერი კრიზისული სიტუაციიდან, ამასთან არიან სექსუალურად მიმზიდველები. ამ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური ჰარმონია სასიყვარულო ურთიერთობების დროს.

ქალებს მარსით მშვილდოსანში მოსწონთ მამაკაცები რომლებიც მოღვაწეობენ რაიმე უჩვეულო სფეროში. შეიძლება ასევე მოსწონდეთ სხვა სარწმუნოების ადამიანები ან უცხოელები. უპირველველეს ყოვლისა ეს ქალები მამაკაცში აფასებენ განათლებას, ჭკუას, ინტელექტს ცოდნას. მამაკაცმა უნდა იცოდეს მეტი ვიდრე მან. მამაკაცი უნდა იყოს ოპტიმისტი და არასოდეს გამოამჟღავნოს ცუდი განწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უბიძგებს ქალს დაშორდეს.

ქალები მარსით თხისრქაში უპირატესობას ანიჭებენ სერიოზულ, პროფესიაში წარმატებულ, კარიერისტ მამაკაცებს. ამ ქალებს შეიძლება იზიდავდეს უფროსი ასაკის მამაკაცები.

ქალებს მარსით მერწყულში მოსწონთ ძალიან თავისუფალი, თანამედროვე და ორიგინალური და ამავე დროს მეგობრული მამაკაცები.

ქალებს მარსით თევზებში იზიდავთ წყნარი, ჩუმი, უჩინარი (ნაკლებად თვალში მოსახვედრი) მამაკაცები, რომლებსაც სჭირდება დაცვა. ამ ქალებისთვის მიმზიდველია “მისტიურად განწყობილი” მამაკაცები.

წყარო:

სტატიის ავტროი: რუსა


About Rusa

Scroll To Top