მანტრა

მანტრა

(სანსკ. मन्त्र mantra საფიქრელი)

მანტრა მნიშვნელობით ტრანსფორმაციის საშუალებაა ფსიქიკის გავლით (ვერბალურიდან – მატერიალიზაციამდე). აქტიურად გამოიყენება ინდუიზმსა და ბუდიზმში. ინდუისტები მიიჩნევენ, რომ მანტრა მეტყველების განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც გონებაზე, ემოციებსა და გარე მოვლენებზეც კი მოქმედებს.

მანტრა არის ბგერათა გარკვეული თანწყობა, რომელსაც აქვს გარკვეული ძალა; ბგერითი ვიბრაცია, რომელიც გონებას დესტრუქციული (დამანგრეველი) პროგრამებისგან წმენდს. ადამიანის მიერ წარმოთქმულ ბგერებს მუსიკაზე არანაკლები მოქმედების ძალა აქვთ. ეს მუდმივად ძრავას ჰგავს, ადამიანი თვითონ ქმნის და მოიხმარს ენერგიას.

ძველად მანტრას სამყაროს ენერგიებთან საკომუნიკაციო “უნივერსალურ ენად” თვლიდნენ.

ნეიროფსიქოლოგებმა კარგა ხანია ამოხსნეს მანტრების მოქმედების საიდუმლო. ყოველი ბგერა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინის სხვადსხვა უჯრედზე, მანტრების განმეორება თავის ტვინის რიტმის ამპლიტუდას ცვლის, რომელიც სტიმულს აძლევს ჩვენს შიდა რესურსებს და აიძულებს გამომჟღავნებას, გახსნას.

მანტრაში მთავარია ბგერათა ზუსტი შერწყმა და არა მათი შინაარსი. ამიტომ ისინი არ ითარგმნება.

მანტრები დაწერილია სანსკრიტზე. ძირითადად მათში ღვთაებათა სახელებია ჩამოთვლილი, რომლებიც წარმატებას განაგებენ სხვადასხვა სფეროებში.

“ღვთაებაში” აქ მოიაზრება განსაზღვრული ენერგიის სახე, რომელიც წარმოადგენს ერთიანი ღმერთის რომელიღაც ძალას, ამიტომ მანტრების წარმოთქმისას ჩვენ მოვდივართ რეზონანსში სამყაროს გარკვეულ ძალებთან.

მანტრებს იყენებენ მედიტაციისთვის, ჩაკრების ჰარმონიული ბალანსისთვის, ენერგო-ინფორმაციული ველის დაცვისთვის, განკურნებისთვის და ა.შ.

სტატიის ავტორი: ქეთი

მშვიდობის, ჰარმონიის მანტრა

ნეგატივის პოზიტივად გარდაქმნის მანტრა

დამცავი მანტრა

მანტრა რომელიც ნებისმიერი დაავადებისგან კურნავს

სიყვარულის, ჰარმონიის მანტრა

Moola Mantra

ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის მანტრა


About Tamta

Scroll To Top