მარსის და პლუტონის შეერთება

მარსის და პლუტონის შეერთება

მარსის შეერთებანამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”

მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.

აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ  კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.

მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას  ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას  კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა  გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.

 

პლუტონის შეერთება  „ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს

პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.

დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას  უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის (ან მთლიანობაში რუკის) შემთხვევაში, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.

პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად”. ცხოვრების სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.

მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი, უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.

 

„საბავშვო ჰოროსკოპი“

თქვენი პატარა დაჯილდოებულია უჩვეულოდ მაღალი ენერგიით და აქტივობით. შესაძლოა ყოვლისშემძლეობის განცდაც ჰქონდეს. მას ნამდვილად შეუძლია სხვებზე მეტის ატანა და დიადი მიზნების მიღწევაც.  ამისათვის, მას უნდა ასწავლოთ თვითკონტროლი და საკუთარი რისხვისა თუ გაღიზიანების შემოქმედებით ენერგიაში სუბლიმირება, რასაც სპორტის თუ სხვა ფიზიკური აქტივობების მეშვეობით მოახერხებს.  მშობლებმა აუცილებლად უნდა წააქეზონ მისი მიდრეკილება, დახმარება გაუწიოს ადამიანებს თუ ცხოველებს. ასევე მშვიდად მიიღეთ ის ფაქტი, რომ ეს ბავშვი თანატოლებზე ბევრად უფრო ინტენსიურად ინტერესდება სექსუალური საკითხებით და შეეცადეთ სწორი ორიენტირები მისცეთ მის ცნობისმოყვარეობას.

 

 

Het Monster

მისთვის ხელმისაწვდომია ენერგიის კარმული წყაროები. შეუძლია აიტანოს მაღალი ფიზიკური დატვირთვა. სიმამაცის და უდრეკი ნების გამო, შესაძლოა  სიკვდილსაც ჩახედონ თვალებში. მათი უზარმაზარი ენერგია კონსტრუქციული იქნება თუ დესტრუქციული, დამოკიდებულია მთლიან ჰოროსკოპზე. თუ მარსი დომინირებს _ ვნება, სიძუნწე, ეგოცენტრიზმი, მიდრეკილება ძალადობის და კრიმინალისკენ. კარგი პლუტონის შემთხვევაში_ ძლიერი ნება, სწრაფი რეგენერაციის უნარი, სწრაფვა კაცობრიობის იდეალების განხორციელებისკენ.

 

 

კატრინ ობიე

ინტენსიური აქტივობა, დაჟინებულობა, რასაც ნატივი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ან ადამიანებზე გავლენის მოსპოვებლად იყენებს, თუმცა კი შეფარულად. ხანდახან ამას სარგებელი მოაქვს, იმ პირობით, თუ ის განახლებისა და ტრანსფორმაციისკენ ისწრაფვის. გამორჩეულ ნებისყოფას უკიდურესად იშვიათად ანაცვლებს მოწყალება.

ხშირად ყველაფერს აფუჭებს დანაშულის კომპლექსი და სადღაც სიღრმეში ფესვგადგმული „სულიერი სიყრუე“.

 

 

სერგეი შესტაპალოვი

ძალაუფლება, დომინირება, თვითდამკვიდრება, დიქტატი. პრობლემების ძალადობრივი გზით გადაწყვეტა.

აგრესია, კონფლიქტურობა. მიდრეკილება რადიკალური ცვლილებებისკენ.

დადებითი მხარე _ უზარმაზარი ნებისყოფა, ენერგია, ბრძოლიუნარიანობა და გამარჯვების უნარი.

 

 

სხვა წყაროები

Gordon Ramsay ♂ ☌ ♇ _ ♍

მათი მიზანსწრაფულობა მართლაც საოცარია და გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს. შთაგონებულნი უზარმაზარ ენერგიას ავითარებენ. თუმცა კონკრეტული ამოცანებით ასეთმა ინტენსიურმა გატაცებამ შესაძლოა შეპყრობილ მდგომარეობამდეც მიიყვანოს. ბრწყინვალე გამომძიებლები და მკვლევარები არიან. თითქმის ავტომატურ რეჟიმში, ყოველთვის საკითხების ღრმა მოტივებს და  უხილავ მხარეებს ეძებენ, რაც მათ ბუნებრივ ფსიქოლოგად აქცევთ. საკუთარ თავს მუდამ გამოწვევებს უცხადებენ, აკეთონ მეტი და მეტი. თუ ამ ტენდეციას ფრთხილად არ მოეკიდნენ, შესაძლოა მალე ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდონ თავი, როდესაც ვერც ერთი შესრულებული საქმე კმაყოფილებას ვეღარ მიანიჭებთ.

კატეგორიულად არ უყვართ მითითები, განსაკუთრებით ჯიუტდებიან, როდესაც ვინმე რამეს აიძულებს. ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებენ ძალაუფლების ან ავტორიტეტის გამოვლენაზე, როგორც საკუთარი, ისე სხვების მხრიდან.

გულისწყომის დიდხანს დამახსოვრება ხელს უშლით წარსულის გადალახვაში. ნებისმიერ წყენას ფიზიკურად გრძნობენ („ტკივილი მუცლის არეში“). პრობლემისგან ან წყენისგან პიროვნული დისტანცირება დიდ დახმარებას გაუწევდათ, სიტუაციების ობიექტურად შეფასების თვალსაზრისით.

ახალგაზრდობაში შესაძლოა საკუთარი ბრაზი, ძალაუფლება, გავლენა აშინებდე, რადგან, მათი ქცევები ხშირად არასწორად აღიქმება გარშემომყოფების მიერ. საქმე ის არის, რომ მათ არ უყვართ საკუთარი ზრახვების და გეგმების გამჟღვნება. ისინი სტრატეგიულად უფრო აღწევენ თავიანთ მიზნებს, ვიდრე ხმამაღალი ყვირილით. მათ მართლაც შეუძლიათ თითქმის ნებისმიერ ადამიანთან მანევრირება და მათი მიზანდასახულობა ჭეშმარიტად აღსაფრთოვანებელია, თუმცა გეგმების საიდუმლოდ შენახვის პარანოიდული მიდრეკილება ხშირად წარმოშობს გაუგებრობებს მათ ზრახვებთან დაკავშირებით.

ამ ასპექტისთვის ასევე დამახასიათებელია „ყველაფერი ან არაფერი“ თვისებაც. ისინი მთელ გულს დებენ იმ საქმეში, რასაც აკეთებენ, და მოუხედავად იმისა რა ელით, თუ სვლა გაკეთებულია, უკანდასახევ გზას აღარ იტოვებენ.

მათ მომაჯადოებელი, მაცდური და მბრძანებლური აურა აქვთ. ყოველთვის ცდილობენ ძლიერი და მშვიდი ადამაინების შტაბეჭდილება დატოვონ. სისუსტეების და მოწყვლადობის საჩვენებლად, ისინი სრულიად უნდა ენდობოდნენ ადამიანს. მათი ნდობის დამსახურებას კი საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

ამ ადამიანებს მტკიცედ სწამთ იმის, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის კატალიზატორები თავად არიან. სწორედ ამიტომ აღწევენ წარმატებას. „იყოს რაც იქნება“ მათი დევიზი ნამდვილად არ არის. თუმცა იგივე თვისებას შეუძლია გარკვეულ სიტუაციებში შეზღუდოს ისინი, როდესაც აღმოაჩენენ, რომ არის მოვლენები, რომელიც, მათი სურვილისამებრ, „ახლავე!“ ვერ მოხდება.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე მათ ეუფლებათ ისეთი შეგრძნება, რომ მათი პიროვნების (ან/და ცხოვრების) შესაცვლელად)  ბედისწერაში თითქოს თავად ღმერთები ერევიან. რასაც, ასეთ მომენტებში ჩაიდენენ, მათ მომავალ სულიერ გზას განსაზღვრავს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ, როგორც წესი, მათი ყოველი ძალისხმევა სათანადოდ ჯილდოვდება და დახარჯული დრო ნამდვილად ღირს ამისთვის.

 

ცნობილი ადამიანები მარსი-პლუტონის შეერთებით: Kevin Kline, Sigourney Weaver, Ringo Starr, Yves St. Laurent, Brooke Shields, Boz Scaggs, Franklin Roosevelt, Paul McCartney, Sarah Jessica Parker, Melanie Griffith, Zelda Fitzgerald, Tony Curtis.


About Qet

Scroll To Top