დამახასიათებელია: მოუთმენლობა, ენერგიულობა, უცერემონიობა, სარკაზმი, კრიტიკა, მეგობრებთან უთანხმოებები; რისკიანობა, უბედური ან უცნაური შემთხვევების რისკი (გაუფრთხილებლობის გამო), მძაფრი შეგრძნებების მიღების სურვილი, ნევროზულობა, რევოლუციონერობა, დაუფიქრებელი ქმედებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. დადებითი კუთხით დამახასიათებელია: სიმამაცე, პროგრესული იდეებისთვის ბრძოლა, უშიშრობა.
ეს არასტაბილური, ცვალებადი ადამიანის ასპექტია; ხშირად ცვლის მიზნებს, სურვილებს, მისწრაფებებს, რაც წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ხდება. მისი ქმედებების წინასწარ განჭვრეტა რთულია. აქტიური და უშიშარია, მოქმედების დროს შესაძლოა უცერემონიო და უხეში იყოს.
ასპექტისთვის დამახასიათებელია შინაგანი იმედგაცრუება, რაც სტრესსა და საკუთარი თავის კრიტიკაში გამოიხატება. ასპექტის მფლობელს შესაძლოა უჭირდეს საკუთარი თავის გაკონტროლება, პრიორიტეტული მოთხოვნილებების გამოყოფა. მარსისა და ურანის კვადრატი სწრაფი მოქმედებებისთვის ხელსაყრელი ასპექტია. ზოგიერთ წყაროში – გადაუდებელი დახმარების ექიმების ასპექტად მოიხსენიება.
ასპექტის მფლობელს მძაფრი განცდები იზიდავს, რის გამოც შესაძლოა ახასიათებდეს ტრანსპორტის სწრაფად ტარება, ექსტრემალური სპორტით გატაცება. სასურველია გამომუშავდეს მოთმინება, თანამშრომლობის სურვილი, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
მარსის კვადრატი: „სამართებელი, რომელიც სამწერლო ენას ლესავს, კომბოსტოს საჭრელად არ გამოიყენება“
მარსის კვადრატი პლანეტარული ენერგიის გამოვლენას უხეშობას, დისჰარმონიულ ენერგიას მატებს, რაც ფაქიზ გამოვლინებებში მის პრინციპებს არღვევს. ეს რღვევა გარე და შინაგან დონეზე მიმდინარეობს. თუ ინდივიდი რამით არ ეწინააღმდეგება – გამოვლენა ძლიერია.
კარმულად მარსის კვადრატი პლანეტარული პრინციპების პირდაპირ გამოვლენის აკრძალვას (გამოვლენა ჰარმონიულად ან კონსტრუქციულად არ ხდება) და მის დამუშავებას ნიშნავს. ინდივიდი შინაგანად ძლიერადაა დაინტესებული პლანეტით მართული სფეროებით, მისკენ რაღაც ძალა „ექაჩება“ და მიუხედავად წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისა საკუთარ შესაძლებლობებზე (ამ სფეროებში) მისი წარმოდგენა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს.
დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში ინდივიდი შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს გარშემომყოფებისთვის, მაგრამ მაქსიმალურ საფრთხეს მაინც საკუთარ თავს უქმნის. მარსის კვადრატის შემთხვევაში კარმის კანონებს სამყაროში დისჰარმონია შემოაქვს, ენერგიულად და სწრაფად მოქმედებს (ზოგჯერ საპასუხო დარტყმა ინდივიდის შინაგან სამყაროზე მოდის და შინაგანი ნგრევა შეიძლება გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. გამონაკლის წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ინდივიდის საერთო დონე ძლიერად იკლებს, ანუ დეგრადირდება).
შინაგანად ეს ასპექტი იძლევა ზრდის შესაძლებლობას, ქვეცნობიერი პროგრამების, მათ შორის ცხოველური ინსტინქტების, უხეში გამოვლენის გაცნობიერებას, რაც ტრანსფორმირდება უფრო ცივილურ და მისაღებ ფორმად, ანუ ენერგიის, ვიბრაციის გამოვლენის მაღალ საფეხურზე გადადის.
დამუშავება იძლევა ენერგიის მცირე მოცულობის გამოყენებით პლანეტასთან მუშაობის უნარს, მისი პრინციპების ფაქიზ გამოვლენას. ადამიანს ყველაფერი ეცოდინება პლანეტის დაბალი ოქტავით გამოვლენის შემთხვევაში მისი დამანგრეველი ენერგიის შესახებ. ეს კი საბოლოოდ სხვებში მისი გაგებისა და მათი დახმარების უნარს იძლევა პლანეტის პრინციპების დამუშავებაში. თუმცა, დაბალ დონეზე მისი ვიბრაციის თავისუფალი ნაკადის ფლობა არ შეუძლია; მაგ: ვენერა-მარსის კვადრატის შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია იყოს შესანიშნავი სექსოლოგი, მაგრამ არა სექსუალური ყოვლისშემძლე (ორიგინალი: სექსუალური გიგანტი).
ურანის კვადრატი: “ნიჭიერებას ჭირდება აღმაფრენის წამი, დიდებულ ტალანტს კი – წამი დასვენებისათვის“.
უმაღლესი პლანეტების კვადრატურა საბედისწერო ეფექტს იძლევა, რომელთან ბრძოლაც შეუძლებელი, უფრო სწორად საზიანოა, რადგან ადამიანს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს, როგორც თავისი ასევე გარშემომყოფთა ცხოვრება არასწორი ქმედებით კვადრატურაში მყოფი პლანეტის სფეროში. თუმცა ის ირჩევს გარემოებებთან ურთიერთობის საშუალებებს და ხედვას, ე.წ. თვალსაზრისს: როგორც წერტილს, საითაც ის იყურება, ასევე წერტილს – საიდანაც იყურება, ანუ იქიდან გამომდინარე თუ რომელ პოზიციაზეა და ეს არჩევანი ძირითადად განსაზღვრავს მის მიერ უმაღლესი პლანეტების კვადრატის დამუშავებას და შესაბამისად ბედ-იღბალს, სამყაროს კარმის ფარგლებში. მაგ: ვენერა-ურანის კვადრატურა იძლევა არა მხოლოდ გადაულახავ მიდრეკილებას ექსცენტრიულ და უმართავ სოციალურ ქცევებს მისთვის ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებში, არამედ ადამიანებს ამ ასპექტით არ შეუძიათ პარტნიორის დიდხანს სიყვარული, ის რაც ვერაფრით იცვლება დროთა განმავლობაში – გამოუთქმელად სწყინდებათ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება პარტნიორის თვეში ერთხელ ცვლა, ან შესაძლებელია ყოველდღიურად მოხდეს მოცემულ ეგზემპლარზე საკუთარი თვალსაზრისის ცვლა, მასში პრინციპიალური სიახლეების აღმოჩენით, თუმცა მეორე ვარიანტი გაცილებით რთულია.
საერთოდ ურანის კვადრატურა პლანეტას ანიჭებს გენიალურობას ნორმის ფარგლებში (ხანდახან ფარგლებს გარეშე), მაგრამ ურანისეული იდეებისა და ხილვების კონსტრუქციაულად განხორციელება ძალიან რთულია. ადამიანი უნდა ეცადოს გააცნობიეროს თავისი ექსცენტრიულობის არსი, პლანეტარულ გამოვლინებებში უნდა ისწავლოს ურანისეული მინიშნებების წაკითხვა და ამ შემთევვაში ის ნაწილობრივ შეძლებს კარმის რთული ქარგის წვდომას, რომელიც მის ირგვლივ არსებობს და შესაძლოა სამყაროს შემატოს რაღაც ამ დრომდე უნახავი, გაუგებარი, შეუძლებელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა რეალური.
ურანის კვადრატის გამოვლინების გაგება შეუძლებელია, საჭიროა მასთან შეგუება და როგორღაც მისი გამოყენების სწავლა, მაგრამ მისი მთელი წარმატებული და ეფექტური გამოყენებით, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ბეღურებს თოფს ესვრის, ხოლო ურანის საკადრისი სამიზნე რჩება უხილავი.
ურანის კვადრატი იძლევა სხვის ბორბლებში ჯოხის გაჩხერვის უნარებს და თუ ამ ასპექტის მფლობელი მიზნად დაისახავს ბოროტ და ინვოლუციური პროგრამებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ის ძალიან შემოქმედებითი გახდება აქ. სამწუხაროდ ამ კვადრატის შემთხვევაში ამ უნარით პირიქით სარგებლობენ, ევოლუციური ნაკადის შეზღუდვით, მასში ხვეულების წარმოქმნით (კარმული კვანძების წარმოქმნით), რაშიც რა თქმა უნდა გამოიხატება აბსოლუტის შემოქმედება, მაგრამ ადამიანი, რომლისგანაც ეს შემოქმედება რეალიზდება, ხდება შავი მასწავლებელი, თუმცა კონკრეტული ადამიანის ბედ-იღბლისთვის სულერთი არ არის რომელ დონეზე და ზუსტად როგორ ხდება ეს შავი მასწავლებლობა- კრიტიკოსის, დამსმენისა თუ ჯალათის როლში, ამიტომ ურანის კვადრატურის გამოვლინებისთვის საჭიროა დიდი ყურადღების მიქცევა, რადგან აქ უმნიშვნელო აქცენტებს (მათ შორის შინაგან დამოკიდებულებას მომხდარ მოვლენებთან) შესაძლოა შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს.
წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.