მარსის შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის მზესთან

ამ ასპექტში მამაკაცი ცდილობს გააოცოს ქალი, რადგან  მის ძალას და სიამაყეს იმ წინააღმდეგობად აღიქვამს, რომელიც უნდა გადაილახოს. შესაძლოა განვითარდეს აგრესიული სექსუალობა. დამახასიათებელია პროგრესისკენ ძლიერი სწრაფვა. ორი კოცონი ერთიანად გიზგიზებს.

 

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი მუთითებს აქტიურ, დინამიურ და პროგრესულ ურთიერთობაზე. ქალი დიდ ძალას და აქტივობას იძენს მამაკაცის მეშვეობით. თუმცა არც ქიშპობაა გამორიცხული, მაგრამ ამ ენერგიის ტრანსფორმაციაც შესაძლებელია საერთო სპოტული ინტერესების  ან სხვადასხვა ფიზიკური აქტივობების მეშვეობით. ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გაძლიერებულია ურთიერთობის სექსუალური ასპექტი, რადგან ქალს ძალიან იზიდავს პარტნიორთან ფიზიკური თუ ემოციური შეჯიბრი.

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის მთვარესთან

ქალის იდუმალება პირდაპირ აისახება მამაკაცურ სექსუალობაზე და საინტერესო ფონს ქმნის  გამოხატვისთვის. აქ ძლიერი სექსუალური მიზიდულობაა, რაც, სხვა ნეგატიური ასპექტების შემთხვევაში, ხშირად ეხმარებათ ურთიერთობის შენარჩუნებაში. მაგრამ თუ ისინი დიდხანს აპირებენ ერთად ყოფნას, იმპულსურობა უნდა გახედნონ. სპონტანურობა და მომავლის იმედები შეერთებულია დინამიურ მოქმედებებთან, რომ ერთად გაიმარჯვონ ორივე პარტნიორის გამოწვევებზე.

 

ქალის  მარსი შეერთებაში მამაკაცის მთვარესთან

ეს იმპულსური ასპექტია, რომელიც  ორივე ინდივიდის ინსტინქტურ და პროგრესულ მხარეებს ავლენს. ინტენსიური ენერგია განაპირობებს ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. ქალი გაცილებით აქტიური პარტნიორია. ენერგიული აქტიურობა და გამძაფრებული რეაქცია მეტად ცოცხალ და დინამიურ ურთიერთობას ქმნის.  არ არის გამორიცხული „ოიდიპოსის კომპლექსიც“, რადგან თითოეული პარტნიორი როლთა გადანაცვლებას უმკლავდება, რასაც წარმოდგენს ეს ასპექტი. ქალი ისე რეაგირებს, თითქოს მამაკაცი იყოს, რომელიც ბავშვობის დროინდელ დედის სახებას უკავშირდება. მამაკაცი შესაძლოა ქვეცნობიერად ისე რეაგირებდეს, თითქოს თავისი პარტნიორის დედა იყოს, რადგან ის ცდილობს, ქალის ეგოს შედარებით პრიმიტიული თვისებებით, დააბალანსოს საკუთარი გრძნობები. ამრიგად, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი მასწავლებელი ხდება პარტნიორისთვის.

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის მერკურისთან

მამაკაცის მხრიდან პროეცირებული სექსუალური ენერგია ქალის მიერ გამოიყენება როგორც საკუთარი იდეების გამოხატვის სტიმული, რის შედეგადაც, მამაკაცი იმედგაცრუებას გრძნობს, რადგან მისი სექსუალური ინსტინქტები არასწორად არის გაგებული. თუმცა ის მადლობელია მისი სურვილების გაგებისთვის სხვა, მენტალურ, დონეზე. ეს ასპექტი  ქალს აიძულებს საკუთარი გონება მამაკაცის ეგოსთან ჯანსაღ კონკურენციაში გამოიყენოს. აზროვნება ჰარმონიულად ერწყმის აქტიურ მოქმედებებს. გონება და პროგრესი შესაძლოა ამ პარტნიორობის ძირითადი მიზნები გახდეს.

 

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის მერკურისთან

ეს მამაკაცური ორიენტაციის ასპექტი იმაზე მიუთითებს, რომ ქალი პარტნიორის ინტელექტის მთავარი სტიმულატორია. თუმცა ის შესაძლოა გარკვეულ იმედგაცრუებასაც განიცდიდეს იმის გამო, რომ  მამაკაცი არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს მის სექსუალურ სტიმულს, რადგან ის მას მენტალურ სიბრტყეში უყურებს. ასეა თუ ისე, ეს აქტიური და მასტიმულირებელი ურთიერთობაა. ეს ასპექტი ხელს შეუშლის ნებისმიერ  ესკაპისტურ*  გამოვლინებას, თუ მთელ სინასტრიულ რუკაში  ამაზე მიმანიშნებელი სხვა ასპექტები იკვეთება.

 

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის ვენერასთან

ეს ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია ჰარმონიული შეთავსებისთვის, რადგან თითოეული პარტნიორი თავისთვის ყველაზე ბუნებრივ როლში იმყოფება. ვენერასეული ქალი ჰარმონიულად ამსუბუქებს მარსიანელი მამაკაცის აგრესიულობას. ძლიერი სექსუალური მიზიდულობა ვნებიანი და დინამიური ურთიერთობის საწინდარია. მამაკაცის სექსუალური მისწრაფებები სასურველ გულისხმიერ გამოხმარებას პოულობს ქალის თბილ გრძნობებში.

 

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის ვენერასთან

ამ ასპექტის გავლენით ხდება როლების გადანაცვლება, რადგან თითოეული მათგანი მიდრეკილია, ქვეცნობიერად გააიგივოს თავი საკუთარ ანიმეს/ანიმუსის ფიგურებთან. მამაკაცი ქალს თავისი ქვეცნობიერი ქალური ნაწილით აღიქვამს. ქალი, თავის მხრივ, იმ ენერგიისა და დაჟინებულობის სიმბოლოა, რომელსაც მამაკაცისგან ელოდება. ეს ასევე ძლიერი მაგნიტური სექსუალური მიზიდულობის ასპექტია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალი წამყვან როლს იკავებს. მამაკაცი კი, მისდამი სიყვარულში, გაუცნობიერებლად გამოხატავს საკუთარი თავისადმი სიყვარულს, რადგან  ქვეცნობიერად მიიზიდება მამაკაცური ეგოს პროექციისკენ, რასაც მისი პარტნიორი ასხივებს.

 

მარსების შეერთება

ორი ინდივიდის ეგო ერთი მიმართულებით ისწრაფვის. ამიტომ, არ არის გამორიცხული ერთმანეთთან კონკურენცია. მაგრამ თუ ინდივიდუალურ ენერგიებს საერთო მიზნისკენ მიმართავენ, ეს უზარმაზარი ძალა ორივეს დიდ დახმარებას გაუწევს. ქალი გაიგივებულია თავის ანიმუსის ფიგურასთან, რომ მამაკაცთან თანასწორობა შეინარჩუნოს და ამ  „ძმური“ პაექრობის გამო, თავისი ქალურობის ნაწილს კარგავს. მიუხედავად ამისა, თითოეული მათგანი დაჟინებით უბიძგებს პარტნიორს მაქსიმალური ენერგიის გამოვლენისკენ. სექსუალური თვითგამოხატვა შესაძლოა გართულებული იყოს, რადგან ისინი გამოწვევას უცხადებენ ერთმანეთს, თუმცა კი სასურველ გულისხმიერებას ვერ აღწევენ. ვინაიდან ასპექტისთვის დამახასიათებელია უზარმაზარი არაკონტროლირებადი ენერგია, მან შეიძლება დიდი იმედგაცრუება მოუტანოს პარტნიორებს ან პირიქით, ხელი შეუწყოს  საერთო მიზნების მიღწევაში.

 

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის იუპიტერთან

ეს ასპექტი ძლიერ ექსპანსიას ანიჭებს ურთიერთობას. მამაკაცს ქალი თავისი შთაგონების წყაროდ მიაჩნია, თუმცა ქალმა კეთილგონივრული განსჯის უნარი და თავშეკავებული სიბრძნე უნდა გამოავლინოს, რომ ურთიერთობაში ზომიერება შეინარჩუნოს.  ორივე ძალიან აქტიურია, მაგრამ თავიანთი მიზნები მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ. სპორტის, თამაშების და მოგზაურობისადმი ინტერესი ამ ასპექტის ინტეგრალური სფეროებია. როდესაც ისინი ერთმანეთს ააქტიურებენ, მამაკაცი ინსტინქტის მეშვეობით მოქმედებს, ქალი _ გაგების. თუ ორივე საკმარისად ბრძენი აღმოჩნდა, პრიმიტიული და ბავშვური იმპულსების გადასალახად, რასაც ასპექტის გადაჭარბებული ენთუზიაზმი იწვევს, საერთო ძალებით მატერიალური კეთილდღეობის მიღწევას და სულიერ ზრდასაც მოახერხებენ.

 

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის იუპიტერთან

აქ ქალი მიდრეკილია თავი გააიგივოს საკუთარ ანიმუსის ფიგურასთან, რითაც პარტნიორს მისი უმაღლესი გონებისკენ უბიძგებს. მას შეუძლია დაეხმაროს მამაკაცს ათენას ღვთაებრივი თვისებების გაცნობიერებაში, რისკენაც თავად ისწრაფვის. ის შეიძლება ძალიან აგრესიულიც იყოს, თუმცა მამაკაცს მშვენივრად ესმის მისი ინსტინქტები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქალის აქტიურობას და აქიდან გამომდინარე, ნაპერწკლებს და დინამიკას ამ ურთიერთობაში.  ეს პარტნიორობა დაკავშირებულია გაკვეთილების ათვისებასთან: ქალი მამაკაცის ფილოსოფიურ პოზიციებს ისრუტავს, მამაკაცი კი ნათლად ხედავს, როგორ ააქტიურებს ქალი მის იდეებს. ამ ასპექტმა  შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური ხასიათის სირთულეებიც, რაც უკონტროლო ენერგიითა და ენთუზიაზმით არის განპირობებული. თუმცა თუ მათ ბალანსის შენარჩუნება მოახერხეს, ეს დინამიურად მზარდი ურთიერთობა სავსე იქნება არაერთი მღელვარებითა და აღტკინებით.

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის სატურნთან

ქალი განსაკუთებული მნიშვნელობით ავსებს მამაკაცის ყმაწვილურ იმპულსებს. მამაკაცი მას მაკონტროლებელ ფაქტორად განიხილავს, მაგრამ იმავდროულად დიდ პატივს სცემს მის სიბრძნეს და წესიერებას. მამაკაცის ენერგიული მისწრაფებები ძლიერი სტიმულია ქალისთვის, რომელიც, თავის მხრივ, საიმედო საფუძველს უქმნის მის ეგოს. ეს კარმული ასპექტია, სადაც ქალი თავისი მამის როლს ირგებს და ნელ-ნელა მიჰყავს პარტნიორი სიბრძნისა და ღირსებისკენ, რომელსაც, მისი აზრით, ის იმსახურებს. მამაკაციც ცდილობს დაიმსახუროს მისი პატივისცემა, თითქოს ქალი მისი მამა იყოს, თუმცა ამას მხოლოდ მაშინ მოახერხებს თუ მის პრინციპებს გაიზიარებს. ეს ასპექტი, როგორც წესი, ისეთ ურთიერთობებში ფიგურირებს, სადაც ქალი თავისი ბავშვობის დროინდელი პრობლემების გამოსწორებას ცდილობს. ის მამაკაცის ენერგიას ნაყოფიერი სფეროებისკენ მიმართავს, იმავე მეთოდებით, რომელსაც ბავშვობაში ასწავლიდნენ. ამ ურთიერთობას ფონად დაჰკრავს ქალის ფსიქოლოგიური (და კარმული) მემკვიდრეობა. ორივე პარტნიორი ცდილობს ააშენოს მომავალი, წარსულის ტრადიციებზე დაყრდნობით.

 

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის სატურნთან

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კარმული ასპექტია. აქ მამაკაცი უნდა იყოს საკუთარი თავის მამა, რადგან ის მიდრეკილია თავიდან გაათამაშოს სიყმაწვილის იმპულსური პროცესები, იმ სიბრძნესთან შესაბამისობაში, რასაც ბავშვობაში ასწავლიდნენ. ის ქალს განიხილავს, როგორც საკუთარ ეგოს და ცდილობს იმისკენ მიმართოს, რაც მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა. ქალი, თავის მხრივ, მის სტიმულირებას საკუთარი სიცოცხლისუნარიანობით ახდენს. თუმცა მას ძალიან გაუჭირდება განიცადოს არამხოლოდ საკუთარ ქალურობა, არამედ ჭეშმარიტი ინდივიდუალიზმიც კი, რადგან ამ ურთიერთობისთვის შექმნილი „დეკორაციები“ მკაფიოდ კარმული ხასიათისაა და მამაკაცისთვის მემკვიდრეობით ფონს წარმოადგენს. ქალი იმპულსურად უბიძგებს მას ამა თუ იმ ჩახლართული პრობლემის მოგვარებისკენ. მან შეიძლება მამაკაცის კარმული ტვირთის ნაწილიც კი აიღოს საკუთარ თავზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ზუსტად მამაკაცის სიდინჯე და მიზანდასახულობა ანიჭებს ამ ჭკუის სასწავლებელ ურთიერთობას ღრმა აზრს.

 

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის ურანთან

ეს დამაელოქტროებელი და ამაღელვებელი სტიმულის ასპექტია. ის აღნიშნავს „თაყვანისცემას“, რადგან მამაკაცს ერთგვარ სპორტულ ინტერესს უღვივებს, მიიპყროს ამ უჩვეულო ქალის ყურადღება. მართალია, ქალი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, მაგრამ ამით კიდევ უფრო ძლიერ იზიდავს მამაკაცს. ორივე ინდივიდი დიდ ენერგიას აძლევს ერთმანეთს. როდესაც პირველსაწყისი აღტკინება ცხრება, გვარიანი ქაოსის შემდეგ, მამაკაცი აცნობიერებს, რომ მიჯნურის ძიებაში მან მეგობარი იპოვა.

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის ურანთან

ქალი დაჟინებულად ცდილობს დაიპყროს მამაკაცის მიუკერძოებელი ყურადღება. ის შეიძლება საკუთარ ქალურ როლსაც აცდეს, პარტნიორის ინდივიდუალიზმის მიღების მცდელობაში, თავისთვის აუცილებელი ხელშესახები რეალობის შესაქმნელად. ამრიგად, ეს ურთიერთობა შესაძლოა ამაღელვებელიც იყოს, მაგრამ ქალი წინასწარ უნდა მოემზადოს და შეეგუოს, რომ ამ მამაკაცთან ურთიერთობაში ყველაფერი მოსალოდნელია.  მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ქალი ეცდება  უფრო პერსონალურად ჩართოს პარტნიორი, თუმცა მისი დაჟინებული მცდელობები მამაკაცს დისკომფორტს შეუქმნის. მას ამ ქალის ატანა მხოლოდ მცირე დოზებში შეუძლია. ამიტომ, იმისათვის რომ თავისუფლება შეინარჩუნოს, ამ ქალთან ის, ასე ვთქვათ,  სვენებ-სვენებით ურთიერთობს.

 

 

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის ნეპტუნთან

ეს გამაწონასწორებელი ასპექტია, რადგან მამაკაცი ცდილობს  საკუთარი ენერგიულობის ობიექტი იპოვოს ქალში. ქალი კი ცდილობს ნაზად შეარბილოს მისი ცეცხლოვანი ბუნება. შედეგად, მამაკაცი, რომელიც ქალის წარმოსახვას ააქტიურებს, მისი ოცნებების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება. მართალია, ქალს ხშირად ეუფლება ისეთი განცდა, რომ მამაკაცი, მისი ტემპისთვის, ძალიან სწრაფად მოძრაობს, მაგრამ მას არ ძალუძს ამის შეცვლა. მარსი პირადი ნებისა და  სურვილების პლანეტაა. ნეპტუნი _ სურვილების ხასიათის ბუნდოვანება. ამ ერთგვარ წინააღმდეგობრიობას პარტნიორები საჭირო რეალისტურ ბალანსამდე მიჰყავს.

 

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის ნეპტუნთან

ქალი ქვეცნობიერად იგივდება ანიმუსის ფიგურასთან და მამაკაცის როლს ასრულებს. ის ააქტიურებს მამაკაცის ოცნებებს და აღვიძებს მის მიძინებულ ინსტინქტებს. თუ ქალი ხშირად არ გაბრაზდება პარტნიორის პასიურ როლზე, ეს შეიძლება  კონსტრუქციული ასპექტი იყოს, სადაც მოქმედება და შთაგონება ერთიანდება.

 

 

მამაკაცის მარსი შეერთებაში ქალის პლუტონთან

ეს ინტენსიური ვნების ასპექტია. შესაძლოა გარკვეული მოვლენების საბოლოოდ დასრულება, წერტილის დასმა, რაც ორივეს წინსვლის საშუალებას მისცემს. ქალი თანდათან შორდება თავის წარსულს, მამაკაცი კი დაჟინებით მიიწევს მომავლისკენ. ამ თვალსაზრისით, ორივე პარტნიორი ამაღორძინებელი ძალასავით მოქმედებს ერთმანეთზე. სექსუალური ურთიერთმიზიდულობაც არანაკლებ ინტენსიურია, რის გამოც, წარსულის კარმული პატერნები ზედაპირზე ამოდის, ნეიტრალდება და ახალი მომავლის მღელვარე მოლოდინით იცვლება.

 

ქალის მარსი შეერთებაში მამაკაცის პლუტონთან

ეს ასპექტი უკიდურესად ინტენსიურ ურთიერთობას აყალიბებს, სადაც ქალი უარს ამბობს თავის ტრადიციულ როლზე და თავის  ანიმუსის ფიგურასთან იგივდება.  მისი ძალის წყალობით, მამაკაცი ახალ მეთოდებს პოულობს, თავისი ქვეცნობიერი სიღრმეების აქტივაციისთვის. ამრიგად, ქალი მისი ლოკომოტივი ხდება. მამაკაცი დაუმუშავებელი ალმასია. ქალს კი, უწყვეტი ძიების შედეგად, შეუძლია ისეთი ძალა შეიძინოს, რომელიც ორივეს თავიდან დაბადებას შეუწყობს ხელს. როდესაც ქალის დაჟინებული მოთხოვნის წყალობით, მამაკაცის მთვლემარე პოტენციალი იღვიძებს, მოსალოდნელია ძლიერი სტიქიური ქაოსი, მაგრამ ამ მღელვარების საბოლოო შედეგი  უაღრესად დინამიური პიროვნული ზრდა იქნება.


About Qet

Scroll To Top