მარსი მერწყულში

მარსი მერწყულში

მარსი ჰაერის სტიქიაში

როცა ინდივიდუალურობის, თვითგამოხატვის და პიროვნული თავისუფლების პლანეტა ხვდება უკომპრომისო, თავისუფალ და მეამბოხე ნიშანში, მან შეიძლება მოახდინოს განსაკუთრებით მოულოდნელი ენერგიის გამოვლინებები. რომელიც ზოგჯერ ვლინდება შემოქმედებითი უნარებისა და ორიგინალური აზროვნების სახით ან უცნაური ექსცენტრიულობით და წინააღმდეგობით ყველანაირი ნორმის წინააღმდეგ.

მათი იდეები ზოგჯერ გამოირჩევა ექსტრემიზმით და რევოლუციურობით, ორგანიზაციებით ან სამეცნიერო თეორიების საშუალებით საზოგადოების სწრაფი რეფორმირების იმედით. საუკეთესო გამოვლინებებში ადამიანები მარსით მერწყულები ავლენენ ახალი ცოდნის მიღების სურვილს და ცდილობენ შეფასებებში ობიექტურები იყვნენ, იმ საკითხებში რომელიც ეხება ჭეშმარიტ სამეცნიერო მიღწევებს, ექსპერიმენტულ მიდგომებს სხვადასხვა საკითხების მიმართ, დაფუძნებულ რეალური ცდებისა და შეცდომების მეთოდზე და რომელიც არ არის მოქცეული კონსერვატიულ – თეორიულ დოგმებში.

მარსი მერწყულები თავისუფლების მოყვარე ადამიანები არიან, რაც ხშირად არ ემჩნევათ პირველი ნაცნობობისას, რადგან თავიდან, ჩვეულებრივ, ისინი ცდილობენ მოერგონ გარშემომყოფების მოლოდინებს. ზოგადად ამ ინდივიდებს სურვილი აქვთ იცხოვრონ გარემოსთან თანხმობაში, თუმცა ზოგჯერ საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევა ახასიათებთ, განსაკუთრებით მაშინ თუ მიაჩნიათ რომ უკეთესად ერკვევიან რაიმე საკითხში. როცა ნამდვილად ერკვევიან საკითხში, მათი მყარი რწმენა საკუთარ ცოდნაში, ძალიან სასარგებლოა მრავალ ცხოვრებისეულ ასპექტებში. მარსი მერწყულებისგან გამოდის არაჩვეულებრივი პედაგოგები, მზგავსი სამუშაო მათთვის კარგი საშუალებაა მარსული ენერგიის გამოსასვლელად. მარსის ეს მდებარეობა კარგია ჰუმანიტარული პროფესიებისთვის, სამეცნიერო მიღწევებისა და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის.

მარსი მერწყულები ენერგიით იმუხტებიან კოლექტივში მუშაობის დროს, სადაც ხშირად იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს. მოწოდებული არიან ლიდერობისთვის, რადგან მომავლის განჭვრეტაში, კოლექტიური მისიის ან ინტელექტუალური მიზნების დასახვაში შეუდარებლები არიან.

მარსი მერწყულის არსი

  •   თავს ავლენენ როგორც ჭკვიანი, ექსცენტრიული, დამოუკიდებელი პიროვნებები. მიდრეკილი არიან ინდივიდუალიზმისადმი.
  •  მეამბოხე სულმა შეძლება ხელი შეუშალოს მიზნის მიღწევაში, ამის გამო მათთვის დამახასიათებელი ნოვატორობა და რევოლუციური იდეები უნდა მიმართული იქნას შემოქმედებით კალაპოტში.
  •  ფიზიკური ენერგია და სქესობრივი მიზიდულობა სტიმულირდება თავისუფლების შეგრძნებით. ექსპერიმენტების ჩატარებით და ახალი იდეების და შესაძლებლობების განხორცილებით. დამოუკიდებლობამ და სამეცნიერო ობიექტურობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ემოციებისა და სურვილების გამოხატვაში.
მარსიანელი მერწყულისთვის ახალი ნაცნობობის გაბმა უმარტივესია. ხშირად ახალგაცნობილ თანამოსაუბრეს შოკიმომგვრელი ფრაზებით მიმართავს. ჩვეულებრივი და ნაცრისფერი ადამიანები არც აინტერესებს. მისი მზერა მხოლოდ ექსტრავაგანტურ ადამიანებს ირჩევს პოტენციურ პარტნიორად. მისთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორი გამოირჩეოდეს მასისგან და აქ სულაც არ იგულისხმება სოციალური სტატუსი თუ წარმომავლობა. მთავარი მისი სექსუალური ხიბლია. როგორც კი თანამოსაუბრის თვალებში საპასუხო, ვნების ნაპერწკალს შენიშნავს, მზადაა „ბრძოლაში“ ჩაერთოს.
გარემოს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. თუმცა უკეთესია, თუ მოქმედებები ექსტრემალურ სიტუაციაში მიმდინარეობს. ყველა გრძნობა გაშიშვლებულია, მთელი ორგანიზმი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.
როდესაც ურთიერთობაში რუტინა იწყება, მარსი მერწყულში იმდენად მოწყენილი ხდება, ნებისმიერ „საინტერესო“ მზერას შეუძლია ახალი ვნების ნაპერწკალი დაანთოს. იმისათვის,რომ მოწყენილობამ ურთიერთობა რუტინად არ აქციოს, დაპატიჟეთ რჩეული პარკში რომელიმე ატრაქციონზე ან სულაც ავტომობილის უკანა სავარძელზე „გასართობად“. პირობას გაძლევთ,ახალი განცდების მთელ კასკადს მიიღებთ. მარსი მერწყულში(და საერთოდ,ნებისმიერი პლანეტა მერწყულში) იმდენად სოციალურია,ყველა ტიპის კოლექტიურ ურთიერთქმედებას აღტაცებაში მოჰყავს. განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს(ან მიიღებს,უბრალოდ ჯერ არ იცის) ჯგუფური და ერთსქესიანი სექსისგან. თუ ჯერ უკვე არ უცდია ან ხმამაღლა არ ამბობს,დარწმუნებული იყავით,რომ გულის სიღრმეში სწორედ ასეთ საინტერესო პარტნიორულ ურთიერთობებზე ოცნებობს.
მარსიანელი მერწყული ძვირად აფასებს თავისუფლებას და ერთ პარტნიორთან გაჩერება იმ პირობით შეუძლია,თუ არ გააკონტროლებენ. მისთვის საერთოდ არ არსებობს ღალატის ცნება. ის ყოველთვის შეძლებს გაუგოს პარტნიორს. მიაჩნია,რომ გარკვეული გარემოებების გავლენით შექმნილმა „სიტუაციამ“ არ უნდა გაართულოს და მით უმეტეს დაანგრიოს უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობა. თუმცა უკეთესია,თუ ამის შესახებ არ ეცოდინება. იმისათვის,რომ ერთ პარტნიორთან დიდხანს გაძლოს,საჭიროა ურთიერთვალდებულებების,თავისუფლებისა და დამოკიდებულების საკითხების ხშირი შეცვლა და გადაწყობა. წინააღდეგ შემთხვევაში,დაგროვილი პრეტენზიები მოულოდნელი განშორებით დასრულდება.

მათთვის ბუნებრივად დამახასიათებელი, ლოიალური, თავისუფლების მოყვარე და ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილი ხასიათის გამო, მამაკაცებიც და ქალებიც მარსი მერწყულები შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც – ”ერთგული, მაგრამ არც ისე ძალიან” მერწყული ზოგადად ერთგული ნიშანია, მარსით მერწყულებს ათეულობით წლების მანძილზე შეუძლიათ უერთგულონ როგორც მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ასევე საკუთარ იდეებსა და პრინციპებს. საკუთარი პრინციპების და შეხედულებების ასეთი დახვეწილი აღქმა, უშუალო გავლენას ახდენს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებზე. სხვა მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ თავისუფლების საკითხებთან მიმართებაში, უყვართ დომინირება და საკუთარი აზრის გატანა. იცავენ აუცილებელ წესებს. რომანტიულ ურთიერთობებში ყველა ნიუანსსა და რიტუალს ითვალისწინებენ, მაგრამ შინაგანი ემოციური განცდების კუთხით მაინც ”ცივები ” რჩებიან. ამ მიზეზით მარსით მერწყულებს უჩნდებათ პრობლემები ფიზიკური კონტაქტისა და სექსის დროს. მათთვის რთულია მოდუნება, უჭირთ თავიდან ამოიგდონ უადგილო ფიქრები, თავისუფლად გამოხატონ გრძნობები და ბოლომდე ჩაეფლონ ფიზიკურ შეგრძნებებში. ისინი საკუთარ ინტიმურ განცდებსა და ფიზიკური –ემოციური კონტაქტის რეალურ მოთხოვნილებებს შორის არსებულ დიდ უფსკრულს აცნობიერებენ, რის გამოც შებოჭილები ხდებიან. საბოლოოდ ეს განაპირობებს იმას, რომ მარსით მერწყულები სხვა ადამიანებთან დაახლოებისას სიფრთხილეს იჩენენ .

ქალი, მარსით მერწყულში, არიან არატრადიციული აზროვნების, არ იზიდავთ ქალის ტრადიციული როლი, უფრო მეტიც – მძაფრად ეწინააღმდეგიებიან მას. ამ ქალბატონებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მოულოდნელი ქმედებები. სექსის მიმართაც აქვთ არატრადიციული მიდგომა, ახასიათებთ ექსპერიმენტები და მეამბოხეობა, თუმცა ეს ყველაფერი სრულებით ემთხვევა მოდურ ტენდენციებს. მიუხედავად მათი გონებაგახსნილობისა, ფსიქოლოგიურად იმდენად განდეგილები (საკუთარ თავზე ორიენტირებული) არიან, რომ ასექსუალების შთაბეჭდილებას ტოვებენ (რა თქმა უნდა ბევრი რამ დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც პირად ჰოროსკოპში).

მათთვის ნაკლებად დამახასიათებელია ეროტიზმის განვითარება ან სიყვარულის გამოვლინება ფიზიკური და ემოციური ასპექტებით. მარსით მერწყულები მიეკუთვნებიან სექსუალური ასპექტში ყველაზე მოუთმენელ მარსის ნიშანს (თუმცა ამ კუთხით ძლიერ კონკურენციას უწევს მარსი ვერძი , რომელსაც უნდა იყოს პირველი ყველაფერში!). მათ იზიდავთ ისეთი ტიპის მამაკაცები, რომლებიც აღიარებენ მათ თავისუფლების მოთხოვნილებას, თავადაც არ იზიარებენ ამ იდეალებს. არიან გათვითცნობიერებული სოციალურ საკითხებში, აქვთ ორიგინალური აზროვნება და ცხოვრების წესი.

მარსი მერწყულის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა – სექსუალური თვითგამოხატვის დროს ცვალებადობა და მოულოდნელობები. ზოგჯერ, როცა საბოლოოდ ახერხებენ ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევას, ამ ერთი შეხედვით გულგრილმა ადამიანებმა შეიძლება გააოცონ და შოკშიც კი ჩააგდონ პარტნიორი , აგრესიულობით და იმპულსურობით. (შენიშვნა: ამ აბზაცში წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება ასევე დამახასიათებელი იყოს მამაკაცებისთვის მარსის ასეთი პოზიციით. რადგან მარსის მერწყულში მდებარეობის დროს ნაკლებია კონტრასტი ქალების და მამაკაცების თვითგამოხატვას შორის, ვიდრე სხვა ნიშნებში. შესაძლოა იმის გამო, რომ თორმეტ ნიშანს შორის, მარსი მერწყულის ნიშანში ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული ცხოვრების ფიზიკურ განზომილებებთან)

კაცები – ძლიერი სქესის წარმომადგენლები მარსით მერწყული, გარშემომყოფებს აოცებს არაპროგნოზირებადი ქცევით და უნიკალური იდეებით, რომლებსაც გამოთქვამენ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით . მათ თავად არ იციან როდის მოხდება მათი ორიგინალურობის გამოვლენა, რაც ახდენს მათი და გარშემომყოფების ინტელექტუალურ სტიმულირებას. რომანტიულ ურთიერთობებში ყველანაირად ცდილობენ დაიკმაყოფილონ პატივმოყვარეობა იმის დემონსტრირებით, თუ რამდენად ჭკვიანები და კომუნიკაბელურები არიან. ურთიერთობების ადრეულ სტადიაზე უყვართ ფლირტი, ნაკლებად ამჟღავნებენ ინტერეს სექსის მიმართ და ემოციურად პასიურები არიან. ისინი ძალიან ამაყობენ საკუთარი თავით. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როცა ისინი არ კმაყოფილდებიან პატივისცემით და მოითხოვენ მათ წინაშე თავდახრას, რაც რა თქმა უნდა, ინტერესს უკარგავს ყველას, ვისთანაც მათ უჩნდებათ დაახლოების სურვილი.


About Rusa

Scroll To Top