მარსი ცეცხლის სტიქიაში

მარსი ცეცხლის სტიქიაში

 (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)

როდესაც მარსი ხვდება რომელიმე ცეცხლის ნიშანში, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ისეთი მძლავრი თვითგამოხატვისა და საკუთარი “მე”-ს გარესამყაროზე პროექციის უნარი, რომ ეს აუცილებლად ასიახება გარშემომყოფებზეც. თავდაჯერებულობას, ენთუზიაზმს და ინიციატივას ხშირად ამჟღავნებენ ინსტიქტურად. არიან ლიდერული თვისებების მატარებელი, ახდენენ სხვა ადამიანების შთაგონებას დაუშრეტელი ახალ-ახალი იდეებით.თუმაცა მათთვის ასევე დამახასიათებელია თანდაყოლილი საკუთარი უპირატესობის შეგრძნება, რომელიც ბევრს აღიზაინებს და მათთან ურთიერთობის სურვილს უკარგავს.

ორივეს სქესის წარმომადგენლები მარსით ცეცხლის სტიქიაში ხშირად ცდილობენ საკუთარი პარტნიორის დაჩაგვრას და გულგრილად ეკიდებიან მათ სექსუალურ მოთხოვნილებებს. აქედან გამომდინარე ახლო ურთიერთობებში ეს ადამიანები დიდად წარმატებული არ არიან (წარმატებული არიან მხოლოდ საკუთარ აზრით! ავტ.შენიშვნა) ნაწილობრივ ეს განპირობებულია იმით რომ იმდენად დაკავებული არიან საკუთარი აზრებით და სიამოვნებაზე ფიქრით, რომ ნაკლებად რჩებათ დრო მოუსმინონ პარტნიორს და გაიზიარონ მათი სურვილები. ინტიმურ ურთიერთობებს ხშირად განიხილავენ როგორც (ხშირად თავადაც არ აღიარებენ . ავტ.შენიშვნა) მხოლოდ ნაწილს, მათი მაშტაბური დრამატული ცხოვრებისული ხედვის, რომლითაც ძალიან ამაყობენ და მოითხოვენ პარტნიორმაც გაიზიაროს ეს თუ არ სურს გახდეს უარყოფილი.(მიტოვებული). ცეცხლოვანი მარსის მქონე ინდივიდები საკუთარ მიზნებზე და სურვილებზე(მათ შორის სექსუალურზე) აცხადებენ პირდაპირ და თავიდანვე უხსნიან გარშემომყოფებს თავის შეხედულებას უმრავლეს საკითხებზე. სქესობრივი კავშირები ხშირად მათი მხრიდან აღიქმება როგორც ძალის და ძალაუფლების დემონსტრირება ადამიანებზე და ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ პირდაპირ, (თავიდან “ა” მერე “ბე” და ა.შ) ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე. ეს იწვევს იმას, რომ ცეცხლოვანი მარსის მქონე ინდივიდები ეროტიულ ურთიერთობებში უხეში და უგრძნობია., მთლიანობაში სექსს აღიქვამენ როგორც სპორტს .

სხვა გასაღებები მარსი ცეცხლის ნიშნებში გასაგებად :

  • როდესაც აგრესიის პლანეტა (მარსი) იმყოფება ცეცხლის სტიქიაში, ადამიანი აღიქვამს მთელ სამყაროს როგორც საკუთარ სამფლობელოს, სფეროს სადაც იხარჯება. თუმცა ინტიმურ სფეროებში სიღრმისეული ემოციების არარსებობა და ნაკლები მგრძნობელობა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. შეუძლიათ იყვნენ სექსუალურად მოუთმენლები და აღიარებდნენ “მამაკაცურ” მიდგომას სექსუალურ ცხოვრებისადმი, მიზნის მისაღწევად ახდენენ ძალის დემონსტრირებას და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ პარტნიორთან ღრმა ემოციური ურთიერთობას. ისინი ვინც სექსს უდგებიან უფრო სერიოზულად(მაგალითად ადამიანები ვისაც ვენერა ან მარსი ჰყავთ მიწის და წყლის ნიშნებში) შეიძლება ცეცხლის სტიქიის მარსის ენთუზიაზმი ჩათვალონ ქარაფშუტობად და ემოციურად არადამაკმაყოფილებლად.
  •  ცეცხლოვანი მარსის წარმომადგენლები არიან ძალიან ამაყები და ზრუნავენ საკუთარ იმიჯზე. მოითხოვენ სხვებისგან პატივისცემას. თუ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად ან განაწყენდებიან, რეაგირებენ ძალიან მძაფრად და უხეშად. ზოგადად მათი კეთილშობილება და მაღალი ზნეობა რომლის პროეცირებასაც ცდილობენ სხვებზე, ხშირად არ ემთხვევა მათ რეალურ საქციელს.
  •  მარსული ენერგიის გამოთავისუფლება შეიძლება იყოს ძალიან შთამბეჭდავი და სასიამოვნო იქამდე სანამ ყველაფერი მიდის კარგად. მაგრამ როცა ხდება კომფლიქტი, და ისინი განიცდიან იმედგაცრუებას , მათთვის იწყება ნამდვილი გამოცდა. გამომდინარე იქიდან თუ როგორ გაართმევს თავს ინდივიდი, დამოკიდებულია მათი წარმატება ურთიერთობებში და მთელი ცხოვრების მანძილზე.

მარსი ვერძში

მარსი ლომში

მარსი მშვილდოსანში

წყარო: enigma-project.ru

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top