მარსი წყლის სტიქიაში (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
მარსი ნებისმიერ წყლის ნიშანში –ესა არის ენერგიისა და ემოციის ძალის კომბინაცია, ამის გამო ადამიანები მარსით წყლის ნიშნები მძაფრად რეაგირებენ ყველა ცხოვრებისეულ მოვლენაზე და მგზნებარედ ავლენენ საკუთარ შეხედულებებს, ამბიციებს თუ სურვილებს. გაუცნობიერებელი და ხშირად დაუძლეველი სურვილები უბიძგებთ გარკვეული ცხოვრებისეული მიზნებისკენ. ხშირად ისე იქცევიან, გარშემომყოფებს პირდაპირი გაგებით უხდებათ მათი მოქმედებების “გაშიფვრა”. მიზნის მისაღწევად ეს ადამიანები მოქმედებენ ძალიან დახვეწილად და ფარულად. ხშირად მხოლოდ ნაწილობრივ აცნობიერებენ საკუთარ ამბიციებს და მიზნებს, სანამ არ მიხვდებიან ამას გარკვეული ექსპერიმენტების შემდეგ.
მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ქცევა განპირობებულია სიღრმისეული სურვილით – უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება და მოახდინონ თავისი ცხოვრებისეული მიზნების რეალიზება. აღნიშნული სიღრმისეული მოტივები მათთვის ბევრად უფრო რეალური და მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი კონცეფცია თუ პრაქტიკული გათვლები.
სხვა გასაღებები მარსი წყლის სტიქიაში გასაგებად :
- ამ ადამიანებისთვის ბუნებრივად დამახასიათებელია მიაღწიონ საკუთარ მიზნებს ინტუიციაზე დაყრდნობით. მათი უმთავრესი მიზნები და სურვილები ხშირად დაფარულია არა მარტო სხვებითვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი. გარდა ამისა , ჩვეულებრივ ისინი ზედმეტად მგრძნობიარეები არიან, თუ ამას შევაფასებთ უხეში გარე სამყაროს კუთხით. მათი დაფარული მიზნები შეიძლება ხშირად აღიზიანებდეს მატერიალისტ ადამაინებს. მიდრეკილებას იარონ შემოვლითი გზებით, ხშირად მიჰყავს ისინი გასოცარ შემოქმედებით რეზულტატებთან.
- წყლის სტიქიის მარსით დაბადებულებისთვის ფიზიკური სხეული მხოლოდ ინსტრუმენტია, გამტარია მათი კონცენტრირებული ემოციური ენერგიისათვის, ხოლო სექსუალური ურთიერთობები გარდაუვლად დაკავშირებულია მძლავრ ემოციებთან. ფიზიკური ენერგია დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ახლოს და საიმედოდ მიიჩნევს ადამიანი ურთიერთობას თავის პარტნიორთან..
- პრობლემის გადაწყვეტისას აღმოჩენილი უნიკალური ინტუიციური შესაძლებლობები წყლის სტიქიის მარსის ადამიანებში, შეიძლება სასარგებლო იყოს მრავალ საქმიანობასა თუ პროფესიაში. ეს ინდივიდები დაჯილდოებული არიან ურთიერთობების განსაკუთრებული ნიჭით, ისეთ სიტუაციებში სადაც საჭიროა გამოვლინდეს აქტიურად ემპათია და მზრუნველობა სხვა ადამიანების მიმართ. ინტუიციური განჭვრეტის უნარი მათ ასევე ეხმარებათ ბიზნესში, მეცნიერებაში, პედაგოგიურ საქმიანობასა და სტრატეგიული დაგეგმარების სფეროებში მუშაობის დროს.
წყარო: enigma-project.ru
სტატიის ავტორი: რუსა