მარსი VI სახლში: (+) — შეუძლია საკუთარი ნება დაუმორჩილოს სახელმწიფოებრივ ტენდენციებს, აქვს ძლიერად განვითარებული მოვალეობის გრძნობა, რკინის დისციპლინა და ნებისყოფა. ადამიანი დამოუკიდებელია სამუშაო გარემოში. კარგად გამოსდის ხელქვეითის როლში ყოფნა, აქვს მოთმინება, იოლად ერგება სიტუაციას , შეუძლია თავისი აღტკინება დაიმორჩილოს და ნებისყოფა მიმართოს სათანადო კალაპოტში, რაც ეხმარება წარმატების მიღწევაში.
(-) – დათრგუნული ნებისყოფა, რთული და მავნე სამუშაო, ბევრი საქმიანი ვალდებულება, კონფლიქტები სამსახურში, მწვავე დაავადებები.
©პ.პ გლობა
მარსი VI სახლში
ენერგიულობა და მოხერხებულობა სამსახურში, განსაკუთრებით ბასრი ინსტრუმენტებისა და მძლავრი მანქანების მოხმარებისას. რთული და ენერგიული სამუშაო, არ უყვარს უქნარები , მუშაობს მარჯვედ და ზუსტად , ამაყობს თავისი შრომის შედეგებით. ხშირად ახასიათებს წვრილმანებზე გამოდევნების ტენდენცია, “ხეების მიღმა ტყეს ვერ ხედავს“ .
რა სამუშაოსაც არ უნდა ასრულებდეს , დებს მასში მთელ ენთუზიაზმს და ძალებს, არ განიცდის თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ ვინც ვერ უძლებს დატვირთვას. დროდადრო სამუშაო ხდება მისი გატაცება და ეძლევა მას თავიდან ბოლომდე. შეიძლება იყოს ძალიან მომთხოვნი იმ ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც მუშაობს.
მისი ენერგია მიმართულია სამუშაოსა და კარიერისკენ. შეიძლება გახდეს საკუთარი ჯანმრთელობის ფანატიკოსი და მასზე ზრუნვას მიანიჭოს გადაჭარბებული ყურადღება.
©ფრენსის საკოიანი
მარსი VI სახლში
მუშაობით ქანცისგაწყვეტამდე, ასრულებს არა მარტო კარმულ მისიას, არამედ გამოჰყავს მარილები და წიდა ორგანიზმიდან.
ეს ადამიანი არასოდეს არ უნდა ეცადოს გაუთანაბრდეს სხვებს. მის მიერ ამოთხრილი ორმოდან მიწა, ყოველთვის უფრო მეტი იქნება ვიდრე სხვების, ვინც იქვე გვერდზე მუშაობენ, და ეს ასეც უნდა იყოს. როცა ხელს ჰკიდებს საქმეს, გრძნობს ძალების უჩვეულო მოზღვავებას, ხოლო როცა სამუშაო არ არის- ენერგიის ნაკლებობას. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის მთელი ცხოვრება ნაყოფიერად, ხალისით და სრული კმაყოფილებით იშრომებს. ბევრი რამე დამოკიდებულია მარსის ასპექტებზე, რაც აჩვენებს იმ დაბრკოლებებს, შესაძლებლობებს და უნარებს, რა სახითაც გამოავლენს ის საკუთარ ძალას, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია მე-6 სახლის მარსის დამუშავების დონე.
დაბალ დონეზე ადამიანი მტერივით ეძგერება სამუშაოს მაგივრად დამსაქმებელს , უწოდებს მას ექსპულატატორს, ხოლო საკუთარი თავი ჩაგრული პროტელარი ჰგონია. მას შემდეგ რაც ცხოვრება გატეხს , აიძულებს იშრომოს და შეეგუოს ამ გარემოებას, ბედისგან ჩაგრულად იგრნობს თავს , განსაკუთრებით თუ მარსს არ აქვს ტრინი მე-2 სახლთან და ადამიანი ვერ იღებს შესაბამის მატერიალურ ანაზღაურებას შრომისთვის.
თუ მარსი მე-6 სახლში არ არის დამუშავებული, ადამიანს შეიძლება სერიოზული კომპლექსი გაუჩნდეს, რომ არ შეუძლია რაიმე გააკეთოს, ეს შეიძლება იყოს განდევნილი და ჰიპერკომპენსირებული (პოზიცია: “თუ ვინმეს მართლა ეხერხება მუშაობა ეს მე ვარ, მაგრამ რატომ უნდა მოვინდომო/ვეცადო). სამწუხაროდ მარსის ენერგიის გარეშე ცხოვრება რთულია. თუ სახლი რომელშიც დგას მარსი არ არის დამუშავებული, ადამიანი ვარდება დეპრესიაში და თავისი არარეალიზებული ენერგიის გამოსვლას ახდენს დესტრუქციულ და ასოციალურ ქმედებებში.
მარსის ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა უნდა გულმოდგინედ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ეს არ ნიშნავს რომ ექნება სუსტი ჯანმრთელობა; უბრალოდ აუცილებელია ის იყოს შრომისუნარიანი და ენერგიული, რისთვისაც აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშები, საკმარისი დატვირთვით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას დაავადებები.
დაზიანებული მარსის შემთხვევაში, ვარჯიშები უნდა იყოს განსაზღვრული ტიპის და შესაბამისი დატვირთვის. ავადმყოფობები დაკავშირებულია ენერგეტიკული დისბალანსთან, რაც შეიძლება დარეგულირდეს თვითჩაგონებით (ავტოტრენინგით) ავამყოფობის და გამოჯანმრთელები დროს.
©აბესალომ პოდვოდნი
მარსი VI სახლში
დაავადებების მიზეზია – არასაკმარისი ან გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა. ჩვეულებრივ ენერგიის დაგროვება დაკავშირებულია ნიშანთან რომელშიც მარსი მდებარეობს და იწვევს პრობლემებს იმ ორგანოებთან დაკავშირებით , რომელსაც ეს ნიშანი მართავს. რეკომენდირებულია: დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, მკურნალობის ენერგეტკული მეთოდები, აკუპუნქტურა.
შეიძლება გახდეს კარგი ფიტნეს ინსტრუქტორი, ექიმი (ქირურგი, სტომატოლოგი, მასაჟისტი) ხშირად აქვს კონფლიქტები სამსახურში. რაც უფრო ძლიერია მარსი, მით უფრო მიდრეკილია ადამიანი ჩაებას უფროსობასთან კონფლიქტებში, გაიტანოს საკუთარი აზრი, მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ის არ ერიდება მძიმე და მოცულობით სამუშაოს. იშვიათად ხელმძღვანელობს დიდი კოლექტივს, ურჩევნია ყველაფერი გააკეთოს დამოუკიდებლად. უყვარს ბრძანებების გაცემა, მაგრამ არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობების დამყარება დიდ კოლექტივში.
უყვარს დიდი ზომის შინაური ცხოველები (მონადირე ძაღლები ან სხვა მტაცებლები)
©ბ. იზრაიტელი
მარსი მეექვსე სახლში
ავადმყოფობები და მკურნალობა. დაავადებები გამოწვეულია რეალობის „მახვილი კუთხეებით“. სიცხე, ციებ-ცხელება, გამონაყარი, ჭრილობები და სხვა მოულოდნელი ან დრამტული ცვლილებები ჯანმრთელობის კუთხით, ინფექციური დაავადებები რომელიც იწვევს სიღრმისეულ დარღვევებს, უფრო აქცენტირებულია მარსის ამ მდებარეობისას, ვიდრე სხვა პლანეტების ამ სახლში. ექსცესები და უმართავი (არასწორად მიმართული) აგრესია – მახეა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანის სურვილები და სიმამაცე – ეს არის ის სფეროები სადაც წარმოიშობა გაუგებრობა და გადამეტებული გაღიზიანება. კონკრეტული მოწყვლადობის ნიმუში დამოკიდებულია მარსის მდგომარეობაზე (ნიშანი, ასპექტები, საერთო პლანეტარული კონფიგურაცია) თუმცა სავარუდოდ ეს ადამიანები შეებრძოლება საკუთარ „მინდას“ (სურვილებს). ამოცანა მდგომარეობს – გაიკაფოს გზა საკუთარი სურვილებისკენ. როგორც დაავადებების მიზეზები, ასევე მათი მკურნალობა დამოკიდებულია სასიცოცხლოდ აუცილებელ თვითგამოხატვის სურვილთან.
არათანაბარი დამოკიდებულება. ეს ადამიანი ილაშქრებს უთანასწორობის წინააღმდეგ, ებრძვის სხვებს ძალაუფლებისთვის და საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის. მარსის ამ მდებარეობის დროს სხვების აზრით უწყინარი ურთიერთქმედება, შეიძლება შემობრუნდეს როგორც პატივისა და ღირსებისა შელახვა ამ ადამიანისთვის. ამასთან შურაცმხყოფელი შეიძლება გახდეს როგორც საკუთარი, ისე იმ ადამიანის გრძნობები ვისთანაც აქვს ურთიერთობა. თითქოს მის გულში მიმაგრებულია სიმძლავრის და ძალის აღმნიშვნელი სიმბოლო, მას მუდმივად რაღაც აშფოთებს, როგორც ხარს წითელი ნაჭერი. ამ ადამიანის ამოცანაა- სამართლიანად განსაჯოს რა სახის დაქვემდებრების რიტუალია მისაღები და რომელი წარმოადგენს შეურაცმხყოფელს. შეურაცხყოფისთვის წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას. ზოგადად ბრძოლა მხოლოდ იმის გამო რომ ორი ადამიანი უთანასწოროა – ეს ძვირფასი სასიცოცხლო ენერგიის ფუჭად ფლანგვაა.
მოვალეობა და მსახურება. მისი მისწრაფებაა სხვების დახმარება. ამ მისწრაფებას აქვს ქირურგიული ელფერი: ცდილობს შეაღწიოს სიღრმეებში, მახვილად მოკვეთოს ყველა არა საჭირო, თავისი სურვილის უკიდურესობით. ეძებს ბლოკირებულ ადგილებს, წინააღმდეგობას, ანგრევს ზღუდებს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს მისთვის. მას არ უნდა დავიწყდეს , რომ საქმე ეხება ადამიანებს და არა რაიმე პრობლემას, რომელის გადაწყვეტაც აუცილებელია, ან კედელთან რომელიც უნდა დაინგრეს. მას უნდა მოახდინოს სასწაულები, მაგრამ არ შეიძლება იმაზე მეტის აღება საკუთარ თავზე, რასაც მოერევა. მსახურება ეს მისი ბაზისური სურვილია, ამიტომ კარგი იქნება თუ არჩევანს გააკეთებს ისეთ პროფესიაზე რომელიც დაკავშირებულია ადამიანების დახმარებასთან. ეს დაეხმარება ამ ადამიანს ურთიერთქმედების შედაგად გაავრცლოს ის სითბო რაც მისგან მომდინარეობს და გადააქციოს თავისი „ქირურგიული სკალპელი“ სასარგებლო და არაჩვეულებრივ ინსტრუმენტად, ასეთი სახით ის არ მოუტანს ზიანს არცერთ ცალკეულ ადამიანს და არ მოუწევს დიდი რაოდენობით განმეორებითი „ოპერაციების“ ჩატარება.
ტექნიკური აზროვნება. მისი აზროვნება მგზნებარე და მიზანმიმართულია. აზროვნების სისწრაფე შეთამბეჭდავი. სწავლობს ხარბად, თუ მოახერხებს ჩაწვდეს საკითხის არსს, იდეას ან პროცესს. თუმცა არ უნდა დაავიწყდეს, რომ სურვილმა რომელიც მართავს მის აზროვნების პროცესს, შეიძლება თავგზა აუბნიოს. ის შეუპოვრად მიისწრაფის ლოგიკური თანმიმდევრობის დაბოლოებისკენ, რა დროსაც შეიძლება დაუშვას შეცდომა, როცა ცდილობს საუკეთესო კონტექსტში წარმოაჩინოს (წარმოადგინოს) რომელიმე მნიშვნელოვანი ეტაპი. მას უნდა ახსოვდეს, რომ პროგრამა არ იმუშავებს იქამდე სანამ არ იქნება აღმოჩენილი და აღმოფხვრილი შეცდომები. მისი გონება უკეთესად არის მორგებული ისეთ სიტუაციებზე, როცა საქმე ეხება ბაზისურ გადაწყვეტილებებს და განსაზღვრულ პრობლემებს. სწორედ ასეთ სიტუაციებში ავლენს ეს ადამიანი საკუთარ თავს. თუ სიტუაცია ზედმეტად ჩახლართულია, ფრუსტრაციამ შეიძლება ჩაახშოს სურვილი და მან შეიძლება ინტერესი იმაზე ადრე დაკარგოს ვიდრე მოიძებნება გადაწყვეტილება. ამოცანაა – მოახდინოს აზრის კონცენტრაცია აწმყოზე.
დისციპლია და შაბლონები. მისი შაბლონები, პროგრამები ხშირად აღიქმება როგორც კონფრონტაციის უწყვეტი სერია. ის დაკავებულია გარკვეული ამოცანით იქამდე სანამ არ გადაწყდება ან ამოწურავს საკუთარ თავს, ხოლო შემდეგ გადაერთვება ახლა ამოცანზე. მარსის მე-6 სახლში მდებარეობის დროს ადამიანის ცხოვრების სტილი არა იმდენად რეგულარულია, რამდენადაც იმპერატიული. ის აშკარად არარეგულარულია, ყოველთვის საჭიროებს სხვების დახმარებას , სურს იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე სინამდვილეში შეუძლია. თუმცა იქამდე სანამ, ეს ადამიანი დაკავებულია რაიმეთი და უცვლელია მისი გამარჯვებისადმი დამოკიდებულება, ბედნიერების შეგრძნება არ ტოვებს მას.
©ბილ ჰერბსტი
მარსი VI სახლში – ანთებითი პროცესების საფრთხე ჯანმრთელობისთვის, შეუპოვრობა სამსახურში ( შეიძლება ზედმეტი დაძაბულობა) ეს მდებარეობა როგორც წესი უჩვენებს სიმარჯვეს დაკისრებული სამუშაოს შესრულებისას. ასევე მიუთითებს ენერგიულობაზე და საკუთარი შრომის შედეგებით სიამაყეზე. პროფესიული თვალსაზრისით მათგან გამოდის მძიმე მრეწველობის მუშები, მექანიკოსები, მედიკოსები (ქირურგიაში), კარგი სპეციალისტები არიან კვების და მუსბუქ მრეწველობაში. სამწუხაროდ არ არის გამორიცხული კონფლიქტები უფროსებთან. სამუშაოს შესრულების დროს, ყველა დეტალის გათვალისწინების სურვილმა შეიძლება წარმოშვას ხელმძღვანელების ინტერესებთან დაპირისპირება.
მარსი VI სახლში კუჭის დაავადებები, ზოგადად სუსტი ჯანმრთელობა (დამოკიდებულია ზოდიაქოს ნიშანზე)
©Het Monster.
მარსი მე-6 სახლში
გამბედავი ადამიანები არიან, ვისაც საკუთარ თავზე შუძლიათ პასუხისმგებლობის აღება. ლამაზი და ძლიერები სექსუალური თვალსაზრისით. წარმატებული არიან დავებში, სპორტში და სასამართლო გარჩევებში. მომთხოვნი ან ძაუფლების მოყვარულები არიან, უყვართ ბრძანებების გაცემა. წარმატებას აღწევენ დაბადების ადგილიდან მოშორებით. სიამოვნებას იღებენ ბუნებში, სოფლის გარემოში.
©ინდუბალა
მარსი მე- 6 სახლში: შრომისუნარიანობა
ეს ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია – ეხერხება გონებრივად და ფიზიკური შრომა. მისი მიდრეკილება გადაქანცვისა და გადაღლისკენ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. ყველას ეჩვენება, რომ ის მოსწრებაზე ცხოვრობს, ზედმეტად ბევრს მოელის თავისი კოლეგებისგან. ტემპერამენტის უკონტროლობის შემთხვევაში შეიძლება პრობლემები წარმოიშვას თანამშრომლებთან ურთიერთობებში.
სასიცოცხლო ძალების მარაგი ეხმარება წარმატებაში სპორტულ სარბიელზე. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელია თავის ტკივილების, მძიმე ციებ-ცხელების, დამწვრობის და უბედური შემთხვევების ალბათობა.
ავლენს შასაშურ ენთუზიაზმს და სიმარჯვეს, მჭრელ იარაღებთან და მძლავრ მექანიზმებთან ურთიერთობისას. ზოგჯერ მიისწრაფის მძიმე მრეწველობასა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობისკენ. არ უყვარს უქნარები, მუშაობს მარჯვედ და ზუსტად, ხოლო შემდეგ ამაყოფს საკუთარი შრომის შედეგებით. ზედმეტმა დაძაბულობამ და გადაქანცვამ შეიძლება განაპირობოს უბედური შემთხვევებისკენ მიდრეკილება წარმოებაში, გამოფიტვა, შემთხვევითი ჭრილობები და მწვავე გაღიზიანებადობა. ხშირად ახასიათებს მეწვრილმანეობა, „ხეების მიღმა ტყეს ვერ ხედავს“. მის ცხოვრებაში ხშირია კონფლიქტები უფროებთან და თანამშრომლებთან, კამათი რომელშიც ის თავისი ნების წინააღმდეგ არის ჩათრეული. სამუშაოს ასრულებს ენთუზიაზმით და აქტიურად. შეიძლება გამოიჩინოს გულმოდგინეობა, განსაკუთრებით გარშემომყოფების ესპულატირების დროს.
დაავადებები დაკავშირებულია არაზომიერებასთან, არაკეთილგონიერებასა და მოულოდნელობასთან. ხშირია ჭრილობები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ანთებით პროცესებში. დაავადებები მიმდინარეობს მძაფრად და სწრაფად. ქირურგიული პათოლოგია შეიძლება წარმოადგენდეს მნშვნელოვან საფრთხეს სიცოცხლისთვის.
ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში. მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.
VI სახლის ძირითადი თემაა — არსებობისთვის ბრძოლა. ლიბიდო პლანეტისთვის ეს არც ისე კარგი მდებარეობაა. სექსუალური გამოვლინებები არასწორად ხდება. მაგალითად შეიძლება ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდიდეს უდროო დროს ან უადგილოდ, ეს ვნებს მის უსაფრთხოების განცდას. იმ შემთხვევაში თუ ის გასაქანს მისცემს თავის სექსუალურ ინტერესებს, ეს უარყოფითად აისახება მის რეპუტაციაზე.
VI სახლი — კარგი საფუძველია ფარისევლობისთვის ანუ მორალისტობისთვის, რომელიც არ არის დაფუძვნებული წრფელ ეთიკურ შეხედულებებზე, მაგრამ რომელიც მოწოდებულია დაიცვას ის გარშემომყოფებისგან. ის ყოველთვის ღელავს საკუთარი რეპუტაციაზე, იმაზე თუ რას იტყვიან მეზობლები, რისი დანახვა ან გაგება აინტერესებს სხვებს. ეშინია „შავ სიაში“ მოხვედრა, რადგან ეს წარმოადგენს საფრთხეს მისი არსებობისთვის.
ლიბიდო პლანეტა VI სახლში აღჭურვილია სექსუალური მიზიდულობის „მუხრუჭებითა და ხმის ჩამხშობით“. ჯანსაღი მიზიდულობა დათრგუნულია. ჩაცმულობასა და მანარებში ნაკლებადაა სექსუალური აქცენტი.
როცა ლიბიდო პლანეტა ამ სახლში საპირისპირო სქესის აღმნიშვნელია, ადამიანი ეძებს თანამგზავრს, რომელიც იქნება სასარგებლო და დაეხმარება მას პრაქტიკული თვალსაზრისით და იმედოვნებს, რომ პარტნიორი იქნება მის გვერდზე ნებისმიერ გარემოებებში. ეს ეხება როგორც მამაკაცის ვენერას, ასევე ქალის მარსს მე-6 სახლში. საკუთარი სქესის აღმნიშვნელი ლიბიდო პლანეტა ამ სახლში ნიშნავს, რომ ადამიანს სურს, პარტნიორმა ზიდოს საკუთარი ტვირთი და დაეხმაროს მას არსებობისთვის ბრძოლაში.
თუ მარსი ან ვენერა ხვდება VI სახლში შეერთებაშია ან ძლიერ პოზიციაშია ნეპტუნთან, განაპირობებს ფარისევლობას და მორალიზმს, ადამიანი თავს ისე აჩვენებს, თითქოს სექსი საერთოდ არ აინტერესებს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვისი ინტიმური ცხოვრების თვალთვალისკენ მიდრეკილება, რათა თუნდაც ირიბად შეიგრძნონ სექსუალური სიამოვნების სიხარული, რომელზეც უარი უთხრეს საკუთარ თავს. ასეთ ქცევას შეიძლება იძლეოდეს მთვარე VI სახლში, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი საკუთარი სექსუალურობა სერიოზულად ბლოკირებულია ფემინური ასპექტებით.
©ბ. ჰუბერი
სტატიის ავტორი: Rusa Archer