მარსი XI (მეთერთმეტე) სახლში

მარსი XI (მეთერთმეტე) სახლში

მარსი XI სახლში: (+) — ენერგიული რეფორმატორები, მიმართული მომავლისკენ, შთააგონებენ სხვებს, ახალი გზების გაკვალვით, მკვეთრად წყვეტენ კავშირს წარსულთან. ხშირად -მოულოდნელი წარმატება და მოგება, ზოგჯერ ეს ავანტურული ქცევის შედეგია. მთელი ენერგია და ნებისყოფა მიმართულია მომავლისკენ.

(-) — ავანტურიზმი, ბლეფი, იმედების და გეგმების ნგრევა, წამგებიანი, არარეალური მიზნებისა და საქმეების დაცვა. დაძაბული ურთიერთობები და განშორება ახლობლებსა და მეგობრებთან.

©პ.პ გლობა

მარსი XI სახლში

ენერგიულობა  მეგობრობასა და ჯგუფურ წამოწყებებში. აქტიური, ლაღი მეგობრები, რომლებიც დახმარებას უწევენ საქმეებში, სამსახურსა და პროფესიულ ამბიციებში. ხშირად მოხერხებულობა მექანიკაში, ტექნიკური მოწყობილობების გამოგონებაში.

კარგი გუნდური მოთამაშეა, წარმატებულად მუშაობს კოლექტივში, თანამშრომლობს მათთან, ვინც იზიარებს მის მიზნებს, იდეალებსა და მისწრაფებებს. შეუძლია ჯგუფური ძალისხმევის კოორდინირება და ადამიანების შთაგონება საერთო მიზნებისთვის მუშაობაზე.

გუნდური სპორტის სახეობები ანიჭებს დიდ სიამოვნებას, შეუძლია იყოს ხელმძღვანელი, ტრენერი ან რეჟისორი, ნებისმიერ კოლექტიურ საქმეში.

©ფენსის საკოიანი

მარსი XI სახლში

მეგობრობის მოპოვების შემდეგ , ნუ იჩქარებთ კონტრიბუციის მოთხოვნას.

კოლექტივში გრძნობს ძალების მოზღვავებას, ენერგიას და მოქმედების აუცილებლობას; ცარიელი სიტყვები და ლაქლაქი მას არ აწყობს, კოლექტივში უქნარების და პარაზიტების მიმართ ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას, მარსის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება შევიდეს კონფლიქტში.

კარმულად მარსის ეს მდებარეობა მიანიშნებს ჯგუფის კეთილდღეობისთვის მუშაობის აუცილებლობაზე, ჯგუფური ეგრეგორის ენერგიის გამოყენებითა და რეალიზებით, რაც უფრო მარტივია ჰარმონიული მარსის შემთხვევაში, ხოლო მარსის დაზიანებისას შეიძლება გამოიწვიოს ჯგუფური აგრესია (ყოველთვის, როგორღაც მოტივირებული მისი არასწორი მოქმედებებით ან ჯგუფთან ურთიერთქმედების არასწორი ინტერპრეტაციით )

დაბალ დონეზე ადამიანი მიმართავს თავის ენერგიას ჯგუფური სამუშაოს დეზორგანიზებაზე, რაც ძალიან ტიპიურია დაზიანებული მარსისთვის; შეიძლება ჯგუფში საკუთარ თავზე მოირგოს ჟანდარმის როლი; ან აქტიურად მიითვისოს/მიიწეროს ჯგუფური შრომის შედეგები, რაც გამოიწვევს კოლექტივთან კონფლიქტებს, დამახასიათებელია პასუხისმგებლობაზე პროექცია, განსაკუთრებით მარსის ოპოზიციის დროს V სახლის პლანეტებთან.

თუ მარსი არ არის ძალიან დაზიანებული, ეს ადამიანი კარგი ამხანაგია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო გაჭირვების დროს ( ვენერა XI სახლში ნებისმიერს გაუწევს გულითად დახმარებას, თუ მას ყველაფერი რიგზე აქვს, სოციალური თვალსაზრისით ). ის ხალისით და ენთუზიაზმით გაუწევს დახმარებას მეგობარს ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში რაც მოითხოვს ენერგეტიკულ დანახარჯებს (უფრო კონკრეტულად აჩვენებს მარსის ასპექტები). მეგობრული ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან ,  დამახასიათებელია სიუხეშე და უშუალობა.

დაზიანების შემთხვევაში შეიძლება აღშფოთება და პირდაპირი აგრესია, ამ სახლის სფეროებში .

©ა. პოდვოდნი

მარსი XI სახლში

უყვართ გუნდური სპორტის სახეობები. მათი წარმოდგენა საზოგადოებრივ ურთიერთობებზე არის – თავისუფლების ძალის და ინიციატივის კულტი. თუ რუკის სხვა ასპექტებიც განაპირობებს, მიანიშნებს სხვებისთვის თავსმოხვეულ მეგობრობაზე ან ჰყავს ინიციატივიანი, ლაღი მეგობრები. რომანტიულ ურთიერთობებში მოსწონს აქტიური და ენერგიული პარტნიორი რომელიც იღებს წამყვან ფუნქციას. უყვარს პროექტების დაგეგმვა,  კონფლიქტებისგან თავის აცილებით .

©ბ. იზრაიტელი

მარსი მეთერთმეტე სახლში 

ჯგუფის ცხოვრებაში მონაწილეობა. სურს მიიღონ სოციუმში, თავი იგრძნოს ჯგუფის (გუნდის) წევრად. თუმცა ჯგუფის ლიდერობის და საერთო მიმართულების მიცემის ძლიერი სურვილი შეიძლება წინააღმდეგობას წააწყდეს ჯგუფის წევრების მხრიდან. მან  უნდა იშრომოს არა იმისთვის, რომ გახდეს გუნდში სოლისტი, არამედ უნდა ეცადოს იყოს სასიცოცხლოდ უცილებელი და შეუცვლელი წევრი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის სრულად რეალიზებას და მიზნის მიღწევას. ამოცანა – გამოიყენოს სპონტანური სურვილები,  ჯგუფის შეკავშირებისა და პრობლემების გადაწყვეტისთვის – შემდგომი ჯგუფის არსებობის კონკრეტიზაციით , თუმცა უნდა განხორციელდეს ეს ჯგუფში დაპირისპირებისა და კონფლიქტების გარეშე.

სათანადო ქცევა. მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი ყოველთვის ზუსტად გრძნობს საზოგადოების შესაბამის ქცევის წესებს და სურვილის შემთხვევაში შეუძლია საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც სათნო პიროვნებამ, მისი ხასიათის თავისებურება ზოგჯერ უქმნის პრობლემებს, როცა ის უკუაგდებს ზნეობრივი ქცევის ნორმებს. ანტისოციალური  ქცევა ანიჭებს ჭეშმარიტ აგზნებას, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ სოციალური შევიწროვება და შეზღუდვები მტკივნეული საკითხია მისთვის. თუ ვინმე შეეცდება მისი ქცევების გაკრიტიკებას, თავდაცვას იწყებს განსაკუთრებული აგრესიით, რაც ხშირად კიდევ უფრო ართულებს პრობლემას. არ შეიძლება სხვა ადამიანებზე თავდასხმაც , მაშინაც კი თუ ამჩნევს,  რომ ისინი შეუსაბამოდ იქცევიან – ეს მათი ნებაა და სხვას არავის ეკითხება. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარი სიამაყე გაიხადოს მოკავშირედ და არა მტრად.

მეგობრობა, სოციალური წრე. ინდივიდის მეგობრული ურთიერთობები გამოიცდება კონფლიქტებით, ზოგჯერ ძალიან მგზნებარე გარჩევებითაც კი. მას სურს განგმიროს და შეაღწიოს მეგობრობის გულში, თუმცა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე რათა არ დააზიანოს საკუთარი თავი და სხვა ადამიანები. თუ რუკა მთლიანობაში მიანიშნებს შედარებით რბილ მოქმედბებს, ინდივიდი შეიძლება არჩევდეს ისეთ მეგობრებს რომლებიც ახდენენ უთანხმოებების პროვოცირებას. ქმნის სოციალურ-ტერიტორიალურ არმიებს, რომელიც მზადაა მისი მეგობრებისა და საერთო მიზნების დასაცავად, ან აქვს უცხოებისგან თავდაცვის ფუნქცია. როცა ის მეგობრობს ვინმესთან, დამახასიათებელია ძალიან ძლიერი ლოიალური დამოკიდებულება, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს, როცა ხდება ცვლილებები მეგობრულ ურთიერთობებში.

ერთობლივი შემოქმედება. ჯგუფის სხვა წევრებს განიხილავს როგორც მოწინააღმდეგეებს შემოქმედებით შეჯიბრში და ხშირად მოქმედებს უფრო წინააღმდეგობაში ვიდრე მათთან ერთად. სიამოვნებას იღებს მისი ეგოს წინააღმდეგ მიმართული გამოწვევებისგან. მისი მხრიდან ზეწოლის გამო ჯგუფის წევრებს შეიძლება გაუჩნდეთ უარყოფითი დამოკიდებულება. მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ შემოქმედება ერთობლივი პროცესია, ხოლო ჯგუფის წვერები მისი თანამებრძოლები ამ პროცესში. მისი ამოცანაა მიმართოს ჯგუფის ყურადღება ახალი მიზნებისკენ და დაანახოს განვითარების ახალი მიმართულებები.

სიყვარულის მიღება. ამ ადამიანს ძალიან სურს სიყვარულის მიღება. უნდა რომ იყოს სასურველი და ამის მისაღებად მზადაა ბოლომდე გაიხსნას. ეს მოითხოვს აღქმის პროცესს , გახსნა უნდა მოხდეს ისეთი სახით, რომ იყოს ფაქიზი, შეუმჩნეველი და არა აშკარა და დაუფარავი, უნდა ჰქონდეს მაგნიტური მიმზიდველობა და არა აგრესიული ქცევის მანერა. თუ სიყვარულს შევადარებთ ცეკვას, პროცესი ისე ჩანს, რომ წამყვანია პარტნიორი, როცა სინამდვილეში თვითონ არის რიტმის მიმცემი. სიყვარულს გრძნობს მაშინ, როცა თაყვანისმცემელი ასრულებს მის სურვილებს, როცა მისი მანერები და ქცევა – თავისუფალი, აქტიური და მგზნებარეა. დაჟინებულობას აღიქვამს ისე როგორც სიყვარულს, ასეთივე ინტერპრეტირებას აძლევს თავდაცვას და ყველაზე უფრო მეტად – ვნების გამოვლენას. სიბრაზესაც კი შეიძლება მიიჩნევდეს სიყვარულის მანიშნებლად, რადგან თვლის, რომ დიდი კავშირია ამ ორ პირველად ემოციურ გამოვლინებას შორის. სინაზით მასზე ვერ მოახდენთ შთაბეჭდილებას. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს ცეცხლის გაღვივებას სხვა ადამიანებში, ხოლო შემდეგ როცა ეს მოხდება მოიფიქროს როგორ შეინარჩუნოს მგზნებარება. უბრალო, მკრთალი ბჟუტვა არ გამოდგება, ცეცხლის ალი უნდა გიზგიზებდეს ძალიან ძლიერად და მკაფიოდ.

©ბ. ჰერბსტი.

მარსი XI სახლში – ენერგიულობა, ლიდერობა მეგობრულ ურთიერთობებში. ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რეფორმატორობა. მიანიშნებს წარმატებაზე კოლექტიურ ღონისძიებებში. შეუძლია კარგად გარკვევა მექანიკასა და ელექტრონიკაში. აშკარა მიდრეკილება ანარქიზმისკენ და არსებული საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ წასვლა. შეიძლება მიანიშნებდეს მეგობრებთან უთანხმოებებზე.

მარსი XI სახლში

ქალის ჰოროსკოპში – მეუღლე მფლანგველია და ძნელია მასთან ერთად ცხოვრება. მამაკაცის ჰოროსკოპში – სუსტი ჯანმრთელობა, ცოლის მეორე მშობიარობა იქნება რთული . ოჯახური გარჩევები და მუხანათი მეგობრები.

©Het Monster.

მარსი 11-ე სახლში

ეს გაბედული ადამიანია, კეთილი ხასითით, რომელიც აკონტროლებს საკუთარ გრძნობას, სწამს საყოველთაო ძმობის და მეგობრობის. არ გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და ჰყავს საკმაოდ ცოტა ახლო მეგობარი. დროთა განმავლობაში მისი გავლენა იზრდება, იძენს ქონებას და ჩნება ისეთი ადამიანები ვინც ემსახურება მის ინტერესებს. როგორც წესს არ ჰყავს ბევრი შვილი. გაბედული ადამიანია და მისი სურვილები სრულდება.

©ინდუბალა

მარსი 11-ე სახლში: კვლევები

ეს ადამიანები ბევრს შრომობენ საკუთარი მატერილაური და სულიერი მიზნებისთვის. ისინი საზოგადოებრივი ლიდერები და ჭეშმარიტი პროპაგანდისტები არიან. ადვილად აბამენ მეგობრულ ურთიერთობებს, პოულობენ ნაცნობებს, თუმცა საკუთარი დაჟინებულობისა და სხვა ადამიანების მიმართ ზედმეტი მოთხოვნილებების გამო ადვილად კარგავენ კიდეც. ენერგიული და ენთუზიმით აღსავსენი არიან, თუმცა შეიძლება იყვნენ საკმაოდ მოწყვლადი და ზედმეტად მგრძნობიარეები, მიდრეკილი არიან სწრაფი იმედგაცრუებეისაკენ.

დიდი ენერგიას დებენ შემოქმედებით საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ განავითარებენ სიფრთხილეს მოქმედებებში და პატივისცემას სხვა ადამიანების მიმართ. არიან ენერგიული, ინიციატივიანი და საქმიანი მეგობრობასა და ჯგუფურ საქმიანობაში. აქტიური და ლაღი მეგობრები ეხმარებიან საქმეებში, სამუშაოსა და პროფესიული გეგმების რეალიზებაში.

კარგად ერკვევიან მექანიკაში და უყვართ ახალი ტექნიკური მოწყობილობების გამოგონება. ძალიან ხშირად მთელ თავის ძალისხმევას დებენ სოციალურ რეფორმებში. პლანეტის დაზიანება განაპირობებს უკმაყოფილებას არსებული სოციალური წესრიგის მიმართ, რევოლუციურ ტენდენციებს და მიდრეკილებას, დაამხონ მმართველები. ამასთან წარმოიშობა მრავალი უთანხმოება და კონფლიქტური სიტუაცია ჯგუფის წევრებთან. იმპულსურობამ მეგობრებთან ურთიერთობებში შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანებები და ტრავმული შეტაკებები. ნაცნობებთან ურთიერთობებში მრავლადაა უთანხმოებები და ურთერთგაგების ნაკლებობა.

საბრძოლო შემართება ხშირად გამაპირობებს მეგობრულ ურთიერთობების გაცივებას და გაწყვეტას. ამ ადამიანების დიდება საეჭვოა, რადგან ხშირად მათი სახელი უკავშირდება ხმაურიან სკანდალებს და უსიამოვნებებს. ჭეშმარიტი მეგობრული ურთიერთობები საკმაოდ ცოტა ვინმესთან თუ აკავშირებთ, თუმცა რაც აქვთ იმის გაფრთხილებაც კი არ ახასიათებს. წარუმატებლობის მთავარი მიზეზია – თავშეუკავებლობა და იმპულსურობა. პლანეტის დაზიანება იწვევს ნაცნობებისა და მეგობრების დაკარგავს, რომელიც გამოწვეულია უპასუხისმგებლო და არასაიმედო მეგობრების მიზეზით.

ბედნიერების განცდა ცვალებადია, არსებობს რეპუტაციის დაკარგვის საფრთხე. უჭირთ საკუთარი შვილების სწორად აღზრდა. მათი სოციალური ცხოვრება მშფოთვარე და ექსცენტრიულია, რაც იწვევს მრავალ უსიამოვნებას, შეცდომებსა და შეტაკებებს.

სირთულეები აქვთ ოჯახურ ცხოვებაში, უფროსებსა და ხელქვეითებთან ურთიერთობებში. შინაგანი იმპულსურობა და მგზნებარება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. შეიძლება მიანიშნებდეს სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებზე წარუმატებელი სასამართლო პროცესების შედეგად. ხშირია ინტერესი ასტროლოგიისა და ეზოტერიკის მიმართ.  აგრესიულობა შერწყმულია შრომისმოყვარეობასა და შრომისუნარიანობასთან. ბედისწერა ზოგჯერ დააშორებს მათ ნათესავებს, თუმცა რადგან თავად ისინი ხშირად  პოპულარულები ხდებიან, ნათესავები მათ შესახებ სხვებისგან იგებენ. ხშირად არიან მცენატები და უწევენ მეურვეობას სხვებს, რისი მეშვეობითაც არაპირდაპირი მეთოდებით ცდილობენ სასურველი პოპულარობის მოპოვებას.

მარსი XI სახლში 

ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.

მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.

როცა ლიბიდო პლანეტები ხვდება XI სახლში, ჩვენს ფიქრებსა და საქციელში დომინირებს ეთიკურობის საკითხი. ეს ეხება სექსუალურ სფეროსაც. სექსუალური გამოცდილება და იმიჯი უნდა შეესაბამებოდეს საკმაოდ მაღალ მორალურ მოთხოვნილებებს. დამახასიათებელია მისიონერული ტენდენცია, თუმცა არა უკიდურესი ფორმით და წინასწარგანსაზღვრული : სექსს ვანიჭებთ ისეთ მნიშვნელობას რაც სცილდება ფიზიკურ ჩარჩოებს. შეიძლება ეს იყოს სულიერების ან თერაპევტიული მნიშვნელობა. ასეთი ფორმით, მზგავსი ტენდენციისკენ მიდრეკილ ფსიქოთერაპევტს, შეუძლია დაამყაროს სექსუალური კავშირი თავის კლიენტთან, რომელსაც აქვს სერიოზული პრობლემები სექსუალურ სფეროში. აკეთებს ამას მყარად დარწმუნებული, რომ ასეთი ფორმით ეხმარება მას პრობლემების დაძლევაში. საბოლოო ჯამში შეიძლება ამ ყველაფერს ექიმისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს, მიიყვანოს ის სასამართლო გარჩევებამდე , თუმცა თუ ის დარწმუნებულია, რომ თავისი საქციელით მოაქვს კლიენტისთვის დადებითი შედეგი , ის ამას მაინც გააკეთებს. ასეთი ადამიანი მზადაა გამოიყენოს საკუთარი სექსუალურობა ზემოქმედებისთვის, მკურნალობისთვის, ზოგადად იმისთვის რაც მას მიაჩნია სასიკეთო ქმედებად. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ამ სახლში მარსის გამოვლენის.

მეორე ვარიანტი გაცილებით უფრო სავარაუდოა – სექსუალურობის დაბლოკვა და აბსოლუტური თავშეკავება. სექსი ითვლება უმდაბლეს გამოვლინებად და ეს დამოკიდებულება გამოირჩევა უკიდურესობით. ლიბიდო პლანეტისთვის XI სახლში რთულია წონასწორობის წერტილის პოვნა. ხშირად ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები დებენ საკუთარ ენერგიას მორალურ -ეთიკური წესების სქემებში, რაც ბადებს თავისმხრივ ფანატიკური რელიგიურობას. ხშირად სიყვარულისა და სექსუალური ურთიერთობების ნაკლებობა კომპენსირებულია სექსუალური ფანტაზიებით, ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ცეცხლის ნიშნებისთვის. შეიძლება მიანიშნებდეს  ვერბალურ სექსუალურ სიამოვნებას, სასიყვარულო რომანების კითხვისგან მიღებულ სიამოვნებას და ა.შ

საპირისპირო სქესისი აღმნიშვნელი პლანეტა XI სახლში უპირატესობას ანიჭებს ინტელექტუალურად აქტიურ პარტნიორს. იზიდავთ ისეთი პარტნიორები რომლებიც გამოირჩევიან მახვილგონიერებით, იკავებენ მნიშვნელოვან თანამდებობებს სამეცნიერო სფეროში ან აღწევენ განსაკუთრებულ წარმატებას რაიმე ჰუმანიტარულ სფეროებში; სურთ შექმნან ოჯახი მათზე გაცილებით დიდი ინტელექტის მქონე პარტნიორთან რომლის მიმართაც განიცდიან აღფრთოვანებას.

©ბ.ჰუბერი

 სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top