მარსი XII სახლში: (+) — ფარული ნება და ენერგია რომელიც მიმართულია საკუთარ თავზე მუშაობაზე (მაგები), ფარული მტრების ძებნაზე. აქტიური ფარული სამუშაო, ჩანს მხოლოდ რეზულტატი (საიდუმლოების ამოხსნა, განძის პოვნა, გამომძიებელი, ოკულტისტი). დაბალი განვითარების ადამიანი დადებითი მარსით შურს იძიებს მოხერხებულად, სახიფათო ფარული მტერია, მისი უნდა გეშინოდეს და ერიდო. მათ შორის იშვიათია ისეთები ვინც უმაღლესი პროგრამებით ცხოვრობს, უმრავლესობა საშუალო ან დაბალი პროგრამებით მოქმედებს. მარსი 12-ე სახლში ორბისის ფარგლებში ან პირველ სახლში, ასცენდენტთან შეერთებაში იძლევა ნაიარევს სახეზე.
(-) — ადამიანის ენერგია შეზღუდულია ან პარალიზებულია, აქვს საკუთარ თავთან ბრძოლები, ჰყავს ძლიერი ფარული მტრები, ცნობილი ხდება ცხოვრების სკანდალური ფაქტები, იძლევა მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილებას და მანიებს. შეიძლება ჰქონდეს სუიციდისადმი მიდრეკილება ან იზღუდება მისი ნება და თავისუფლება ( სამუშაო საავადმყოფოში, ბანაკში, იძულებითი სამუშაოები).
©პ.პ გლობა
მარსი XII სახლში
მოქმედებებსა და მისწრაფებებზე გავლენას ახდენს ქვეცნობიერი. უყვარს მარტოობა. მიდრეკილია იმოქმედოს ფარულად, გაურბის ღია წინააღმდეგობას. ცდილობს დაფაროს საკუთარი სურვილები და შეხედულებები, საიდუმლო სექსუალური თავგადასავლები. სამუშაო მსხვილ დაწესებულებებში, სადაც შეუძლია დამალოს ან საერთოდ დაკარგოს საკუთარი იდენტობა.
უჭირს თვითდამკვიდრება, პირდაპირობა, საკუთარი ნების გამოვლენა და სასურველის მიღწევა. შეიძლება ჰქონდეს საკმარისი ენერგია და ძალა, მაგრამ არ ეყოს თავდაჯერებულობა ან უბრალოდ არ ჰქონდეს საკმარისი სურვილი თავისი ინტერესები დააყენოს პირველ ადგილზე. სავარაუდოდ უანგარო ადამიანია და მუშაობს უფრო სხვისი ინტერესებისთვის.
ძალიან ხშირად უარს ამბობს საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე, შეიძლება ფარულად გრძნობდეს მრისხანებას რაც ხელს უშლის მის ყველაზე საუკეთესო მისწრაფებების განხორციელებას.
©ფრანსის საკოიანი
მარსი XII სახლში
სიზიფე; სიზიფეს შრომა [ითქმის დაუსრულებელ და უნაყოფო მძიმე შრომაზე – საბერძნეთის (კორინთის) მითოლოგიური მეფის Sisyphos-ის სახელის მიხედვით; ღმერთების გადაწყვეტილებით მას მაღალ მთაზე უნდა აეგორებინა მძიმე ქვა, რომელიც მწვერვალზე ატანისთანავე უკან გორდებოდა. ]
როგორც კი იწყებს საკუთარი ძალისა და ენერგიის გამოვლენას, განიცდის მარტოობის გრძნობას. მას ეჩვენება, რომ ამ მომენტში სამყარო და ადამიანები ზურგს აქცევენ, რომ ის აშკარად რაღაცას არასწორად ან უდროო დროს აკეთებს.
დაბალ დონეზე ადამიანი ენერგეტიკულ დეპრესიაში ვარდება ან ცდილობს მოახდინოს საკუთარი ძალების ფორსირება, მაინც გააკეთოს რამე და რაღაცეები დაუმტკიცოს სხვებს. ფაქტობრივად ეს არის მასსა და სამყაროს შორის აღმართული კედლის ნგრევის მცდელობა. თუმცა სამყარო ამას ეწინააღმდეგება და ხშირად ავლენს აგრესიას, რაც ამ ადამიანის მიერ გამოვლენილი აგრესიის ტოლია, ის ვერ აცნობიერებს ამას და წყევლის საკუთარ ბოროტ ბედისწერას. ამ შემთხვევაში ადამიანის ფარული მტერი, მისი ქვეცნობიერი ფარული პროგრამებია, რომელიც მოქმედებს უხეშად – ეს ქვეცნობიერი აგრესიაა. რის წინააღმდეგ არის მიმართული აგრესია მარსის ასპექტები, მისი დისპოზიტორი და 12-ე სახლის მმართველი აჩვენებს.
თუ მარსი დაძაბულ ასპექტშია ნეპტუნთან, შესაძლებელია ძლიერი ფობიები და მრისხანების უკონტროლო გამოვლინებები, რომლის მიზეზებიც უნდა ვეძიოთ იქ, სადაც მიანიშნებს მარსის ასპექტები.
მარსის ეს ასპექტი გამოკვეთს მსხვერპლშეწირვის პრობლემას: ან ადამიანი სრულად გარდაქმნის თავის ენერგიას მაღალ ვიბრაციებზე , ხდება შემოქმედებითი, ინტელიგენტი და ბოლომდე ახდენს აგრესიის ტრანსფორმაციას, ან იწყებს სხვა ადამიანების მსხვერპლად შეწირვას, ანგარიშს არ უწევს მათ ინეტერესებს და გრძნობებს.
საშუალო დონეზე ის აქეთ-იქით აწყდება ერთი ქცევის ტიპიდან მეორეზე, რის შედეგად რეგულარულად ხდება გარე სამყაროს აგრესიის მსხვერპლი, წყევლის საკუთარ ბედს და ბრაზობს დათმობებისა და გამოვლენილი გულჩვილობის გამო. სინამდვილეში ის უნდა გაერკვეს თავის დათრგუნულ მაგრამ არაფორმირებულ აგრესიაში, რასთან არის ეს დაკავშირებული და ვის წინააღმდეგ არის სინამდვილეში მიმართული. მნიშვნელოვანია მან აღიაროს საკუთარ თავში უმდაბლესი გამოვლინებები, მაგრამ არ გააიგივოს საკუთარი თავი მათთან, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას სძულს საკუთარი თავი, ის ვერც სხვების შეყვარებას შეძლებს.
მარსის დამუშავება ამ შემთხვევაში დაკავშირებულია საკუთარი მძიმე შრომის მსხვერპლშეწირვასთან, რასთან შეგუებაც მას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ როცა ის მოახდენს მსხვერპლშეწირვას ყველა წესის დაცვით, იგრძნობს შვებას.
ნებისმიერ შემთხვევაში მას უყვარს საიდუმლო მოქმედებები, კულისებს მიღმა ყოფნა და დეტექტიური ჟანრი.
©ა. პოდვოდნი
მარსი XII სახლში
აქტიურად იბრძვის ყველა სახის ფრუსტრაციისა და შეზღუდვის წინააღმდეგ, რასაც აკისრებს კოლექტიური კარმა, წინ ეღობება საზოგადოების გამოწვევებს, გამოხატავს კოლექტივის უკმაყოფილებას ან სხვებს უბიგებს აჯანყებისკენ. მალავს თავის მოქმედებებს, ცდილობს საკუთარი ხაზი გაატაროს შეუმჩნევლად – კულისებს მიღმა მოქმედებები. თვითანალიზს ხელსუწყობს ორთაბრძოლა. მტრები ყოველთვის იმალებიან, არ შეუძლია შეებრძოლოს. განმარტოებისას შეუძლია გაუძლოს დიდი ფიზიკურ დატვირთვებს.
©ბ. იზრაიტელი
მარსი მეთორმეტე სახლში
წარმოსახვა. მისი ფანტაზიებისთვის დამახასიათებელია პრიმიტიული მომაბეზრებლობა. მგზნებარე ოცნებები, სადაც თავმოყრილია ცხოვრებისეული სიმამაცის გამოსახულებები, რომელიც შეიქმნა ადამიანის ევოლუციის პროცესში. აბსურდული იქნება ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანის ფანტაზიებში ადგილი აქვს აგრესიას ან შეტაკებებს, თუმცა მზგავსი ტენდენცია მაინც არის, ამიტომ ოცნებებმა შეიძლება გაამძაფროს სიმამაცის გრძნობა. კრიზისები, კონფრონტაცია, კონფლიქტი, საფრთხე, სურვილი – ეს ყველაფერი მისი წარმოსახვის სიმბოლოებია. ამოცანაა – ამოიცნოს და დაუკავშირდეს ამ გამოსახულებებს, გამოიყენოს უფრო ეფექტური საქმიანობისთვის რეალურ ცხოვრებაში. ამ დებარეობისას მნიშვნელოვანია ოცნებებიდან ჩვეულებრივ ცნობიერ ცხოვრებაში გადასვლის მომენტი.
არაფოკუსირებული ინტუიცია. სურს მიიღოს ინტუიციური შეტყობინება დაუყონებლივ. თუმცა ჰგავს სპორტსმენს რომელიც გუნდში ასრულებს განსაკუთრებულ ამოცანას. დროის უმეტესი ნაწილი იმყოფება გვერდითა ხაზის გასწვრივ და ელოდება როდის ჩართავენ ინტუიციურ თამაშიში. დადის წინ და უკან როგორც სათადარიგო მოთამაშე, არ იცის როდის უხმობენ, რომ გაიტანოს გამარჯვების გოლი. ის მზად უნდა იყოს თამაშისთვის, როცა წარმოიშობა კრიზისული სიტუაცია. საყურადღებოა, რომ თუ ის მოქმედებს ინტუიციის ხელმძღვანელობით, კრიზისულ სიტუაციაში ბოლომდე იხსნება. როგორც კი ეცდება გააკონტროლოს ეგო, კარგავს საკუთარ თავს. ამოცანაა – თავს მისცეს უფლება წავიდეს იმ მიმართულებით სადაც საჭიროა “დემონების“ განადგურება.
განშორება და განმარტოება. უჭირს გაუმკლავდეს როგორც საკუთარ ისე სხვების მრისხანებას. მზგავსი ემოციების ღიად გამოხატვას აქვს დამანგრეველი ეფექტი, ამიტომ აქვს მიდრეკილება დაფუძვნდეს გულის სიღრმეში. ყველაზე მძაფრად ამ გრძნობებს აღიქვამს მარტოებისას. ეს თავისებურება შეიძლება მოქმედებდეს მის წინააღმდეგ მაშინ როცა საჭიროა გააზრებული მოქმედება, მაგრამ შეიძლება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ კრიზისულ სიტუაციაში – როგორც დამატებითი ენერგიის რესურსი. ფიზიკური აქტივობა იდუმალია, თითქმის მედიტაციური. ბრწყინვალედ მუშაობს დამოუკიდებლად, კულისებს მიღმა, მაგრამ მის სამუშაოს ხელს უშლის განსაზღვრული ვადები და სამუშაოს განრიგი. შეუძლია ბევრს მიაღწიოს ნანგრევების აღდგენაზე მუშაობით, ისეთი გეგმების რეალიზებით რომელზეც დიდი იმედებს ამყარებდნენ. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ განმარტოებისას კონტაქტი დაამყაროს თავისი ენერგიის წყაროსთან. უნდა გახადოს ის ხელშესახები და შემდეგ გამოიტანოს ზედაპირზე რეალურ ცხოვრებაში.
დავგანწირული დახმარება. მუდმივად იზიდავს სიტუაციები სადაც მისი ენერგია დუღს სიღრმეში ზუსტად ზედაპირის ქვემოთ. ეს ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ჩართული ისეთ კონფლიქტებში რომელიც მისი წამოწყებული არ არის და სადაც ასრულებს ერთგვარი მეხამრიდის ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს დაბუდებული, დაბლოკილი ენერგიების გამონთავისუფლებას. საკუთარი სურვილები ხშირად არ კონტროლდება ცნობიერით. ამან შეიძლება გამოიწვიოს უმიზნო ხეტიალი, ან ეს შეიძლება ნიშნავდეს უჩვეულო დავალების შესრულებას, ისე როგორც კომანდოსი ასრულებს საიდუმლო მისას. ამოცანაა- შევიდეს შეუპოვარ ენერგიასთან კონტაქტში მაშინ, როცა ის ვლინდება, იმის მიუხედავად თუ საიდან ხდება მისი წარმოშობა; მისცეს საშუალება გამოვლინდეს და არ დაავიწყდეს საბოლოო მიზანი -შეინარჩუნოს სულიერი სიმშვიდე.
“წარსული ცხოვრებები“. წარსულ ცხოვრებებში ინდივიდმა ვერ მოახერხა სიმამაცის გამომუშავება. შეიძლება წარსულში იყო მამაკაცი ან თანამშრომლობდა მამაკაცებთან, არ დაასრულა დაწყებული საქმე და ეს ყველაფერი აისახება ამ ინკარნაციაში. შეუპოვრობა, სიბრაზე, ენერგიულობა, მოქმედება და სურვილი- ეს ყველაფერი არასაკმარისად არის გაგებული ან აღქმული; წარსულის პატერნების [ნიმუში, შაბლონი ] გახსნა საჭიროა იქამდე სანამ ინდივიდი მიაღწევს სისრულეს. მხოლოდ პლანეტის მდებარეობით სახლში რთულია განსაზღვრო, რომელი წარსულის რიტმები ვრცელდება ამ ცხოვრებში, თუმცა ნიშანი, პლანეტით მართული სახლი და მარსის ასპექტები დაგვეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში. ამოცანაა-მოხდეს დაგროვილი ენერგიის შენარჩუნება, ხოლო შემდეგ მოხდეს მისი გამონთავისუფლება ისეთ სიტუაციებში, რაც მოითხოვს მძლავრ, მაგრამ ენერგიის თანაბარ და მართულ გამოვლენას.
©ბ. ჰერბსტი
მარსი XII სახლში – ქვეცნობიერი მისწრაფება ნგრევისკენ, ძალადობისკენ. სიფიცხე, ინტრიგები. აქ ძალიან ძლიერია ქვეცნობიერი იმპულსების გავლენა. მუშაობის დროს ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, ზოგჯერ ეძებს განმარტოებას. საქმეებში ერიდება გახმაურებას – ხშირად მოქმედებს შუამავლის დახმარებით. მან უნდა ეცადოს მოძებნოს გამოსავალი საკუთარი უარყოფითი ემოციებისთვის, რომელიც საკამოდ უგროვდება და ხშირად იწვევს სერიოზულ დაავადებებს. პოლიტიკურ საკითხებში ხშირად რეჟიმის მსხვერპლია, პოლიტპატიმარია.
მარსი 12-ე სახლში
მეუღლის დაკარგვა, ღალატი, კბილების დაავადებები და არაგონივრული ხარჯები საკმაოდ ბუნებრივია მარსის ამ მდებარეობისთვის. ამ ადამიანებს უჭირთ მიცემული სიტყვის შესრულება, ძილში შფოთავენ, ქალების შემთხვევაში მიანიშნებს დაორსულების ან მშობიარობის პრობლემებზე. ხშირად იწყენენ, იცვლიან პარტნიორებსა და გარემოცვას ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. ზოგჯერ უდგებათ ცხოვრებისეული სიტუაცია როცა უწევთ ფულის ეკონომია. შეიძლება საკუთარი ენერგია დახარჯონ სხვების მსახურებაზე ან ქველმოქმედებაზე.
©ინდუბალა
მარსი 12-ე სახლში: ბუნტისთავი
ეს ადამიანი ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებსა და ტანჯულებს. საკმაოდ ხშირად ხდებიან საავადმყოფოს პატივცემული მთავარი ექიმები ან ციხის უფროსი რომელსაც ემადლიერებიან. კარგად ინახავს საიდუმლოს ამიტომ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს გამომძიებლის ან რევიზორის პროფესიებში. შეიძლება მჭიდრო კავშირი ჰქონდეს კანონთან და მართლმსაჯულებასთან. ენერგია სწრაფად ელევა.
პლანეტის დაზიანების შემთხვევაში ხშირია მძაფრი ემოციური რეაქციების დათრგუნვა. ეს ადამიანები ზოგჯერ გაუცნობიერებლად უპირისპირდებიან საზოგადოებრივი წესრიგსა და წყობას, უწევენ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას. პლანეტის დაზიანება ამ სახლში ხშირად იწვევს სუიციდისა და უბედური შემთხვევებისადმი მიდრეკილებას. მოქმედებებსა და მისწრაფებებზე გავლენას ახდენს ქვეცნობიერის დინამიკა.
ქორწინებასა და შემოქმედებაში მიისწრაფვიან მარტოობისა და გარე სამყაროსგან იზოლაციისკენ. ცდილობენ იმოქმედონ ფარულად, გაურბიან ღია წინააღმდეგობას. გულდასმით მალავენ საკუთარ მოტივებს, სურვილებსა და შეხედულებებს, აქვთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობებისადმი მიდრეკილება.
მუშაობენ მსხვილ ორგანიზაციებში, რომ შეძლონ დაიკარგონ და დაფარონ საკუთარი ინდივიდუალურობა. პლანეტის დაზიანება მიანიშებს კულისებს მიღმა ბრძოლებისა და საიდუმლო შეთქმულებებისადმი მიდრეკილებაზე. არის დაპატიმრების, სამკურნალო ან ფსიქიატრიულ კლინიკაში იზოლაციის საფრთხე.
ამ ადამიანებმა უნდა მონახონ შეკავებული აგრესიისთვის გამოსასვლელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ახდენს ფსიქიკური სტრუქტურების დეფორმირებას. ხშირად ხდებიან ცილისწამებისა და სკანდალების ობიექტი. შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელობისა და ობიექტურობის ნაკლებობა. უსიამოვნებები, ორგანიზმის დაზიანებები და თავისუფლების შეზღუდვა ძირითადად გამოწვეულია ზედმეტი იმპულსურობით, საიდუმლო მტრების აქტივობითა და უაზრო თავგადასავლებით.
ადრეულ წლებში აქვთ მრავალი სირთულე, დაბრკოლება და უსიამოვნება. დაძაბულობა და ძლიერი გრძნობები გაბატონებულია გონებაზე და ვლინდება ადრეულ წლებში, რაც განაპირობებს გაუწონასწორებელ ხასიათს და გადაჭარბებულ თვითშეფასებას. უსაიმოვნებები დაქვემდებერებულების ან თანამშრომლების მხრიდან. ხშირია ცრუ ბრალდებები, დასმენა და ანონიმური წერილები მის წინააღმდეგ. პლანეტის დაზიანება იწვევს გაღიზიანებულობას, მტრულ განწყობას საკუთარი ოჯახის მიმართ, ხდებიან ძარცვისა და ქურდობის მსხვერპლი და ემუქრებათ თავისუფლების შეზრუდვა. სუიციდის და ძალადობრივი სიკვდილის ალბათობაა. ძალიან სახიფათოა წინადუხედავი მოქმედებები, ფეთქებადობა და აგრესიულობა. აუცილებელია განავითარონ პატიოსნება, ღირსება და სამართლიანობის გრძნობა. ხშირად ეს მდებარეობა დაკავშირებულია სუსტ ჯანმრთელობასთან, უცნაურ ჭრილობებთან, უბედურ შემთხვევებთან ან რაიმე ფიზიკურ ნაკლთან. უნდა ერიდონ სკანდალებს, შეტაკებებს, ფინანსურ კრახს, თაღლითობას და თავის მოტყუებას.
მარსი XII სახლში
ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში. მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.
როცა ლიბიდო-პლანეტები ხვდება XII სახლში, შეიძლება ითქვას, რომ ეს მონოზვნის ან განდეგილის ტიპის განწყობაა. სექსუალურ ცხოვრებაში მრავალი აკრძალვაა რაც აშფოთებს ამ ადამიანს. ხშირად ეს აკრძალვები დოგმების ვიწრო გაგებას ეფუძვნება, ტაბუს ადებს სექსუალურობას, რაც გავრცელებულია საზოგადოების ზოგიერთ ფენაში. ეს არის უკიდურესი მორალური გაკიცხვა ბუნებრივი მისწრაფებების, რაც დამახასიათებელია XII სახლისთვის.
სექსუალურობის მიმართ შიში, იწვევს სექსუალური სურვილების დათრგუნვას, რამაც შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს ბავშვობის წლებიდან მოყოლებული. გვიჩნდება სურვილი ვიპოვნოთ თავშესაფარი ქვეცნობიერი ფანტაზიების სამყაროში, სადაც ჩვენი რელიგიური შეხედულებები, შერეულია დათრგუნულ სექსუალურ სურვილებთან, ეს გარდაიქმნება გარკვეულ გამოსახულებაში, იძენს საკუთარ პიროვნებას, ხოლო შემდეგ ისინი გვდევნიან და გვაშინებენ. ვქმნით წარმოსახვით სამყაროს, სადაც ცხოვრობენ ანგელოზები და დემონები, ისინი ზოგჯერ დაჯილდოებული არიან ისეთი ენერგიით, რომ შეუძლიათ გახდნენ ავტონომიური არსებები და დაგვეუფლონ. მზგავსი სიღრმისეული განცდები და შფოთვა წარმოიშობა მაშინ, როცა მომწიფების პერიოდში ხდებოდა მძლავრი დამთრგუნველი ზემოქმედება, მაგალითად მშობლებს, დედას ან მამას, ეშინოდათ რომ მათი შვილი დაარღვევდა სექსუალურ აკრძალვებს და მცირედი ეჭვის(ვარაუდის) შემთხვევაშიც კი უსჯიდნენ შვილს უმკაცრეს სასჯელს. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მშობლების ასეთი პოზიცია განპირობებულია იმით, რომ მათ ეშინოდათ გაკიცხვის ანუ საკუთარი თავისთვის გრძნობდნენ საფრთხეს. მარსის, ვენერის და კიდევ მთავრის მზგავსი გამოვლენა XII სახლში გვხვდება ყველა სოციალურ წრეებში და ემოციებისა და ინსტიქტების დათრგუნვის ფსიქოლოგიური მექანიზმები ყველგან ერთი და იგივეა.
რადგან XII სახლი ცვალებადია, ხდება ლიბიდო-პლანეტების სტიმულირება. ყველა მუტაბელური ჯვრის სახლები იძლევა ცნობისმოყვარეობას გარე სამყაროს მიმართ და ზრდის გრძნობათა ორგანოების აღქმადობას. მაგრამ XII სახლში რეაგირება აკრძალვის ქვეშაა, ამიტომ განხორციელება ხდება სხვადასხვა მაკომპენსირებელი ქცევებით. ნებისმიერი პირადი სექსუალური აქტივობა უნდა იყოს მკაცრად პრივატული, მოითხოვს მჭიდროდ დაკეტილ კარს. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მზგავსი ასტროლოგიური განწყობის მქონე პარტნიორი, რომელიც გაიგებს და გაიზიარებს ჩვენ პოზიციას. მან უნდა პატივი სცეს ჩვენ მოთხოვნილებას ნებისმიერი საშუალებით დავიცვათ პრივატულობა ყველა ინტიმურ სიტუაციაში. როგორც წესი XII სახლში ჩვენ არ ვცდილობთ დავიმკვიდროთ საკუთარი სექსუალურობა, თუ არ გადავვარდით მეორე უკიდურესობაში – პროსტიტუციაში. მზგავსი შესაძლებლობა თანაბრად ვრცელდება როგორც მამაკაცებზე ასევე ქალებზე და მოიცავს საფრთხეს დაკარგონ ფსიქოლოგიური სიჯანსაღე. ამ ადამიანებმა იციან, რომ შეიძლება დაასრულონ სულიერი კრახით, მაგრამ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად არ ერიდებიან საფრთხეს.
როცა მარსი ან ვენერა ხვდება XII სახლში, ცდილობენ შეარჩიონ ჩუმი და მშვიდი პარტნიორი. ეს ადამიანები ყოველთვის მზად მყოფი სხვების დასახმარებლად, ირჩევენ ისეთ პარტნიორებს ვინც უფრო დაბალ სოციალურ საფეხურზეა, უდიდესი ბედნიერებას გრძნობენ თუ შუძლიათ დაეხმარონ პარტნიორს და ამავდროულად დაიკმაყოფილოებენ პარტნიორობისა და სიახლოვის მოთხოვნილება.
©ბ. ჰუბერი
სტატიის ავტორი: Rusa Archer