ავესალომ პადვოდნი
მერკურის შეერთება: „საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც“
მერკურისთან შეერთებისას, პლანეტას ძლიერი მენტალური შეფერილობა ენიჭება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ სურს, არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ვენერა-მერკურის შეერთებისას, სასიყვარული ურთიერთობაში იმდენი გათვლა და კეთილგონიერება ფიგურირებს, ნებისმიერი სპონტანური გრძნობა და ცოცხალი შეგრძნება მყისვე კვდება. განსაკუთრებით, როდესაც მერკური ვენერაზე ძლიერია.
სამწუხაროდ, მენტალური შეფერილობა არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება).
ასეთი ინდივიდი, როგორც წესი, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება. გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ მოქნილია და შეუძლია მიესადაგოს ახალ გარემოებებს და ნებისმიერ მოვლენაზე გავლენის მეთოდი შეცვალოს.
შეერთების დამუშავება მიმდინარეობს პირველ რიგში მერკურის დამუშავებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მოითხოვს აზროვნების მექანიზმის გადაწყობას, მძიმე და პირდაპირი სოციალური შტამპების უარყოფას და გადასვლას უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც შეძლებს ადეკვატურ ურთიერთქმედებას პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელიც ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, ქმედების მოდელირებას ახდენს თავში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა.
იუპიტერის შეერთება: „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ“
დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას საკუთარი მნიშვნელობის გამძაფრებულ შეგრძნებას ანიჭებს. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, უსიტყვოდ ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.
მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას იძლევა. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, უმართლებს. განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით _ ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.
იუპიტერის შეერთება ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას გულისხმობს. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო; ან ეს გახსნილი არხი სათანადო პიროვნებას გადასცეს. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება იმას გულისხმობს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც სრულიად განსხვავებული წყაროებისგან იღებს. მაგრამ, იმავდროულად, ძალიან ძლიერია ამ ენერგიის უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად ხარჯვის ცდუნებაც. თუმცა თავად შეიძლება ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.
საბავშვო ჰოროსკოპი
თქვენი პატარა მეტად ცნობისმოყვარეა, მას უამრავი გატაცება და ინტერესი აქვს. ხშირად იმაზე მეტ დაპირებებს გასცემს, ვიდრე შესრულება შეუძლია. უნარი აქვს, სიტყვებით დაგარწმუნოთ ყველაფერში. თხრობის, აზრების გადმოცემის დროს, მიდრეკილია გაბუქებისა და გადაჭარბებისკენ. კარგი იქნება, თუ სხვადასხვა ისტორიას მოაყოლებთ ან დააწერინებთ, რეალური ისტორია იქნება და წარმოსახვით დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ კი მასთან ერთად გაარჩიეთ მისი შემოქმედება, რომ ბავშვობიდან ისწავლოს რეალობის და „გაბუქებული ფაქტების“ ერთმანეთისგან გარჩევა.
Het Monster
გახსნილი გონება, ერუდიცია, ინტერესი რელიგიისა და სამართლის მიმართ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც შორ გზაზე მოგზაურობა ელით. ავტორიტეტებად ითვლებიან და პატივისცემით სარგებლობენ. წარმატება კომერციულ საქმიანობაში.
კატრინ ობიე
პრაქტიკული, მოქმედი გონება. შეუძლიათ გაამარტივონ, ხანდახან დაამახინჯონ კიდეც ფაქტები, რომ ყველასთვის გასაგები გახადონ. მარტივად აღიქვამენ და ითვისებენ ინფორმაციას. ოპორტუნისტული აზროვნება. ასეთი ადამიანი მარტივად დაიჭერს და ისარგებლებს ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო ინფრომაციითაც კი. კარგი ორატორია, მარტივად გამოხატავს აზრებს. აქვს დარწმუნების ნიჭი: სიტყვით გამოსვლა/ მეტყველება/ წერა მისი წარმატების მთავარი გასაღებია. მისი იდეები პრაქტიკული და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ფრენსის საკოიანი
იუპიტერი აფართოვებს გონებას და ინტელექტს. კარგი მდებარეობაა მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის, სულიერი გურუებისთვის, იურისტებისთვის, მომხსენებლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის_ ყველასთვის, ვისაც პროფესიაში მჭევრმეტყველება სჭირდება, რომ მხარდაჭერა მიიღოს. ისინი ჰუმანურ მიზნებს ემსახურებიან, რის გამოც საზოგადოების პატივისცემით სარგებლობენ. კარიერული და სოციალური წარმატება დიდად არის დამოკიდებული განათლებაზე.
სერგეი შესტაპალოვი
ირღვევა წინასწარმეტყველების უნარი, რასაც ადამიანი მიჰყავს შეცდომებამდე, დაბნეულობამდე. მისი გათვლები არასწორია. მიდრეკილია ტყულებისა და უსამართლობისკენ. გონება გაფანტული და ქაოტურია, ალოგიკური და არათანმიმდევრული.
ასპექტის დადებითი მხარე: გონებაგახსნილობა. ბრძოლა სამართლიანობისთვის. შეუძლია თამამად გააკრიტიკოს ზემდგომები და ავტორიტებები.
თბილად, შთამაგონებლად და ენაწყლიანად საუბრობენ. ღია ენთუზიაზმით გამოხატავენ თავს (თუ ასპექტში სატურნიც არ ერთვება). ეს მეოცნებე ხალხი უსაზღვრო ოპტიმიზმით უყურებს და აფასებს ყველა სიტუაციას, მაშინაც კი, როდესაც ამის რეალური საფუძველი არ აქვთ. ისინი დაბადებით მასწავლებლები და დამრიგებლები არიან, ფართოდ გახსნილი გონებითა და თბილი გულით. თუმცა ხანდახან გადაჭარბებულ თავდაჯერებას ავლენენ. სიმართლე კი ის არის, რომ ისინი დიდი ენთუზიაზმით გიზიარებენ საკუთარ აზრებს თუ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. ეს ფართო თვალსაწიერის ტოლერანტული ხალხია, ყოველ შემთხვევაში, თავად, თეორიულად მაინც, ასე მიაჩნიათ. ხანდახან ყოვლისმცოდნეთა როლსაც ირგებენ, თუმცა თუ ჩაუღრმავდებით, ძალიან სულგრძელები არიან.
ძალიან უყვართ სწავლა, შესაძლოა ინფორმაციის შეგროვება-გავრცელებაზე მეტადაც კი. მათი ცოდნის წყურვილი უსაზღროა, თუმცა ხშირად ახტებიან მნიშვნელოვან დეტალებს, რადგან „მთლიანი სურათზე“ უფრო ორიენტირდებიან. ამიტომ, მართალია, დიდ იდეებს მარტივად შთანთქავენ, მაგრამ დაწვრილებითი და ზუსტი ანალიზი ჯობია სხვებს გადაულოცოთ. რუტინა, დეტალებთან მუშაობა, „მენტალური კატორღა“ _ ნამდვილად არ ეხატებათ გულზე.
მათ შეუძლიათ ბრწყინვალე მოსაუბრეებად აქციონ ისინიც კი, ვისაც ლაპარაკი დიდად არ უყვარს. როგორც წესი, ბევრს საუბრობენ რელიგიაზე, ფილოსოფიაზე, კანონზე, განათლებაზე_მაშასადამე ისეთ საკითხებზე, რაც კაცობრიობის მიღწევებს ეხება. თუ შეერთება ძლიერ დაზიანებული არ არის, ეს ადამიანები არამხოლოდ დიდი პატივისცემით სარგებლობენ, მათ გამორჩეული პატიოსნებისთვისაც აფასებენ. გარდა ამისა, მა ძალიან უყვართ რჩევებით დახმარება და სხვების მხარდაჭერა. მათი გონება და ექსპრესიულობა თითქმის ყოველთვის შეუმცდარია. თუმცა უზომო ენთუზიაზმის გამო, ხშირად უყვართ გადამლაშება და ამავე მიზეზით, იმაზე მეტს იღებენ საკუთარ ტავზე, ვიდრე გამკლავება შეუძლიათ.
უკიდურესი გახსნილობის და პირდაპირობის გამო, მათ ხშირად ახასითებთ მტკივნეულ ადგილებზე ფეხის დაჭერა. ტაქტი დ დიპლომატია მათი განსაკუთრებული ნიჭი ნამდვილად არ არის. თუმცა თუ ამ შეერთებაში სატურნიც ჩაერთო, თავისი შემზუღდველი თვისებებით, გარკვეულ სინატიფეს მიანიჭებს. თუ ასპექტში მზეც ჩართულია, მაშინ ეს ასპექტი კომიკურ ხასიათს მიიღებს. საქმე ის არის, რომ მათ ძალიან უყვართ სხვების გართობა ამაღელვებელი ისტორიებით. ასე რომ, როდესაც ვინმეზე იციანიან, სულაც არ სურთ, ვინმეს გული ატკინონ და მით უმეტეს შეურაცხყოფას. უბრალოდ აუდიტორიის გართობას ცდილობენ.
ცნობილი ადამიანები მერკური-იუპიტერი შეერთებით: Woody Allen, Brigitte Bardot, Aleister Crowley, Michael Douglas, Harvey Korman, Charles Manson, Paul Newman, Peter O’Toole, Gregory Peck, Carl Sagan, Catherine Zeta-Jones, Susan Sarandon, Lorne Greene.