მერკურის შეერთება: „საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც“
მერკურისთან შეერთება პლანეტას ძლიერ მენტალურ შეფერილობას აძლევს, მაშინაც კი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ადამიანი, მერკურისა და ვენერას შეერთებით, სასიყვარულო ურთიერთობებში იმდენად კეთილგონიერი და ანგარიშიანი იქნება, ნებისმიერ ბუნებრივ, სპონტანურ და ცოცხალ შეგრძნებას ძალიან მოკლე დროით განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მერკური ვენერაზე ძლიერია. სამწუხაროდ, ეს მენტალური შეფერილობა სულაც არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება). ინდივიდი, ბუნებრივია, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება.
გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ საკმარისად მოქნილია. მას შეუძლია ახალ გარემოებებს მიესადაგოს და თავისი გავლენის მეთოდები შეცვალოს. ამიტომ, მერკურისთან შეერთების დამუშავება, პირველ რიგში, მერკურის დამუშავებით მიმდინარეობს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. (მაშადამე, მერკურიმ პლანეტის პრინციპები კი არ უნდა შეითავსოს ან ჩაანაცვლოს, არამედ პლანეტა უნდა დაეხმაროს). ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან აზროვნების მექანიზმის გადაწყობა სოციალური შტამპების უარყოფას მოითხოვს, რომ უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე გადავიდეს, რომლითაც ადეკვატურ ურთიერთქმედებას შეძლებს პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე, მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელმაც ნებისმიერი მოქმედების განხორციელებამდე, მისი მოდელირება უნდა საკუთარ გონებაში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა, რაც იმით გამოიხატება, რომ მერკური ფაქიზი და კრეატიული ფორმებით აძლევს მიმართულებას პლანეტების პრინციპებს, როდესაც მას ეს სჭირდება.
მარსის შეერთება: „ნამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”
მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.
აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.
მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.
„საბავშვო ჰოროსკოპი“
თქვენს პატარას მეტად მახვილი გონება და დიდი სულიერი ენერგია აქვს ბოძებული. სავარაუდოდ, ის არამხოლოდ სწავლის ძლიერ სურვილს უნდა ავლენდეს, საკმაოდ მარტივადაც უნდა სწავლობდეს. მისი გონება ყოველთვის მზადაა ახალი აღმოჩენებისთვის, თუმცა ხშირად უგულვებელყოფს იმას, რაც უკვე აღმოჩენილია მოცემულ სფეროში. ამიტომ, ის მიდრეკილი იქნება ნაჩქარევი დასკვნებისკენ. მას ძალიან უნდა უყვარდეს კამათი, შეჯიბრი, სიტყვიერი პაექრობა, რომ დაამტკიცოს თავისი შეხედულებების უპირატესობა. საკუთარი მოსაზრებების გაჟღერების დროსაც ძალიან ბასრი და პირდაპირია, შესაძლოა უხეშიც. თუ ამ შეერთებას დადებითი ასპექტი არ აქვს სატურნთან, მშობლებმა აუცილებლად უნდა ასწავლონ კონცენტრაცია და კომპრომისზე წასვლის ხელოვნება.
Het Monster
მახვილი გონება. უყვართ დისკუსიები, გაცხარებით კამათობენ კონფლიქტურ სიტუაციებში. კარგი მდებარეობაა რეპორტიორებისა და გამომძიებლებისთვის. ისინი ყოველთვის ღიად გამოხატავენ საკუთარ აზრებს, თუ გადაწყვეტილება მიიღეს, მიზანდასახულად მიჰყვებიან აღებულ გეზს. თუ შეერთებას რომელიმე სხვა პლანეტა აზიანებს: მატყუარა ადამიანი, რომელსაც არაერთი მავნე ჩვევა აქვს. უნდა უფრთხილდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, მჭრელ და ბასრ საგნებს.
კატრინ ობიე
გონებისა და აგრესიულობის შერწყმა მეომარ და კრიტიკულად განწყობილ გონებას მოგვცემს. გონება მართავს და აპროგრამებს მოქმედებებს.
სხვადასხვა ავტორს მიაჩნია, რომ შეერთებას არაერთგვაროვანი ხასიათი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომელი პლანეტის მდგომარეობა უფრო ძლიერია.
ფრენსის საკოიანი
ამ გონებმახვილ ადამიანებს ძალიან უყვართ ერთ კონკრეტულ პოზიციაზე დგომა, ამიტომაც ხშირად ეხვევიან უთანხმოებებში. ეს კარგი მდებარეობაა მათთვის, ვისი პროფესიაც დაკავშირებულია ინფორმაციის მოპოვებასთან. მათ ძალიან აგრესიული გონება აქვთ და ყველაფერს ღიად გამოხატავენ. ხშირად ინტერესდებიან პოლიტიკით, უყვართ სიტყვით გამოსვლა და გაცხარებული კამათი.
სერგეი შესტაპალოვი
გონება ძალიან ბასრია, მარტივად აღგზნებადი, „ცხელი“, ვნებიანი, იმპულსური. საუბრისას თავშეუკავებელი და წინდაუხედავია. ხშირად ახასიათებს უხეში, სარკასტული შენიშვნები და უცენზურო გამოთქმები. იცის სიტყვებზე გამოკიდება. უნდა უფრთხილდეს ხელებს, სასუნთქ ორგანოებს.
ასპექტის დადებითი მხარე: მამაცი, სწრაფი, გაბედული გონება. მკვირცხლია, სწრაფად პოულობს გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან. არასდროს ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის. ძალიან აზარტულია.
სხვა წყაროები
თქვენ ძალზედ ცნობისმოყვარე, ენთუზიასტი და ენერგიული მოსაუბრე ხართ. დიდ სიამოვნებას განიცდით დებატებისგან. ძალიან გიტაცებთ მენტალური ამოცანები, თამაშები, თავსატეხები. გაღიზიანებთ სხვების გაურკვეველი პოზიციები და სიდინჯე, რადგან უპირატესობას ყოველთვის სიმარტივეს და პირდაპირობას ანიჭებთ. თქვენ ბრწყინვალედ გესმით ყველაფრის არსი და მარტივად იცილებთ თავიდან ფუჭ აქტივობებს, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენი მოქმედებები მეტად ნაყოფიერია. შესაძლოა ხანდახან ძალიან ხისტი და აგრესიულიც იყოთ თვითგამოხატვაში. სხვის სიტყვებს ძალიან პერსონალურად იღებთ. ხანდახან ძალადობრივი გზებითაც ცდილობთ საკუთარი აზრების თავს მოახვიოთ სხვებს. სრულიად უწყინარი დისკუსიის დროსაც კი, თქვენი თავდაცვითი რეაქცია, უკიდურესი პირდაპირობა და სწორხაზოვნება შეიძლება გამომწვევი ან/და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს სხვებისთვის.
თქვენ მეტად გამჭრიახი და ენერგიული გონება გაქვთ. სხარტად აზროვნებთ, დასკვნები ემპირიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით გამოგაქვთ. შეიძლება არაერთი პრობლემა შეგექმნათ ეგოცენტრიზმის გამო, რადგან, როგორც წესი, საკუთარ მოსაზრებებს კი არ გამოთქვამთ, თქვენის ხედვის წერტილის მართებულობას ამტკიცებთ დაჟინებით. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა საამისო მიზეზი, თქვენ მენტალური მეომარი ხართ. თქვენს გონებას ყოველთვის „ცეცხლი უკიდია“, ასე რომ, ხშირად გამოხატავთ თავს რისხვის მეშვეობით. კარგი იქნება ისეთი საქმიანობით დაკავება, სადაც საჭიროა როგორც მენტალური, ისე ფიზიკური მოქნილობა.
ცნობილი ადამიანები მერკური-მარსის შეერთებით: Dick Clark, Prince Edward, Jason Alexander, Sally Field, Kathie Lee Gifford, Merv Griffin, Gene Hackman, Don Ameche, James Blish, Hank Aaron, Tommy Hilfiger, Wynonna Judd, Bob Newhart, Martin Scorsese, Meryl Streep, Debra Winger.