ავესალომ პადვოდნი
მერკურის შეერთება: „საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც“
მერკურისთან შეერთებისას, პლანეტას ძლიერი მენტალური შეფერილობა ენიჭება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ სურს, არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ვენერა-მერკურის შეერთებისას, სასიყვარული ურთიერთობაში იმდენი გათვლა და კეთილგონიერება ფიგურირებს, ნებისმიერი სპონტანური გრძნობა და ცოცხალი შეგრძნება მყისვე კვდება. განსაკუთრებით, როდესაც მერკური ვენერაზე ძლიერია.
სამწუხაროდ, მენტალური შეფერილობა არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება).
ასეთი ინდივიდი, როგორც წესი, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება. გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ მოქნილია და შეუძლია მიესადაგოს ახალ გარემოებებს და ნებისმიერ მოვლენაზე გავლენის მეთოდი შეცვალოს.
შეერთების დამუშავება მიმდინარეობს პირველ რიგში მერკურის დამუშავებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მოითხოვს აზროვნების მექანიზმის გადაწყობას, მძიმე და პირდაპირი სოციალური შტამპების უარყოფას და გადასვლას უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც შეძლებს ადეკვატურ ურთიერთქმედებას პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელიც ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, ქმედების მოდელირებას ახდენს თავში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა.
ნეპტუნის შეერთება:
„სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს“
ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც, დაუმუშავებელი ასპექტისას, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, მისი გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.
მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.
გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.
ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.
დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ის შეძლებს გამოხატოს გამოუთქმელი _ ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.
„საბავშვო ჰოროსკოპი“
თქვენს პატარა ძალიან ცოცხალი წარმოსახვა, ნათელი ოცნებები და ფაქიზი ინტუიცია აქვს. სავარაუდოდ, ძალიან მუსიკალური და პოეტურიც უნდა იყოს. მოსწონს ცეკვა და ფოტოგრაფია. უსიამოვნო სიტუაციებს წარმოსახვის მეშვეობით გაურბის, ხადახან პირდაპირ თვითმოტყუებითაც. მშობლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ ის საყვარელი და უცნაური ამბები, რომელსაც ბავშვი ხუთი წლის ასაკში ყვება, ასეთივე წარმატებით შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც. ამიტომ, აუცილებლად დროულად უნდა ასწავლოთ ობიექტური რეალობის და ფანტაზიების ერთმანეთისგან გარჩევა და აუხსნათ, რომ მომხდარ ფაქტებზე ყოველთვის სიმართლე უნდა თქვას.
Het Monster
ცოცხალი წარმოსახვა, ღრმა ინტუიცია. ინტერესი მისტიკის და პარაფსიქოლოგიის მიმართ. თუ სხვა დამატებითი ასპექტებიც არის _ ნათელხილვა, ტელეპატია. მოსწონთ მედიტაცია, პოეზია, ლიტერატურა. „ფოტოგრაფის“ თვალი. თუმცა ძალიან არ უყვართ ღიად და გახსნილად ლაპარაკი, ხან განზრახ შეცდომაში შეჰყავთ თანამოსაუბრე, ხანაც პირდაპირ იტყუებიან. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს_ჩუმი და ჩაკეტილი ხალხია. ძლიერი დაზიანებისას, ფსიქიკური აშლილობის საფრთხე.
კატრინ ობიე
ასეთი ადამიანი გამოირჩევა უჩვეულო მენტალური თვითგამოხატვით. ის დაჯილდოებულია გამორჩეულად მდიდარი აღქმით, რისი წყალობითაც, მისთვის თვისებრივია ძლიერი ინტუიცია, „გამონათება“ სრულ ბურუსში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამით სარგებლობას ყოველთვის ახერხებს. ის ძალიან საზრიანია, მაგრამ მისი აზროვნების სისტემა არ არის მკაცრად რაციონალიზებული. უმეტესად განწყობის მიხედვით აზროვნებს. მისი გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია, გაურკვეველი, თუმცა უმეტესად ჰუმანური. შესაძლოა გახდეს იდეოლოგიური მოძრაობის ლიდერი ან თვლიდეს, რომ რაიმე ზოგად საკაცობრიო მისია აკისრია.
ფრენსის საკოიანი
ცოცხალი წარმოსახვა და ღრმა ფსიქოლოგიური ინტუიცია. ინტერესი მისტიკისა და პარაფსიქოლოგიის მიმართ. დამატებითი ასპექტებისას_ ნათელხილვა, ტელეპატია, წინასწარმტყველება. ოცნებები, მედიტაიცია, ლიტერატურა, ფოტოგრაფია და ა.შ. ნეგატიურ ასპექტებში, შესაძლოა შეგიყვანონ შეცდომაში, თავს არიდებდნენ საჩოთირო კითხვებს და გადაწვეტილებების მიღებას. თუ მთლიანი ჰოროსკოპში არის სხვა სიგნიფიკატორეიც _ ფსიქიკური დარღვევები, ფსიქოზი.
სერგეი შესტაპალოვი
ძლიერი წარმოსახვა და აღქმა. შთაგონებული იდეები და მეტყველება. სულიერი ინტერესები. წინასწარმეტყველური სიზმრები. პრაქტიკული, კომერციული უნარები.
ასპექტის უარყოფითი მხარე: იდეალიზმი, რელობიდან მოწყვეტა, მეოცნებეობა.
სხვა წყაროები
ძლიერი ინტუიციური და შემოქმედებითი აზროვნება. ძალიან აფასებენ მხატვრულ ლიტერატურას, განსაკუთრებით სამეცნიერო ფანტასტიკას და ფენტეზის. აქტიური წარმოსახვის გამო, ხშირად თავადაც ნიჭიერები არიან ამ ჟანრში. მათ უჭირთ მშრალ ფაქტებზე ყურადღების კონცენტრაცია, ობიექტურობის შენარჩუნება, რადგან მათ აღქმას საფუძვლად უდევს ოცნებები. მათი გონება დროის უმეტეს ნაწილს ფანტაზიებში ატარებს. ბრწყინვალედ შეუძლიათ ვიზუალიზაცია და შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მართალია, მათი მეტყველება დამაჯერებლად არ ჟღერს და არც ისე თავდაჯერებულნი არიან კომუნიკაციისას, რადგან ბევრს მერყეობენ, თუმცა, როგორც წესი, გარშემომყოფები მათ დამაინტრიგებელ და კრეატიულ ადამიანებად აღიქვამენ. ისინი ამაღელვებელ ისტორიებს ყვებიან და ძლივს ასხვავებენ რეალობას წარმოსახვისგან, თუმცა ასე განზრახ არ იქცევიან. ისინი უარს აცხადებენ მიემხრონ ერთ კონკრეტულ პოზიციას, რადგან მიაჩნიათ, რომ საკითხს მრავალმხრივ უნდა შეხედო, ვინაიდან ფაქტების მიღმა უამრავი ნიუანსი იმალება. რუტინა და დისციპლინა ძალიან არ ხიბლავთ. ამაღლებულ კონცეფციებს უფრო დიდი სიამოვნებით უკავშირდებიან, ამიტომაც მიდრეკილნი არიან დრამატიზებისკენ.
ეს ასპექტი აქტიური წარმოსახვით, ზემგრძნობიარე აღქმით და ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. მათი გონება გახსნილია სულიერი შემეცნებისთვის. ისინი მშვენივრად გრძნობენ საზოგადოების განწყობას, ხშირად მომავლის განჭვრეტის ნიჭითაც არიან დაჯილდოებულნი. მარტივად კითხულობენ ოპონენტთა მოტივებსა და პოტენციურ სტრატეგიულ სვლებს. ეს თვისება ხელს შეუწყობთ დიპლომატიურ სარბიელზე, მწერლობაში, მარკეტინგში, ფინანსურ ინვესტიციებში, სამხედრო ტაქტიკაში. თუმცა ნეპტუნის შემოქმედებითი თვისებები საუკეთესოდ ვლინდება ხელოვნებაში, მუსიკაში, ფერწერაში, მსახიობობაში, რეჟისორობაში, ფოტოგრაფიაში და ა.შ. ასევე შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ნეპტუნით მართული სფეროების შესწავლით: გაზი, ნავთობი, ქიმია, მედიცინა. არანაკლები აინტერესებთ ჰიპნოზი, მედიტაცია, ფსიქოლოგია, სიზმრების ანალიზი, ფილოსოფია, სულიერი განვითარება. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, მაშინ პრობლემები წარმოქმნებათ ოცნებების და რელობის გარჩევის თვალსაზრისით, რადგან მათი გონება დაბინდულია ალოგიკური, ირაციონალური აზრებით.
ისინი არ ზროვნებენ მხოლოდ მშრალი ფაქტებით. ამიტომ, მათ ხშირად უჭირთ საკუთარი ფიქრების გადმოცემა მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე. ისინი სიმბოლოებით, გამოსახულებებით, მუსიკით თუ ხელოვნების სხვა ფორმებით უფრო უკეთესად გამოხატავენ თავიანთ აზრებს. მათი გონება თითქმის ყოველთვის წარმოსახვისა და ფანტაზიების სამყაროში დაფრინავს, თუ იქ ნანახის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარს განივითარებენ, მაგალითად პროზის ან პოეზიის მეშვეობით, მათ შეუძლიათ ნამდვილად მშვენიერ მხარეებში გამოგზაურონ მენტალურად. ამ უზომოდ მუსიკალურ და იდეალისტ ადამიანებს ძალიან უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია პრაქტიკულ, მიწიერ მიზნებზე, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში ძლიერ არიან მიჯაჭვულნი სულიერ და მეტაფიზიკურ სამყაროზე.
ცნობილი ადამიანები მერკური-ნეპტუნის შეერთებით: Neil Armstrong, Ray Bradbury, Martin Luther, Christina Aguilera.