მერკურის და პლუტონის შეერთება

მერკურის და პლუტონის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მერკურის შეერთებასაგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც

მერკურისთან შეერთებისას, პლანეტას ძლიერი მენტალური შეფერილობა ენიჭება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ სურს, არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ვენერა-მერკურის შეერთებისას, სასიყვარული ურთიერთობაში იმდენი გათვლა და კეთილგონიერება ფიგურირებს, ნებისმიერი სპონტანური გრძნობა და ცოცხალი შეგრძნება მყისვე კვდება. განსაკუთრებით, როდესაც მერკური ვენერაზე ძლიერია.

სამწუხაროდ, მენტალური შეფერილობა არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება).

ასეთი ინდივიდი, როგორც წესი, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება. გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ მოქნილია და შეუძლია მიესადაგოს ახალ გარემოებებს და ნებისმიერ მოვლენაზე გავლენის მეთოდი შეცვალოს.

შეერთების დამუშავება მიმდინარეობს პირველ რიგში მერკურის დამუშავებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მოითხოვს აზროვნების მექანიზმის გადაწყობას, მძიმე და პირდაპირი სოციალური შტამპების უარყოფას და გადასვლას უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც შეძლებს ადეკვატურ ურთიერთქმედებას პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელიც ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, ქმედების მოდელირებას ახდენს თავში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა.

 

პლუტონის შეერთება:  ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს

პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ  მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.

დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას  უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის (ან მთლიანობაში რუკის) შემთხვევაში, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.

პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად”. ცხოვრების სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი, ფუნჯი და ფურცელი.

მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი, უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა შესაძლოა ძალიან გაუგებრად გადმოსცემდეს თავის აზრებს, რომ იდუმალად  და ამოუცნობად მოგაჩვენოთ თავი. მისი მახვილი გონება მართლაც ფსკერამდე „თხრის“  მისთვის საინტერესო მოვლენებს. ის დიდი გატაცებით ეძებს ინფორმაციას ყველაფერზე, რაც აინტერესებს. თუმცა კი მასთან ღიად და გახსნილად საუბარი საკმაოდ გართულებულია. მას არ უყვარს საკუთარი აზრების გაზიარება არც მშობლებისთვის და არც ამხანაგებისთვის. ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლოა ძალზედ სასტიკად ექცეოდეს საკუთარ თავს, მაგრამ ძალიან ბრაზდებოდეს, თუ იგრძნო, რომ მისი იდეები და აზრები კრიტიკის საგანი ხდება. მათთვის აბსოლუტურად აუცილებელია ისწავლონ სხვების შეფასებების მშვიდად მოსმენა და აღქმა.

 

Het Monster

მახვილი გონება და ძლიერი ნება მსჯელობაში.  ხშირად ვხვდებით მეცნიერების ან გამომძიებლების რუკებში. ხშირად ინტერესდებიან/ სწავლობენ ოკულტურ დისციპლინებს და პარანორმალურ მოვლენებს. ნეგატიური ასპექტებისას, ქედმაღლობა და ანგარება მიზნების მისაღწევად.

 

კატრინ ობიე

თუ მას ინტერესი გაუჩნდა, არაფერს დატოვებს გამოურკვევლად. ცდილობს ყველაფერი დეტალურად გამოუკვლიოს და ცივსისხლიანად გააანალიზოს, მას ძლიერ იზიდავს სიმბოლოები, საიდუმლობები, პარადოქსები. ეს ის გამომძიებელია, რომელიც მყისიერად კარგავს ინტერესს კვლევის ობიექტის მიმართ, როგორც კი გამოსავალი ნაპოვნია. ის ყოველთვის ფიქოლოგიურ ამოცანებს უყენებს საკუთარ თავს, რადგან ძალიან უყვარს პრობლემებზე მსჯელობა.

 

ფრენსის საკოიანი

მათ შეუძლიათ არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების აზრების ტრანსფორმაცია, რადგან ყველას და ყველაფერს  გამჭოლად ხედავენ. ძლიერი ნება აქვთ. გამომგონობლის გენია. ჭეშმარიტება კომფორტზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე ჩანს, აინტერესებთ მეცნიერება, საიდუმლო ინფორმაციები. შესაძლოა იყვნენ გამომძიებლები, დეტექტივები. ხშირად შეისწავლიან ოკულტურ დისციპლინებს. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს _  ქედმაღლობა, ცბიერება და ტყუილები ანგარებიანი მიზნებით.

 

სერგეი შესტაპალობი

კონტაქტები, პოპულარობა, საზრიანობა. პროგრესული, გამომძიებელი გონება, ბრწყინვალე ორგანიზატორული უნარები, საქმიანი თვისებები. შეუძლია ფლობდეს აუდიტორიას. ნეგატიურ ვარიანტში _ ავანტურიზმი, ცბიერება, მიდრეკილება მსხვილი აფერების მიმართ, შეიძლება ბოროტად ისარგებლოს თავისი სტატუსით, მაგ.: ქრთამი აიღოს.

 

სხვა წყაროები

Arthur Conan Doyle ☿ ☌ ♇ _ ♉

ძლიერი ფოკუსირების და კონცენტრაციის უნარით გამორჩეული ხალხია. შუა საუბარში შეუძლიათ უცებ დასერიოზულდნენ და რამეზე ჩაფიქრდნენ. ხანდახან იმდენ ძალისხმევას ხარჯავენ სიღრმისეულ აღქმაზე, სრულიად იფიტებიან. ყველაფრის სიღრმისეული კვლევა ზოგჯერ მათ წინააღმდეგ ტრიალდება. ამ თვისების წყალობით, მათ შეუძლიათ სრულიად უწყინარი აზრი აკვიატებულ იდეად აქციონ, რაც ხშირად შეპყრობილობამდე ან პათოლოგიურ უნდობლობამდეც კი მიდის.

ისინი დაბადებით სკეპტიკოსები არიან. თითქმის ყველა აზრსა და სიტყვაში დამალულ გზავნილებს ეძებენ. მათ სურთ ფსკერამდე ამოთხარონ ყველაფერი, რომ გააშიშვლონ ადამიანთა ყველაზე დაფარული მოტივები. ზოგადად, ძალიან უყვართ საიდუმლობები, ტაბუირებული თუ აკრძალული თემები.

ხშირად ძალიან პროვოკაციული თანამოსაუბრენი არიან, თუმცა ამას მეტად ფაქიზად და შეუმჩნევლად აკეთებენ.  ხანდახან ღია სარკაზმსაც ავლენენ. ზოგჯერ იმდენად ძლიერ სურთ პასუხების მიღება ან ადამიანების საკუთარ მოსაზრებებში დარწმუნება, რომ უამრავ დროს ხარჯავენ „მკვდარი ცხენის გაშოლტვაში“.

ისინი ძალიან ჭკვიანი და ცბიერები არიან. ბრწყინვალედ ავითარებენ შორს მიმავალ სტრატეგიებს. თუმცა რადგან მერკური-პლუტონის შეერთებაა, მათ მანიპულაციურ უნარებს უფრო მენტალური სავარჯიშოს დატვრითვა აქვს, ვიდრე მათი გულიდან მოდის. ისინი უბრალოდ საკუთარი გამორჩეული თვისებების გამოყენების მეთოდებს ეძებენ და პოულობენ კიდეც.

ეს ადამიანები აღმერთებენ საიდუმლობებს, სიუჟეტის საინტერესო შემოტრიალებებს და ხელოვნების „ბნელ მხარეებს“ .

მათი დაჟინებული გონება ძალაფულებით არის აღჭურვილი.  ბრწყინვალე მკვლევარები და დეტექტივები არიან. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს თვისებები ხელს უწყობთ პირად ცხოვრებაში. გარშემომყოფები მათ უნდობელ, ზედმეტად გამომწვევ ან ზედმეტად იდუმალ ადამიანებად მიიჩნევენ.

მათი ფიქრები ყოველთვის სიმბოლიზმის ოკეანეში დაცურავს. ისინი ვარაუდებსა თუ ზრახვებზე უფრო რეაგირებენ, ვიდრე ადამიანებზე, მატერიასა თუ მოვლენებზე. განსაკუთრებით გაწაფულნი არიან  ანალიტიკურ აზროვნებაში. მშვენივრად ესმით სიმბოლოების ლოგიკა, კომპიუტერები, ბიოლოგია, მედიტაცია. მათი ტვინი ხანდახან გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს, როდესაც ცდილობენ ყველა დეტალი სიღრმისეულად გააანალიზონ. აუცილებლად უნდა ისწავლონ მენტალური მოდუნება და დასვენება.

 

ცნობილი ადამიანები მერკური-პლუტონის შეერთებით: Harry S. Truman, Sylvester Stallone, Della Reese, River Phoenix, Stanley Kubrick, Whitney Houston, Elizabeth Barrett Browning.


About Qet

Scroll To Top