მერკურის და ურანის შეერთება

მერკურის და ურანის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მერკურის შეერთება:  საგანგაშოა არამხოლოდ აზრების არარსებობა, ხშირად მათი არსებობაც

მერკურისთან შეერთებისას, პლანეტას ძლიერი მენტალური შეფერილობა ენიჭება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ სურს, არ სჭირდება და მისთვის არასასურველიც კი არის ზედმეტი ფიქრი. მაგალითად, ვენერა-მერკურის შეერთებისას, სასიყვარული ურთიერთობაში იმდენი გათვლა და კეთილგონიერება ფიგურირებს, ნებისმიერი სპონტანური გრძნობა და ცოცხალი შეგრძნება მყისვე კვდება. განსაკუთრებით, როდესაც მერკური ვენერაზე ძლიერია.

სამწუხაროდ, მენტალური შეფერილობა არ არის გაიგივებული პიროვნების ინდივიდუალურ აზროვნებასთან და ხშირად დაიყვანება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ქვეცნობიერის, ფართოდ გავრცელებულ, ბრტყელ შეხედულებებსა და შტამპებამდე. ეს კი დიდ გავლენას ახდენს პლანეტის პრინციპზე, რომელიც საზოგადოებრივი აზრის სქემატური წნეხის ქვეშ ექცევა და პროფანაციას განიცდის (მახინჯდება).

ასეთი ინდივიდი, როგორც წესი, თავადაც კარგად გრძნობს, რომ მისი ნებისმიერი მცდელობა, თავი დააღწიოს მერკურის მსგავს მომაკვდინებელ გავლენას პლანეტაზე, ამ უკანასკნელის გამოვლინების სფეროს გაზრდის მეშვეობით (მაგალითად, იპოვოს ახალი მიჯნური, თუ ვენერასთან შეერთებაა), კრახით დასრულდება. გონება (მერკური) მართალია უხეშია, მაგრამ მოქნილია და შეუძლია მიესადაგოს ახალ გარემოებებს და ნებისმიერ მოვლენაზე გავლენის მეთოდი შეცვალოს.

შეერთების დამუშავება მიმდინარეობს პირველ რიგში მერკურის დამუშავებით. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მენტალური ქცევის გავლენა, როგორც საერთო მიმართულების ხიდი ენერგეტიკულ დინებებსა და პლანეტის პრინციპებთან და არა როგორც მათი შემცვლელი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მოითხოვს აზროვნების მექანიზმის გადაწყობას, მძიმე და პირდაპირი სოციალური შტამპების უარყოფას და გადასვლას უფრო მოქნილ და მსუბუქ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც შეძლებს ადეკვატურ ურთიერთქმედებას პლანეტის პრინციპებთან. მაგალითად, მერკური მარსის შეერთება, ძლიერი მერკურის შემთხვევაში, დაბალ დონეზე მოგვცემს არა ადამიანს, არამედ პრაქტიკულად რობოტს, რომელიც ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, ქმედების მოდელირებას ახდენს თავში. მას საერთოდ არ შეუძლია, ენდოს თავისი გრძნობებისა და ლოგიკის სპონტანურ ენერგეტიკულ გამოვლინებებს. ასპექტის დამუშავება დიდ შემოქმედებით უნარებს იძლევა.

 

ურანის შეერთება:  მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო  აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება იუმორის გრძნობას განავითარებს.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ეს შეერთება უფრო საშიში იქნება გარშემომყოფთათვის, ვიდრე თავად ასპექტის მფლობელისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც მის აქტივაციას იწვევს_სწორედ მათთან ხდება იდეების და ენერგიის მოულოდნელი აფეთქებები.

 

„საბავშვო ჰოროსკოპი“

თქვენს პატარას ძალიან ორიგინალური გონება და განვითარებული გუმანი აქვს. ის მკაფიოდ გამოხატავს თავის აზრებს, კრეატიულად და დამოუკიდებლად აზროვნებს. ძალიან აღიზიანებს, როდესაც ვინმე მის საქმეებში ერევა. შესაძლოა აინტერესებდეს ელექტრონიკა, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, კომპიუტერები. ოპტიმალური განვითარებისთვის კარგი განათლება სჭირდება. მშობლებმა უნდა ასწავლონ საკუთარი ორიგინალური აზრების შემოქმედებითად გამოყენება, რომ განუმტკიცონ საკუთარი ინტუიციის მართებულობის შეგრძნება.

 

Het Monster

ორიგინალური, მახვილი გონება, ელვისებური რეაქცია. უჩვეულო გამჭრიახობა. ასტროლოგების, ელეტრო-ინჟინრების, მეცნიერების, მირკოფიზიკოსების ასპექტი. ცუდი ასპექტებისას_ექსცენტრულობა, ქედმაღლობა, მოუსვენრობა.

 

კატრინ ობიე

უკიდურესად დამოუკიდებელი გონება. ინოვაციური, ორიგინალური და ნონკომფორმისტული აზროვნება. როდესაც საქმე ახალ იდეებს შეეხება, სწორედ მას უწევს მათი დაცვა და გატანა. ტექნოლოგიური გამოგონებების უნარი, ინტერესი მომავლის პრობლემებისადმი.

 

ფრენსის საკოიანი

მათი ორიგინალური და გენიალური გონება ელვისებური სისწრაფით მუშაობს. ინტუიციურ გამონათებებს ახალი აღმოჩენებისკენ მიჰყავს.  ხშირად ინტერესდებიან ტელეპატიით და ოკულტიზმით. უჩვეულო გამჭრიახობის მეშვეობით, კარგად ერკვევიან კავშირებში. ყველაფერზე დამოუკიდებლად ფიქრობენ.  უყვართ რთულ პრობლემებთან შეჭიდება, რომ ორიგინალური გამოსავალი იპოვონ. აუცილებლად სჭირდებათ კარგი განათლება. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს _ ქედმაღლობა, ექსცენტრულობა, მოუსვენრობა, ნარცისიზმი.

 

სერგეი შესტაპალოვი

სპონტანურობა, არაპროგნოზირებადობა, ცვალებადი აზრები, ექსცენტრულობა, სარკაზმი, კრიტიკულობა, რადიკალური იდეები, სარისკო გადაწყვეტილებები.

დადებითი მხარე _ გონებამახვილობა, გამჭრიახობა, ძლიერი გუმანი, ბრძოლა ინოვაციური იდეებისთვის, სითამამე, გამბედაობა.

 

 

სხვა წყაროები

Alessandro Volta ☿ ☌ ♅ _ ♒

პროგრესული იდეებით აღსავსე დამოუკიდებელი მოაზროვნეა. ბევრი მათგანის ბრწყინვალე გონება უპრობლემოდ ამუშავებს არაერთ თემას ფართო სპექტრში და რაც მთავარია, ელვისებური სისწრაფით. თუმცა მათი გაგება არც ისე მარტივია, რადგან ხშირად უსწრებენ დროს. გულწრფელად და პირდაპირ გამოთქვამენ საკუთარ აზრებს. ეზიზღებათ ფარისევლობა, რადგან სიმართლე მათთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ხანდახან ძალიან ჯიუტებიც არიან.

ძალიან არ უყვართ წესებზე დამორჩილება, განსაკუთრებით საზოგადოებრივ წესებზე. ამიტომ, უმეტეს შემთხვვევაში „თავიანთ გზას“ ირჩევენ და ბოლომდე მას მიყვებიან. ძალიან ღიზიანდებიან, როდესაც ჩარჩოებში მოქცევა უწევთ. სძულთ ისეთ მენტალურ აქტივობებში მონაწილეობა, რისიც არ სწამთ. საერთოდ, ამ ადამიანებს ძალიან არ უყვართ გაყალბება და თვალთმაქცობა. ამან შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას სკოლის წლებში, სადაც, ვთქვათ, ისეთი თემების დაწერას მოთხოვენ, რომელიც არ აინტერესებთ. მათი მენტალური ენერგია ძალზედ ცვალებადი, გამოხატვა კი ძალზედ არათანინმიდრევრულია. ისინი მხოლოდ მაშინ მუშაობენ/შემოქმედებენ, როდესაც შთაგონებას გრძნობენ.

ძალიან საინტერესო მოსაუბრეები არიან, რომლებიც ხშირად გთავაზობენ სრულიად უჩვეულო მოსაზრებებს ამა თუ იმ, თუნდაც ყველაზე ბანალურ, საკითხებზე. ხდება ისეც, რომ საკუთარ თავთან კონტაქტს კარგავენ და გარკვეული დრო სჭირდებათ მის აღსადგენად. მარტივად იწყენენ, განსაკუთრებით როდესაც რუტინული საქმის შესრულება უწევთ. მათი აზრები (შესაძლოა მეტყველებაც) გაფანტულია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ყველაფერი იციან იმაზე, რაზეც საუბრობენ, ხშირად მათი გაგება საკმაოდ რთულია. წარმოიდგინეთ გონება, რომელიც თითქმის ყოველ წუთს ახალ იდეას ბადებს, თანაც ისე, რომ მოცდა არ შეუძლია. ეს ნამდვილად პროგრესულად და ორიგინალურად მოაზროვნე ხალხია. ნერვიულობის პროცესში, შესანიშნავი მექანიკური უნარები უვითარდებათ. თუ ხელები და გონება დაიმორჩილეს, შეუძლიათ ახალი გამოგონებაც  შექმნან. ძალიან იტაცებთ ტექნიკური საგნები, საუკეთესოდ მუშაობენ მაშინ, როდესაც ცოდნის მოწინავე ფრონტზე გასასველ  გაუკვალავ ბილიკებს აღმოაჩენენ ხოლმე. ყველაზე მეტი სირთულე  ისეთ სიტუაციებში ექმნებათ, რომელიც მათგან  „ნორმალურობას“ მოითხოვს.  მათთვის სამწუხაროდ, ტრადიციულ-დისციპლინირებული სწავლა და წვრთნა სრულიად აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ გაიგებს, რამდენად ფასეულია მათი იდეები. ამ ადამიანების გონებაში თავისუფლად მოედინება „ახალი ერის“ ინფორმაცია და არამხოლოდ პირადად მათთვის, მთელი კაცობრიობისთვისაც კარგი იქნება, თუ მას გამოხატვის სწორ და გასაგებ ფორმას მოუძებნიან.

 

ცნობილი ადამიანები მერკური-ურანის შეერთებით:  Alessandro Volta, Leonardo DiCaprio, Keanu Reeves, Leonard Nimoy, Humphrey Bogart, Desi Arnaz…


About Qet

Scroll To Top