მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის მზესთან
ეს ასპექტი ქმნის ურთიერთობას, სადაც ქალი ძლიერ დომინირებს. მამაკაცი შეიძლება საფრთხესაც გრძნობდეს მისგან, რადგან ეშინია, „უმცროსი ძმის“ როლში არ აღმოჩნდეს. თუმცა მას ბევრი რამის სწავლა შეუძლია ამ ქალისგან, რადგან ის მას აფასებს არა მისი მამაკაცური სექსუალობის, არამედ გონებრივი პოტენციალის გამო. ამიტომ, ქალი, თავისი სითბოთი და ოპტიმიზმით, დიდ დახმარებას გაუწევს მამაკაცს გონებრივ განვითარებასა და ინტელექტუალურ ზრდაში.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის მზესთან
ეს ასპექტი განამტკიცებს მენტალურ ურთიერთგაგებასა და ინტენსიურ კონტაქტს. ამ ურთიერთობაში ქალი თავისი იდეების გამოხატვისთვის უფრო ფასობს, ვიდრე ქალურობის დემონსტრირებისთვის. რადგან მზე ჩვენი სისტემის ცენტრია, მამაკაცი ამ ურთიერთობის ცენტრი იქნება. ქალი კი აღმოჩენს, რომ პარტნიორი საოცრად მარტივად იღებს და ოპტიმისტურად აქეზებს მის იდეებს.
მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის მთვარესთან
ეს შესანიშნავი ასპექტია შეწყობისთვის. ცხოვრების ემოციური და მენტალური ნაწილების შერწყმით, ურთიერთობა მეტად დაბალანსებული ხდება. ქალი განსაკუთრებით მიჯაჭვულია პატნიორზე, რადგან მის თითოეულ აზრს მთელი სიმძაფრით აღიქვამს. თუმცა ამ ტენდენციის გადაჭარბებამ მამაკაცს შესაძლოა „დედობრივი ზრუნვის“ მარწუხებში მოქცევის შეგრძნება შეუქმნას. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაშიც, მას ძლიერ ახარებს პარტნიორის შემეცნებითი დამოკიდებულება მისი ანალიტიკური გონების მიმართ.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის მთვარესთან
ეს ძალზედ საინტერესო ასპექტია, რადგან მამაკაცის ემოციები მარტივად გადაიცემა და რაციონალურად მიიღება ქალის მხრიდან. შესაძლოა მამაკაცი ერთგვარ იმედგაცრუებასაც გრძნობდეს, როდესაც მისი ემოციური რეაქცია ქალის მხრიდან ცივ ანალიტიკურ გონებას წააწყდება, ის კი ამ დროს თბილ ემოციურ გაგებას ელის. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის მიხვდება, რომ ეს ქალი დიდ დახმარებას უწევს მას ბავშვობიდან გამოყოლილი გადაჭარბებული რეაქციების დაბალანსებაში. იმავდროულად, ბაძავს რა მამაკაცს, ქალი სწავლობს იყოს უფრო მეტად ქალური. სქესობრივი როლების ქვეცნობიერი გადანაცვლება თვითკორექციის შესანიშნავ საშუალებას იძლევა, რადგან თითოეული მათგანი, პარტნიორის მეშვეობით, ახალ აღმოჩენებს აკეთებს საკუთარ თავზე.
მერკურების შეერთება
ორივე პარტნიორი მსგავსად აზროვნებს. ეს მარტივი ურთიერთგაგების მშვენიერი ასპექტია. შესაძლოა ქვეცნობიერად პერიოდულად გაათამაშონ ბავშვური შეჯიბრი, თუ რომელიმე თავის და-ძმასთან ქიშპობდა დედის ყურადღებისთვის. ერთად ისინი მართლა ძალიან გვანან ბავშვებს, რომლებიც მზრუნველი სამყაროს დაცვის ქვეშ ცელქობენ. ისინი ბუნებრივად იზიარებენ ერთმანეთის იდეებსა და ლოგიკას და სრულიად სპონტანურად ესმით ერთმანეთის.
მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის ვენერასთან
ამ ასპექტში მამაკაცის მენტალური უნარები ქალის კეთილგანწყობით არის გამყარებული. ქალი შეყვარებულია პარტნიორის ჭკუაზე. მამაკაცის მენტალიტეტი კი ფრთებს ასხამს და სასიამოვნოდ აქეზებს ქალის გრძნობებს. ამ ასპექტით განპირობებული უშუალობა შესანიშნავი სტიმულია ორმხრივი თავისუფალი თვითგამოხატვისთვის. მაცნე (მერკური) თავის მიჯნურს(ვენერას) მიმართავს, რომელიც მოთმინებით ელის, მისგან ცნობებს.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის ვენერასთან
ქალს ძალიან მოსწონს რჩეულთან საუბარი და საკუთარი იდეების გაზიარება, რადგან მამაკაცი დიდი მოწონებით ხვდებით მის აზრებს. ორივე პარტნიორს დიდად სიამოვნებს ის უშუალო გულწრფელობა, რომელსაც ერთმანეთის მიმართ იჩენენ. ისინი არაერთ საერთო ინტერესს იზიარებენ, ეტრფიან ხელოვნების მსგავს სფეროებს და ამიტომაც, სიამოვნებით ატარებენ დროს ერთად ხელოვნებაზე საუბრებში.
მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის მარსთან
ეს მამაკაცური ორიენტაციის ასპექტი იმაზე მიუთითებს, რომ ქალი პარტნიორის ინტელექტის მთავარი სტიმულატორია. თუმცა ის შესაძლოა გარკვეულ იმედგაცრუებასაც განიცდიდეს იმის გამო, რომ მამაკაცი არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს მის სექსუალურ სტიმულს, რადგან ის მას მენტალურ სიბრტყეში უყურებს. ასეა თუ ისე, ეს აქტიური და მასტიმულირებელი ურთიერთობაა. ეს ასპექტი ხელს შეუშლის ნებისმიერ ესკაპისტურ* გამოვლინებას, თუ მთელ სინასტრიულ რუკაში ამაზე მიმანიშნებელი სხვა ასპექტები იკვეთება.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის მარსთან
მამაკაცის მხრიდან პროეცირებული სექსუალური ენერგია ქალის მიერ გამოიყენება როგორც საკუთარი იდეების გამოხატვის სტიმული, რის შედეგადაც, მამაკაცი იმედგაცრუებას გრძნობს, რადგან მისი სექსუალური ინსტინქტები არასწორად არის გაგებული. თუმცა ის მადლობელია მისი სურვილების გაგებისთვის სხვა, მენტალურ, დონეზე. ეს ასპექტი ქალს აიძულებს საკუთარი გონება მამაკაცის ეგოსთან ჯანსაღ კონკურენციაში გამოიყენოს. აზროვნება ჰარმონიულად ერწყმის აქტიურ მოქმედებებს. გონება და პროგრესი შესაძლოა ამ პარტნიორობის ძირითადი მიზნები გახდეს.
მამაკაცის მერკური შეერთეებაში ქალის იუპიტერთან
ეს ასპექტი გონიერების უმდაბლესი და უმაღლესი დონეების შეხვედრაზე მეტყველებს. მამაკაცი ეხმარება ქალს თავისი იდეების პრაქტულ დონემდე მიყვანაში. ქალს კი მისი მენტალური უნარების უმაღლეს ცნობიერებამდე ამაღლება შეუძლია. ამრიგად, მამაკაცი იმ სადინარ არხს წარმოადგენს, საიდანაც ქალის უზენაესი ცნობიერება იღვრება. მამაკაცს მშვენივრად შეუძლია ლოგიკურად გაიგოს და კატეგორიებად დაახარისხოს ქალის, როგორც კოსმიური არსების, ფასეულობათა სისტემა.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის იუპიტერთან
ამ ასპექტით ქალი თავის უმაღლეს გონებას აღწევს მამაკაცის მეშვეობით, რომელიც მარტივად უხსნის მისი სუბიექტური არსებობის უნივერსალურ აზრს და ეხმარება ცხოვრების უფრო ამაღლებული პოზიციების გაგებაში. ეს პარტნიორობა გამსჭვალულია ჰუმანური თვისებებით, რადგან ქალის მხრიდან ცოდნის წყურვილი და გაგების უნარი ხელს უწყობს მამაკაცის მხრიდან საკუთარი სიბრძნის გამოვლენას.
მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის სატურნთან
ქალს მამაკაცი აუცილებელი ცხოვრებისეული გაკვეთილებისკენ მიჰყავს. ის ესაუბრება პასუხისმგებლობის ტვირთსა და სიბრძნის მიღწევის მეთოდებზე, რაც მის არსებობას სისრულეს შესძენს. მამაკაცმა უნდა მოიპოვოს მისი პატივისცემა და ამიტომაც ისწრაფვის ზრდისკენ. ამ ასპექტის წყალობით, მერკურის შედარებით ქარაფშუტულ თვისებებს ქალის მოწიფული სიბრძნე აკავებს.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის სატურნთან
ქალი მამაკაცში იმ დაცვასა და მხარდაჭერას აღმოაჩენს, რომელსაც ელის. მამაკაცის კეთილგონიერი თვისებები ამ ურთიერთობას კონკრეტულ მიმართულებასა და მიზანს ანიჭებს. ქალი თავის დასმულ კითხვებზე სერიოზულ პასუხებს იღებს, აფორიზმებისა და ციტატების სახით. მამაკაცის ასეთი სერიოზული რეაქციები მას თავდაჯერების განვითარებაში ეხმარება. ამ ასპექტში ქალი პატარა ბავშვს ჰგავს, რომელიც მამას თვალებში უყურებს და ეკითხება: „მამა, მასწავლი?“ და ისიც დიდი გატაცებით ასწავლის და უხსნის მისთვის ყველა საინტერესო საკითხს.
მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის ურანთან
მამაკაცის ინტელექტი შერწყმულია ქალის უნიკალურ ორიგინალობასა და გამომგონებლობასთან. ეს ინტერესის და ძლიერი მენტალური აქტივაციის ასპექტია. თავისუფლად აზროვნების მეშვეობით, ქალს შეუძლია პარტნიორს მისი გონების საოცარი შესაძლებლობები აღმოაჩენინოს. ვინაიდან მამაკაცს მშვენივრად ესმის მისი იდეები, ეს მათ ურთიერთობას ისეთ გონიერებასა და მენტალური გარღვევების შესაძლებლობებს ანიჭებს, რამაც შეიძლება გენიალობამდეც მიიყვანოს.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის ურანთან
ეს ასპექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ინტელექტუალურ სტიმულაციას. ქალს მშვენივრად ესმის თავისი პარტნიორის უწესრიგო მენტალური პროცესები. მართალია, ხშირად მამაკაცის იდეები მას აბნევს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისეთი რაღაცები ესმის, რასაც ადრე ვერ იგებდა. მკაფიოდ გამოხატული ორიგინალობა საოცარ სულისკვეთებას მატებს ამ პარტნიორობას. ეს ასპექტი ხელს უწყობს მამაკაცის ინდივიდუალიზმის სწრაფ ზრდასაც, რადგან ის იძლებულია მუდმივად გადააბიჯოს ურთიერთობის ტრადიციულ არქეტიპებსა და ჩვეული ნორმების საზღვრებს.
მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის ნეპტუნთან
აქ მამაკაცის აზროვნებითი უნარი შერწყმულია ქალის შთაგონებასა და ხილვებთან. მამაკაცი თავის პრაქტიკულ იდეებს უზიარებს მას და იმავდროულად, ეხმარება მისი ხილვების გაგებაში. ქალს შეუძლია მისი შთაგონება, როდესაც მამაკაცი მთელი მისი ფანტაზიების, შთაბეჭდილებების და ღრმა ფსიქიკური შეგრძნობების მიზეზებს ეძებს. თუმცა ქალმა შესაძლოა დაკარგოს თავისი იდენტობის გრძნობა და შეუმჩნევლად შეერწყას პარტნიორის გონებას, ვინაიდან, ამ ასპექტში, მისი თანამგრძნობა და თავგანწირულობა მიდრეკილია კომპრომისზე წავიდეს რჩეულის იდეებთან, რომ მას ის ღრმა საიდუმლობები გააცნოს, რომელსაც საკუთარ თავში გრძნობს.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის ნეპტუნთან
ეს გონიერების და ინტუიციის შერწყმის სიმბოლოა, სადაც მამაკაცი ქალს საკუთარი იდეების რწმენის განმტკიცებაში ეხმარება. მამაკაცი ხილვებით შთაგონებულია. ქალს უნარი აქვს, დეტალური ანალიზით გაარკვიოს ყველაფერი. ქალი თავისუფლად გამოხატავს თავის იდეებს, მამაკაცი კი ღვთაებრივ მნიშვნელობას შთაბერავს მათ. ამიტომ, ეს ასპექტი საგრძნობლად აძლიერებს ემპათიას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მამაკაცს ყველაფერი ესმის, რასაც ნეპტუნი აძლევს.
მამაკაცის მერკური შეერთებაში ქალის პლუტონთან
ამ ასპექტში მამაკაცის ცნობიერი გონება ქალის დაუმუშავებელ ქვეცნობიერ ენერგიას ერწყმის. ეს ცოცხალ ურთიერთაღქმაზე დაფუძნებული სიღრმისეული ურთიერთობაა. ქალი უჩვენებს მას, როგორ გააფართოვოს საკუთარი მენტალური სივრცე. მამაკაცის სწავლისადმი ინტერესი მხარდაჭერილია ქალის მუდმივი ტრანსფორმაციული პროცესებით. თუ მამაკაცი ურთიერთობაში დომინირებას შეეცდება, მან შეიძლება იგრძნოს, რომ ვულკანზე ზის, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ წამს „გაიღვიძოს“. თუმცა თუ მას პარტნიორის ინტენსიურობის სიდიადე ესმის, ნამდვილად სათანადოდ დააფასებს, რომ სწორედ ამ ქალის მეშვეობით, ის მუდმივ და თანმიმდევრულად შეიცნობს შეუცნობელს.
ქალის მერკური შეერთებაში მამაკაცის პლუტონთან
ეს მშვენიერი კავშირია სულიერი ზრდისთვის. მუდმივად ტრანსფორმირებადი მამაკაცი ისეთ გარემოებებს ქმნის, რაც ქალის თვითშეცნობის უნარს ავითარებს. მისი სიღრმისეული გაგება მკაფიოდ იმატებს, რადგან ის იწყებს იმ შეზღუდვებისა და სივიწროვის გადალახვას, რაც მის უმდაბლეს გონებას გაანადგურებდა. მამაკაცი ასევე ცვლის მის სექსუალურ იდეებსაც. მართალია, ქალს აშინებს რჩეულის ინტენსივობა, ის მაინც დაინტრიგებულია მისით. ამრიგად, ეს მამაკაცი მას სულ უფრო და უფრო ღრმად ითრევს სამყაროს საიდუმლოებებში, იმ იმედით, რომ ისინი ერთად აღმოაჩენენ ამქვეყნიური არსებობის აზრს.