მერკური კირჩხიბში

მერკური კირჩხიბში

წყარო: www.aquarun.ru

აზროვნება+მგრძნობელობა (მგრძნობიარობა)=აღქმელობა

ეს ფაქტორი უთითებს იმაზე, რომ ადამიანი ფრთხილი და დაფიქრებულია, მიდრეკილია ტრადიციული სტილისკენ და წარსულის პრობლემებით ღრმად შეფიქრიანებულია. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება გამჭრიახი, ხარბი და ხისტი ინტელექტი. შესაძლებელია განწყობაზე და ნებისმიერ გარეგან გავლენაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. პოზიტიურად განვითარებისას ადამიანი სხვების კეთილდღეობის მიმართ თითქმის დედობრივ მზრუნველობას ავლენს და ცდილობს ახლობლების წინ იაროს, თითქოს ამით მათთვის დაბრკოლებებისგან გზის გათავისუფლებას ცდილობს. ძალიან მჭიდრო და სიღრმისეული ურთიერთგაგებაა აზროვნებასა და გრძნობებს შორის; იგი ფლობს შესანიშნავ მახსოვრობას, მკვეთრ წარმოსახვას, მდიდარ ფანტაზიას, გამოიმუშავებს მუშაობის მეთოდების საკუთარ სტილს, ფლობს ნებისმიერ გარემოსა და წრეში მაღალი ადაპტაციის უნარს, უნვითარდება დაძაბული, ზუსტი მგრძნობელობა. განსაკუთრებით მისთვის დამახასიათებელია მუსიკის და ხელოვნების საგნების ფაქიზი აღქმა. ინტელექტი ასოციაციურია, ძლიერია ემოციურობა და აზრები უარყოფილნი არიან მანამ, სანამ გადამუშავების შემდეგ, სულის სიღრმეში  როგორც საკუთარი ისე არ აღიქმება. ასეთი ადამიანების აზრები და ქმედებები შეიძლება განისაზღვროს როგორც სიღრმისეულად ჩამწვდომი, გრძნობებით და განწყობით სავსე.

დამახასიათებელია მომავლის ინტუიციური გრძნობის და საიდუმლო და დაფარული საგნების წინათგრძნობის უნარი. გამოკვეთილია ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკისადმი ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცდილობს ყურადღება გაამახვილოს მხოლოდ ყოვედღიურობის აქტუალურ პრობლემებზე, მაინც ხშირადაა გატაცებული და მისი ყურადღება მიმართულია საიდუმლოებებზე, დაფარულზე, კულისებმიღმა არსებულზე. საერთოდ, ეს ამოუცნობი და იდუმალებით მოცული ბუნების მქონე ადამიანი დამოკიდებულია არამარტო საკუთარ განწყობაზე, არამედ სიღრმისეული პროცესებისა და საკუთარი სულის წვდომაზე. აზროვნება მოქნილია, სინთეტიკური, დეტალების ფაქიზად აღმქმელია. მისთვის ადვილი არაა აზრების ნაკადებიდან გამოთვალოს, გამორიცხოს მთავარი და აცილებელი არამთავარისა და უმნიშვნელოსაგან, ამიტომაც ექმნება პრობლემა საკუთარი აზრის სიტყვებით, მეტყველებით გამოხატვაში. საერთოდ, მეტყველება ხან ნაკადად მოედინება, ხან სავსეა მინიშნებებითა და ემოციონალური ნიუანსებით.

ურთიერთობაში ხშირად ავლენს არათანმიმდევრულობას და კაპრიზულობას (ჭირვეულობას). საუბრისას უჭირს და მისთვის რთულია ადექვატურად გამოხატოს შინაგანი მდგომარეობა, რაც აღიზიანებს არამხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ თავად მასაც. ხშირად ეყრდნობა სიმბოლოებს, გრძნობით ასოციაციებსა და მითოლოგიას. აზროვნება გამჭრიახი, მჭვრეტელი და მისტიურია, ბუნება მეოცნებე, რამდენადმე ბუტია, წყენიაა, ადვილად სწყინს და, შეიძლება ითქვას, წყენის დამახსოვრება იცის (ასე ვთქვათ, გულღრძოა). ეს ადამიანი კარგად, ჯანსაღად აღიქვამს და ეკიდება კრიტიკას, ყოველთვის ისწრაფვის საიდუმლოებების გახსნას, განსაკუთრებით ესწრაფვის წარსულის საიდუმლობებისთვის გასაღების მირგებას. მახსოვრობა არამხოლოდ კარგი აქვს (ყველაფერს კარგად იმახსოვრებს), არამედ საფუძვლიანიცაა და ღრმაც. მიუხედავად მისთვის დამახასიათებელი სიფრთხილისა და სიფხიზლისა, ასეთი ადამიანი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. მზრუნველი და მგრძნობიარეა, არამუდმივი და მოქნილია.

ჯორჯ ბერნარდ შოუ - მერკური კირჩხიბში

მთლიანობაში გონება წყნარი აქვს, ყოვლის ჩამწვდომი, აღვსილია სურვილით _  იაროს მიზნისკენ. ნაწილობრივ შესაძლებელია იყოს მრისხანე, ემოციურად მოუსვენარი და ჰქონდეს გრძნობელობითი სიამოვნების მიღებისკენ უაზრო, ამაო მიდრეკილება, რომელიც გონების სივრცეს ხშირად ბოლო წვეთამდე ავსებს. ასეთი ადამიანი, ასევე მიდრეკილია საიდუმლო პოლიტიკისკენ და საკუთარი საქმეების კულუარული გაძღოლისკენ. ის დიპლომატიურია, ტაქტიანი, ზრდილობიანი, არცთუიშვიათად ჩაკეტილი და ამოუცნობია. მთლიანობაში მისი ხასიათი შეიძლება შეფასდეს როგორც სასიამოვნო და სანდო. გონება პრაქტიკული, ყოფითი პრობლემების მოგვარების უნარიანი. ხმაურიანი კამპანიები არ უყვარს, მაგრამ შესაბამის, მისთვის ნაცნობ გარემოში მოხვედრისას ავლენს საუბრის იშვიათ სიყვარულს, რაც ყველას აოცებს, ასევე შეუძლია ზედმეტი ძალდატანების გარეშე ცვალოს საკუთარი აზრები და შეხედულებები. ასეთ ადამიანს ყველაზე მეტად უყვარს ბუნების წიაღში პიკნიკები და წყნარი საოჯახო დღესასწაულები, ის შთაბეჭდილებებით სავსე და მგრძნობიარეა, ადვილად რეაგირებს გარშემომყოფთა სიკეთესა და სიყვარულეზე. თუ ღიად შეაქებთ და წაახალისებთ, ნებისმიერი დაავადების დამარცხება ადვილად შეუძლია.

მისი გონებისთვის ასევე დამახასიათებელია სულიერი და ფსიქოლოგიური ინტერესების სფეროში მოუთმენლობა და მოუსვენრობა. საჭიროებს სხვათა შინაგანი სამყაროს თაობაზე ინფორმაციის სიუხვეს, რამეთუ საკუთარ თავში ჩაღრმავებას ასე ახერხებს. ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვებზე პასუხებს პოეზიასთან ურთიერთობა აძლევს. ასეთ ადამიანთან ცხოვრება არაა ადვილი, რამდენადაც ნათესავებთან და ახლობლებთან თანამოაზრეობისკენ ისწრაფვის; ხასიათში შეიმჩნევა ისეთი სახის რისკისკენ მიდრეკილება, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების ფუჭ, ზედმეტ ემოცინალურ მიღებასთან. ადამიანს შეუძლია ნებისმიერ გარემოსთან თუ ვინმესთან ადაპტაცია. ის წინდახედული და თავშეკავებულია. როგორც წესი, აპოლიტიკური და გამჭრიახია. აზროვნება გრძნობების ტყვეობაშია, ამიტომაც განსჯა-მსჯელობა უცილობლად სუბიექტური და მიკერძოებულია. ადამიანი ძალიან ფაქიზად აღიქვამს გარშემომყოფების სულიერ პრობლემებს, ის საკუთარ იდეებს სულის სიღრმეში დიდხანს “ხარშავს” და მხოლოდ მაშინ ამცნობს სხვებს, როცა საბოლოოდ მომწიფდება. განწყობა და მიჯაჭვულობა არამუდმივია, თუმცა საკმაოდ სიღრმისეულია.

გრძნობით სიამოვნებაზე გადაჭარბებული მიდრეკილება, არცთუიშვიათად, თავქარიანად და განებივრებულად აქცევს. ქვეცნობიერი იმპულსები და სიღრმისეული სურვილები ხშირად აიძულებენ ყველაფერს თითებშუა უყუროს, რამაც შეიძლება  პრობლემის გადაწყეტის ცალმხრივობამდე, აკვიატებამდე და არაკონკრეტულ მდგომარეობამდე მიიყვანოს. არცთუიშვიათია, სხვების ქმედებების მიმართ  არაგულწფელობა და მანიპულირებისკენ მიდრეკილება. იმის ტენდეციაცაა, რომ ინფორმაცია აღიქვას ქვეცნობიერ დონეზე _ ურთიერთობაშიც და სწავლაშიც. გარშემომყოფების აზრებსა და ქმედებებზე ძალიან მგრძნობიარეა. მისი აზროვნება ყოველთვის შეფერილია მკვეთრი, ხასხასა ემოციური იდეალებით, მაგალითად შეიძლება დასახელდეს _ პატრიოტიზმი და ახლობლების წინაშე ვალდებულების გრძნობა. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ის ფლობს ფაქიზ სულს, და ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, სპონტანურად აკავშირებს საკუთარ პერსონასთან. ხშირად აზრები საოჯახო და ოჯახის პრობლემების გარშემო უტრიალებს, ფიქრობს კვების და საერთო, პირველადი მოხმარების საგნების, შენაძენის საკითხებზე. სულის სიღრმეში კი არასდროს წყდება საიდუმლოებების, ფსიქიკისა და კოსმოსის საიდუმლობების სიღრმისეული ძიების პროცესები. ასეთი ადამიანი არცთუ ურიგო ორატორია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორიის მხრიდან მეგობრულ გამოძახილს გრძნობს. თანამოსაუბრესთან ინტიმურ-ემოციონალურ-შინაგანი კონტაქტის გარეშე, საკუთარ თავში იკეტება და სიბრიყვისა და გუგლრილობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფლობს მიბაძვის კარგ ნიჭს, ყოველთვის კონცეტრირებულია წარსულის პრობლემებზე.

კარლ იუნგი - მერკური კირჩხიბში

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური კირჩხიბის ნიშანში ადამიანს აძლევს სახეობრივ და ასოციაციურ აზროვნებას, მითოლოგიურისასაც კი, იმიტომ რომ კირჩხიბი – ეს წყლის ნიშანია. მაგრამ ზუსტად ამიტომაც შესაძლებელია, ხანდახან ადამიანისთვის ლოგიკური რგოლების შეკვრა ცოტათი რთული იყოს. ამ მიზეზით შეიძლება კოსმოგრამაში მკვეთრად გამოხატული მიწის სტიქიის ადამიანებთან ურთიერთობისას პრობლემები წარმოიშვას, ანუ მათ (მიწის ნიშნის გავლენიან ადამიანებს) ახასიათებთ ზუსტი ლოგიკა და თანმიმდევული ლოგიკური კავშირები. თუმცა ამავე ადამიანებს საკმაოდ ურთულდებათ იმის დანახვა, თუ რა რისგან გამომდინარეობს, ხოლო კირჩხიბის გავლენის მქონე მერკურ-ადამიანებს შესანიშნავად გამოსდით გამოუმჟღავნებელი, სიღრმისეული, ასოციაციური კავშირების აღქმა, ანუ, იმის დანახვა, რაც ზედაპირზე ჯერ კიდევ არ ამოსულა; რადგან მერკური იმყოფება მთვარესთან სტუმრად, ხოლო მთვარე უთითებს დაფარულ პროცესებზე, ამის მეოხებით ამ ადამიანებს ეძლევათ ნივთების შინაგანი კავშირების აღქმის შესაძლებლობა.

მერკურის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღრმა და ძალიან კარგი მახსოვრობა, შესაძლებელია, აზროვნების გამჭრიახობა, კარგი წარმოსახვა და მეოცნებეობა, ხანდახან ნებისმიერი საიდუმლოს გახსნის (განაკუთრებით წარსულის საიდუმლოებების) ინტელექტუალური გემოვნება. როგორც წესი, ამ ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია გამოკვეთილი მისწრაფება იპოვონ ნებისმიერი იდეისა და წყაროს წარმოშობის საფუძველი, იმიტომ, რომ მათი გონება ძალიან მიჯაჭვულია წარსულზე. მათთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მიღებული ინფორმაციის წყარო.

ჩვეულებრივ ორიენტირებულნი არიან ავტორიტეტებსა და ტრადიციებზე, და ზუსტად ამის გამოა, რომ თუნდაც ყველაზე სულელურ აზრს გაიზიარებენ და მიიღებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორიტეტმა ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ანდა ეს აზრი წაკითხული აქვთ სოლიდურ წიგნში. ამ შემთხვევაში ისინი ეცდებიან საკუთარი ინტელექტუალური სისტემები და მიდგომები ამ იდეაზე მიმართონ. როგორც წესი, ზუსტად ამ ავტორიტეტული წყაროების გამო ინფორმაციას დიდ ყურადღებას უთმობენ და შეუძლიათ სხვა აზრები, იდეებით თუ შეხედულებები საერთოდ უარყონ.

მათ აზროვნებაში დიდ როლს ითამაშებენ ქვეცნობიერი პროცესები. ხანდახან ისინი სუფთა ინტუიციურად შეძლებელენ იმის განსხვავებას, რომელი ინფორმაციაა მართალი, სწორი და რომელი ტყუილი, მცდარი, მაგრამ ამის ახსნას ტყუილად შეეცდებიან. მაგალითად, იმ ადამიანს რომლის კოსმოგრამაშიც მიწის ნიშანია წამყვანი, მერკური-კირჩხიბის „ჩვეულებრივი“ საბუთები, „მტკიცებულებები“ შეიძლება სისულელურად და ალოგიკურად მოეჩვენოს. საერთოდ, ალბათ, ამის გამოცაა, რომ გაგების მხრივ ურთიერთობაში ხშირად წარმოეშვებათ პრობლემები.

შესაძლებელია, მათი მეტყველება ხანდახან მოკლებული იყოს თანმიმდევრულობას, ანუ მათ აქვთ ასოციაციური კავშირების „ლოგიკა“, რომელიც გარდა „წყლის“ ნიშნებისა თითქმის არავის ესმის. თუ ისინი არ იმუშავებენ საკუთარ თავზე, საკუთარ მეტყველებაზე, მაშინ მათი გაგება ძალიან რთული იქნება: მერკურის მეტყველება კირჩხიბის ნიშანში საკმაოდ გაურკვეველია. ხოლო თუ მერკური ამავდროს იმყოფება მზისგან მოშორებით, მეტყველება შეიძლება საერთოდ გადაიქცეს გაუგებარ ბლუყუნად.

ამ ადამიანებს ურთიერთობაში წარმოეშვებათ კიდევ სხვა მრავალი პრობლემა, რამდენადაც ისინი მგრძნობიარენი, შეშფოთებულნი, განგაშით შეპყრობილნი არიან და საჭიროებენ მხარდაჭერას. როცა საუბრობენ, თითქოსდა აკვირდებიან თანამოსაუბრეს, ეძებენ დადასტურებას, გამხნევებას სიტყვებით, მიმიკით ანდა შეხედვით. თუ ამას ვერ იღებენ, მაშინ, დიდი ალბათობაა, დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ რასაც ამბობენ, ამბობენ არასწორად ანდა აწყენინეს თანამოსაუბრეს.

მერკური მთვარესთან სტუმრად ასევე უთითებს იმაზეც, რომ მათ სწრაფი, ფაქიზი, თითქმის წამიერი რეაქცია აქვთ გარემოების ცვლილებაზე. თუ, მაგალითად, მათი თანამოსაუბრე „ქვის“ ადამიანია, რომელსაც არაფერი ესახება სახეზე, იგი რამდენიმე ხნის შემდეგ იწყებს ნერვიულობას, ამასთან საკმაოდ გამოხატულად. იმისთვის, რომ მათთან ახლო ურთიერთობა დამყარდეს, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ დაცულნი, უსაფრთხოდ არიან და მათი აზრები მისაღებია. თუ ეს ასე არაა, მაშინ საკუთარ თავში ჩაიკეტებიან და ეცდებიან გაექცნენ ურთიერთობას.

ცუდ შემთხვევაში, შეიძლება ასოციალურნიც კი იყვნენ, თითქმის სიღრმისეული ფსიქიკური გადახრები ჰქოდნეთ, მაგალითად ნევროზულობა. მხოლოდ ერთია, ადამიანებთან ურთიერთობას  მხოლოდ მაშინ გაექცევიან, თუ დიდი ტრავმა აქვთ მიღებული.

სამაგიეროდ თანამოსაუბრის ფსიქიკური მდგომარეობის მიმართ ძალიან ყურადღებიანები არიან და ავლენენ თანამოსაუბრის შინაგანი სამყაროსადმი ინტერესს. ალბათ, ურთიერთობაში საერთო განცდების ტენდენცია იქნება, რაც დამოკიდებულია მიმართულების კულტურაზე (მაგალითად, შეუძლიათ მეგობრებთან ერთად მოუსმინონ მუსიკას). ამ განცდების საფუძველზე კი შეიძლება რაღაც თქვან და ამ სახით უზრუნველყონ ურთიერთგაგება ემოციურ დონეზე. თუ ასეთი საერთო განცდები არ არსებობს, მაშინ შეიძლება არცთუეფექტური იყოს ადამიანებთან ურთიერთობა.

როგორც წესი, ისინი კრიტიკის სწორად აღქმელნი არიან, მაგრამ შეიძლება ახასიათებდეთ გაფანტულობა, “წყენიები” არიან და ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) იციან წყენის დამახსოვრება (გულღრძონები არიან).

წყარო: აბესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური კირჩხიბს სიტყვების და საერთოდ ნიშნების, სიმბოლური სისტემების  (რომლებშიც მერკურიანულ კირჩხიბს უდიდესი სიღრმე და არსი შეუძლია დაინახოს) მიმართ უფრო აღქმელს ხდის; კარგია ისტორიკოს-არქეოლოგებისთვის, უცნობ ენაზე დაწერილი უძველესი ტექსტების გამშიფვრელებისთვის. მერკური კირჩხიბს ასევე უმსუბუქებს საკუთარი სიღრმისეული შეგრძნებების გამოხატვის პრობლემემებს, ეხმარება რა ამისთვის მეტნაკლებად ადეკვატური ენა; გარშემომყოფებისთვის (და კაცობრიობისთვის მთლიანობაში),  მისი გაგების საფეხური და მნიშვნელობა განისაზღვრება მერკურის ასპექტებითა და მერკურის დამუშავების დონით.

სიტყვების მიმართ მაღალი მგრძნობელობა, ხშირად ძლიერი ემოციური რეაქცია; დაზიანებისას _ საკუთარი გრძნობების სიტყვებით გადაცემისას და ინფორმაციის აღქმისას სიტყვობრივი და სიმბოლური მნიშვნელობებით არსებითად მახინჯდება.

წყარო: ს.ვ. შესტიპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)

ასეთი მდებარეობის მერკურის ჰარმონიული ასპექტები პიროვნებას აძლევს ჰუმანიტარულ, ძალიან გამომხატველ, აღქმელ გონებას, ყურადღებიანია დეტალების მიმართ; კარგი მახსოვრობა და წარმოსახვა, ინტერესი ისტორიისადმი. სუბიექტი დიპლომატიურია, ტაქტიანი, კეთილმოსურნე, მორწმუნე, ფრთხილი. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობას, მიდრეკილია ცვლილებებისკენ, ახალი შთაბეჭდილებებისკენ, მგზავრობისკენ, მოგზაურობისკენ, განსაკუთრებით წყალზე მოგზაურობისა და გადაადგილებისკენ. აინტერესებს საოჯახო ტრადიციები, სოციალური საქმიანობა; ადვილია სიკეთით მასზე ზეგავლენის მოხდენა. ავლენს განსაკუთრებულ ინტერესს ფსიქოლოგიის, პოეზიისა და მუსიკისადმი.

დაზიანების შემთხვევაში სუბიექტის გონება ეჭვიანი, მოუსვენარი და მშიშარაა, ფრთხილი, ეშმაკი, მეწვრილმანე, ანჩხლია.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ქვეცნობიერი იმპულსები და სურვილები ბევრ რამეზე თვალის დახუჭვას აიძულებენ, რამაც შეიძლება აკვიატებამდე და არასაქმიან მიდგომამდე მიიყვანოს. აქვს შესანიშნავი მახსოვრობა, ინტუიცია, ფსიქოლოგიის ინტერესი. ფაქიზი სული, აზრები ყოველთვის საკუთარი ოჯახის, სახლის, საჭმლის გარშემო უტრიალებს. შესაძლებელია ახასიათებდეს (მსუბუქ ფორმებში) არაგულწფელობა, სიანჩხლე, სიმკაცრე. შეიძლება სამუშაო დაკავშირებული იყოს ფსიქოლოგიასთან, ფსიქიატრიასთან, შეიძლება იყვნენ ფსიქოთერაპევტები.

ეს ადამიანი სიღრმისეულად ინტერესდება შინაგანი, სუბიექტური და პიროვნული საკითხებით, მისი აზროვნება დიდი დოზით დაფუძნებულია შეგრძნებებზე, ინტუიციაზე, პიროვნულ გამოცდილებასა და წინასწარშექმნილ აზრზე, ვიდრე გონივრულ აზრსა და ლოგიკაზე. ინტელექტუალური უნარები და მიღწვები მისთვის უმნიშვნელო როლს თამაშობენ თუ ამასთან ერთად არაა ჩადებული გული და სული. შეუძლიათ იყვნენ ყურადღებიანები, ნდობით მოუსმინონ სხვებს, მათგან შეიძლება კარგი კონსულტანტი დადგეს. გარდა ფსიქოლოგიისა მათ იზიდავს ხელოვნება, პოეზია, მუსიკა, მითოლოგია. შეიძლება ითქვას, ეშინია დიდი აუდიტორიის, მაგრამ ადვილად იხსნება მცირერიცხოვანი ადამიანების გარემოცვაში, ოღონდაც გარემოცვა მისთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს.

ის მოხერხებულად და დიდი სიამოვნებით აწარმოებს დღიურს ანდა აკეთებს ჩანაწერებს, აღბეჭდავს ცხოვრებას, მოვლენებს, მომხდარს.

დამახასიათებელი დაავადებები: სპაზმები (კრუნჩხვები), ჭვალი, ნევროზები.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

ეს ნიშანი მტრულადაა გაწყობილი მერკურისადმი, რაც გამოიხატება ემოციონალურ სფეროში; რისკ-ფაქტორებისკენ მიდრეკილებაა; ამ ფაქტორებთან ერთად და მათი გათვალისწინებით ადამიანისთვის რთულია ცხოვრება. ასეთი ადამიანები ჩხუბობენ საკუთარ მეგობრებთან და ნათესავებთან, ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, საარსებო მინიმუმს გამოიმუშავებენ საქონლის (პროდუქციის) გადაზიდვით, ჩვეულებრივ მათ წარმატება ბიზნესში აქვთ.

წყარო: სემირა და ვ. ვეტიში (პროგნოზირების ხელოვნება)

აზროვნება მოქნილი, სინთეთიკური და დეტალების ფაქიზად აღქმელი. პრობლემაა აზრების ნაკადებში მთავარისა და არამთავარის, მნიშვნელოვანისა და უმნიშვნელოს გამორიცხვისას, ამიტომ ხშირად ურთულდებათ აზრის სიტყვიერად გამოხატვა-გადმოცემა. მეტყველება ემოციურ ნიუანსებზეა აგებული ანდა ქაოსურად ვლინდება.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

მგრძნობიარე, ფაქიზი, აღმქმელი, ხანდახან კაპრიზული (ჭირვეული) გონება. წარმოსახვამ შეიძლება შეაფერადოს სინამდვილე: ადამიანი ისე იტყვის ტყუილს, რომ ამას თავადაც ვერ შეამჩნევს. შთაბეჭდილებებისა და გრძნობების შესანიშნავი მახსოვრობა. სუბიექტური შეგრძნებების ფაქიზი ანალიზი: ფაქტებს, მოვლენებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შეგრძნებას, რომელსაც ისინი იწვევენ. ხანდახან ირიბი, კონსერვატორული აზროვნება: იდეებს სჭირდებათ დრო, რათა „მომწიფდნენ“. იუმორის გრძნობის უკმარისობა. კამათში, საკუთარ იდეებს, როგორც სამაშველო წრეს ისე მყარად ეჭიდებიან. უარყოფითი გავლენისას – არათანმიმდევრულობა, ალოგიკურობა, ჯიუტობა.

საბავშვო ასტროლოგია

წყარო: კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ასეთი მდებაროების მერკურის მქონე ადამიანებში ხშირად შეინიშნება ფოტოგრაფიული მახსოვრობა. თქვენმა პატარამ შეიძლება როგორც ღრუბელმა ისე შეისრუტოს ფაქტები და დეტალები, თან ეს ფაქტები და დეტალები სამუდამოდ დაიმახსოვროს. მაგრამ მისი ბუნებრივი მეთოდი არა „აზროვნება“, არამედ „გრძნობაა“. ეს ბავშვი აზროვნებს, სწავლობს, რეაგირებს ემოციურ დონეზე. არ ეცადოთ ჩაწვდეთ მის ლოგიკას და ცნობიერებას _ ეს არ იმუშავებს. ლოგიკური მოწოდებები ასევე არ იმოქმედებს; სავარაუდოა, გადაწყვეტილებები მიიღოს ემოციურად. ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს. თქვენ ბავშვს ეცოდინება ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ამის _ რატომ და როგორ _ ახსნას ვერ შეეძლებს. და მაინც, ენდეთ, მან იცის ის, რაც იცის. მრავალი რამ, რაც მის თავში ხდება, დაფარულია და ასეთად დარჩება ბოლომდე.

ეს ბავშვი ფლობს ბრწყინვალე წარმოსახვას, რომელიც შემოქმედებითი აქტიურობის გაფურჩქვნას უწყობს ხელს _ ასეთია: ფერწერა, ცეკვა, თეატრალური დადგმები, ლიტერატურული საქმიანობა, პოეზია. წაახალისეთ ის! ალბათობაა, თქვენი პატარა ძალიან კეთილსინდისიერად მოეკიდოს სასკოლო სამუშაოს, მაგრამ სანამ არ შეიგრძნობს თავდაჯერებულობას, მანამ მზად არ იქნება გამოთქვას აზრი _ ხოლო მისი თავდაჯერებულობის გამყარება შეუძლია შემოქმედებით აქტიურობას. ამიტომ პატარას სჭირდება საკუთარ ტემპში მუშაობა, შეჯიბრებაში ჩართვის გარეშე. საუკეთესო სწავლებად შეიძლება იქცეს მის გარშემო არსებული ის გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა გრძნობის მეშვეობით და გამოყენებით ისწავლოს, თუმცა ძლიერი მახსოვრობა ხელს შეუწყობს ისწავლოს და აითვისოს ის საგნები, სადაც მნიშვნელოვანია ფაქტები.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები).

საგასაღებო სიტყვა: მგრძნობიარობა, დახმარება, ემოციები, ინტუიცია, დაცულობა, მზრუნველობა, შეგრძნება, პასუხი, მოსმენა, საჭიროება, უსაფრთხო.

მერკური კირჩხიბში განსაზღვრავს აზროვნებას, რომელიც უზრუნველყოფილია გრძნობებით. ასეთი ბავშვების აზრები ემოციებზეა დამოკიდებული. მათ ცხოვრების მიმართ ძალიან სუბიექიტური მიდგომა ახასიათებთ, და იმდენად აღქმელნი არიან, რომ ზეგავლენას ყველაფერი და ყველა ახდენს. მოცემულ წამს ვინც მათ გვერდით იმყოფება, მისგან ნებისმიერ იდეებს ავტომატურად იჭერენ და ითვისებენ. ამიტომ ასწავლეთ დამოუკიდებლობა და სამყაროს უფრო მეტად პოზიტიური ხედვა და აღქმა. კარგი გონება აქვთ, ისინი საკუთარ ჩვევებსა და შეხედულებებში მუდმივნი არიან. ასეთი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დასაწყისიდავე განისაზღვროს ცხოვრება და სწორად შეარჩიოს იდეალები, რამეთუ მიდრეკილია დაუფიქრებლად გადაიღოს სხვების აზრები და გრძნობები. მშობლები და ოჯახი ყოველთვის დიდ ზეგავლენას ახდენს. სანამ ბავშვი ისევ პატარაა, აუცილებელია ასწავლოთ სამყაროზე დამოუკიდებელი და ობიექტური შეხედულებების ჩამოყალიბება. ბავშვები, რომლებსაც მერკური კირჩხიბში აქვთ, არაჩვეულებრივად, განსაკუთრებულად  ემოციურები არიან, გძნობები მათთვის ყველაფერია და ხშირად თავადაც არ იციან რატომ ფიქრობენ ასე და არა სხვაგვარად. თუ გაბრაზებულები არიან, მაშინ მთელი სამყარო აღიქმება შავ ფერებში. დაეხმარეთ ასეთი აზრების მოშორებაში და აუხსენით რომ ჯანსაღი გონება – ეს ისაა, რაც ადამიანს ეხმარება სწორი გადაწყვეტის მოძიებაში.

არ გირჩევთ მასთან იკამათოთ ანდა „თავს დაესხათ“. ის გაჯიუტდება, და თქვენ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ. სცადეთ მოეპყრათ გრძნობების მეშვევობით.L თქვენი პატარა ძალიან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევა, ყოველ ნივთს მისთვის ემოციური შეფერილობა აქვს. პირიქით, ლოგიკური ცივი ანდა მკაცრი მიდგომა აქ საწინაღმდეგო შედეგს იძლევა. იმის მაგივრად, რომ იკამათოთ ანდა უბრძანოთ, უთხარით, რომ კარგად გახსოვთ და არ გავიწყდებათ მისი გრძნობები. თავი აარიდეთ სიტყვებს „ფიქრი“ – აქ ის არ იმოქმედებს.

ამ მდებარეობის მქონე ბავშვებს ძალიან აქვთ განვითარებული ინტუიცია, შეუძლით საკუთარ ინსტიქტებსა და წინათგრძნობებს მთლიანად დაყრდნონ. არცთუ იშვიათად ისინი მედიუმის უნარებს ფლობენ. ადვილი შესაძლებელია, სკოლაში ყველაფერი კარგად არ ჰქონდეთ, რამეთუ ისინი ინფორმაციას სმენით უკეთ აღიქვამენ. სხვა ადამიანების და სხვა ადამიანებზე კინომ, ტელევიზორმა (ტელე-გადაცემებმა),  მოგზაურობამ და მოთხრობებმა შეიძლება უფრო ბევრი რამ ასწავლონ, ვიდრე მხოლოდ კითხვამ – რამეთუ ეს თითქმის არაფრის მომცემია. თუ ისინი დაიმახსოვრებენ მასალას, მაშინ დარწმუნებული იყავით რომ ხვალ არ დაავიწყედებათ. მათ ცნობიერებამდე მხოლოდ ერთი გზაა – გრძნობები. თუ ამას დაიმახსოვრებთ, მაშინ პატარასთან დიდი პრობლემები არ გექნებათ, ურთიერთგაუგებრობის გამო თქვენი ტანჯვაც დასრულდება და გახდებით კარგი მეგობრები.

როცა წინ სერიოზული საუბარი გელით, პირველ რიგში, შეარჩიეთ ამისთვის შესაფერისი ადგილი, რათა ბავშვმა დისკომფორტი არ იგრძნოს. არ დაივიწყოთ, თქვენი სიტყვები უნდა მივიდეს მის გულამდე. მოუყევით საკუთარი შეგრძნებების თაობაზე და დაინტერესდით მისი განცდებით. დაე, პატარას მოსალოდნელი ცვლილებები ნუ დააფრთხობს. უთხარით, როგორ გჭირდებათ ის. და ყველაზე მთავარი, არ დაივიწყოთ ემოციებისა და გრძნობების მისი მოთხოვნილება!

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top